რაღაცის კვალდაკვალ, რაღაცის მაგიერ

გუშინწინ, 28 რომ მთავრდებოდა,  ვფიქრობდი: რა ცუდია, ლიქიორი აღარ მაქვს სახლში, რომ მარტის მოსვლა აღვნიშნო–მეთქი. ხილის მქონდა და ბოლო წვეთამდე ამოვწრუპე, გრაფინი კი არ გამირეცხავს, დევს ისევ ისე იმავე . სიზარმაცე არაფერ შუაშია. უბრალოდ ლიქიორიანი რომ დევს, იმიტაციას ვიქმნი ჩემთვის. ვითომ სავსეა. არადა მართლა როგორ მინდა ლიქიორი, მხოლოდ ჩემმა ენამ იცის. მოკლედ,  მორიგი სისულელე.

ყველაფერში რადიკალური რომ ვარ, ეგ თემა არაერთხელ განმიხილავს და ახლა მხოლოდ გაკვრით შევეხები, ისე კი იმაზე მინდოდა დამეწერა, რომ ყველა ადამიანი ეგოისტია მეტ–ნაკლებად. ალბათ მეც. უბრალოდ ისევ და ისევ რადიკალური ვარ. არის პერიოდები, როდესაც თვითგვემისა და შუშანიკობის პიკში ვარ, არის პერიოდები, როდესაც ნარცისიზმის პიკში ვარ. ეს უკანასკნელი მსიამოვნებს–მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება. პირიქით, მაღიზიანებს კიდევაც და მაინც, ამას ვერ ვებრძვი.

საერთოდ, ეს პოსტი არ არის ეგოიზმზე და მითუმეტეს ჩემს ეგოიზმზე. ამას იმიტომ ვწერ, რომ კომენტარებში არ ვნახო “ხო, შენ ეგოისტი ხარ” ტიპის ფრაზები. აი ხომ ხედავთ, ახლაც ეგოისტი და  ნარციზი ვარ და უარყოფით კომენტარებს არ მოვიწონებ. :დდდ

ახლა უკვე მარტია,
მე ისევ ნარციზი,
ისევ წვიმისა და თოვლის კომბინაცია,
და ისევ დედაჩემის მუდმივი ტექსტები…
რომ მარტში ყოველთვის საშინელი ამინდებია და ადამიანებიც აუტანლები.
რომ მარტში დაბადებულები გიჟები და არანორმალურები ვართ.
რომ ჩვენი საშველი არასოდეს იქნება.
რომ ჩვენ ყველაზე ჯიუტები და დაუმორჩილებლები ვართ.
რომ არასოდეს იცი, რა იქნება მარტში, არასოდეს იცი, როგორ მოიქცევა მარტში დაბადებული.
და სხვა კატასტროფები. (other disasters)

მკიდია, ამ თვეში ნარციზი ვარ. მაინც ვარ.
მე მაინც თმებში მაქვს ხელები შეყოფილი და თითზე ვიხვევ მათ ღერებს. მკიდია.
მე ბლოგზე ვწერ და მთელი არსებით მიხარია მარტის მოსვლა.
ამ დროს სხვანაირი ვხდები, უფრო სენსიტიური და მუღამი მიჩნდება, რომ ვიყო ყოვლად დაუმორჩილებელი…
ვეფლირტავები ხალხს “ნა ლევა, ნა პრავა” განუსაზღვრელად მათი სიბანძე–სიგოიმისა და ასაკისა. (ო, ღმერთო, ნუთუ ეს მე ვარ?!)
“ვაიმეეეე, რა სიმპატიური ხარ”–ს ვეუბნები მამაკაცებს მხოლოდ იმიტომ, რომ თმები გადაივარცხნეს.
ქალებსაც.
აგრესიული ვარ. როგორც ყოველთვის.
არ ვაკონტროლებ ქმედებებს და მკიდია ხალხი რას ამბობს ჩემს ირგვლივ ჩემზე.
ზოგი უკვე “მეროჟება” და ამაზე მე მეცინება.
იმ მოფლირტავე თანამშრომელმა წითელი პომადის ჩემს ტუჩებზე დანახვისას: ვაიმე, ქეთევან როგორ გიხდება წითელი პომადა”–ო. გაკვირვებისგან ჩემი თვალები და წარბები ერთმანეთს შეერწყნენ. რამდენიმე ერთეული საათის შემდეგ: სად წაიღე პომადა?”–ო. ვაკოცე და გამიქრა–მეთქი. რა საჭირო იყო ასეთი პასუხი ჩემგან. თან აქ ხომ ყველა “კოცნა მხოლოდ გათხოვების შემდეგ შეიძლება” შეიყარა და მე ამ დროს ასეთ თამამ (მათთვის თამამ) განცხადებას ვაკეთებ.

რა მარაზმია ფრაზის “მე და გიორგი სასტუმროდან რომ გამოვდიოდით, ვინმეს რომ დავენახეთ, რას იფიქრებდნენ?!” სმენა. ამის სმენა არის “გთხოვთ ორი აგური მომაწოდეთ, თავში უნდა ვირტყა”–ს ანალოგი ჩემთვის. კოშმარია და მეცოდება ჩემი თავი, ამის სმენა რომ მიწევს, ხოდა აგურები მინდა. მე ისევ მეცინება. გულში ვფიქრობ. ხალხი არ არის ნორმალური და შენც თუ ამ ხალხზე იფიქრე, შენც ვერ იქნები ნორმალური.
მაგრამ მე ჩუმად ვარ. რა ჩემი საქმეა ჩემს “ვერ–ყოფნის–გზაზე–დამდგარ” თანამშრომელზე რას იფიქრებს ხალხი. და საერთოდ, მე მაინც ჩუმად ვარ. მეზარება ამათთან პოლემიკაში შესვლა. ამათ უმტკიცე ახლა რაციონალური, დემოკრატიული და პრაგმატული აზროვნების არსი.

კარგია, რომ დამონტაჟებულ ვიდეო თუ აუდიო კამერებს ჩემი აზრების კითხვა არ შეუძლით, თორემ უფროსი კარგს არაფერს მოისმენდა.

სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს ეს სიმღერა:  

არადა სრულებით სხვანაირად დავიწყე და სხვაგან წავედი.
უიმეე. :((((
რაღაცას ვწერდი და რაღაცის მაგიერ შემომეწერა.
და მაინც…
ჩემი თვე მოვიდა.  
და კატა–კურღლელ–თევზების უნივერსალური ზონაა დამდგარი.
ხოდა მაცალეთ  

p.s. უი მართლა, “კვალდაკვალ” სწორად მიწერია თუ იცით???  

Advertisements

8 thoughts on “რაღაცის კვალდაკვალ, რაღაცის მაგიერ

  1. მე გეტყოდი – ეგეთი ბანძი პომადა რამ გაყიდინა, კოცნისას რომ გადადის-თქო.

  2. შენი თითოეული კომენტარი მასხივოსნებს. მადლობა :***

  3. ქეით, გეყოფა ნარცისობა, ნუ იგონებ პრობლემებს ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო! გამოდი და გაიცინე, გამოაჩინე შენი ლამაზი კბილები. ხო ხვდები, რასაც ვგულისხმობ? პრინციპში ბოლოს დაწერე კიდეც, მკიდია, ვინ რას ამბობსო და ა.შ. დაიკიდე, აბა რა უნდა ქნა. მთავარია კარგად გრძნობდე თავს.წითელი პომადაც გიხდებათ შენ და სკარლეტს :პკვალდაკვალ – დემ! არ მახსოვს, როგორ იწერება სწორად :/ წესით ერთად და სწორად გიწერია.

  4. მართლა ეგეთი ხალხი შეიყარა :დდდხო, უნდა ვეცადო. ვინმემ არ მომთხოვოს პასუხისმგებლობა ამ თვეში.

  5. [აქ ხომ ყველა "კოცნა მხოლოდ გათხოვების შემდეგ შეიძლება" შეიყარა]:D:Dმარტი სიგიჟის და პასუხისმგებლობის არაფერზე აღების თვეა… ტაკშტო გაერთე 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s