დაგმობილი დამოკიდებულებები

აი იცით რა არის???

ვერ ვხვდები ხოლმე, რატომ არის ხალხი ასეთი შეუვალი?!
რა ემართებათ და რატომ არიან მყარი გარსით გარშემორტყმულნი?!
გადიან, გამოდიან, მერე ისევ გადიან, გამოდიან. ათასგვარ სისულელეზე გესაუბრებიან. 
  • მაგალითად გეტყვიან ზუსტად რომელი ბრენდის სუნამო არის უფრო მძაფრი, გრილი, საზაფხულო. 
  • რომელი ყავა უყვართ, რომელი ჩაი. 
  • რომელი ფეხსაცმელი მოეწონათ რომელიმე ონლაინ საიტზე და დაწვრილებით შეუძლიათ გაზომონ მისი ქუსლი. 
  • რომელი ტუჩ–საცხი უკეთესად გამოკვეთავს ტუჩებს და რომელი სახის კრემია აუცილებელია შენი მოუწესრიგებელი სახის კანისთვის. 
  • დაწვრილებით განიხილავენ რომელიმე ფეხბურთელის ილეთს. დაწვრილებით და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ გოლის გატანის შესაძლებლობას. რატომ სჯობს სერ ალექს ფერგიოსონი ვისენტე დელ ბოსკეს და ფაბიო კაპელო კარლო ანჩელოტის. 
  • დაწვრილებით მოგიყვებიან რომელი მსახიობი რომელი კინო როლით სჯობს მეორეს. 
  • ზოგი დაწვრილებით მოგიყვება ბავშვს როგორი მეთოდებით უვლის და მიმდინარეობს ბჭობა იმაზე, თუ რომელი ფაფა სჯობს, შვრიის თუ მანის. 
  • რომელი ბრენდის შარვალი იყიდოს დღეს არადა ხვალ ან ზეგ. 
  • დებილებივით იცინონ სრულ იდიოტობაზე.
ეს ერთი და სხვა მრავალი…
მრავალი და მრავალზე მრავალი. 
და აი დგება მომენტი, როდესაც შენ ეს ყველაფერი არ გაინტერესებს. შენ უბრალოდ სხვაგან ხარ და ფეხებზე გკიდია ეს ყველაფერი. 
მაგრამ ეს იმიტომ არა, რომ მე არ მიყვარს:
  • სუნამო ან არ ვხმარობ. პირიქით, ძალიან მიყვარს Davidoff-ის “Echo”. სასწაულად მიყვარს. აგრეთვე Tommy Hilfiger-ის “Tommy Girl”, რომელიც კალიარიში ვიყიდე აგვისტოში და რამდენიმე კვირის წინ გამითავდა და რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ იყიდება. აგრეთვე Hugo Boss-ისა და Adidas-ის სპორტული სურნელები. 
  • ჩაი, ყავა მართლა არ მიყვარს. მაგრამ აი ჩაის რაც შეეხება, შემიძლია ფეხით გავუყვე ქუჩებს და ჩემს საყვარელ სარდაფში მივირთვა უგემრიელესი ჩაის ფარტო ასორტიმენტი. 
  • Online Shopping-ი. კარგით რა, ამით მაინც ვერავინ გამაკვირვებს რა. ბოლო–ბოლო 2 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული, გამოწერილი მაქვს ისეთი სერიოზული ნივთები, როგორიცაა ლეპტოპები, ფოტოაპარატი არაერთი + უამრავი ტანსაცმელი უამრავი ახლობლისთვის. ამას დამატებული, ჩემს მიე რდაწერილი ტუტორიალები zicke–სა და Ocnebis Qali-სთვის. 
  • კოსმეტიკა. რომ არ მიყვარდეს, პირადი კოსმეტოლოგი არ მეყოლებოდა “Hair Haus”-ში და დაბადების დღეზე მოგროვებულ თანხებს არ დავხარჯავდი პომადაზე, “ბლესკზე”, თვალის ჩრდილებზე, ფერუმარილზე და “ტუშზე” (რომლის ხმარება სულ რამდენიმე დღეა რაც დავიწყე და ჯერჯერობით ცოცხალი ვარ).
  • ფეხბურთი. მე რომ ფეხბურთის ყურება დავიწყე, 1996-1997 წელი იდგა თიფლისსა შიგან და მე 9-10 წლის გახლდით. დღემდე ზეპირად მახსოვს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ფინალი ბარსელონაში, სადაც ფრედი მერკური უზარმაზარ ეკრანზე, ხოლო მონსერატ კაბალიე ცოცხლად უმღეროდა ამ ქალაქს. ხოლო მანჩესტერისა და მიუნჰენის ბაიერნის თამაში წუთებში უნდა დაწყებულიყო. მახსოვს გერმანელი ფეხბურთელის – მარიო ბასლერის მიერ მე–6 წუთზე გატანილი გოლი და ჩემი იმედ–გაცრუება. თუმცა ბოლოს, თამაშის ბოლო წუთებზე ინგლისელების მიერ გატანილი 2 გოლი და ჩემი კივილი ღამის რომელიღაც საათზე. ეს იყო 1999 წლის 27 მაისი. 
  • ოოო, კინემატოგრაფიითაც ნუ გამაკვირვებთ გთხოვთ, სასწაულად მიყვარს და მყავს უამრავი საყვარელი რეჟისორ/მსახიობი. 
  • ბავშვი. მართლა კარგი დეიდა ვარ და კითხეთ ჩემს დას, თუ არ გჯერათ. შენ რომ ართობ და ეთამაშები, ეგრე ვერავინ აკეთებს მაგას და მაგიტომაცაა, გიჟდება შენზეო. 
  • შარვლის ყიდვა მინდა ზუსტადაც, რომ. თან აი ყველაფერი ზუსტად ვიცი რა და როგორი. ერთადერთი ის არ ვიცი, საფულე როდის იქნება ამისთვის მზად. 
  • ხო ნუ, ჩემი სიცილი ცალკე პოსტს ითხოვს. ახლობლებმა იციან ჩემი ჩაბჟირება და მერე პარალელური ტირილი. 
არამედ, ეს უბრალოდ იმიტომ, რომ შენ სხვაგან ხარ და ვერც ახერხებ ამ ყველაფერში სათანადოდ ჩაყოლა/მიყოლას (ანუ follow–ს). და ზუსტად ისაა ჩემი ნერვების მომსპობი, რომ აი ასეთ ადამიანებს სხვა თემებზე ვერ დაელაპარაკები. ვერ აუხსნი, რომ შენ რაღაც გწყინს ან გიხარია. ასეთ ადამიანებს ვერ ავუხსნი, რომ 
  • მე ყოველ დილით მინდება საკუთარ სხეულს ვაკოცო სვირინგის ადგილას და თავიდან ავიცილო ყველა კითხვა, როგორიცაა “ვაიმეეეეე, მართლა გაქვს???”
  • მინდა დებილივით ვიარო ქუჩებში და სრულიად უცნობ ადამიანებს ვუღო სურათები და ავიცილო კითხვები: “მარტო როგორ უნდა იარო, არ გეზარება, რა მუღამია???”
  • მინდა გოგოს ვაკოცო ისე, როგორც ნატალი პორტმანი კოცნის მილა კუნისს ან სკარლეტ იოჰანსონი – პენელოპე კრუსს და არ გავიგო კითხვა: “ლესბოსელი ხარ???”
  • მინდა დავიჭირო რომელიმე სტაფილოსფერ–თმიანი ბიჭი და არც მეტი, არც ნაკლები, თმებში მივეფერო, სათითაოდ დავუკოცნო თითოეული ღერი და არ გავიგო “რამ მოგაწონა ეს ბიჭი???”
  • შემიძლია ქუჩაში ვიცეკვო და არ მოვისმინო: “რა წესია, ტეხავს.”
  • არ მინდა გათხოვება და არ მესმის “როგორ არ უნდა გინდოდეს საყვარელი მამაკაცი გვერდით, აბა შინაბერა ხომ არ დარჩები?!” და “შვილი არ გინდა???”–ზე პასუხი მაქვს: შვილის გაჩენა ქმრის გარეშეც ხერხდება ამ საუკუნეში.
  • არ მინდა ქორწილი და ვგმობ “ნუთუ არ გინდა, რომ ეს დღე შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყოს?!
და რასთან მაქვს საქმე???  რას ვეჯახები??? იმას, რომ ადამიანების ენა არ მესმის და ეს არაფრისმთქმელი ურთოერთობა/დამოკიდებულებები სრულიად უცხო და გაუგებარი ხდება ჩემთვის. არ ესმით და ვერ იგნებენ, რომ არსებობს არაერთი ადამიანი, ვინც მისგან განსხვავებულად ფიქრობს და სხვისი აზრის პატივისცემა არც თუ ისე ძნელია.
მაგრამ შედეგი ნოლი.
არ შემიძლია, ცუდად ვხდები და მართლა არ ძალმიძს ასეთი ადამიანები. არასაჩემოა და მე მიჭირს ამ ადამიანებთან ურთიერთობები.

პ.ს.
ერთი თანამშრომელი: ქეთი, შეყვარებული არ გყავს???
ჯერ ხომ ის, რომ რა წესია ასეთი შეკითხვის დასმა იმ ადამიანისთვის, რომელიც 2–3 დღე არ არის, რაც იცნობ.
მერე კიდევ, რა შენი საქმეა?!
მე: არა, არ მყავს.
იგივე გოგო: რატომ, წუნია ხარ???

Advertisements

21 thoughts on “დაგმობილი დამოკიდებულებები

  1. ქეთ, წუნია ხარ? :დ :დ ”მე ყოველ დილით მინდება საკუთარ სხეულს ვაკოცო სვირინგის ადგილას და თავიდან ავიცილო ყველა კითხვა, როგორიცაა "ვაიმეეეეე, მართლა გაქვს???"” – ეს მეც მინდა ხოლმე ))))))))))))))

  2. ვაიმე რამდენი კომენტარია :)))ნუკუნა – ხო, ნაცნობი სიტუაცია მართლა. ქეთი – ხო ნუ, აღარ მთავრდება ეს ერთი და იგივე შეკითხვები. პრ სკოლა – არ გამოვრიცხავ, რომ სხვა დროს სხვა დავწერე. იქნებ კოკნრეტული პოსტი დამილინკო?? :)) Unknown – უი ახალი ხარ??? მოდი, მოდი, ღიაა კარგი :))giochiwinx, g9gjeux, 1001giochi, mahjong, rtlspiele – ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომენტარებისთვის. :)) კრიტიკა არ მწყინს ხოლმე, თუმცა გააჩნია ვინ როგორ მეუბნება. FashionAngel – ხო ზუსტად. თევზი – :ppp

  3. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, და როგორც ყოველთვის ზუსტად ვიგრძენი და გავიგე რისი თქმაც გინდა. ხო იცი არ მიყვარს ეს კომენტარების წერა, მაგრამ რო არ დამეწერა არ შემეძლო.ტი ნასტაიაში ტევზ ^_^

  4. getanxmebi. xandaxan aris iseti momenti rodesac arafei ar gainteresebs..amitomac adamians rom naxav jer unda utxra "rogor xar? vichoraot?" da tu "ara"-s upasuxeb is mixvdeba rom fiqrebit sadxac shors xar (imedia) 😀

  5. Zalain kargi da dauwunari postia rogorc sataurshi weria visac ar moswons milionobit blogi arsebobs. ubralod sainteresoa sad movipovot am blogebis misamartebi

  6. am kritikebis weras adamiani gaamxnevet waaqezet rom Zalian kargi postia da uketesebi da uketesebi weros. mara qartvelebis ambavi ro vici 🙂 Zalian magari blogi da posti rom iyos a asos magivad rom s eweros imaze miutiteben 🙂

  7. g9g mgoni cdebi kritika aucilebelia mankierebebis gamosavlenad sawiroa cudze cudi itqvas kargze kargi. am posts da am blogs dasawuni mgoni araferi aqvs

  8. მომეწონა პოსტი , მაგრამ აი პ.ს.-ი იყო ყველაზე მაგარი….ქეთ, გამძლეობას/ამტანობას, (თუ რაც ქვია) გისურვებ სამსახურში, მგონი დაგჭირდება :))პ.ს გესტუმრები ხოლმე 🙂

  9. და მაინც, ყველაფერს გააჩნია. მინახავს შენი ისეთი პოსტები, რომლებსაც ამით ეწინააღმდეგები. ეს იმიტომ, რომ მაშინ ისე გეწერებოდა (და გეფიქრებოდა) და დღეს – ასე 🙂

  10. ქეთ, ნუ მიაქცევ ყურადღებას სხვების აზრს:*ვერ ვიტან მაგ კითხვა–კომენტარს – გათხოვებაზე!

  11. არაფერი გესლიანი :დ პირიქით, შენი ბლოგი ძალიან მიყვარს 🙂 ეს პოსტი კი- ძალიან ნაცნობი ამბავია ჩემთვისაც. მით უმეტეს, რომ ძალიან ხშირად მინდა ხოლმე იქ, სხვაგან, ზედმეტად ხშირადაც მგონი 😕

  12. პერწკლ – :***გიგი – არამარტო შენი. :დკიწი – არ გამოვრიცხავ შენს ნათქვამს. ალბათ მართალი ხარ. იაკო – ვაიმეეეე, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან. :****თათათათული – დიდი მადლობა. :))ნინა – აუ მაგაზე ვფიქრობდი, ან 26 იყო და ან 27. ზუსტად არ მახსოვდა.

  13. ფეხბურთი. მე რომ ფეხბურთის ყურება დავიწყე, 1996-1997 წელი იდგა თიფლისსა შიგან და მე 9-10 წლის გახლდით. დღემდე ზეპირად მახსოვს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ფინალი ბარსელონაში, სადაც ფრედი მერკური უზარმაზარ ეკრანზე, ხოლო მონსერატ კაბალიე ცოცხლად უმღეროდა ამ ქალაქს. ხოლო მანჩესტერისა და მიუნჰენის ბაიერნის თამაში წუთებში უნდა დაწყებულიყო. მახსოვს გერმანელი ფეხბურთელის – მარიო ბასლერის მიერ მე–6 წუთზე გატანილი გოლი და ჩემი იმედ–გაცრუება. თუმცა ბოლოს, თამაშის ბოლო წუთებზე ინგლისელების მიერ გატანილი 2 გოლი და ჩემი კივილი ღამის რომელიღაც საათზე. ეს იყო 1999 წლის 27 მაისი. <3<3<3<3<3<3<3<3<3<3ოღონდ, 26 მაისი იყო, ბასბის დაბადების დღე :)))

  14. მმმ… კარგად წერ ყველაფერზე, რაც ხდება შენს შიგნით ამ მომაბეზრებელ კითხვებზე… მეც არ მაქვს მათი ატანა 😛 ტატუს გაკეთებაზე ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია, თეთრი სვირინგი მინდა რატომღაც 🙂 ფოტოაპარატით მარტო ხეტიალი ჩემი ჰობიცაა 😉

  15. ქეთუნააა:)) შენს ბლოგზე ერთხელ შემოვიხედე და მას მერე ვეღარ ვწყდები:)) გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი რომ აღფრთოვანებული ვარ:****ძალიან კარგად წერ… იაკო

  16. იცი რა თუ ისწავლი სხვის საუბარს ყურადღება არ მიაქციო, მაშინ მარტო ბოდიალსაც შეძლებ(ჩემი საყვარელი საქმიანობაა) და კიდევ ბევრ რამეს… :)ძალიან მომეწონა პოსტი, მესმის შენი,უბრალოდ ოდნავ მძაფრად აღიქვამ ყველაფერს მგონი.ჩ/ა 🙂

  17. "და რასთან მაქვს საქმე??? რას ვეჯახები??? იმას, რომ ადამიანების ენა არ მესმის და ეს არაფრისმთქმელი ურთოერთობა/დამოკიდებულებები სრულიად უცხო და გაუგებარი ხდება ჩემთვის. არ ესმით და ვერ იგნებენ, რომ არსებობს არაერთი ადამიანი, ვინც მისგან განსხვავებულად ფიქრობს და სხვისი აზრის პატივისცემა არც თუ ისე ძნელია"ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა 😐

  18. ძლაიან გეთანხმები :/განსაკუთრებით ფოტოაპარატის მარტო ბოდიალის და სტაფილოსფერი ბიჭების და გათხოვების ადგილას ❤

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s