Movies to be seen (ep. 4)

სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ ერთხელ სირცხვილი მე, რომ 7 სექტემბრის შემდეგ ამ სათაურის ქვეშ პოსტი არ დამიწერია. არადა კინოსამყარო არ ჩერდება და “კაცუნები”–ც უკვე დარიგებულია. “ოსკარი”–ს ცერემონიალზე აღარ შევჩერდები, ყველამ ასეა თუ ისე, იცით შედეგები. მაშ ასე, შევუდგეთ.1) The Tree Of Life
ფილმი, რომლითაც იწყება ათეული. ყველაზე მეტად ამის გამოსვლას ველოდები და ძალიან მაინტერესებს ბრედ პიტის პერსონაჟი. ფილმში აღწერილია ოჯახური ცხოვრება, თუმცა საკმაოდ დაძაბულად. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მომეწონება. (ბრედის ხელის გულში ბავშვის ფეხის დანახვაზე კინაღამ ავტირდი!)

2) The Hangover II
ჯერ პირველი რომ მირჩია ჩემმა ძმამ, ყურება დამეზარა. მაააააგრამ, რომ ვნახე, მოვკვდი სიცილისგან. მართლა მაგარი კომედიაა, თან ბრედლი კუპერი ძალიან მომწონს და ჯასტინ ბარტასაც არაუშავს. ხოდა ანუ მეორე ნაწილი.

3) Midnight In Paris
ძლივს, მეღირსა ვუდი ალენის ახალი ფილმი!!! ტრეილერი ვნახე თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ეს ის ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ვნახო. ჩამოგითვალოთ მსახიობები??? ქეთი ბეითსი, მარიონ კოტილიარდი, ოუენ უილსონი, ედრიენ ბროდი, კარლა ბრუნი, რეიჩელ მაკადამსი. უილსონი ისეთი სიმპატიური, რომ მე მომეწონა კიდევაც. არა რა, ვუდი გენიოსია!!! მუსიკის ჰანგებით მიყვარდება ხოლმე მისი ფილმები.

4) Limitless
რა ხდება მაშინ, როდესაც ერთი რიგითი წარუმატებელი მწერალი ხარ??? არც არაფერი. მაგრამ მაშინ, როდესაც შენს ცხოვრებაში ჩნდება ნარკოტიკი, შენ საოცარი ხდება, თუმცა ეს ნარკოტიკია. ბრედლი კუპერი, ები კორნიში და რობერტ დე ნირო.

5) Unknown
ერთი ავტო–ავარია და უკვე დაკარგული ხარ, უცნობი ხარ და ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია შენი დახმარება, ვერ გცნობს. ლაიამ ნისონი მთავარ როლში.

6) Just Go With It
რას არ აკეთებს მამაკაცი ქალის მოსახიბლად?? ალბათ ყველაფერს და მათ შორის, ტყუილზეც არ ამბობს უარს. განსაკუთრებით, თუ იტყუება, რომ ყოფილი ცოლი და შვილები ჰყავს. ადამ სანდლერი და ჯენიფერ ანისტონი.

7) Friends With Benefits
ერთი მარტივი რომანტიკული კომედიის გარეშე როგორ შეიძლება ყოფნა?! ხოდა ინებეთ. youtube-ზე დაწერა ვიღაცამ, რა უბედურებაა, რომ “შავი გედი”–ს ორმა ვარსკვლავმა ერთნაირ ფილმებში ითამაშესო. (შეგახსენებთ, რომ ნატალი პორტმანი ეშტონთან ერთად თამაშობს No Strings Attached-ში, რომლის შინაარსი ამ ფილმის შინაარსის იდენტურია). მოკლედ, მილა კუნისი და ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან.

8) Lary Crowne
უბრალოდ ორი ძალიან საყვარელი და მონატრებული ადამიანი!

9) Daydream Nation
ამბავი იმისა, თუ რა ხდება, როდესაც მოსწავლე გოგონას საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს მის მასწავლებელთან. როლებში ენდი მაქდაუელი, ჯოშ ლუკასი.

10) Lincoln Lawyer
ადვოკატმა უნდა დაიცვას ბიჭი, რომელიც გოგოს მკვლელობაშიში არის ეჭვმიტანილი. თუმცა კლიენტისგან ის სრული სიმართლის თქმას ითხოვს. როლებში: მეტიუ მაკკონაჰი, რაიან ფილიპი, მარისა ტომეი და აქავ ჯოშ ლუკასი.

11) Water For Elephants
ბარემ ესეც იდოს რობერტიკას და რიზის ხათრით. ისე ეს კრისტოფერ ვალცი ერთი–ორად პოპულარული გახდა “ნაბიჭვრები”–ს შემდეგ.

ჩემი ბონუსი: ინტერვიუ ჯეიკთან “Source Code”-ის შესახებ. ინტერვიუს გარდა ყველაფერია, არადა. საყვარელი :ლავ:

Advertisements

5 thoughts on “Movies to be seen (ep. 4)

  1. ბაბისა – შემდეგ ჯერზე აუცილებლად მივაწერ. :))prschool – კი, მართალია. სოფი – ტიტრებში წერია და. მთელი უგლისყურით ველოდები ამ ფილმს. ბაკნარა – ოკი. :**

  2. რამდენი ხანია შენ ბლოგზე არ შემომიხედავს…ხოდა რაღაც საინტერესო სიააა. გამოცდებს მოვრჩე ჩავუჯდები :)))

  3. "Detective is missing…" – ლოლმინდა ვუდი ალენის ფილმის ნახვა. მუსიკა მართლა სასწაულია, იან ტირსენს ჰგავს (თუ ის არის მართლა?). ოუენ უილსონს სერიოზულად ვერ აღვიქვამ ამ ფილმში ისე… ტრეილერში მაინც.აბა ედრიენ ბროდი????????????????????

  4. ეგრე ყველამ უნდა გააკეთოს:books to be readalbums to be listened tocommercials to be seen და ა.შ. გუთ!

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s