28

რეტროსპექტიულად მახსენდება ჩემი თავი 13 წლის ასაკში, როდესაც მე სადღაც ვარ. თბილისის გარეთ, მგონი ზუგდიდში.

გარეთ 2000 წელი დგას, აგვისტო. 
მანამდე ივნისი, 11, ჩემი დის დაბადების დღე და გოგონა გაბერილი მუცლით. 
აგვისტოში კი ჩამოსვლისას კარადის კარში მხვდება სურათი, დედაჩემი და მამაჩემი რაღაცნაირი სახეებით. მე მიხარია ეს სურათი, არადა ვერ ვხვდები საიდან მოვიდა ეს სურათი. რაღაცნაირი სახეები, ანუ ლოდინით და გაკვირვებით სავსე. 
მე – ეს სურათი მე არ ვიცოდი, სად გადაიღეთ???
დედაჩემი – უი ეს სამშობიაროში ვართ. დათუნა რომ დაიბადა.
სურათიც ისეთი, ცისფერ და თეთრ ფერებში. მიხვდები, რომ სამშობიაროა. დედაჩემის თაობაში და დედაჩემის გვარში ეს პირველი შვილიშვილია, არქმევენ დავითს. ამ ოდესღაც გაბერილი გოგოს ძმის სახელს. 
ბავშვი მეც მაინტერესებს და მივდივარ ჩემს სეხნიასთან, რომელიც იგივე ოდესღაც გაბერილ-მუცლიანი გოგოა 20 წლის ასაკში. დიახ, 20 წლის იყო, როდესაც შვილი გააჩინა და დავითი დაარქვეს. მერე რამდენიმე თვეში გახდა 21-ის. 
ვერ მიპოვნია ის ერთადერთი სურათი, სადაც მე და დათუნა ვართ ერთად. მე 13 წლის, დათუნა – თვეების. 
მას მერე მისვლები, მოსვლები, საჩუქრები, თამაშები, მერე მანგლისში წასვლა და მთელი ზაფხული იქ ყოფნა, როდესაც მე 17 წლის პირველი ეროვნულ-გამოცდებ-ჩაბარებული ვარ. იქ ყველაფერი, რაც კი შეიძლება. 
თორემ აბა 3-4 წლის ნიკოლოზი ერთხელ მყავს სულ ნანახი. 
28 რიცხვი მისი, დედამისის და ბიძამისის დაბადების რიცხვია და დედამისს ეგონა, რომ ივნისის 28-ში საავადმყოფოდან სახლში წავიდოდნენ. 28 დათუნას რიცხვია და ცუდი არაფერი მოხდება. თუმცა ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. 
28 ივლისს კი დათუნა 11 წლის გახდებოდა. 
რეტროსპექტიულად, კადრებში მახსენდება მისი სიცელქე, დაჭყანვები, “ქეთუნა დებილო”-ები, ღუტუნი, სირბილი, ყველაფერი, სულ სულ ყველაფერი. 
Advertisements

One thought on “28

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s