To the person I hate most

ამ მომენტში კონკრეტულს ვერავის ვიხსენებ, ვინც შეიძლება მეზიზღებოდეს. უბრალოდ ყოველთვის, როდესაც ვაპირებ ადამიანის შეზიზღებას, ვცდილობ მის შებრალებასა და შემდეგ უკვე მოშორებას.
ანუ ბევრს ჩამოვშორდი იმის გამო, რომ მივხვდი მე სხვაგან ვიყავი, ის სხვაგან იყო.
შეძულების მაგიერ მახასიათებს იგნორი.
როგორც ერთმა ბრძენმა თქვა:
The opposite of love is not hate, it’s indifference.
ხოდა აი მეც ეგრე ვარ.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ მეზიზღება ზოგადად.
ანუ მეზიზღება ადამიანთან ჯგუფი, რომელიც გამუდმებით ცდილობს რაღაც ჩარჩოში მომაქციოს ბევრი ფაქტორის–და გამო.
ეს ადამიანები არიან ჩემი მეზობლები.
უფრო კონკრეტულად კი ჩემს სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები.
მაგალითად გუშინ მიუხედავად დაღლილობისა, დაახლოებით ერთი წუთი შევყოვნდი შესასვლელთან იმის გამო, რომ ჩემი შურიანი კარის მეზობელი თავის ბინაში შესულიყო.
არადა რა სასწაულია, კარის მეზობელთან რომ არ გაქვს ურთიერთობა.
ეს ის მეზობელია, რომელმაც ჩვენს ბინაში ხშირად მოსიარულე ხელოსანზე თქვა, ეს კაცი ძალიან ხშირად დადის ამათთანო. და მაშინ ისე მოხდა, რომ უამრავი რაღაც გაგვიფუჭდა სახლში და ვინმე მამაკაცს ხომ უნდა გაეკეთებინა?! ისე გავცოფდი, მინდოდა ყელში ვწვდომოდი, მაგრამ ეგ რომ მექნა, ისევ მე ვიქნებოდი ცუდად. ხოდა აი ახლა, საერთოდ არ ვესალმები.
ეს ის მეზობელია, რომელსაც არცერთი სხვა მეზობლის ახალი მანქანა/შეყვარებული/ტანსაცმელი/ქეიფი/ოჯახის წევრი/ინფორმაცია არ ეპარება. არ ეპარება კი არა, არ “მაზავს”, თორემ მე ისეთი ვარ, ძალიან ბევრის სახელი და გვარი არ ვიცი და არც ის, თუ ვინ რომელზე სართულზე ცხოვრობს.
და მარტო ეს კი არ არის ეგეთი. 99%.
აი დაიჯერებთ, რომ მართლა არ ვიცი მეზობელთა სახელ–გვარები და სართულები. არაფერი რომ ვთქვათ მათი ოჯახის წევრებზე. დედაჩემი თავიდან გაოცდა, მეზობელი როგორ არ უნდა იცოდეო.
მართლა არ ვიცნობ და მართლა არავინ მაინტერესებს და მაღელვებს. ყველა ერთნაირია. ჭორიკნები, შურიანები და ბოღმები.
ერთადერთ გამონაკლისია ზურა და მისი ოჯახი. დედაჩემი ოთარაანთ ქვრივივით ხშირად მოაგროვებს ხან ხილს, ხან ტკბილეულობას, ხან რძის პროდუქტებს და ვუგზავნით ხოლმე. ხანაც ისინი აკეთებენ ამას ჩვენი მისამართით. ამიტომაცაა, რომ ზურასთან აგერ უკვე რამდენი წელია ვიყოფ ინტერნეტის ხაზს. ჩემი კომპიუტერისთვის ვინდოუსის გადაყენება/რამის გაკეთება/ინტერნეტი რამდენჯერ არ მომეწოდება, იმდენჯერ კაბელის გადაჭიმვა და გასწორება/აბიტურიენტობის დროს მამაჩემის მანქანით გაკვეთილებზე ტარება – ეს ყველაფერი ზურაა. ერთადერთი მეზობელი მამაკაცი, რომელიც მართლა შემოგეშველება გაჭირვების ჟამს. ამიტომაც ჩვენც ცდილობთ, რომ მას, მის მეუღლესა და 3 მცირეწლოვან შვილს რაღაცით მადლობა გადავუხადოთ.
დანარჩენი??? “ხაბალდა” ( (c) მიხეილ ჯავახიშვილი) ხალხი. ჭორიკნები და შურიანები. ხოდა აი მართლა არ მიღირს, რომ ვინმეს მივესალმო. დედაჩემი მაინც ესალმება, უკულტურობაა არ–მისალმებაო. და ჭორაობა კულტურაა??? ხოდა, მე მომიტევეთ, მაგრამ არ გცნობთ. რაც გინდათ, ის იჭორავეთ. რაც გინდათ, ის გშურდეთ, მე თქვენ ფეხებზე მკიდიხართ და გაიგნორებთ. თუ ფეხებზე მკიდიხართ, ეს პოსტი რატომ–ღა დაგიწერეთ??? უბრალოდ იმიტომ, რომ მეტი არავინაა, ვისზეც ამ სათაურიან პოსტს დავწერდი.

Advertisements

9 thoughts on “To the person I hate most

  1. აჰ, მაშინ უნდა მეხმაურა ჩემი ქუსლებით და გამეღვიძებინა :დ

  2. ლოლაფექტური კი არა, ცოცხალია ეს გოგო და გრძნობები სულ უდუღს :*მეზობლებზე გამეცინა, ერთი "უხიაგი" მეზობელი მყავდა თბილისში და მეც რამდენჯერ შევყოვნებულვარ, რომ შესულიყო სახლში და არ შევხვედროდი. (ვაშა, ახლა მითხრეს, რომ თურმე გადასულა ის ოჯახი და აღარ არის ჩემი მეზობელი. მე მაინც იქ აღარ ვარ, პრინციპში).

  3. ქეთ – კი, საკმაოდ. მაგრამ ზოგჯერ (ანუ ძალიან იშვიათად) ფეხებზე ვიკიდებ ხოლმე. ამაგაზინ – უდიდესი მადლობა. იმედია კიდევ წაიკითხავ ხოლმე ჩემს ნაწერებს. გიო – ძალიან მაგიზიანებს და რავიცი. დაკიდება ყოველთვის არ შველის. :(((

  4. აი, რამოდენიმე დღის წინ ჩემს პირადშიც აფათურეს ხელები , მეზობელმა არა, კლასელის მშობელმა, მაგრამ მაინც ისე ვარ აწეწილი… 😐 (თურმე გათახსირებულ ხალხთან მქონია კონტაქტი :დ )ხო თან დედაჩემსაც დააჯერეს რაღაცეები :დ მეცინება, სატირალი რომ არ იყოს :დხოდა, ქეთი რა ნერვების მოსაშლელი ეგაა, დავიკიდოთ მოგვეშვება ^__^

  5. როგორც ვიქნა ვიპივე ზუსტად ის რისი გაგონებაც დიდი ხანია მინდოდა და რაღაცნაირად ვერ ჩამოვაყალიბე. ზუსტადაც რომ არავინ მზულს მაგრამ ყველა ხომ არ გვეყვარება. ვიღაცა არ მოგვწონს, ვიღაცამ გვაწყენინა, არასწორად მოგევქცა …. და აი ზუსტად, უბრალოდ ინდიფერენტული ვხდები ასეთი ხალხის მიმართ. ძალიან მომწონს შენი პოსტების სერია!! და კიდევ უფრო მიხარია ჩემთან ახლოს მდგომ რაღაცას რომ აღმოვაჩენ ისე ზუსტად მეთვითონ რომ ვერ მოიძებნე ჩემ საქციელს სახელი. იმედია ძალიან აბდა უბდა არ გამომივიდა:))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s