dudeless

დიახაც რომ.

ჩემი პოსტი დაიბეჭდა გაზეთ “Weekend”-ში. ასეთი რამ პირველად მოხდა და ძალიან გამიხარდა. იმ დღეს ისეთი სახით დავდიოდი, თითქოს სამყარო გადავარჩინე ატომური ბომბისგან ან უარესისგან (ლოლ, არადა ლილუ მხოლოდ მილა იოვოვიჩია და ისიც მხოლოდ ფილმში). მე მაინც წარმოუდგენლად გამიხარდა. Freya–მაც დამისტატუსა, ნახე ჩვენი პოსტები გვერდი–გვერდ რომ დაიპოსტაო?! ამან უფრო მეტად გამახარა. ხომ ხდება ხოლმე, რომ ასეთი მერკანტილური რაღაცეები გახარებს. ხოდა მეც ასე მომივიდა.
მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს. კარგი მხარე ის არის, რომ გაზეთი ვიყიდე და სახლში ამოვიტანე. სახლში კი დედაჩემმა წაიკითხა.
ცუდი მხარე კი ის არის, რომ გაზეთი ვიყიდე და სახლში ამოვიტანე. სახლში კი დედაჩემმა წაიკითხა.

***
არადა ყოველთვის ენა “მეკარგება” ხოლმე, რომ პირში რამენაირად მოვატრიალო და წარმოვთქვა ის ფრაზები, რომლებიც ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია.
ფრაზები უნდა ჟღერდნენ ასე:
“ფორუმელია/ბლოგერია”
“ბლოგერები შევიკრიბეთ”
“ფორუმზე დავპოსტავ და მეტყვიან”
“facebook–დან გავიგე” – ნუ არა, ეს მაინც ასეა თუ ისე, ნაცნობი, პოპულარული და აპრობირებული ადგილმდებარეობაა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მილიონნაირ არაადეკვატურ პასუხს “ვეზიდები” ტვინიდან, რომ რამე ისეთი ვუპახუსო ხალხს, რომ მათ არც გიჟად/არაჩვეულებრივ/არასტანდარტულ/უნაურ ადამიანად ჩამთვალონ და მეც მშვიდად ვიგრძნო თავი, რომ არ ვატყუებ.
ერთ–ერთი ასეთი შემთხვევისას ანუ როდესაც ერთ ადამიანს ვუხსნიდი რატომ არ უნდა შემოჯლაგუნდეს პეტრე და პავლე ჩემს ბლოგში, ის იყო, რომ ამ ადამიანმა მითხრა, მაშინ word–ში წერეო. მე ისევ გაღიმება გამოვხატე მის მიმართ და შევეშვი.
და საერთოდაც, ჩემი ბლოგი არ მიუვარდებოდა მის მონიტორს, რომ არა სხვა ადამიანი, რომელსაც მე თვითონ მივეცი სტატიად ქცეული პოსტის ლინკი. ნუ მოკლედ, გავიარეთ.

გაზეთი სახლში ამოვიტანე. ავტობუსში თამთას გადავურეკე, ჩემი სიხარული გავუზიარე. სავარაუდოდ ხმამაღლა მომივიდა მასთან საუბარი, რადგან წინ მჯდომი გოგონა მიყურებდა და მიღიმოდა.
ამოვიტანე სახლში და დედაჩემს სხვათაშორის ვამცნე ეს ამბავი. წაკითხვამდე დამისვა არაერთი შეკითხვა:
საიდან მოხვდა შენი ნაწერი მანდ?
მათთვის დაწერე?
მე ცოტათი მაინც შევეცადე, გასაგები პასუხები გამეცა.
და ბლოგი რა არის? – ო ღმერთო, რამდენჯერ უნდა ავუხსნა?! მაგრამ ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მე მუდამ გაუგებრად ვუხსნი.
და აბა ბლოგერი ვინ არის? – მორჩა, თავს ვიკლავ!!!
წაკითხვამდე გავაფრთხილე, წაიკითხე, მაგრამ კომენტარები არ გააკეთომეთქი. ეგ რაღა გამოვიდაო.წაიკითხა.მართლაც–და თხოვნა შემისრულა და არაფერი უთქვამს.
თუმცა მე თვითონ რომ ვეღარ მოვითმინე, მეორე დღეს ვკითხე, რას იტყვი–მეთქი. არადა რაღაც უსიამოვნო შეგრძნებები მქონდა იმ მომენტებში. დაწრმუნებული ვიყავი, არ მოეწონებოდა. ერთადერთი რაც მითხრა, მომეწონაო. მე კი ათასი კუდი გამოვაბი ამ ფრაზას:

– მინდა გოგოს ვაკოცო ისე, როგორც ნატალი პორტმანი კოცნის მილა კუნისს ან სკარლეტ იოჰანსონი – პენელოპე კრუსს და არ გავიგო კითხვა: “ლესბოსელი ხარ???”

თუმცა არა. არანაირი უარყოფითი გამოხმაურება არ მოჰყოლია ამ ფრაზას.
ვიცი, რომ მასაც მოეწონა ნაწერი. რა კარგია, რომ დაბეჭდესო და მშვიდად გავიარეთ ის დღეები.

გუშინ რეკავს ბებიაჩემი. მთელი თავისი მოკითხვებითა და ამბებით. და უცებ მეუბნება: შენ ნუ ეუბნები დედაშენს, რომ გათხოვება არ გინდაო. უცებ გავშრი. თურმე დედაჩემს უთქვამს მისთვის, რომ ამას იძახის სულო. არადა ყოველთვის მეცინებოდა მაშინ, როდესაც დედაჩემს ჩემი არ–გათხოვების საკითხი სისულელე ეგონა. ხან მპასუხობდა, ჯერ ადრეაო. ხან – ყველა გოგო ეგრე ამბობს და მერე ყველაზე ადრე ეგ გოგოები თხოვდებიან. ხან კი უბრალოდ იყრუებდა. აქედან გამომდინარე, მართლა გამიკვირდა, როდესაც გუშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს ამბავი გულთან ახლოს მიუტანია.

არადა…

არადა,  მე ისევ იმ აზრზე ვარ.
არადა მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ გათხოვება და ზოგადად ურთიერთობა არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სტრესის, დაძაბულობის, ნერვიულობის, გაღიზიანების, გამუდმებული დათმობების, ტირილის მომტანი.

არ მინდა.
აი საერთოდ არ მინდა.

არ შემიძლია ეს ბავშვის გაზრდები, სახლის ლაგებები, ჭურჭლის რეცხვები და ასე შემდეგები. ეს ყველაფერი მე ცუდად მხდის და იმდენად არასაჩემოა, რომ მეტი არ შეიძლება.

და ყველას ვბლოკავ. ვინც კი შეიძლება მომეწონოს და ვინც უკვე მომწონს.
ყველას ვბლოკავ გონებაში. რადგან ასე მირჩევნია.
ის ბიჭიც დავბლოკე, რომელსაც იმ დღეს თავი წავაყვანინე სადღაციდან სადღაც. და გზაში, როდესაც მან scorpions – you and I  ჩართო, მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და ტექსტს ავყევი. მანაც არ დააყოვნა და ვაფრენ ამ სიმღერაზეო. ღმერთო ჩემო!!! რატომ მოვიტყუე, მე ხომ არასოდეს ვგიჟდებოდი ამ სიმღერაზე. კი მიყვარს, მაგრამ ვგიჟდები Beatles–ებზე,Queen–ზე.
გზაში გავერთეთ საუბრით. აქეთ–იქით. ფრიად სასიამოვნოდ.
მერე მოვედი სახლში და დავფიქრდი: gosh, what was I doing???
ნახევარსაათიანი ურთიერთობის გამო ეგრევე scorpion–ი შემიყვარდა. მერე უცებ წარმოვიდგინე მასთან თუნდაც 2 წლიანი ურთიერთობის გამო რამდენი “მისი რამე” შემიყვარდებოდა და ჩემსას ფეხებზე დავიკიდებდი.
აი ეს რომ წარმოვიდგინე, უცებ ცუდად გავხდი.
ესე იგი რამდენი უნდა დავთმო, რომ მყავდეს ის one and only ადამიანი, რომელიც მეყვარება.
მთელი ჩემი სურვილები/მისწრაფებები/პრინციპები ქარს უნდა გავატარო და მისი სურვილები/მისწრაფებები/პრინციპები შევისისხლხორცო.

ეგრევე ვეღარ მოვითმინე და ჩემს ერთ მეგობართან ასეთი დიალოგი გავმართე:

ხოდა უნდა დავივიწყო, ამოვიგდო თავიდან. კოლინის გმირი მიჩელი კი მხოლოდ დესკტოპზე და ამ პოსტშია. 

მე თუ ოდესმე გავთხოვდი, მართლა სასწაული მამაკაცი უნდა იყოს, ჩემო მიჩელ. სასწაული ბიჭები კი არ არსებობენ. ასე რომ…

ა ხო: გაზეთის პოსტი თუ გაინტერესებთ, აგერაა.
თუმცა თქვენ, ერთგულ მკითხველებს წაკითხული გაქვთ ეს პოსტი.

პ.ს. თავის დაბანა მინდოდა, ტვინს გამოვირეცხავ–მეთქი, მაგრამ საკმაოდ გვიანია მაგისტვის. ხოდა sweet dreams. :*

Advertisements

12 thoughts on “dudeless

  1. Clown – ძალიან სასაცილო და უზომოდ საყვარელი ხარ :**ქეთი – ხო, ალბათ მართლები ხართ. ანონიმ – საერთოდ რა შუაშია ეს კომენტარი ამ პოსტთან ვერ გამიგია. 😀

  2. banaluriaaraushavs gaizrdebisxvebi rom msjeloben sunamoebze da a sh gamagizianebelia da shen rom ambob kargit nu gamakvirvebt da 'vici' da a sh es dzalian kargia ? :)))) da marto shen gaqvs 'originaluri' survilebi – quchashi bodialis da a. sh. da kvela sxva adamiani sashinlad mosatskenia da shvilebis gachenasa da shekvarebulis kolaze meti perspeqtiva ar esaxebat…eh 🙂

  3. გილოცავ, ქეთ 🙂 ნინას ვეთანხმები, იმ ადამიანის სამყაროში შესვლის სურვილია, უბრალოდ, გაინტერესებს, რას უსმენს, რა მოსწონს… ეს ჩემთვის არ ნიშნავს ხოლმე იმას, რომ აუცილებლად შემიყვარდება მისთვის საინტერესო რამეები, თუმცა მასთან აუცილებლად დაკავშირდება მომავალში. არც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალობას დავკარგავ, თუ შემიყვარდა რაიმე… 🙂

  4. ქეთი, პირველ რიგში გილოცავ :*და რაც შეეხება პოსტის ბოლო ნაწილს, მეც ეგრე ვარ,ვინმე მომეწონება თუ არა ეგრევე ვიცვლი ჩემ აზრს, ყველაფერი იმის მომწონს და მერე, რამოდენიმე ხნის შემდეგ რომ დავიქრდები ისტერიკული სიცილი მიტყდება ხოლმე :დ :უსერ:ბედი ჩემი, რომ სასტიკად ცვალებადი ვარ :დ

  5. თამო – აუ არ ვიცი. ტვინი მაქვს ზოგადად არეული. სალი – რა საყვარელი ხარ :*****ნინა – მეც ისე გამიხარადა, შენი პოსტის გვერდით რომ დაბეჭდეს ჩემი. აი ძალიან, ძალიან. ამ საკითხზე არაერთხელ მიფიქრია. არ მინდა ინდივიდუალურობა დავკარგო მხოლოდ იმის ხათრით, რომ ის მომწონს თუ მიყვარს. როდე – ძალიან დიდი, დიდი მადლობა. ქეთი – მეც ძალიან მომენატრე. ახლა თქვენთან შემოვალ. :**ბაბისა – რა ვიცი, რა ვიცი.

  6. ჰმ, გილოცავ ქეთ :>გათხოვებას რაც შეეხება მეც ზუსტად იგივეს ვამბობ და ანალოგოურად მპასუხობენ მეც : )

  7. qet, ra kargia, rogor mixaria rom gixaria.momenatra sheni postebis kitxva, didi xania ar shemovsulvar aq, pirvelad shemovedi da dzalian emociuri gmaomivida shemosvla, momnatrebixar :)))

  8. გამიხარდა, გილოცავ ქეთ:) ეგ მართლა საჟურნალო სტილის ამბავი იყო ;)კიდევ მენახოს სხვა სტატიებიც კარგ ჟურნალებში. 😉

  9. მაგრად გამიხარდა ჩემი სტატიის გვერდით უცებ შენი ბლოგი რომ აღმოვაჩინე უიკენდში :))ხო შეიძლებოდა სხვა რომელიმე გვერდზე დაებეჭდათ :)მგონი არ კარგავ ინდივიდუალურობას, როცა იმის მოწონებას იწყებ, რაც იმას მოსწონს. ანუ ეს უფრო იმის სამყაროში შესვლის მცდელობას მაგონებს 🙂 ცუდი უფრო ისაა, როცა მისი სამყაროდან უკან გამოსვლას იწყებ და თან ტოვებ იმასთან სიმღერებს, ფილმებს, ადგილებს … 😐

  10. რამდენი გიფიქრია ურთიერთობებზე 🙂 take it easy… არა, განა მართალი არ ხარ. ხარ. ბოლოს ყველანი იქ ვიქნებით :დ… მაგრამ, მაინც, ნუ იგრუზავ წინასწარ თავს. ამ მარაზმების გარეშეც შესაძლებელია თავისუფალი ლაღი და სასიამოვნო ურთიერთობები. სცადე :)… აი თუნდაც იმ ბიჭთან, სკორპიონსი რომ მოგაწონა. ოღონდ ახლა შენ მოაწონე თუნდაც queen 🙂

  11. საკუთარ მისწრაფებებს არ გაატან ქარს, თუ ასეთი უცაბედი და ხშირი სიყვარულები არ გექნება სკორპიონების მიმართ… და ალბათ, ადამიანი როცა გიყვარს, შენი მისწრაფებები და მისთანების დაცვას იკიდებ ალბათ… პრიორიტეტებს გააჩნია 🙂 და საკუთარ თავთან ბრძოლა ვიღაცების არ-მოწონების გამო, ღირს ვითომ?! 🙂 გარკვეული ბუნებრივი მისწრაფების დათრგუნვა/ჩაკვლაა ეგეც. და კიდევ ერთხელ : Totally depends on your preferences 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s