ზერო პოზიტივები

თუკი არსებობს თვე, რომელიც მეზიზღება, ეს მაისია.
მისი ძველი სახელწოდებაც ნერვებს მიშლის, რადგან ვარდიც არასოდეს მყვარებია და შესაბამისად ვარდის დღე მუდამ რაღაც ამპარტავნობის ტოლფასი იყო ჩემთვის.

საერთოდ არ მიყვარს ლიდერები. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და არაფრის მეფობას არ ვაღიარებ. არც ვარდისას – ყვავილებში, არც ლომისას – ცხოველებში, არც არწივისას – ფრინველებში და საერთოდ. ჩემი საყვარელი ყვავილი არის გიაცინტი (3–4 სხვადასხვა ფერში, მათ შორის ჩემს საყვარელ ლურჯ ფერში), საყვარელი ცხოველი – ვეფხვი (ხოდა თან ეგ ხომ კატისებრთა ოჯახიდანაა, ამიტომაც ჩემი ოჯახიდანაა. ჩემი ზოდიაქო კი ყველამ იცის), ფრინველებში კი მტრედი (ხალხის არ ეშინია და იმიტომ, თანაც მშვიდია).

ახლა ძალიან აღელვებული ვწერ. აზრებს ვერ ვალაგებ და მინდა მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევაც დამილაგებდა არათუ მხოლოდ აზრებს, არამედ ცხოვრებას. მაგრამ სადაა?!

***********
17 მაისი–31 მაისი

ვერ ვიტან მაისს. 17 მაისს ხომ განსაკუთრებით.
დღეს მამაჩემზე ვფიქრობდი. ვერც სასაფლაოზე ავედი, ვერც ეკლესიაში შევედი და საერთოდ რა. ხშირად მესიზმრება და მენატრება ხოლმე. ოღონდ ეს მონატრება ინდივიდუალურია. ჩემებურად მენატრება. გაბრაზებული არა, მხოლოდ გაღიმებული მინდა. თვალწინ მიდგება ხშირად. მერე გიოშა, შაბათ–კვირას მოსული 1 წლის ღლაპი, სეხნიის სურათს უყურებს როიალზე შემოდებულს და ალბათ თავისი ტვინით, რომელიც სულ რაღაც 100 გრ შეიძლება იყოს, აანალიზებს ვინაა ეს კაცი. ხვდება ვითომ??? არა, ვერ ხვდება. რას მიხვდება, დედამისს ვერ ანსხვავებს ჩვენგან და ყველასთან ერთნაირად მოდის ხელიდან ხელში. მერე რაღაც მიმიკებში ვიჭერ, რომ მამაჩემს ჰგავს. 17 მაისი კი ისევ ის თარიღია, როდესაც დედაჩემი ძალიან გვიან ღამით სახლში მოვიდა, მე გიჟივით კარი გავუღე და “ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად… დაისვენა” თქვა. მე რკინის კართან ჩავიკეცე და ჩუმად ავქვითინდი. მას მერე არაერთი წელი გავიდა და მეც იდეაში მას შემდეგ გავიზარდე “რეზკად”. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, არაერთ ჟურნალში დაიწერა მასზე. დღეს კი ყველა გამჭვირვალე სივრცე მამაჩემი იყო. ზუსტად 14 დღეში 31 მაისია. მისი დაბადების დღე. და ისევ იგივე ემოციები. გიოშა 8 თვიანია, თორემ დაემთხვეოდა 31 მაისს და არა 1–ს. მაგრამ მაისია მაინც და არა 30 აპრილი.

***********
გარეწარი

აი შენ თვითონ უნდა ადგე და გახვიდე ოთახიდან/თამაშიდან/გასაცლელი ადგილიდან/და ა. შ. –დან. უბრალოდ ამისთვის სათანადო სიძლიერე და ნებისყოფა უნდა გქონდეს. მე კი ეს არ მაქვს.  ისევ ისეთი გარეწარი ვარ, როგორიც თუნდაც შარშან ვიყავი და ისევ ისეთივე შეცდომებს ვუშვებ, როგორებსაც შარშან ვუშვებდი. ჩემი გაზრდა მხოლოდ პირადობაზე და ნაოჭების მომრავლებით ფიქსირდება. დღესაც კი ვერ გავდივარ, ამიტომ ის გავაგდე, ვერ ვაზროვნებ. გათიშული ვარ. კიდევ ერთი დასრულებული, გაურკვეველი ურთიერთობა და ისევ ჩემი გაშეშება. ბევრი საუბარი. რა როგორ არის, როგორ შეიძლება იყოს და ასე შემდეგები.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვწერ.
გათიშული ვარ ღამის 4 საათზე და კლავიატურაზე წვიმს. დიდი ხანია, ასე არ მიტირია.
წერასაც ვერ ვაგრძელებ ამ თემაზე. უბრალოდ 2 ადამიანიდან რომელიმე დამნაშავეა და დღეს ეს ადამიანი მე ვარ. დებილი ვარ და გარეწარი. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მასთან მინდა ყოფნა. თან ძალიან.

ეს ტექსტი კი ზუსტად ამაზე:
For 27 years Ive been trying to believe and confide in
Different people Ive found.
Some of them got closer than others
And someone wouldnt even bother and then you came around
I didnt really know what to call you, you didn’t know me at all
But I was happy to explain.
I never really knew how to move you
So I tried to intrude through the little holes in your veins
And I saw you
But thats not an invitation
Thats all I get
If this is communication
I disconnect 

Ive seen you, I know you
But I dont know
How to connect, so I disconnect

***********
წაშლილი ფაილების სასაფლაო
დღეს ანამ მითხრა, რომ კომპიუტერი გაუფუჭდა. ის ზიპ–ფოლდერები, რომლის შენახვაც ვთხოვე, სანამ მე გავაკეთებდი კომპიუტერს, მისი კომპიუტერის დაფორმატებას გადაყვა. სურათები, ჩემი, სხვისი, “ვორდი”–ს ფაილები – ყველაფერი ქარს გაყვა. მთელი დღე ცარიელი ვარ. 
თითქოს მიწა გამომაცალესო. 
Advertisements

3 thoughts on “ზერო პოზიტივები

  1. :(:(პ.ზ. კომპიუტერის ლეგენდარული ხელოსანი: "KCG", დოდო აბაშიძის 3 (მარჯანიშვილთან, ვარდების ბაღის პირდაპირ), მე-2 სართული. 874 444 123 ედიკაიქნებ რამე უშველოს 🙂

  2. ძალიან ვწუხვარ 😦 რაც გადმომივარდა ლეპტოპი, სათითაოდ უფუჭდება ნაწილები 😦

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s