და მაინც…and it’s OK

როგორ ვერ ვიტან, როდესაც “რამდენი ხანია არ დამიწერია ბლოგზე”–თი იწყებენ ბლოგზე წერას. და მაინც…

თმებს რომ უფრო ხშირად ვიჭრი, ვიდრე ფრჩხილებს, იცოდით??? არც მე. და მაინც…
იდეაში მიზანი ისაა, რომ 0 სმ–ზე დავიყენო, მაგრამ არის გარემოებები, რის გამოც ვერ ვაკეთებ ამას. 
ძველი სამსახურიდან წამოვედი. წამოვედი კი არა, უხელფასო შვებულებაში გამომიშვეს და რომ ვთქვა ბევრი ვიდარდე–მეთქი, ტყუილია. ისეთ ნერვებ–ათხრილი მოვდიოდი ყოველ საღამოს, რომ მართლა დავისვენე. სამაგიეროდ იმავე დღეს მოხდა ის, რომ სადაც ყველაზე მეტად მინდოდა მუშაობის დაწყება, იქ მივედი ტესტის დასაწერად. ხოდა, კარგად დაწერის–და შედეგად სტაჟირებაზე ამიყვანეს. ყველაფერს ვეცდები, რომ უფროსის იმედები გავამართლო. მართლა ძალიან მომწონს სიტუაცია და რომ ვიცი, რომ zicke-სა და ჩემი ახლო მეგობარი – გიორგისნაირი ადამიანი მყავს, თავს უფრო მეტად კომფორტულად ვგრძნობ. ვიცი, რომ რამე რომ მოხდეს, ყოველთვის შემიძლია მათთან ასვლა. ორივე მათგანი ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ ისინი ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან. 
ამ ყველაფრის გამო თავს მართლა მშვიდად ვგრძნობ. და რაც მთავარია, ბედნიერად. 
ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ გიჟ ადამიანებთან ვეღარ ვკონტაქტობ. არა, გიჟებთან იმდენად არა, რამდენადაც – ხმაურის მოყვარულებთან. წარმოიდგინეთ, შეიძლება სულ 3–4 ადამიანი იყოს და 3 იმდენად ხმაურობდეს, რომ შენ უბრალოდ ადგომა და სხვა ოთახში გასვლა გინდოდეს. ან საერთოდ იმ ადგილიდან წასვლა. თან ერთი რომ საუბრობს და დანარჩენი არ უსმენს… ააააააააა, ეს მე მაგიჟებს. 
წავალ, დავჯდები მე ჩემს კაფეში. ადგილი, რომელიც ჩემია და არ არის ან პომპეზური, ან უახლესი პოპულარული მუსიკის ჰანგებით გაჟღენთილი and it’s OK. 
ადგილი, სადაც არასოდეს მესმის სნობების მიერ არა–სნობების ლანძღვა ან პირიქით. And it’s a normal situation. IT SHOULD BE SO. 
ადგილი, სადაც არ მესმის ქალიშვილების მიერ არა–ქალიშვილების ლანძღვა და პირიქით. And it’s a normal situation. IT SHOULD BE SO. 
ადგილი, სადაც არ მესმის “უცოდველი” ადამიანების მიერ ცოდვილების ლანძღვა და პირიქით. და მსგავსი იდიოტიზმები. And it’s a normal situation. IT SHOULD BE SO. 
ადგილი, სადაც იატაკი იმდენად ძველია, რომ ჩემი ფეხის ხმა მესმის და მუდმივად მგონია, რომ ხმაურისგან ჩავარდება. And it’s OK.
ადგილი, სადაც ჭაღები დაფლეთილი ნაჭრისგან არის დამზადებული and it’s OK.
ადგილი, სადაც მე მივდივარ ისეთ სკამზე დასაჯდომად, რომელიც ყანყალებს. And it’s OK.
ადგილი, სადაც მაგიდებზე ძველი ნაჭრის სუფრებია გადაფარებული. And it’s OK.
ადგილი, რომელიც ნახევრად ჩაბნელებულია. And it’s OK.
ადგილი, სადაც მე შემიძლია სარდაფში ჩავიდე და ბალიშებზე წამოვწვე სიბნელეში. And it’s OK.
დავისხა ჩემი საყვარელი მარწყვის ჩაი პირდაპირ პატარა ჩაიდნიდან. And it’s OK.
და წამოვწვე მე ბალიშებზე მშვიდი მუსიკის ფონზე and it’s OK.
ზუსტად ვიცი, რომ არავინ დამადგება თავზე and it’s OK.
ღმერთო, როგორ მინდა ეს “and it’s OK” სიტუაციები ყოველთვის იყოს. ყველაფერი სულ ასე იყოს. ზოგჯერ იმდენად ვერ ვიტან ადამიანებს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მინდა ჩემთვის. ერთი ის ვიცი, რომ მია მინდა. მია სულ მინდა. კიდევ ბია მინდა, ბიაც სულ მინდა. ნინაც ჩემია უკვე, თითქმის. 
და ასე იქნება ეს ყველაფერი: 
ნახევარზე მეტად ჩაბნელებულ დიდ ოთახში არის ჩვენი სიმყუდროვე. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ეს სიმღერა იწყება ზუსტადაც რომ…

ბია სახეს მალავს დიდი განიერი ქუდის მიღმა და წერს. გიოს უწერს გრძნობებს. გიო მოდის ხოლმე მასთან  ღამით და ბია უკითხავს ნაწერებს. მეორე ხელში სიგარეტი უჭირავს. მისი ჩაი გვირილისაა.

მია შოკოლადის ნამცხვარს მიირთვამს, გაშლილი კულულები შოკოლადიან კრემს ეხება and it’s OK.

თუმცა სარჭით თმებს უკან იკრავს და ეშმაკურად იღიმის. მომენტებში ჩერდება; ტორტიან კოვზს ჰაერში აჩერებს და სადღაც ქრება. თვალები უშტერდება და ის ფიქრობს რაღაცაზე. მისი ჩაი ჟოლოსია.

ნინა. სად ხარ ნინა??? ნინა სივრცეში იყურება და მშრალ, წითელ ღვინოს ესაუბრება. პერიოდულად ჭიქას ლოყასა და შუბლზე იდებს. მერე ჩართული მუსიკის ჰანგებს ჰყვება, ღვინოს წრუპავს და ბედნიერია, რომ საკონდიტროს საქმეებს მალე შევუდგებით. მცირე ტექნიკური პრობლემებია მხოლოდ მოსაგვარებელი.

ხან Greenfield-ის tropical marvel–ს ეტანება. ეს მისი საყვარელი ჩაია, რადგან ქვიშისა და ანანასის არომატი აქვს.

მე…
კიარადა…
მე ისა…
ხო, მეც მანდ ვარ.
სადღაც, ეპიზოდურ როლში.

Advertisements

9 thoughts on “და მაინც…and it’s OK

  1. მირა ადრეც უნდა გამეცნო სადღაც, მგონი შოსთან და მისვლა ვერ მოვახერხე :)) ვსიო ვპირიძი :დ

  2. ვაიმე ქეთ, არც კი ვიცი რა გითხრა, იმდენად თბილი იყო ეს პოსტი სულში ჩამეღვარა გვირილის თბილი ჩაივით! <3და მე მრცხვენია უკვე ისეთი ჩუმი და დაფარული გავხდი შენთვის..თუმცა ეს არა მარტო შენთვის, ჩემთვისაც ფეხაკრებით დავდივარ უკვე ცხოვრების ბილიკებზე… სიმშვიდე მართლა ჩემი მეგზურია.. ჩემთან ერთად შენც მშვიდად იქნები… ხანდახან ისევ ისე მინდა გავექცე ყველას და ყველაფერს, ისევ ისეთი ზანუდა მინდა გავხდე, მეგობრების წრიდან სიმშვიდის მოსაპოვებლად რომ ვფიპარებოდი ხოლმე 🙂 შენც მიყვარხარ, მიაც მიყვარს! აი ნინიას არ ვიცნობ, თორემ ალბათ შემიყვარდებოდა: )და თუ წინააღმდეგები არ იქნებით, იქნებ დავგეგმოთ პატარა წყნარ კაფეში შეხვედრა.. ძალიან მინდა შენ და ნატალიას ჩაგეხუტოთ.. ნინია არ გამოგრჩეთ, მასაც ჩავეხუტები 🙂 გაკოცე ქეთ, ისე მიყვარხარ, აი რაღაცნაირად.. თბილი მეგობარივით:* სუ გგრძნობ რომ ხარ და მიხარია რომ ხარ! ❤ ბოდიში, გრძლად გამომივიდა, თუმდა არ მიხმაურია, ჩუმად შემოვიპარე 🙂

  3. გემრიელი ნამცხვარია.შოკოლადი ისე მიყვარს, როგორც ჩუქჩას უყვარდა ფორთოხალი. 🙂

  4. ნინა – ახლა კიდევ სხვის კაფეში მაცხობინე ტორტები :დდდ მეც მანდ ვარ და ლიქიორს ვწრუპავ. ანა – ვაიმე!!!! აბა გოგო!!! აი მართლა საოცრებაა. მადლობა ან :******მია – ძალიან მიყვარხარ :*****

  5. ვაიმე, ქეით, რა საოცრად მშვიდი და გემრიელი პოსტი იყო! დამამშვიდებელი, როგორიც ახლა მჭირდებოდა. და მადლობა, მადლობა, რომ ასე ფიქრობ ჩემზე! :* ძალიან მინდა თქვენთან ერთად ასე დაჯდომა, თუნდაც იხმაურეთ, მოგისმენთ და ბედნიერი ვიქნები 🙂

  6. როგორც იქნა, გეღირსა იქიდან წამოსვლა სამუდამოდ. გილოცავ, enjoy new beginning

  7. ეპიზოდურ როლში, ანუ ტორტს აცხობ და ჩაის გვიკეთებ, ჰო მაგის თქმა გინდოდა? :დდისეთი ხმაურიანი დღე მაქვს წინ და ეს პოსტი თუ გადამარჩენს <3:*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s