არის ერთი ასეთი ადამიანი, რომელსაც რაღაც ფრაზის გამო გავებუტე. ეს მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ რომელიღაც კლასში ვიყავი და ამ ადამიანთან საკმაოდ ახლოს ვიყავი. მერე უცბად რაღაც მითხრა, ჩემთვის მიუღებელი და მორჩა ყველაფერი. მეორე დღეს არ მივსალმებივარ და ისიც ანალოგიურად მოიქცა.
დღესაც მახასიათებს ასე გაბრაზება და ბუტიაობა. ეგეთი ვარ.
და რომ ვთქვა, 100%–ით ჩემი ბრალია, რაც მოხდამეთქი, ტყუილია. იმას რომ არ ეთქვა, არც არაფერი შეიცვლებოდა.
მაგრამ მე მაინც ვიდანაშაულებ თავს და მინდა, რომ თუ დღესაც ჩემზე ნაწყენია, წარსულს ჩაბარდეს.
ამას წინათ შემხვდა არაერთხელ ქუჩაში, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ფბ–ზეც დავმეგობრდით.
ვიცი, რომ იგივე ურთიერთობა აღარ აღდგება, მაგრამ მაინც.
არ ვიცი ამ პოსტს წაიკითხავს თუ არა. არადა ბლოგერია, როგორც აღმოვაჩინე. ნუ მოკლედ, რაც არ უნდა იყოს.
:DDDddd
uh,iseti cnobismokvare var,es rom ar menaxa,ver davidzinebdi,martla 🙂
ჰაჰ, მაინც მოაგენი :shy:არადა რისი დაწერაც მინდოდა, იმაზე ბევრად ნაკლები დავწერე. :პ
მმმმმმმმმმმ,არ მიყვარს ფორმალური თავაზიანობა და თუ ვინმე ღიმილით მოვიკითხე, ე.ი. მართლა გამიხარდა მისი დანახვა ❤
ხო, აი ზუსტად.
ააა, ზუსტად ვიცი ეს გრძნობა. ორივე ადამიანი ნაწყენია და იციან, მეგობრებიც აღარასოდეს იქნებიან, მაგრამ ფორმალურ თავაზიანობას მაინც ინარჩუნებენ. ზოგჯერ რაღაცნაირად ვარ ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მაგრამ მაინც კარგია, ცივილიზებულ ფორმებში, ხო ხვდები, რომ ესალმები და მოიკითხავ ადამიანს.