Black Sands

       ნელ–ნელა კარგი განწყობები მიქრება. თან აი ასე. რამდენიმე დღეა ჩემთან ვიღაცას აწინაურებენ და ყველა იმას განიხილავს, რომ მართალია უნდა დააწინაურონ, რადგან 3 წელია ამ პოზიციაზეა. ასეთი რაღაცეები რომ მესმის, თავი ყველაზე “დესფირით” ადამიანი მგონია. არა შურის გამო არა. მართლა არა. არ ვარ შურიანი.პირიქით, ძალიან მიხარია და ვთვლი, რომ აუცილებელია ადამიანისთვის მატერიალური წახალისება და გარდა ამისა, საქმიანობის გამოცვლა ან გადასხვაფერება.

      desperate ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ნუთუ მეც 3 წელი ვიქნები იმ ადგილას, რა ადგილზეც ახლა ვზივარ?! ამაზე სერიოზულად მეფიქრება ხოლმე. არადა 2007 წლიდან მოყოლებული სადაც კი მიმუშავია ვიყავი, ზუსტად იმავე პოზიციაზე ვზივარ და კარგად რომ დაითვალოს კაცმა, აღმოაჩენს, რომ 2011-2007 ტოლია 4-ის. ეს ამბავი სტრესში მაგდებს და მინდა ხოლმე, რომ საერთოდ არ მივიდე სამსახურში. სამსახურში, რომელიც მიყვარს. და მაინც…

     არადა, აი ჯადოსნურმა ჯოხმა რომ გაარღვიოს ჰაერის მასები და მე დამაწინაურონ, ზუსტად ვიცი რა ამბავიც ატყდება. “ეგ ხომ სულ რაღაც 2 თვის მოსულია” მონაგონი იქნება. ურთიერთობების გაფუჭებები და ზურგს უკან ჭორაობები. არადა, იდეაში ძლიერი ვარ და ა. შ. მაგრამ დაუმსახურებელი დაწინაურება ისაა, რისი წინააღმდეგიც მე ვიყავი მუდმივად. ახლა კი, რა გამოვიდა?!

     არადა მართლა დავიღალე ამ 4 წლიანი “ერთიდაიგივეობით”. გამუდმებული და “გამუდმივებული”. არადა ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ “ერთიდაიგივეობას” მირჩევნია ისეთი რაღაც ვაკეთო, რომელთა შორის ზოგი დებილობაა, ზოგი – პირიქით.
მაგ: პირველ დღეს – ფურცლების გადაქსეროქსება (დებილობაა, მაგრამ არა ყოველდღიური);
        მეორე დღეს – საბუთების A წერტილიდან B-ში მიტანა (ესეც);

        მესამე დღეს – დიდი ტექსტების შეთხზვა/შემოწმება/რედაქტირება (გრამატიკული და შინაარსობრივი კუთხით); ვგიჟდები ამის კეთებაზე 
         მეოთხე დღეს – რაღაც ამბების გარკვევა;
         მეოთხე დღეს – ვინმესთან ინტერვიუ. თუნდაც არც თუ ისე საინტერესო ადამიანთან (ოხ, ეს ბლოგერული სული  )
         მეხუთე დღეს – ბლოგზე შესვლა და პოსტვა;
         მეექვსე დღეს – სხვა ნებისმიერი საიტის განახლება/მონიტორინგი. facebook–იც საიტია, კი 
         მეშვიდე დღეს – ვიღაცეებთან ერთად, გუნდურად მუშაობა. ფაქტების განხილვა.
         მერვე დღეს – I.T. Dep–თან (ა.კ.ა. ინფორმაციული ტექნოლოგიის დეპარტამენტი) საინტერესო პროექტებზე მუშაობა. (იმ დღეს მთლა დეპ–ის დირექტორთან შევედი ამ ახალი იდეებით და ძალიან მომიწონა, ვითანამშრომლებ შენთანო).
         მეათე დღეს – საინტერესო ტრეინინგის ჩატარება.
         მეთერთმეტე დღეს – მივლინებით წასვლა რომელიმე ფილიალში.
         მეთორმეტე დღეს – საინტერესო შეხვედრებზე სიარული.

ანუ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც იყოს სიახლე, საინტერესო პროცესი, საინტერესო ადამიანები, რომლებისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება. საინტერესო დისკუსიები და ზოგადად საინტერესო ურთიერთობები, გარემო.

ამის მაგივრად მაქვს ჩემი პატარა კუნძული. ამ კუნძულზე ზის ერთი გოგო, რომელსაც არავინ ესაუბრება.  ეს გოგო აკეთებს თავის ყოელდღიურ ერთსა და იმავე საქმეს. არავინ ეკონტაქტება საერთოდ. ნუ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიღაც მოდის და რაღაცას ავალებს. ან საბუთები მოაქვთ ჩემთან. ან კიდევ რაღაც. ან კიდევ რაღაც. ან სულ არაფერიც არ არის და მე მაინც ჩემს საქმეს ვაკეთებ.

ხო, მაგისტრატურის თანხა შევიტანე ბოლომდე და მადლობა ღმერთს, არავინ გამრიცხა. ახლა დიპლომი მაქვს დასაწერი და ისეთი “მამის მკვლელი” თემა ავირჩიე, მეტი რომ არ შეიძლება   მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ჩემი საქმე/სპეციალობა/პროფესია. ამასთან გული მწყდება, რომ უფრო კარგ სასწალებელს რომ არ ვამთავრებ. მინიმუმ 5 სფეროა, რომელიც მაინტერესებს და კურსების გავლა მინდა. ამას რომ ვამბობ, ბევრს ეცინება. ძლივს სწავლა მოვრჩითო. ხო, ხალხი მასიურად ზარმაცია. 

წინ სტაგნაციის 3-4 წელია გასავლელი, არადა. 



ზუსტადაც რომ, განწყობის შესაბამისი სიმღერა.
ჩემი მაიმუნები ანუ Bonobo ისევ და ისევ. 

Advertisements

7 thoughts on “Black Sands

  1. ახლა ვფიქრობ, პირდაპირ გადავაკოპირო შენი ტექსტი ჩემს ბლოგზე, თუ სინდისმა შემაწუხოს და ვთქვა, რომ შენია, მაგრამ 100% ჩემ პონტში გადის. :D(ოღონდ იმ სხვაობით, რომ მე ჯერ კიდევ უნიში ვარ 2001-till death, I guess… სამსახურს ვერ დავიწუნებ :D)

  2. ხო, საბოლოო ჯამში ალბათ მართლები ხართ. უბრალოდ რაღაც ახლის კეთების სურვილი მაქვს და… :((

  3. ნატალის ვეთანხმები. მეც სულ ასე ახალი ვიყავი წინა სამსახურებში და მსგავსი რეაქცია მქონდა ზუსტად. ამექსში რაც მოვხვდი, მე-4 თუ მე-5 წელია აქ ვარ, ცოტა ცოტა პატარა წინსვლები მქონდა. იმიტომ რომ გავჩერდი, იმიტომ რომ მომწონს აქ. ანუ ერთ ადგილზე უდნა დაიმკვიდრო თავი. ოღონდ რა თქმა უნდა, უნდა მოგწონდეს ის ადგილი.

  4. ძალიან მაგარი სიმღერაა, ტიერსენის მუსიკის გავლენა რომ არ ჰქონდეს )სხვა სათქმელი არაფერი მაქვს, იმიტომ რომ ყველა სამსახურში პროფილს ვიცვლი და არც სტაგნაციის პრობლემა მაქვს და არც დაწინაურების :დდ მაგრამ გავიგე რაც დაწერე :))

  5. ქეით, მესმის შენი. მეორე მხარეც არის – 4 წლიანი გამოცდილება კი გაქვს, მაგრამ არა ერთი და იგივე სამსახურში. ამიტომ, ყოველ ახალ სამსახურში, შენ 'ახალი' იქნები და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევს. ალბათ ყველაზე კარგია, თუ ახლა სადაც ხარ [და გიყვარს, როგორც თქვი] მანდ დაიწყებ 'ახლიდან' და გააგრძელებ. წარმატებას გისურვებ! და მოთმინებას :)პ.ს რა კარგი სიმღერაა 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s