არც კი ვიცი, როგორ დავიწყო. სასწაულად მიჭირს და რაც არ უნდა იყოს, უნდა დავიწყო.
გარდაცვლილი ისაა, რომელიც 16 წლის ასაკში გამიქრა.
გარდაცვლილი ისაა, რომელიც მხოლოდ ვიდეო, აუდიო და აურაცხელი რაოდენობის ფოტო ჩანაწერშიღა შემომრჩა.
გარდაცვლილი ისაა, რომელზეც ჟურნალში სტატიას წერენ.
და მეტი არაფერი.
მეტი ყველაფერი მეხსიერებაშია.
აა და გარეგნობაში. თუმცა გააჩნია.
7 წელი ისე მალე გავიდა, რომ ვერც ავყევი თუ მივყევი.
მაპატიეთ, მართლა არ ვიცი რა და როგორ დავწერო.
უბრალოდ იმას დავწერ, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ინტელექტუალური თამაშების ყურება მომენატრა.
აა, კიდევ კარტის თამაში და მათემატიკის ამოხსნა.
ა და კიდევ, გეორგაფიული, კინემატოგრაფიული თამაშები.
აა და კიდევ ჭადრაკი.
და ბეკისთან (ჩემი კავკასიური ნაგაზი ოდესღაც) თამაში. რომ დაგვცინე ბექჰემის გამო არქმევთო 😀
და კიდევ ბევრად მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც უფრო ემოციურია, ვიდრე ეს ყველაფერი.
ახლა შენი სახელი ბუსაკას ჰქვია და მიშტერებით უყურებს ხოლმე დიდ ოთახში, ჩარჩოში მოთავსებულ შენს სურათს. ხვდება ვითომ რამეს?! რავიცი, რავიცი. 🙂

;(;(
სალი – ხო, მეც გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვქენი. დიდი მადლობა :**მირა – ხო, მარტო ეგ დაგვრჩენია.
ისაღა დაგვრჩენია მოვიგონოთ სიყვარულით, ვიფიქროთ რომ კარგად არიან!..
ასეთ დროს უძლურები ვართ სამწუხაროდ 😦
მგონია, ვერასოდეს დავწერ კონკრეტულად ამ წერილს. ყველაზე რთული მეჩვენება იმ 30-ში. ძლიერი ყოფილხარ 🙂