წყენის დეტექტორი

სულ ასე მემართება.
კიარადა ძალიან ხშირად და ანუ თითქმის სულ.
მართლა ძალიან ემოციური ვარ და როდესაც რამე მწყინს, გამოვხატავ ეგრევე.
არ გამომდის ეს დამალვა. იმ წამსვე ვფეთქდები და იმ წამსვე შემიძლია ძალიან ცუდ ხასიათზე დავდგე.
მგონია, რომ მხოლოდ მე ვარ მართალი და მომენტალურად ვიწყებ ისეთი ფრაზების თქმას, როგორებიცაა:
“ვიცოდი, რომ ვერ გამიგებდი.”
“შენ ხომ მე არ გაღელვებ.”
“შენ ხომ ფეხებზე გკიდია მე რას ვიტყვი, მე რას ვგრძნობ.”
და კიდევ მილიონი ამის იდენტური ფრაზა.
მერე კიდევ რაღაც ფრაზები.
იმ მომენტში ერთადერთი მიზანი მაქვს.
მინდა, რომ იმ ადამიანს ბევრი ცუდი რამ ვუთხრა.
ძალიან ბევრი.
ჩემს მიერ აკვიატებული “მეზიზღები/გეზიზღები”–ც ამ ყველაფრის გამოძახილია.
ხანდახან “მძულხარ/გძულვარ”–საც ვიყენებ.
მერე ის ადამიანი ბრაზდება ჩემზე, რომ ეს ყველაფერი ვუთხარი და ის ნაწყენდება.
და თითქოს უკვე ბარი–ბარში ვართ ერთმანეთის გაბრაზებაში.
მერე მე ვჯდები და განვიცდი, რომ მას ვაწყენინე.
მართლა განვიცდი. მთელი არსებით.
განვიცდი, რომ ადამიანს ასე ცუდად მოვექეცი.
და თუ იგი საყვარელი ადამიანების ნუსხაში შედის, მაშინ უკვე ძალიან განვიცდი. მთელი დღე აღრენილი, აგრესიული ვარ და დღის ბოლოს სადმე, რომელიმე ოთახში ვიკეტები და ჩემთვის ჩუმად ვტირი.
ბოდიშის მოხდა არასოდეს მერიდება. საერთოდ არასოდეს.
უბრალოდ სულ მეშინია ხოლმე, რომ ერთხელ რომ შემეშლება, მერე ის ადამიანი ჩემზე გულს აიცრუებს და არასოდეს მექნება მასთან ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორც ამ შეცდომამდე მქონდა.
ამაზე ხშირად მეფიქრება და ნერვები მეშლება, ასეთი გიჟი–გადარეული რომ ვარ.
არამყარი ადამიანი ვარ. ვერასოდეს განსაზღვრავ, რა მომენტში ავფეთქდები.
აი უცბად ავილეწები დღეს დილას და დღეს საღამოსვე შემიძლია იმ ადამიანს ხელისგულები დავუკოცნო. და დავუკოცნი კიდევაც, რადგან მიყვარს ის ადამიანი და ძვირფასია. უბრალოდ დილით ავფეთქდი, ლავა ამოვაფრქვიე ვულკანივით და საღამოს უკვე ისეთი ვარ, ვიღაც რომ იტყვის შემოხედვისას: რა კარგი ვულკანიაო.
ამ ყველაფრის გამოძახილი ისიც არის, რომ ნებისმიერი ურთიერთობის დასაწყისში ნებისმიერი ადამიანი მინდა, რომ გავაფრთხილო.
გავაფრთხილო, რომ არ ვარ მე საყვარელი. არ ვარ გასაგიჟებელი და არ ვარ მე უმაგრესი ადამიანი (ძირითადად ამ სიტყვებს ვღებულობ ხოლმე კომპლიმენტის სახით). ყველა კომპლიმენტს ვპასუხობ ტექსტით: არა, გეშლება, არ ვარ საყვარელი, უბრალოდ შენ მე არ მიცნობ. მე ცუდი ვარ.” მაგრამ მე იმდენად გადაჭარბებით “ვიშუშანიკე”, რომ არაერთმა მითხრა, ნუ იქცევი ეგრე იდიოტურად, კომპლიმენტი შეირგეო. მაგრამ რომ შევირგო, მერე გული მეთანაღრება.
მირჩევნია ადამიანს ცუდი ვეგონო და კარგი აღმოვჩნდე, ვიდრე კარგი ვეგონო და მერე აღმოჩნდეს, რომ ცუდი ვარ.
დებილივით ვარ ახლა. გათიშული. 2 დღეში 2 ადამიანს ვაწყენინე. თან ორივე ისეთი ახლობელია, რომ მეტი არ შეიძლება.
ლოლიტა გამახსენდა, ჩემი კატა. გავეთამაშებოდი ცოტა, ცოტას შემოვარტყამდი ხუმრობით, პირში ხელს ჩავუდებდი, კბილებს ავულესავდი თითებით, ის კი აგრესიული ხდებოდა და კბენა უნდოდა, რადგან ეს შემორტყმები სწყინდა. ეგონა, ვცემდი. ცდილობდა კიდევაც, რომ ეკბინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. თვალებში ვუყურებდი და წყლიანი ჰქონდა. თითქოს საცაა ტირილს დაიწყებსო. ამ მომენტში მინდოდა მოვფერებოდი და მეთქვა, არა ლო, უბრალოდ გაგეხუმრე, ცუდი არაფერი დამიპირებია. მას კი მაინც ჩემი ხელი ჰქონდა პირში გამოჭერილი და თვალები ისევ უკრთოდა. წყლიანი თვალები უკრთოდა, უცახცახებდა.

“აი ძალიან ცუდი თვისებები შევამჩნიე ახლა შენში” – ეს ფრაზა 7-ჯერ რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ მე–8–ჯერ აღარ უნდა გამეხსნა ტელეფონი.   არადა იდეაში სულ ცდილობ, რომ კარგი იყო. და მაინც, მიუხედავად ამისა, მაინც იცი, რომ რაღაც მომენტებს ვერ გააკონტროლებ და ემოციები წინ გაასწრებს გონებას. მერე არის სინანული, რომ საყვარელ ადამიანს იქით ატკინე გული.

და ვერ წარმომიდგენია ამის შემდეგ თვალებში როგორ უნდა შევხედო. როცა მეცოდინება, რომ ნაწყენია და ჩემგან ასეთ საქციელს არ ელოდა.

აუ არ ვიცი, თავს საშინლად ვგრძნობ. მართლა აუტანელი ვარ.

კატაზე გამახსენდა და სიმღერის სათაურზე…

I don’t want to be a bad woman

Advertisements

10 thoughts on “წყენის დეტექტორი

  1. უფფ საკუთარი თავი გამახსენდა, უცებ ვფეთქდები და ისეთ რაღაცებს ვამბობ, რასაც რეალურად არ ვფიქრობ, მერე ბოდიშებად ვიღვრები :))

  2. ნატოშ – 😛 თავს ზევით ძალა არ არის. თევზი ვარ და თევზად მოვკვდები :Dბაბისა – ხო, მართალი ხარ. გეთანხმები. მარო – სწორი მიმართულების კომენტარია. :*****გიგი – კარგი ხო :დდდ

  3. მე კიდე წიკები მაქვს, მგონია რომ არავის ვეპყრობი შესაფერისად, ხოდა ბოლოს დავიკიდებ ხოლმე :ხჰო… კარგს და ცუდს კიდე ყველა სხვანაირად აღიქვამს და მემგონი არც მაგაზე ღირს ფიქრი :))) და საერთოდ, ამდენი ფიქრი არც ვარგა :უსერ:ქეთი ❤

  4. და არ გიფიქრია რომ ყველაში იმდენი და იმხელა დოზით არსებობს ქაქი რომ სხვას არ უნდა აკვირვებდეს ეს?? შენ რეა გგონია შენ ხარ ერთი ფეთქებადი და სხვა ყველა სათნოები და ანგელოზები გახვევია თავს??ის რომ წუხხარ როცა ვინმეს აწყენინებ ეგ შენი საღი აზრის და ნორმალური ადამიანობის მაჩვენებელია და ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ის რომ შენ შეძლო შენი აგრესისს და აფეთქბების სრულად მართვა და კონტროლი და სრულად შეცვალო ის თავდაპირველად ჩადებული , დნმ კოდში ჩაპეჭილი რამეები – მაშინ გაგაღმერთებენ და მოემზადე :))) : )

  5. შენ ასეთი ხარ, ეს არ ნიშნავს , რომ ან ცუდი ხარ, ან კარგი – ვინც სწორედ ასეთს გიცნობს და უყვარხარ, ის არის მეგობარი, იმჰო 🙂

  6. გული მწყდება, რომ ვაწყენინე. ნამდვილად არ იმსახურებდა. არც ერთი და არც მეორე. ორივე არაჩვეულებრივი ადამიანია. 😐

  7. შენ ვინ დაგასწრებს კომენტარის დატოვებას :დდდდ1. ხო აი მეც ეგრე ვარ ზუსტად. ეგეტი ფრაზების მთელი კორიანტელი მაქვს. 2. ეტყობა ცუდად გამოვხატე. ანუ ის მომენტი კი არ მაქვს, რომ ვითომ არაფერი მომხდარა, პირიქით. თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობ, მაგიტომ ვარ ხოლმე ეგრე. (აქ ალბათ ორმაგად დაგაბნიე ხო??? 😀 )3. აუ რატომ??? :D:**

  8. ვამართლებ რა ჩემს მისიას, ღამით ვიდგე ბლოგის სადარაჯოზე, დავაკომენტებ, სანამ გავაგრძელე მეცადინეობა::D1. მე რამდენადაც აგრესიული და ფეთქებადი ვარ, იმდენად განსაზღვრულად ვიყენებ "გულის განმმგმირავ" სიტყვებს და ფრაზებს კონფლიქტისას. "fighting fair". უბრალოდ, გაბრაზებული რომ ხარ, ბევრი უაზრო რამე მოგდის თავში და მე ეს ყველაფერი ხმამაღლა რომ ვთქვა, მორჩება იმ ადამიანთან ჩემი ურთიერთობა. სამაგიეროდ, ჩემპიონი ვარ "არ გელაპარაკები და ვაფშემც, გაიგნორებ"-ში 😀 თუ ვინმეზე გავბრაზდი, იმჰო, თუ ამომგლეჯენ სიტყვებს, თორემ ხმის ამომღები მე არ ვარ, ხანდახან წლობითაც :D2. რაც შეეხება შენს დილიდან საღამომდე ცვლილებას, ჩემი ძმა გამახსენდა ეგრევე 😀 შენ გაცილებით სუსტი ვარიანტი ხარ, დაწრმუნებული ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ადამიანი რომ გულს გატკენს და მერე 2 საათში ისე ჩაგეხუტება, გეგონება, არც არაფერი მომხდარა და თან გულწრფელად უკვირს, რატომ კერავ როჟებს… რაღაცნაირი შეგრძნებაა.3. პ.ს. მე და შენ ერთმანეთი რეალურ ამბავში არ უნდა გავიცნოთ, ცუდად დავამთავრებთ, გული მიგრძნობს:D:*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s