ჩემი კაცი განგსტერია

თქვენ არ იცნობთ ჩემს კაცს.
ის არის ყველაზე გიჟი.
უპირველესი ის არის, რომ მე ვუყვარვარ.
ან შეიძლება მე მგონია ასე.
ერთხელ, როდესაც ახალი გაცნობილი მყავდა, ვკითხე:
If I fell in love with you, what would you do about it?
მან კი ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე მიპასუხა:
Everything.

ის ციხიდან ახალი გამოსულია,
როგორც თვითონ ამბობს ქუჩის გარჩევების გამო იჯდა.
მაგრამ მე ეს არ მაღელვებს.
ის დავიქირავე, რომ მე დამიცვას.
მე რაღაცნაირად დაუცველი ვარ., უმწეო.
მთელ ქალაქში ჩემი სურათებია მიმოფენილი.

გაზეთები–ჟურნალები–ბილბორდები–ტელევიზორი – ყველგან მე ვარ.

ქუჩაში ვერ გავსულვარ, მაღაზიაში შევედი და ყველა მე მიყურებდა.
როგორც ყველა ციხიდან გამოსული, ისიც ქუჩის ბიჭია.
ჰყავს ბოსი, რომელსაც არ უნდა, რომ ემორჩილებოდეს.
მე შარლოტა მქვია, ცნობილი მსახიობი ვარ და ცოტა ხნით კინოსგან ვისვენებ.
დავიღალე.
ძირითადად სულ ქუდსა და სათვალეებში ვარ.

პაპარაცები არ მასვენებენ, ჩემი სახლის ირგვლივ არიან მუდმივად ჩასაფრებულები.
და დაცვის დაქირავებაც მაგიტომ გადავწყვიტე.
ვიცი, დამიცავს.
ვუყვარვარ და იმიტომ.
ამას წინათ უბრალოდ წინ დავუდექი, მივუახლოვდი, მივეფერე.
მერე დანარჩენი ბუნებრივად მოხდა.
უნაზესი ღამეები მასთან გატარებული.
მერე მანქანით სადღაცისკენ.
მიყვარს მის მანქანაში ჯდომა. როგორც მინდა, ისე ვზივარ.
თავს კომფორტულად და დაცულად ვგრძნობ მასთან.
ერთხელ ვკითხე,  ჩემს ადგილას სად წახვიდოდი–მეთქი და ლოს–ანჟელესშიო.
თან შემპირდა, მეც წამოვალ. უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელიო.
მეც წამოვედი,  ის კი ჯერ არ გამოჩენილა.
ნეტავ რატომ???
Advertisements

4 thoughts on “ჩემი კაცი განგსტერია

  1. კარგი ფილმია ძალიან მომეწონა რო ვნახე პირველად თუმცა ზედმეტად მოულოდნელი დასასრული აქ ძალიან გული დამწყდა :(პ.ს. ოფიციალური ტრეილერი რო ვნახე და მუსიკის პირველი აკორდები რო შემომესმა ჩემთვის ვიფიქრე ეს ფილმი რო არ ვნახო მე არ მეკადრება თქო :)))

  2. ეგ სიმღერა ძალიან, ძალიან მიყვარს. აი ძალიან. მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხევაში ეს ფილმი სრულებით სხვა არის. უყურე, მგონი მოგეწონება.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s