ეს პოსტი

არაფერზე არ არის. საერთოდ არაფერზე. ეს პოსტი იმაზეც კი არ არის, შაბათს რომ კარგად გავერთე. ეს ბლოგი არ არის მემატიანე და იმიტომ.ეს პოსტი იმაზეც არ არის, ჩემი საყვარელი მომღერალი რომ გარდაიცვალა. ეს ბლოგი ნეკროლოგიური არ არის და იმიტომ.

ეს პოსტი იმაზეც არ არის, რომ მან გააჩერა არსებობა იმისა, რაც ჩემს სულს ასე უყვარდა.
ეს პოსტი იმაზეც  არ არის, რომ მას საკმარისი ხნის განმავლობაში ვუსმენდი და ყოველ დილით ვუსმენ ერთსა და იმავე სიმღერას უკვე რამდენი ხანია.

არცერთი პოსტი არ წამიკითხავს, რაც კი მის შესახებ იყო. ვერ ვიტან გარდაცვალების შემდეგ რომ იხსენებენ, რომ თურმე მაგარია და მოდი დავწერ.
ზურასთან ეს კომენტარი დავტოვე კიდევაც.

მის ოფიციალურ Fb გვერდს წამში ასზე მეტი თაყვანისმცემელი ემატება. გაგიჟდები რა.

ჩემი პატარა გოგო!! რატომ გადაწყვიტე, რომ ეს საზიზღრობები შენ დაგეხმარებოდნენ?! რატომ გადაწყვიტე, რომ ბლეიკი კარგ რამეს მიგაჩვევდა?! ის ხომ just another ნაძირალა იყო. უბრალოდ შენ ის ზედმეტად გიყვარდა.
რატომ გიყვარდა ასე ძლიერ??? რატომ უძღვნიდი სიმღერებს, რატომ უმღეროდი ამ სიყვარულს???

არადა გეუბნებოდნენ, გირჩევდნენ, გთხოვდნენ შეშვებოდი მას და ყველაფერს, რაც მასთან იყო დაკავშირებული. რატომ არ დაუჯერე მამაშენს, რომელსაც შენი გამოჯანმრთელება უნდოდა?!
რატომ გახდა ჰიტი ის სიმღერა, სადაც ამბობდი:
They tried to make me go to rehab but i said ‘no, no, no’
Yes I’ve been black but when i come back you’ll know know know
I ain’t got the time and if my daddy thinks I’m fine
He’s tried to make me go to rehab but i won’t go go go

შენ იმდენად გიყვარდა ბლეიკი, რომ თანახმა იყავი მასთან ყოფნის გამო საკუთარი ცხოვრება დაგენგრია:
I’m gonna, I’m gonna lose my baby
so I always keep a bottle near’



I wish you have said “YES YES YES”!!!!

კი, ძლივს მოხდა ის, რომ დაშორდი. მაგრამ მერე რა?!
რა შეიცვალა??? არც არაფერი.
იღვიძებდი მარტო და რა???
მღეროდი
It’s okay in the day I’m staying busy
Tied up enough so I don’t have to wonder where is he
Got so sick of crying

კიდევ კარგი, იმას მაინც მიხვდი, რომ მთელი შენი მილიონები ნარკომანი და ლოთი ბლეიკისთვის არ უნდა დაგეტოვებინა.

ამ სურათში განსაკუთრებით გრაციოზული ხარ.
მოდიხარ და მოგაქვს ყველაფერი!

ეს სიმღერა კი სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.

Advertisements

7 thoughts on “ეს პოსტი

  1. ვაა, მადლობა ბექა. ძალიან საინტერესო კომენტარია. მეც ისე მაინტერესებს სიმართლე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სიმართლის გარკვევა ახლა სულ უფრო ძნელია, რადგან არავინ შესწრებია მის გარდაცვალებას და ვერსია კი ბევრი დარჩა. რაც არ უნდა იყოს, ამას უკვე დიდად აზრიც აღარ აქვს, გარდაიცვალა და აღარც მის სიმღერებს მოვისმენთ და აღარც ამბებს. მართლა ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დაასრულა საკუთარი ცხოვრება.

  2. ამხანაგმა მოიძია ეს :ემის გაკვეთის შედეგები დავსერჩე როგორც დაგპირდი და ჩემი პასუხია: "ემი უაინჰაუსის სიკვდილის მიზეზი ამოუცნობი დარჩება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში. გამოკვლევის შედეგად ვერ ჩამოყალიბდა ოფიციალური პასუხი რა გახდა მომღერლის სიკვდილის მიზეზი.მეტროპოლიტენის პოლიციამ განაცხადა "ველოდებით უფრო ღრმა, ტოქსიკოლოგიური ტესტის პასუხსო" თავიდან პოლიცია საქმეს განიხილავდა იმ კატეგორით, როგორც განიხილება ძალადობისა და საეჭვო ვითარებაში მომხდარი შემთხვევები, თუმცა დღემდე ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა რომ ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალების გარშემო არაფერი საეჭვო არაა. გამოძიება დასრულდება 26 ოქტომბერს, ტოქსიკოლოგიური ტესტის პასუხი კი 2-დან 4 კვირამდე გახდება ცნობილი. გამოცემა "მირორ" აცხადებს, რომ მომღერალი ბოლო კვირის განმავლობაში მძიმედ იყო დამოკიდებული ალკოჰოლზე და იგი წორედ ალკოჰოლისა და ექსტაზის შერევით გარდაიცვალა. სიმართლეა თუ არა ამას მალე ვნახავთ. ემის დედა ჯენის უაინჰაუსმა კი განაცხადა, რომ მან ქალიშვილი სიკვდილის წინა დღეს მოინახულა და მისი თქმით ემის მდგომარეობამ მას აფიქრებინა რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. სხვას ამბობს ემის უკანასკნელი ბოიფრენდი რეგ ტრევისი, იგი ამბობს რომ მომღერალი კვირას (ემი შაბათს გარდაიცვალა) მეგობრის ქორწილში იყო დაპატიჟებული რომელსაც დიდხანს ელოდა, "კაბები საწოლზე ჰქონდა გადმოლაგებული და ვერ გადაეწყვიტა, რომელი ჩაეცვა ქორწილში." ყველამ კარგად იცის მომღერლის ნარკოტიკებთან დამოკიდებულება, თუმცა მან ეს სენი სიკვდილამდე სამი წლით ადრე დაძლია და შეიძლება ითქვამს ალკოჰოლით "ჩაანაცვლა." ემის მამამ, მიტჩელ უაინჰაუსმა დაკრძალვაზე განაცხადა რომ მისი სიკვდილი გამოწვეული იყო არა სმით არამედ პირიქით, ალკოჰოლზე თავის სწრაფად დანებებით. "ექიმებმა ემის უთხრეს რომ მას თანდათანობით უნდა შეემცირებინა ალკოჰოლის რაოდენობა, თუმცა ემის პასუხი იყო "ასე არ შემიძლია" და მან ბოლო თვის განმავლობაში აბსოლუტურად დაანება თავი სმას. "ან ყველაფერი ან არაფერი თქვა ემიმ და მან სმა სრულიად შეწყვიტა." ოჯახი და ექიმთა დიდი ნაწილი ფიქრობს რომ მომღერლის სხეულმა ვერ შეძლო იმ შიდა პროცეების გადატანა, რაც ალკოჰოლზე თავის დანბებამ გამოიწვია." ბექა ეს დღეებია იმდენი წყარო წავიკითხე და იმდენი ინფორმაცია დამიგროვდა რომ პოსტი კიარა პატარა სტატია გამომივიდა. მოკლედ დაველოდოთ მომდევნო ტესტის პასუხებს. R.I.P Amy.

  3. როდე – უბრალოდ მართლა სასწაულად დამწყდა გული. თითქოს ჩემთვის წერდა სიმღერებს. ნუ ტექსტები ხომ საერთოდ. ვიღაც ამბობდა, დავწერეთო. მე პირადად არ მინახავს. კიწი – არა მგონია. მე მგონია,რომ უბრალოდ დოზა ვერ მოზომა. თუმცა გამორიცხული არაფერია.

  4. ჩემი ზრით გაცნიბიერებული ქონდა რასაც აკეთებდა, თან კარგად, მაგალითად ისე როგორც ჯენის ჯოპლინს…მასაც უნდოდა 27იანელებში შესვლა.არამგონია მისთვის გაუაზრებელი ყოფილიყო რასაც აკეთებდა… 🙂

  5. კაი რა ქეთ, თავიდან მეც დავიგრუზე ფბს სტატუსებზე, მაგრამ მერე დავიკიდე. და ამის მერე ასეთ ამბებს სულ დავიკიდებ ხოლმე, რაც უნდა ის თქვან :)როგორც მალევე აიტაცებენ, ისევე მალე მიივიწყებენ, რადგან მუსიკა მათი არაა და ადამიანი ძალიათ დიდხანს ვერაფერს მოუსმენს ;)ისე, რომელიმე ბლოგერმა დაწერეს მასზე კიდე?

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s