და საერთოდაც!

იღლები ყველაფრისგან.

უპირველესად კი ყველაფრისგან. 
გინდა სიმშვიდე აქაურ ცხოვრებაში და სულის სიმშვიდე იქაურ ცხოვრებაში. 
მე აქაურშიც სულის სიმშვიდე მინდა. ჩემი სიგიჟეებით. 
ნეტავ რატომ არის ძნელი ამ ყველაფრის მოპოვება. 
ნეტავ რა სიამოვნება მიიღო ჩემმა თანამშრომელმა სამსახურის ჩეთში საკუთარი თავის პიარით და ჩემი ანტიპიარით. არ ვიცი. 
ის კი ვიცი, რომ ჩემმა მეორე თანამშრომელმა არანაირი სიამოვნება არ მიიღო ჩემი ცრემლიანი სახის ყურებით დღის ბოლოს. 
რატომ არ ესმის ჩემს ამხანაგს ჩემი აბსოლუტურად უბოროტო ხუმრობა თუ ფრაზა და რატომ მეუხეშება, როდესაც ის ასჯერ უხეშია???
რატომ უნდა გამოვსულიყავი ჩემი ჯგუფელების საერთო ფბ ჯგუფიდან???
და საერთოდაც, რატომ ვიხლართები ხოლმე ასეთ იდიოტურ სიტუაციებში??? 
და საერთოდაც 2 საყვარელი თანამშრომლიდან ორივე რატომ მიდის საზღვარგარეთ მაინცდამაინც დღეს ღამით??? ანუ ერთსა და იმავე დროს. 
და საერთოდაც!
კიარადა…
რა მარტივია, რომ ადამიანს ეს ფრაზა მისწერო. და იგრძნო სიცივე. 
თურმე რა მარტივად იწერება ეს სიტყვები და არადა რა რთულად ითქმის. რადგან წარმოთქმის დროს უყურებ ადამიანს და გიჭირს ემოციების მოთოკვა, თავის ხელში აყვანა ამიტომაცაა ვიღაც რამდენიმე ხნის წინ მეუბნებოდა ფრაზას: თუ ვერ მეუბნები, მომწერეო. არადა გვერდით მეჯდა. 
და საერთოდაც! ხომ არსებობს სიტყვა “აპოლიტიკური”, “ალოგიკური”, “ასექსუალური”, ხოდა იარსებოს სიტყვა “ამოყვარულმა”. მე ვარ ადამიანების “ამოყვარული”. არ მიყვარს ადამიანები. სიმშვიდეს მირღვევენ. იჭრებიან მასში და მე  მეხებიან. აი ისე, თევზი წყალში ცურვისას თავისთვის რომ არის, დაცურავს და არსებობს. როგორც კი ვინმე შეეხება, ეგრევე შეხტება და რადიკალურ მოძრაობებს იწყებს. აფორიაქდება. ხოდა ანუ…
და საერთოდაც! დაიკიდე ეს ყველაფერიო, მირჩევენ. არ დავიკიდებ. დაიკიდეთ თქვენ სადაც გინდათ. და ნუ შემაღონეთ ამ თქვენი იდიოტობამდე მისული პოხუიზმით,  ვახ! მე უბრალოდ იმ კონკრეტულ ტექსტებს ვიკიდებ, რასაც მეუბნებიან. როგორც ადრე ერთმა ფორუმელმა თქვა: უბრალოდ დაიკიდე, როდესაც რაღაც **ეობას გეუბნებიან-ო. ხოდა მეც საყვარლად ვიღიმები, სამაგიეროდ იმ ადამიანებს persona non grata-დ ვაცხადებ და მაგით მთავრდება ყველაფერი. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ფორმალობაა. ცივი ფორმალობა. 
და საერთოდაც! რა უბედურებაა, რომ მუსიკას არავინ უსმენს ამ ბლოგში. ტყუილად ხომ არ ვდებ არა??? მე მაინც ერთგულად ვდებ სიმღერებს და მაინც ერთგულად ნერვები მეშლება და გული მწყდება, რომ არ უსმენთ. ოღონდ ეს ვის ეხება, არ ვიცი. ზოგადად ვამბობ. არადა პოსტის კითხვა მუსიკის გარეშე ისეთი რაღაცაა, როგორც ჩაის დალევა ადუღებული წყლის გარეშე. 
და საერთოდაც! დღეს პარასკევია. ჩემი საყვარელი დღე. თან 1987 წლის 6 მარტი პარასკევი იყო, იცოდით??? მე კი. 
ხვალ ძილის დილაა.
დღეს გიოშა 5 წუთით მოიყვანეს და რომ დავუძახე,  ეგრევე მოიწია ჩემსკენ. მაგას მაინც ვუყვარვარ!!
Advertisements

6 thoughts on “და საერთოდაც!

  1. ხო, ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვისაც რატომღაც ფლირტის ობიექტი იყო. :)))

  2. ვიღაც რამდენიმე ხნის წინ მეუბნებოდა ფრაზას: თუ ვერ მეუბნები, მომწერეო. არადა გვერდით მეჯდა. 🙂

  3. მე მაქვს ხოლმე პერიოდები.. უფრო სწერედ ესე ვარ და პერიოდები მაქვს როცა არ ვარ.მეც ვარ ხოლმე ამოყვარული :)))

  4. კიტ – პირველ რიგში – მადლობა. :***მეორე რიგში – მახსოვს შენი პოსტები და მაგიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე და შენ ერთმანეთს ვგავართ. მესამეც, ვიცი. აი მართლა ვიცი, რომ პოხუიზმი არის წამალი ამ ყველაფრისა, მაგრამ არ გამომდის და რა ჯანდაბა ვქნა??? აი რა დავიკიდო ფეხებზე??? რომ ცუდად მექცევა ადამიანი??? არ გამომდის მართლა. ქეთ – მეც ძალიან. სამწუხაროა, რომ ასე შორს ხარ.

  5. სტუკა!ესე იგი, პირველ რიგში, მუსიკას რაც შეეხება: Mona- pavement-ს ვუსმენდი და ეგრევე დავაპაუზე :Dკომენტარს გწერ შენი არჩევანის თანხლებით.მეორე:ჩემი თავი მახსენდება 2-3 წლის წინ ზუსტად: სამყაროზე გაბრაზებული რომ ვიყავი და ერთადერთი ბლოგი ისმენდა ამბებს. დაჟე, მეზარება, თორემ დავლინკავდი პოსტებს, რომლებიც გამახსენდა. ნუ იქნები ეგრე. პოხუიზმი იმდენად არის კარგი, რამდენადაც შენი ენერგია სიძულვილზე არ იხარჯება. მართლა დაიკიდე (ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას დაწერდა ჩემი თითები :D)ადამიანები, რომლებიც იმაზე ნაკლებად გაგრძნობინებენ თავს, ვიდრე ხარ. ის თანამშრომლებიც და ყველა ნახ. და ნახავ, რამდენი დრო დაგრჩება, შედარებით ცოტა ადამიანს, მაგრამ კონცენტრირებულად გაუზიარო დადებითი ემოცია :*დედააა, დავვარდი ქადაგად 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s