გავსაყვარელდი

ეს ის დროა, როდესაც ჩემს გასაყვარლებას აკლია დღეები. ან წუთები, ან კიდევ წლები, ან სულაც რამდენიმე წამი. არ ვიცი, ჯერ უფრო კონკრეტულად არ მიფიქრია ამ საკითხზე.
გამარჯობა, მე საყვარელი ვხდები.
ვისი??? არის ერთი ასეთი.
ის ერთი არის ასეთი, ისეთი, მერე ისევ ასეთი და ისეთი.
მე ისედაც მინდოდა ეს ყველაფერი და ისედაც არ მეზარებოდა.
რატომღაც მომინდა ეს ყველაფერი და თამაში სახელად “გავსაყვარელდი”–ც დაიწყო.
მერე რა, რომ სიტყვა “დაოჯახებული” ჩემი პრობლემა უნდა ყოფილიყო. არ იყო და…
უბრალოდ მომინდა ინსტინქტების ჭკუაზე მევლო. არ მიმექცია ყურადღება მორალისა და ზნეობისთვის.
მერე რა, თუ ორიდან ერთ–ერთი დაკავებული იყო თანაც სერიოზულად. მომინდი და მორჩა.
შენ მოგინდი, როდესაც გეგონე ასეთი.

მერე აღმოჩნდა, რომ ვიყავი ასეთი.

ხო, ახლაც ასეთი ვარ. თმა რამდენიმე დღის წინ შევიჭერი ბიჭურად და ხალხი უკვე აქტიურად მაიგივებს ბიჭთან.
მაგრამ მაინც შენ მე გიზიდავ!!!
გეუბნებოდი, არ ვარ ლამაზი–მეთქი.
არ ვარ განსაკუთრებული–მეთქი.
და სხვა დანარჩენი.
შენ არ დაიჯერე.

ხოდა შედეგიც ის იყო, რომ რაც უფრო ძლიერად ცდილობდი საკუთარ დამკავებელთან ყოფილიყავი, მით უფრო ძლიერად მე გინდოდი.
მეც დავიწყე თამაში.
დავივიწყე ეგ დამკავებელი, თამაში ხომ უნდა დაიწყოს?!
თუმცა ალაგ–ალაგ მშვიდობაში მე უფრო მახსენდება ეგ დამკავებელი, ვიდრე შენ.
შენ ჩემთან გინდა. და ახლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე.
დღეს ნატალი პორტმანის მასტურბაციის დღე იყო და ქალი მომანდომა. o, gosh, რა ვნებიანად კოცნიდა მილა კუნისს?! ან თუნდაც ვენსან კასელს?!
თუმცა მე მაინც სკარლეტის ვარ, რომელიც ერთგან სხვის ქმარს უკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს. მეორე ფილმში სხვის ქმარს უკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს და მერე მის ცოლზეც არ ამბობს უარს. მესამე ფილმში კი ეტიც, საკუთარი ქმარი ჰყავს და მაინც სხვის ქმართან ერთობა.
მერე კირა ნაიტლი, რომელიც ვერ ჯერდება იმას, რომ გათხოვილია. მაინც ძველი სიყვარული ახსენდება, შანსს ხელიდან არ უშვებს და მე იცი რას ვფიქრობ?!
იმას, რომ ვნება და სურვილი გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატუსი იმისა, ვინც შენს გვერდითადაა.

არადა მაქვს ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი არა–მიმზიდველი ტანსაცმლით ვმოძრაობ, სრულიად არა–მიმზიდველი გამომეტყველებით.

არადა ამასთანავე, როგორ ზუსტად უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ არაფერს აშავებ. უბრალოდ რაღაც გინდა და აკეთებ. მაგრამ მერე იწყება სინდისის ქენჯნა. გამუდმებული. საკუთარ თავს ვერ პატიობ იმას, რომ ვიღაცას ვნებ. იმის დამკავებელს თუ შენსას. მერე რა, თუ იმის თუ შენი დამკავებელი უარესად გღალატობს. და შენ მაინც ისევე გინდა ძლიერი პიროვნება იყო და პრინციპებს არ ღალატობდე. ბოლო მომენტამდე შენც და მეც დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფრის აღიარება სიმშვიდეს მოგვიტანს, მაგრამ ჩვენ არაფერსაც არ ვამბობთ, არავისაც არ ვუყვებით.
ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვიზიდავს.
და მე როგორ სასწაულად მეშინია, რომ ამას ვერ გადავაბიჯო.

ამ ყველაფერზე მე არ მინდა ფიქრი. უბრალოდ ახლა ასე ვარ, როგორც სურათზე. არ ვიცი რა აზრები მომდის თავში და არ ვიცი, რა აზრები მიმდის თავიდან.

კირა კი – ასე.

p.s. გადამრიეს ამ ფილმებმა. 

Advertisements

21 thoughts on “გავსაყვარელდი

  1. ქალის მონდომებას რად უნდა კინოოო :დჰოდა ვნებებს აყავხარ ზემოთ და მერე შეიძლება დაენარცხო ძირს 🙂 ან სულაც მთელი ცხოვრება ვნებაში გაატარო,მაგრამ ბოლოს სიცარიელე შეგრჩეს :)აკრძალულ ვნებაზე მაქვს საუბარი :)მაგრამ როცა ვნება ლეგალურია ოოოოო!!!მშვენიერება!

  2. რამდენი ხანია შენთან არ შემოვსულვარ ნელ ნელა ყველაფერს გადავიკითხავ :DDD ♥ ♥

  3. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან ლესბი–სცენებს და ამის საპირისპიროდ ვგიჟდები გეი სცენებზე, ნატალის და მილას სცენა რაღაც "წაჰოთო" იყო :)მნია მნია 🙂 უხდება მილას ასეთი შავფრთიანი როლები

  4. მთვარე დედამიწას მოუახლოვდება ყველაზე ახლოს მსოფლიო ისტორიის განმავლობაში ;))

  5. @სალო – დიდი მადლობა :))@კიწ – მადლობა :))ო ნინა, ნინა :დდდდდ მადლობა. :დდროდე – უი 19–ში რა ხდება???:დდდდ

  6. მე ის მაშინებს რომ 19–ში მთვარემ უფრო მეტად არ გაგასაყვარლოს :))) ;დდ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s