ჩასაკბეჩი

ამდენი ხანია ინტერნეტი არ მქონია.

ნუ აი თითქმის 2 თვე. გადარევასა და გაგიჟებას მივეცი, მაგრამ გუშინწინ ისევ ჩემი მეზობლის დახმარების ხელი. ხოდა აი ისევ მაქვს კომპიუტერი წესრიგში. მართალია ყოველდღე მინიმუმ 3 დისკიდან ვიწერ სიმღერებსა და სურათებს. პლუს, ჩორვენსა და ჰერმიონეს აქვთ ჩემი რამდენიმე ფოლდერი, რომელსაც ამ დღეებში უკან გამოვითხოვ, მაგრამ მაინც დავბრუნდი ინტერნეტ–სივრცეში.

ხოდა კიარადა ანუ პოსტი ჩემს დაბრუნებაზე არ არის იდეაში. ხოდა აი პოსტის მეორე გადასახვევი, რის შესახებაც მინდა დაწერა. 
ამდენი ხანია ინტერნეტთან არ ვყოფილვარ (თუ არ ჩავთვლით ჩემს allmighty ტელეფონს, რომლის საშუალებით ფბ–სა და მეილზე შევდიოდი) და როდესაც გუშინ უკვე სრულად შევედი, პირველი რაც ვქენი ფბ–ზე შევედი ისე, რომ ყველაფერი კარგად დავათვალიერე, წავშალე წასაშლელი და ასე შემდეგები. 
მათ შორის შევაჭერი facebook>>messages>>other, ყველანაირი ინფორმაციას რომ გადაეყრები ადამიანი, ეგ ადგილია ზუსტადაც რომ. ხოოოოდა, აი ამ პოსტის მთავარი ინსპირაცია.

ვაჟა ვიღაცაშვილის მესიჯი:

ვაა, შენ რა მაგარი ვიღაც ჩანხარ, პირდაპირ ჩასაკბეჩი ხარ. არ გინდა facebook–ები გავცვალოთ? მაინტერესებ. 

ჰმმ… ამ პოსტის იდეაც მაშინ გამიჩნდა. (თან რეალურად რომ ვაღიარო, რამენაირად ხომ უნდა დავბრუნებულიყავი ბლოგსა შინა).

შემდეგ შევედი ფორუმზე, სადაც დამხვდა სრულიად უცხო ადამიანის პმ:

ამის მერე შენც ზიხარ და შენთვის ფიქრობ, რა მომენტში გახდი საინტერესო სრულიად უცნობი ადამიანისთვის.
და იმასაც ხვდები, რომ ეს სრულებით არ გხიბლავს.
კიარადა, უფრო სწორად, არ იცი როგორი იყო.
ყოვლად ინდიფერენტული დამოკიდებულებითა და ამასთანავე თვალების აქეთ–იქით ტრიალით შესცქერი ამას და ელოდები ვარსკვლავებს ცაზა შინა და დედამიწასა ზედა.
ოო ღმერთო, ვარსკვლავი გაიმეტე ჩემთვის და ცოტა მეტი ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიყო ბიჭი.
კიარადა…
რა საინტერესო?!
საერთოდ არ იცნობ.
იცნობ ისე, შორიდან.
უბრალოდ რომ რაღაც აქეთ-იქით და მორჩა, იმის იქით არაფერი.
და მერე მაინც გეტყვის საინტერესო ხარო.
და შენ მერე შედიხარ შენს ერთადერთ და განუმეორებელ ბუნაგში და წერ ყველაფერ ამაზე.
მერე ვინმე პოულობს ამ ნაწერს და კითხულობს.
და საერთოდაც არ ენაღვლება, რომ შენ მხოლოდ შენი კოკაინის დოზა გინდა და მეტი არაფერი.

კიარადა, ეს იქით იყოს და ყოველთვის მეფიქრება ხოლმე ადამიანებზე, უფრო კონკრეტულად კი – მამაკაცსა და ქალზე. (ამაზე ის ანეგდოტი მახსენდება: ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედა და მამა 😀 ) ნუ მოკლედ.
ასეთი ტიპის პმ–ები არაერთი მომდის დღესაც კი და რაღაც უცნაური განწყობა მეუფლება.

რატომ ინტერესდებიან ჩემით??? რა უნდათ??? შემეშვან რა. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ “მოდი ვიღაც შევაბა/მოვხიბლო/მოვეწონო/შევუყვარდე”. ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ტიპის გოგოებს. რაღაც გაურკვეველი არის ხოლმე ეს საკითხი. შევეჩვევი ხოლმე, რომ ყურადღებას არავინ იჩენს ჩემ მიმართ და მშვიდად ვარ. არ ვფორიაქობ. ვცხოვრობ კარგად, ბიჭივით მარტივად. ოღონდ მართლა კარგად და მართლა მარტივად.

ამ სკაიპის შემთხვევითი ადამიანებისგან ერთ დიიიიიიიდ ფოლდერს გავაკეთებდი, სახელწოდებით “დეგრადირებული თაობა”. მე გულწრფელად მიყვარს block ღილაკი.

ჩემი “კიარადა” ვერსიები ერთმანეთში ირევა (ზმნა: არევა) და ირევა (ზმნა: აღრევა). არ ვარ მე ეს ჩასაკბეჩი, საინტერესო,მიმზიდველი, ლამაზი, მომხიბვლელი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ადამიანი. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვარ და მარტივზე რთული ვარ. არ მხიბლავს ეს “მოდი ახლა ეს ბიჭი შევაბა” სიტუაციები. ურო მაჩუქოს ვინმემ. ოღონდ ზემოდან ეწეროს: “ჯერ ადრესატს ჩაარტყი და მერე შენს თავს”.

არადა ახლა რომ მე ზუსტადაც შემთხვევითი ურთიერთობის მუზეუმის ექსპონატმა გამხვია ანალოგიურ ისტორიაში, იმას რა ვუწუდო, აღარ ვიცი უკვე. მეუბნება საინტერესო ხარ, შენთან არ ვიძაბები, მსიამოვნებს შენთან ურთიერთობაო. და მე თავს ზემოთ ძალის მაგივრად, ჩალა მაყრია. ო, გოშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh.

და უკანასკნელი ადამიანი, რომელიც მახეში არგაბმის პერსპექტივით მეგონა, სოფოკლეა. თხოვდება ივნისში და მე თავზარი შემომეცა. ხან მიას მივწერე, ხან სოფოს ვუღრინე. არადა მართლა შოკში ვიყავი რამდენიმე დღე. ხან რომელი უცხოელი მეგობარი ტაგავდა სურათში და ხან – რომელი. მია მამშვიდებდა, მეც ეგრე ვიყავიო.

და ახლა რა ხდება???
და მაინც, მე ბუზი ვარ, რომელიც ბზუის. სულ ბზუის.
და ის ექსპონატი მაინც ობობაა, თავისი გრანდიოზული ქსელით.
და მე მაინც ვბზუი, როდესაც ქვეცნობიერად მისი ვარ. მინდა თუ არ მინდა.
და ბუზი ორმაგად ბზუის, როდესაც ობობის ქსელში ხვდება.
და აი ჩემს თავს ვერ ვიტან ხოლმე.
როგორც ბუზს ვერ ვიტან. მაგრამ სასწაულად მეცოდება ხოლმე, როდესაც მას ამ ქსელში გაბმულს ვხედავ. ძალიან მებრალება ხოლმე.
თავად ქსელის მომენტია საშინელი. თორემ ობობასთან თავს სასწაულად კარგად ვგრძნობ.
ამ დღეებში ასჯერ ვკითხე, რატომ მოგეწონე–მეთქი და სიტყვას ბანზე მიგდებს სასწაულად. მივხვდი, რომ შენთან კარგად ვარო. მე რომ ვფიქრდები, არ ვიცი პასუხი. იმიტომ, რომ მე ვერაფერს ვხედავ ჩემს თავში მოსაწონს. და აი ზუსტად ამაზე მეშლება ნერვები. რომ მაინც მოვწონვარ. უხილავი ძაფია ჩვენს შორის. მაგრამ იმდენი, რომ ვერ გაგლიჯავ. ის რითი მომწონს??? არ ვიცი. ხელის მტევანით და ყბით. დიახ, მე ხომ გარეგნობის ჩემეული აღქმა მაქვს. ისე კი სასწაული მიხვედრილობით, სასწაული მიხვედრილობით და დაკვირვებულობით. აი ყველაფერს აკვირდება და მე ეს აღმარფრთოვანებს. სასწაულად თან. არ არსებობს რამე გამოეპაროს. სასწაულად მიზიდავს.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულ–არარეალურია და მაინც მე დინებას მივყვები, მისი არ იყოს. ასე მინდა და იმიტომ.

პ.ს. ეს კი იმ პმ–ის ბოლო აკორდი. რავი ისე იდოს მაინც.

Advertisements

7 thoughts on “ჩასაკბეჩი

  1. კიტ – :***ანი – ხო აი რაღაც ეგეთი. :/ბაბისა – :მო:სოფო – არ მინდა ეს სიყვარულები და სირთულეები :დდდდ ისე ხომ რას ამბობ, მაკლედ რა :დდ:*********

  2. არადა ობობასა და ბუზის ამბავი არ არის ვირტუალური, ეგ რეალურია. ვირტუალური არის ეს სკაიპი და ფორუმი და ფბ–ზე მოწერილი. მაგრამ არა ბუზი–ობობბას და ექსპონატის. პოსტი ვერ გაგიგიათ თქვენ :დდდდ

  3. sofies vetanxmebi am shemtxvevashi. da bolo abzacze kide mindoda momecera, rom realur urtiertobebs miezale tqo da ara virtualurs.. gaxsovs chemi releishenshipi? xo ai zustac imis opoziti agmochnda, vinc megona rom iyo da uareci ufro! xoda jobia jansagi urtiertobebi… aseti net flirtebi gagartobs, ki, magram saboloo jamshi isev shen zaraldebi da ara is vinc es flirti camoicyo! tavs mixede da ara Dato845-s (magis cashla gamogrcha albat:)))) ) xo da buzi da obobam tu ar ginda ixeiros, buzis adgilze nu agmochndebi! :* lav ja! ❤

  4. "გაბმა–შებმა–მიბმა–სკაიპი–ჩატი–ფეისბუქი" დაივიწყე, ადამიანო და მიეძალე სიყვარულს… :დოჰ, როდის გნახავ შენც "გაბმულს", ხომ იცი, ყველაფერზე დაგიკომენტებ, რაც ფეისბუქზე მომხვდება :დ:*****უელქომ ბექ!!!

  5. მეც გილოცავ დაბრუნებას :Dთემას რაც შეეხება – ”რატომ ინტერესდებიან ჩემით??? რა უნდათ??? შემეშვან რა” – ასე ვარ მეც, მაგრამ ხანდახან მაინც გამოჩნდებიან ხოლმე და იწყება მერე ”სად ცხოვრობ”, ”რას საქმიანობ” და მსგავსი რაღაცეები. სიმშვიდეს მირღვევენ, არადა ვის რას ვერჩი, ჩემთვის ვარ 😀 უცნობებთან კი არა, ხანდახან და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ნაცნობებთან მიმოწერაც მეზარება. ისე, სხვადასხვა საიტებზე Block ღილაკი თითქმის არ გამომიყენებია. ალბათ, ადვილად მანებებენ თავს.ასეთი ხალხი ყოველთვის იქნება. უბრალოდ არ უნდა აყვე და შეგეშვებიან. ელემენტარული პასუხიც არ უნდა გასცე, ერთი ”?”-იც არ უნდა მიწერო. ზუსტად ეგაა მათთვის ხელჩასაჭიდი და მერე იწყებენ ხოლმე უაზრო ტექსტების გამოგზავნას.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s