Junior Boys – This Is Goodbye იცით ხო??? ამას წინათ დავდე აქ, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო.
მაშინ
- არ ვიცოდი, რა ხდებოდა;
- იმედი მქონდა რაღაცეების;
- იმედი მქონდა, რომ ძალიან მარტივად და რათქმაუნდა უმტკივნეულოდ მოგვარდებოდა ის ურთიერთობა, რომელსაც ასე დავკანკალებდი 12 ივლისიდან დღემდე.
არა, თქვენ არ იცით ეს სიმღერა.
ეს დასასრულის სიმღერაა. ძალიან კარგი ურთიერთობის დასასრულის სიმღერა. და სამაგიეროდ ჭკვიანური ცხოვრების დასაწყისი. და რამდენჯერაც მე ურთიერთობებზე ცხვირი წავიტეხე, ნეტავ იმის მემილიონედი ჭკუა მესწავლა. მაგრამ რათქმაუნდა შეცდომები ყოველთვის დუბლირებული მაქვს. განმეორებადი და დეჟავუს ტიპის, შინაარსით “მე ხომ ეს უკვე დამემართა?! ნუთუ კიდევ ვერ ვისწავლე ჭკუა?!”. ვერა, მეგობრებო, ვერა. მე ჭკუას არ ვსწავლობ, რადგან რესურსი არ მაქვს. თუმცა ყველა იმ ურთიერთობებს შორის, რაც მქონია, ეს ყველაზე წრფელი, ყველაზე გულუბრყვილო, სუფთა და მნიშვნელოვანი იყო.
პ.ს. და იმედია არცერთი ჭკუათმყოფელი არ იფიქრებს, რომ პოსტი ჩემს სასიყვარულო ურთიერთობას ეხება.
პ.პ.ს. წინ ცივი და უარაფრო, უგრძნობი და ზედაპირული დამოკიდებულებებისკენ!! ამბობენ, გრძნობების ფეხებზე დაკიდება ადვილიაო. ამბობენ რა, მე ვამბობ ამწამს. ხოდა წინ!!!
ესაა პასუხი გულისტკენაზე, რაც დღეს ვიწვნიე 🙂
და ახლა იცით თქვენ ეს სიმღერა???
რა საყვარელი ხარ. :დდდდდხო, მაგარი სიმღერაა.
იმის შიშით რომ რაღაც არ გამოვა, გაუნძრევლად და ურთიერთობების გარეშე ხო არ ვიქნებით. ვგიჟდები შეცდომების დაშვებაზე :დდა ამ სიმღერაზეც რა თქმა უნდა 🙂
yep, fuck that tomato :(((:****
აუ, fuck that tomato, რომელმაც მომწამლა, თორემ გამოვიდოდი იქ სადღაც და თუ რამე წამოგცდებოდა, ერთ ორ სიტყვას გეტყოდი, რამეთუ უაღრესად ჰგავხარ ჩემს რამდენიმე წინანდელ თავს :Dმაგრამ დიდი გოგო ხარ შენ, მოუვლი ყველაფერს, ზუსტად ვიცი :*
ხო სამწუხაროდ.
დამშვიდობებების დღეებია