Tea for two

 – ჩაი არ გინდა დავლიოთ ერთად???

 – (რატომღაც ფიქრის შემდეგ) მმმ… კი. 
 – მიდი, ჩაიდანი დაადგი, გამოიტანე რაღაცეები. 
არადა კომპიუტერთან ჯდომა უფრო მინდა, ვიდრე ჩაი. მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ მეტი არაფერი დამრჩენია. საერთოდ არაფერი, აი საერთოდ არაფერი, ვიდრე საყვარელ ადამიანთან ჩაის დალევა. 
და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩემი გამოსატანია და ეს მე საშინლად მეზარება, მაინც ვდგები კომპიუტერისგან და ვეშურები იმ ოთახისკენ, სადაც ადრე ყველანი ერთად შევდიოდით. ძირითადად მაინც. ერთად ვსხდებოდით, ერთად ვიცინოდით. ერთად მაძლევდნენ შენიშვნას იმის გამო, რომ ხელები ძალიან მქონდა სიგანეზე გაშლილი. ერთად ვყვებოდით ამბებს და ძალიან ბევრს ვიცინოდით. მართლა უზომოდ ბევრს. 
ახლა კი “ჩაი არ გინდა დავლიოთ ერთად???”–ღა შემოგვრჩა და ისიც მხოლოდ ორს. ისიც ათასში ერთხელ. 
გუშინ ჩემი დის დაბადების დღე იყო. არასოდეს გვქონია ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთთან შეხმატკბილებულად ვყოფილიყავით, პირიქით. სულ ვჩხუბობდით და არასოდეს ვკოცნიდით ან ვეფერებოდით ერთმანეთს. არასოდეს. დამიჯერებთ რომ გითხრათ, რომ არასოდეს ჩავხუტებივართ ერთმანეთს. სულ რაღაცნაირი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. 
გუშინ ჩვენთან დარჩა. არც არაფერი. ჩაი დალიეს. მე რათქმაუნდა კომპიუტერთან ვიჯექი და არა სამზარელოში. მერე დავსვი აქ (დიდი ზუზუნის შემდეგ), ფბ–ზე მადლობა გადაუხადა ყველას მოლოცვისთვის და გავიდა. მალევე დაწვა. მივედი და ლოყაზე ვაკოცე რამდენიმეჯერ. და მას თავი არ გაუწევია, როგორც ადრე აკეთებდა, პირიქით. გამიხარდა. 
დღეს ვფიქრობდი, რომ მაკლია. 
და არა მხოლოდ ის. 
ზოგადად ხალხი მაკლია. 
ყველა სადღაც არის. 
გიოშაც კი სურამშია და სიარული უსწავლია და მე ამაზე ნერვები მეშლება. 
კიარადა ანუ იმაზე მეშლება, რომ უჩემოდ ისწავლა. და არა იმაზე, რომ ისწავლა. მაგრამ პირველი სიტყვა მაინც “ქეთუნა” თქვა და არა “დედა/მამა”!!!! ხოდა გასკდეს ყველა გულზე. ეგრე გინდათ ყველას. მეტის ღირსები ხართ. 
მიშიკო პრაღაშია საერთოდაც და თავისი ინიციატივით არ მეკონტაქტება. მეტიც. კომენტარებს რომ ვუწერთ მე და ვიღაც უცხოელი, იმას ინგლისურად პასუხობს და მე საერთოდ მაიგნორებს. მერე მე ჩხუბს ვიწყებ და მერე კი, ძლივს რამდენიმე სიტყვას გაიმეტებს. დადის ქალაქიდან ქალაქში და გასართობიდან გასართობში. 
ბებიაჩემი ზუგდიდშია და რომ მირეკავს, “დიდე, ჩემი დასაფლავების ფული მინდა რომ შენ შეინახო, რადგან შენ კარგად იცი ფულის შენახვა”–ო მეუბნება. 
თანამშრომლებთან კარგად ვარ, მაგრამ თამთასნაირად მაინც არავისთან. მაგრამ თამთას არასოდეს სცალია და ანუ ისიც არ არის. ზოგჯერ მოვა და მე ვეხუტები. თან აი ისე, მორიდებულად. რომ არ შევაწუხო. სამსახურის სკაიპში დღეში ასჯერ ვკრიფავ Tamta–ს, რომ იქნებ online არის. მაგრამ :((
facebook–მა “ჩაგვყლაპა” ყველანი და მეგობრობა მხოლოდ კომენტარის დატოვებად გადაიქცა. ხოდა მეგობრებიც იქ არიან. 
სოფი ვაფშე გათხოვდა და საერთოდ გაქრა. 
კიდევ ერთ მეგობართან კი ყოველ საღამოს როგორც თვითონ უწოდებს “რაზბორკები” მაქვს და ამაში მე ვარ მუდმივად დამნაშავე. თურმე. არადა აქამდე ყველაფრით მოვწონდი და უპირველეს ყოვლისა კი – ხასიათით. 
და აი ეს ყველაფერი რომ ყელში გამეჩხირა, ვიტირე. აი ისე, მე რომ ვიცი ხოლმე. მთელი გულით. ამეშალა ამ ყველაფერზე ნერვები. სულ ასე ვიცი ხოლმე. რაღაც მომაწვება, გამახსენდება და თავს ვეღარ ვიკავებ ხოლმე.

ხალხი მინდა. ირგვლივ. 
სულ სულ სულ. 
ბევრი ხალხი. 
მაგრამ ცხოვრება მარტო მინდა. 
სულ მარტო. 
პარადოქსია არა?!
მაგრამ მართლა მარტო მინდა ცხოვრება.
ხალხი მენატრება.
გასულ 24 წელიწადში ნამყოფი ადამიანები. 
მეგობარი მინდა მეტი მყავდეს. ახლაც მყავს ბევრი და უფრო მეტი მინდა.
ზოგადად მიყვარს ხალხი და კომუნიკაბელური. 
მიყვარს ბევრი ღიმიალიანი სახე.   
და ბევრი ახალი, კარგი და საინტერესო ადამიანი მინდა. 
მოდით რა ჩემთან. 
ჩაგიხუტებთ და არ გაგიშვებთ. 
you better come, come, come, come to me 
you better run, run, run, run to me 
Advertisements

16 thoughts on “Tea for two

  1. მირა :*************აუ რავიცი. არადა ვიღაცასთან ერთად ცხოვრება არ ვიცი რა. არ შემიძლია ამ ეტაპზე.

  2. ქეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ :* <3მე დიდი ხანია მაგას მივხვდი და ეს ოთხკუთხედი ყუთი მოვისროლე გზიდან.. ეხა ხშირად ვზივარ ჩემებთან ერთად და ძალიან ბევრს ვკონტაქტობ მათთან! შენსკენაც დადგება ეს მომენტი, მე ნატალი დამეხმარა 🙂

  3. ბაბის – ხო, კანონზომიერია ალბათ. მაგრამ ძალიან სამწუხარო. :((ზურიუს – ორშაბათიდან ნებისმიერ დღეს მოდი. :**კანარიო – ხო, ზუსტად. ანუ შენც ჩემი არ იყოს, თავს იტყუებ. თითქოს ბედნიერი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია ეს სიტყვები :***

  4. ქეეთ… ეს 2-3 კვირაა ძალიან გამოფიტული ვარ, სულიერად მიჭირს და ხანდახან საკუთარ თავს ვატყუებ ხოლმე, რომ ჩემზე ბედნიერი არავინაა, იქნებ დაიჯეროს… იცი?! მე მიყვარხარ ძალიან! ❤ ^^

  5. mgoni rom vizrdebit, drostan ertad xalxi gvakldebayvela tavis gzebze midistu ravici saqmeebs ichenen da vermoclebi da gulcivobebi ewyebat 🙂 albat kanonzomieria

  6. ოთი – ხო, აი მეც ეგრე ვარ. მადლობა :*პერწკლი – ეს იმდენი ხანია, გულში მიდევს. :)ნიკა – :*ქეთი – სწორად აღნიშნე, რომ უცხო არაა ეს ჩემთვის. მე მაგალითად ასე მოვიქცეოდი მსგავს სიტუაციაში. მშვიდად, წყნარად მივიდოდი და ავუხსნიდი ყველაფერს. ვეტყოდი, რომ მასთან თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მარტო ყოფნაც ძალიან მნიშვნველოვანია ჩემთვის. არ შემიძლია ჩემი თავისუფლების შეზღუდვა, რადგან ჩემს თავზე მეტად არავინ და არაფერი მიყვარს და არც არასოდეს მეყვარება. წესით უნდა გაგიგოს. სოფი – მართლა პირველად მიწერ ასეთ თბილ სიტყვებს და თვალებს არ ვუჯერებ. ძალიან დიდი მადლობა. :*************მაინც გეზიზღები :დდდგიგი – მეც ეგრე ვარ ზუსტად. :**

  7. მეც ეგრე ვარ ქეთი, ბევრი ხალხი მინდა და თან მარტო ცხოვრება, ცოტა უჟმური ვარ :ხხოდა, აი ამით ვიტყვი დანარჩენს >>> ❤

  8. ქეით, რომ მეუბნები ხოლმე, იმას წერ, რაზეც ვფიქრობო, ახლა ჩემი ჯერია, იგივე გავიმეორო 🙂 იმიტომ, რომ ამ დღეებში სულ ადამიანები მენატრება, სულ. არ მინდა ეს ვირტუალური ურთიერთობები, დედა გვერდით ოთახში, რომელსაც დღეში ერთხელ ხედავ და ა.შ და ა.შ აი ეგრე, სამზარეულოში დაჯდომა, ჩაის დალევა და ხმადაბლა საუბარი მომენატრა. რა საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ეს ოთხკუთხედი კომპიუტერი გყლაპავს და შენც წინააღმდეგობას ვერ უწევ :/

  9. ქეით, ყველაზე საყვარელი, ნამდვილი და გულით სავსე ადამიანი ხარ. მგონი, პირველად გიწერ ასეთ თბილ რაღაცას ყველანაირი ხუმრობის გარეშე. ისეთი პოსტი იყო, ისეთი, კარგი და გულწრფელი.(ბებიაშენი მომწონს მე ძაან)ხო, გავქრი ცოტა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ წავედი და ქეითი დამავიწყდა, თავისი აკვიატებული "გეზიზღებით", რომელსაც მე ასე ვთარგმნი: "ყველას მაინც გიყვარვართ" :პ ხო ამას გვეუბნები, აღიარე.:***

  10. qet,ragac minda gkitxo da sheni azri mainteresebs amaze.msgavsi rame mjirs,cota uaresi mdgomareobaa chemi. shekvarebuli mkavs da ar minda rom mkavdes da chemi nawili gavxado, ubralod minda chemshi mikvardes, mis gverdit cxovreba ar minda, egoistoba mjirs, imdenad momwons hcemi cxovreba damikvars, ar minda sxvas gavuziaro da sxvisi gavxado.chemi minda rom ikos mxolod da mehsinia rommastan dakavshirebis shemdeg davkargav da sheicvleba chemi kopa.hoda es kvelaferi mas ra tqma unda ar esmis da sul vchxubobt, mas chemtan kopna unda, me ar minda. nu axla verc viqnebit fizikurad ertad, is saqartveloshia, magram momavals awkobs chemze me ki ar vfiqrob igives masze,ubralod mikvars gulshi chemtvis grmad.xandaxan mindeba mastan kopna da dzlieri chaxuteba da mijirs uimisoba, magram marto kopna ufro tkbilia chemtvis.ar mindoda gaego rom mikvars, magram tvalebshi matkobs da ver vatkueb:( rogor ggonia vin gaimarjvebs, me tu is da swori romeli iqneba chvens shoris, zogadad umravlesobis azrit isaa swori da me aranormaluri,magram me sheni azri mainteresebs, vici rom ucxo araa es kvelaferi shentvis da kargad gamigeb:))

  11. რა კარგია, როცა რაღაცეების აღიარების უნარი გაქვს,დარდის გამოტანის და დადების :*

  12. "ზოგადად ხალხი მაკლია. ყველა სადღაც არის."ზუსტად ასე ვარ : )კარგი გამოგივიდა :*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s