Is this goodbye???

       Junior Boys – This is goodbye ვის აქვს მოსმენილი ჩემი და გორეცკის გარდა??? პრინციპში არც არავის რომ ჰქონდეს, არ გამიკვირდება, რადგან მე ნინასთან ფბ-ზე მოვისმინე ეს სიმღერა და ეგრევე დავამატე მოსასმენ სიმღერათა სიაში (ე.წ.playlist-ში).
       გუშინ სოფიმ მკითხა, შენ მართლა ასეთი მგრძნობიარე და ემოციური ხარ თუ ცხოვრებაში უფრო ცივად იქცევი ხოლმე?! დავჯდები და ვიფიქრებ ამ საკითზეო. ხოდა სანამ სოფი ფიქრობს და დასკვნებამდე ნელნელა მიდის, მე პოსტს ვწერ და თან ვფიქრობ, რომ ბლოგზე წერა თითქოს მიძნელდება. არადა იდეაში ისევ ისე უნდა ვიყო. რადიკალური და კარდინალური ცვლილებები არ შეინიშნება. ისევ ისეთი ვარ და ყველაფერი ძველებურადაა.

       მიხარია მეგობარი ბლოგერების ნახვა. თუ ბლოგერი მეგობრების… არ ვიცი, რომელია შინაარსობრივად სწორი. უბრალოდ ბლოგერებს შორის არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ. არასოდეს მბეზრდებიან და ყოველთვის მიხარია მათი ნახვა/სტატუსი/პოსტი/კომენტარი/სიცილი და აზრების სმენა. გუშინწინაც ეგეთი დღე იყო. თავისი პიცით, სიცილით, აზრებით, მიამიტობით, კამათით, ბოდიალით, ჩახუტებებით, ტაქსით, დაღლით და სიამოვნებით. აი მაგალითად მია, ზურაპერწკლი და კიდევ სხვები, რომლებსაც სხვა დროს ვნახავ.
       თუ სადმე არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველდღე ამბობს, რომ მას უკვე ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩენია და უკვე ცალი ფეხით იქითაა, ეს ადამიანი აუცილებლად მეგრელია, სუფთა მეგრული სახელითა და გვარით და აუცილებლად ბებიაჩემია. ხანდახან რომ წარმოვიდგენ, რომ მას რამე ემართება, მე მომენტალურად სიკვდილი მინდება. ვერ წარმომიდგენია დღე, როდესაც ის არ იქნება. ვერ წარმომიდგენია ასეთი დიდი სახლი მისი დიასახლისობის გარეშე და ვერ წარმომიდგენია მისი ლოგინი მის გარეშე, რომელშიც აგერ უკვე 24 წელია მიყვარს რბილად შეგორება და დაძინება.
       შემოდგომის პირველ რიცხვებში თუთაკა ჩადის პირველად. დედაჩემი, ჩემი და. ყველა ჩემ გარდა. სამსახურიდან ორი დღე ვითხოვე – ხუთშაბათი და პარასკევი და შაბათ–კვირას გადავაბამდი. ხელფასის დაქვითვით რათქმაუნდა. არ მიშვებენ. მთელი ეს დღეები ვარ მოშხამული.        დიდე კი იქიდან მირეკავს და მეუბნება: მომენატრეო. მე კი ერთგულად ვურახუნებ ყოველდღე 8 საათი მე რომ არ მიყვარს, ისეთ კლავიატურას და ვუყურებ სხვა მოხუცებულ ხალხს, ჩემის მაგივრად. დღეს მაგალითად, გაჩერებაზე ვიდექი და მოხუცებული ქალი შევნიშნე, რომელიც ძლივს ადგამდა ნაბიჯებს. დიდე გამახსენდა. ნეტავ იქ როგორ არის–მეთქი. მინდა მასთან ყოფნა, მეც მისნაირი მშვიდი ვხდები და ვწყნარდები. ჩვენი ოჯახური კონფლიქტების წამალია და ჩვენც უფრო საყვარლები ვხდებით. მერე მე გული მწყდება, რომ დიდედა ( ანუ დიდი დედა, ანუ დედის დედა) ისეთი ახალგაზრდა აღარ არის, როგორიც მაშინ იყო, როდესაც მე ფაფას მაჭმევდა და ბევრს მეფერებოდა. (offtopic: ისე პოსტის წერისას დიდეს რომ ვახსენებ, სულ მეტირება ხოლმე და კიდევ კარგი სამსახურში ასეთ რამეებს ვერავინ მამჩნევს, თუ ვინმე არ დამიჯდა ცხვირწინ).
       დიდე ახლაც მეფერება და თუ არსებობს ვინმე, ვინც მეფერება – ეს მხოლოდ დიდედაა. მინდა, რომ გიოშაც მეფერებოდეს, მაგრამ გიოშა მხოლოდ თავის სათამაშოებს ეფერება და იხუტებს; მე მისთვის ჯერ–ჯერობით ვიღაც, ვისაც შაბათ–კვირას ხედავს. ვიღაც, ვისაც შაბათ დილით ხელებს ურტყამს სახეში, რომ გააღვიძოს და ვიღაც, ვისაც შეუძლია კომპიუტერში „ბაბაბა“–ს (ანუ „ბასტი ბუბუ“–ს + „ობობა“) ჩართვა.


      მივხვდი, რომ მეგობრებს უნდა გაეკიდო, დაეწიო, შეეცადო ყველაფერი აუხსნა. ყველაფერი იღონო მათ შესანარჩუნებლად. მაგრამ თუ შეამჩნევ, რომ ამ ყველაფერს აზრი აღარ აქვს და ამ ყველაფრისგან შენ უკვე ტირილამდე ხარ მისული, მაშინ უბრალოდ უნდა მოტრიალდე და შენი გზით წახვიდე. ხო, ამას დღეს მივხვდი, 24 აგვისტოს. მაშინ, როდესაც ძალიან ძვირფას ადამიანს გული 100 თუ არა, 95%-ით მაინც გადავუშალე. თან ცრემლნარევი თვალებისა და ნერვიულობის ფონზე. კიდევ კარგი წინ არ მეჯდა, თორემ კანკალი და ტირილი ერთად ამივარდებოდა. ხოდა ვნახოთ რა იქნება. ველოდები, will this be goodbye of our friendship or not…

დავიღალე.

დასვენება მინდა.

თუნდაც ზამთრის სახლში.

აბა ზაფხული უკვე კარს იხურავს და უჩინარდება 1 წლით.

Advertisements

20 thoughts on “Is this goodbye???

  1. დღეს შენი ყაზბეგის სურათები ვნახე და ჩემს ფიქრს ბოლო მოეღო 🙂 ისეთი საყვარელი ხარ, ნამდვილი ფისო, ფისო!!!! :პ

  2. იმ წამს მომაფიქრდა 🙂 :* არაფრის. პირიქით… შენი დამსახურებაა, რომ მომაფიქრდა :*

  3. ხო აი მართალი ხარ. რა მაგარი რაღაც მითხარი ახლა :****მადლობა დი :**

  4. არასდორს უნდა გაუშვა საყვარელი ხალხი, თუ კი მათ წასვლა ოდნავ მაინც არ სურთ. მუსიკაც მაგარია. :*

  5. ვაი….ძალიან დიდი მადლობა. მე კი სულ მგონია, რომ ტვინი წავიღე ამ ჩემი ერთი და იგივე სევდიანი პოსტებით. ძალიან დიდი მადლობა :***

  6. ra tkbilia.Sopelshi var, gavxseni sheni blogis mobile-versia da tkbilad chavikitxe… Arc ki ici, rogor mabedniereb xolme am sheni ubralo, titqosda sakutar tavtan laparakebit ❤ :**

  7. ქეთ – ხო აი ზუსტად ეგაა. დიდი მადლობა :**ზურა – რათქმაუნდა :))თაა – :***

  8. მართლა როგორი განცდაა, როცა ქუჩაში ხედავ შენიანების თანატოლ უცხო ადამიანებს და სითბოს და მონატრებას უფრო გრძნობ. მეც მემართება ხოლმე და გულზე მომხვდა..

  9. ვაიმეჰ აი ისა < 3 კიარადა, შენ ბედნიერი ხარ მსგავსი ემპოიცური ემოციობები რომ შეგიძლია < 3

  10. მია – წავიდეთ წავიდეთ მართლა რა. ადამიანურად დავგეგმოთ. კიტ – გოგოს უკვე ვუთხარი ჩემს ტვინში და აი ბიჭს რაც შეეხება – პასუხს ველოდები. რა პოპულარულია დიდედოჩკა :DDD

  11. ასეთ სიტუაციაში მე ვიტყოდი let her/him go-მეთქი, მაგრამ ამას მე ვიტყოდი და არ მოგახვევ თავს არაფერს :)p.s. შენი ბებო ნაცნობივითაა უკვე. მოკითხვა რომ მოგინდება ხანდახან, დიდხანს რომ არ ახსენებ ❤

  12. საყვარელი ქეითი :)მაგდენ ცრემლებს, პურპურში ნაყინი ვჭამოთ ჯობია :დ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s