So…

     ახლა როგორ ვარ??? ჩემს დიდ სკამზე ვარ წამოწოლილივით.მადლობა ვიღაცას, რომ ეს სკამი დამიდგა. გემრიელად მოკალათებულს სულაც არ მაღელვებსის ფაქტი, რომ სამსახურში ვარ და განწყობა სხვანაირი უნდა მქონდეს. ყურში მშვიდი დაამინდის შესაბამისი ჰანგები და მშვიდად ვარ. მიყვარს ზაზა მარჯანიშვილი და თბილისიდანვუსურვებ მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს. ერთი პერიოდი ჩემი გზის მელოდიაიყო ის, რასაც ახლა ვუსმენ. სახლიდან სამსახურამდე მხოლოდ „So…“, სამსახურიდან სახლამდეცმხოლოდ „So“. საერთოდ ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ მუსიკასა და სიმღერას გაცილებით დიდიძალა აქვთ, ვიდრე ნათქვამ სიტყვებს.


გუშინ მია ჩემთან დარჩა. მორიგი „ელვისობა“ გვქონდა,როგორც პერწკლმა უწოდა. შემდეგ სახლში წამოსვლისას აი ასე სპონტანურად ვუთხარი წამოდიჩემთან–მეთქი. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩემი უბანი, ქუჩა, ეზო სასწაულად მიყვარსდა გუშინაც ეგ მომენტი იყო ჩემს გონებასა შიგან. ჩემთან მისვლისას მალევე მიას გემოვნებით გემრიელი ფუნთუშები ვიყიდეთ. აი ისეთიგემრიელი, მია როგორის სურათებსაც დებს ხოლმე.
მისივე თხოვნით გავაკეთე ფბ–ის ანგარიშის რეაქტივაცია.შევედით ჯერ იქ, მერე იქ. სასიამოვნო ფილმი გვინდოდა, რომელიც არც ერთს არ გვექნებოდანანახი. ასეთი რომ ვერ გავიხსენეთ, ისევ ძველი „What happens in Vegas” ჩავრთეთდა სიცილ–ხარხარშიც დრო გავიდა.
     მე მაინც ის მერკანტილური სულელი ვარ, რომელიც გამუდმებითუდიდეს ყურადღებას აქცევს მერკანტილურ სისულელეებს. აი მაგალითად, როგორ ახრამუნებსმია ჩიფსებს ან როგორ მოუხდა ჩემი შინდისფერი ქვედაკაბა. ან აი ის, თუ როგორი თვალებითვუყურებდით რაფაელისა და როჯერის (მე მას ხან როჟეს ვეძახი, ხან როჟერს, ხან როჯესდა ხანაც აი ასე, ანუ როჯერს) ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ და ძლიერ თამაშს. ვინმემ იცოდა,რომ ბავშვობაში ჩოგბურთის ყურებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი??? არც არავინ. რადგანახლა აღარ არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შემიძლია დავჯდე და დავტკბე ერთობ ნაცნობისპორტსმენების თამაშებით.
     იცით რა ტკბილად და თბილად გვეძინა?! იდეაში ესეც ერთ–ერთიმერკანტილური სისულელეა. რომ შეგიძლია ბალიშებზე თავების დადებისას ისაუბრო რომანისგმირებზე, გაარჩიო მათი პირადი ცხოვრება, დაახასიათო ისინი და რაც უფრო მეტად აკვირდებიმათ, მით მეტად გიყვარდება ისინი. 

     ან რა სასიამოვნოა პუტკუნა მეფუნუშესთან საუბარი, როდესაც იცი, რომ ის გემრიელი და თბილი ფუნთუშებით გამოგიშვებს.

   
  დღეს უკვე 31 აგვისტოა და ველოდები შაბათ-კვირას, როდესაც მია კვლავ ჩემთან. აუ ეს იქნება ძალიან მაგარი დღე. 

Advertisements

8 thoughts on “So…

  1. არც კი ვიცი რა გითხრა. ასეთ რაღაცეებს რომ ვკითხულობ, დებილივით მეცინება ხოლმე. ისეთი სასიამოვნო სიტყვებია, რომ ვერც კი აგიღწერ. აი მართლა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ძალიან <3<3<3

  2. qetiko, tu ici shen, internetshi roca hsemovdivar, skaipis,facebookis da mailis shemedeg egreve shens blogshi rom shemovrbivar, tundac ori wutit vijde kompiutertan, mainc :))<3

  3. ფაქტიურად, ის შაბათ-კვირაც მოვიდა 🙂 ეს მუსიკაც ძალიან მოუხდა პოსტს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ათასჯერ მომასმენინე და მეგონა, მომბეზრდა :დ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s