The Skin I Live In

off: ვისაც არ გინახავთ პოსტის სახელწოდების მქონე ფილმი და აპირებთ ნახვას, არ წაიკითხოთ ეს პოსტი, ვინაიდან განხილვას ვწერ მისი შინაარსიდან გამომდინარე. 



ოხ, პედრო, პედრო, რას გვერჩოდი ამ სუსტი გულის ხალხს?! არადა ეს ხომ ზუსტად ის ფილმი იყო, რომელსაც ასნაირად ავარიდე თავი ინტერნეტში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ოჯახური კინო-სეანსი მოვაწყვეთ და კინოში წავედით.

სცენა N 1: რობერტი (ბანდერასი) შედის თავის ოთახში, სადაც უზარმაზარი მონიტორის საშუალებით თვალს ადევნებს შიშველ ვერას (ანაია). არადა გვერდი-გვერდ ოთახებში არიან. შიშველი ვერა წალოწოლილია და თითქოს სძინავს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას სხეული აქვს დასერილი და სისხლი სდის.

დაიძაბეთ არა???

გჯერათ წინა ცხოვრების??? მართლა მაინტერესებს ეს ამბავი თუ არა, არ ვიცი. შეიძლება არც კი. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, ბიჭი ხარო. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭივით:

  •  ჩაცმა მიყვარს. სპორტული და მოსახერხებელი ტანსაცმელი.
  • სპორტი მიყვარს. ადრე უფრო მეტად მიყვარდა, ახლა დრო აღარ მაქვს.
  • ვიქცევი ხშირ შემთხვევებში. ან შეიძლება ვერ ვიქცევი იმის გამო, რომ გოგო ვარ.
  • ზარმაცი ვარ.
  • მინდა მქონდეს მოკლე თმები და უმაკიაჟო სახე.
  • ბოხი ხმა მქონდა ბავშვობაში და დღესაც კი ახალგაღვიძებულს ბოხი ხმა მაქვს.
  • მინდა არაფერი მენაღვლებოდეს და არ ვიყო მგრძნობიარე.
  • ბიჭებთან მეგობრობა უფრო მიადვილდება, ვიდრე გოგოებთან.
  • ვერ ვიტან დიასახლისურ საქმეებს.

არამედ ამ ყველაფრის და კიდევ რაც არ გამახსენდა, იმათ გამოც.

     სცენა N 2: ვისენტე კარგი ბიჭია. ან შეიძლება ითქვას, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია და არის სიმპატიური. დედამისს აქვს ტანსაცმლის მაღაზია და თვითონ კი მოტოციკლეტით დაქრის გასართობად. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მან ქორწილში ნორმა გაიცნო და მასთან გართობა გადაწყვიტა. ოღონდ ვერ გაურკვევია იგი ნორმას აუპატიურებს თუ არა, რადგან ნორმა ფსიქიკურად დაავადებული პატარა გოგონაა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა დედამისის ფანჯრიდან გადმოხტომა და სიკვდილი.
     და მაინც, რას გვერჩის პედრო?
პედრო იმას გვერჩის, რომ გამუდმებით პროტესტს გამოხატავს სამყაროს წინაშე. ის ებრძვის ყველას თავისი ფილმებით. უპირველესად კი ჰოლივუდს და კანს. ან უბრალოდ ხალხს ჰგონი ასე. ჰყავს რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი მსახიობი: ანტონიო ბანდერასი, პენელოპა კრუსი, მეტი არავინ მახსენდება, რადგან მხოლოდ Los Abrazos Rotos მაქვს ნანახი და მეტი არაფერი.
     ამ ფილმის ნახვის შემდეგ ორივე სქესის ადამიანი შემებრალა. ვისენტე შემებრალა, რადგან მასზე იძალადეს და გახადეს ქალი. ქალი, რომელსაც უნდა ჰქონდეს აქტიური სექსუალური ცხოვრება მამაკაცთან. იგულისხმება ძალადობაც და უბრალო რიგითი სქესობრივი კავშირიც. და თუმცა ყოველი ასეთი კავშირი ტკივილთან ასოცირდება, იგი მაინც აკეთებს ამას. ნორმა კი იმიტომ მებრალება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. განა იმსახურება ის დამწვარი დედის სიკვდილის ხილვას ან ვისენტეს მიერ მის გაუპატიურებას თუ მის მცდელობას?!
     წარმოიდგინეთ როგორ გადაიქცა სიმპატიური ვისენტე ლამაზ ვერად??? როგორ და აი ასე:

 

ბოლოს ქალი იმარჯვებს. და საერთოდაც, ეს ქალების ფილმია. ქალის სიძლიერეზეა და მამაკაცის დამცირებაზე. პედროსაც ხომ ზუსტად ეს უნდოდა ეჩვენებინა. ყველგან ქალებს ამცირებენ, მან კი გადაწყვიტა გაენადგურებინა მამაკაცთა მოდგმა და მოახერხა კიდევაც.

საერთოდ ალმადოვარი ქალების რეჟისორია. და მაშინ, როდესაც მსახიობ მამაკაცებს უფრო მეტი როლი ხვდებათ წილად, პედრო ცდილობს ეს დისბალანსი გამოასწოროს. ხოდა აი ამიტომაც იგი ქალების რეჟისორია. ის თავის ფილმებს ქაალებით ამდიდრებს. და თუ ადრე მისი მუზები კარმენ მაურადან მოყოლებული პენეთი დამთავრებული, ახლა უმშვენიერესი ელენა ანაიას დრო დადგა. ოღონდ ისეთი მცირედი როლით არა, როგორიც მას “ესაუბრე მას”-ში ჰქონდა. პედრომ იგი ანტონიოს გვერდით დააყენა და არც ინანა.

ზოგი ამბობს, პედრო დაბერდაო, რა ცუდი ფილმი გადაიღოო. მე არ ვიცი ამაზე პასუხი, რადგან კიდევ ვიმეორებ, მისი ფილმები არ ვიცი. მაგრამ ვინც იცის, იმის პასუხს დავდებ:”ალმოდოვარი დაბერდა!” – ამას რომ მეუბნებიან, სულ მინდა ხოლმე ვუპასუხო, “თქვენც დაბერდებით”. (c) გოგი გვახარია და მისი არაჩვეულებრივი სტატია ფილმის შესახებ.

ესეც თქვენ 🙂

2 რამ, რაც მოხდა ფილმის ნახვის შედეგ:
1)რამდენიმე დღე თავი ბიჭი მეგონა და ზოგჯერ ახლაც წამომივლის-მეთქი.
2) ჩემი ძმაკაცის შეტყობინება: “ალმადოვარი გინდა ახლა ზუსტად! თანაც ის კანი, რომელშიც შენ ცხოვრობ საერთოდაც არ მოგწონს.”

Advertisements

19 thoughts on “The Skin I Live In

  1. " ეს იყო ყველაზე საშინელი შურისძიება ალბათ რაც შეიძლება მოიფიქრო კაცმა." 100%-ით გეთანხმები. ასეთი რაღაც რომ ხდებოდეს, ხალხი სხვანაირი იქნებოდა. ხო, ჯერ ფილმი უნდა გენახა მგონი. :))

  2. სამწუხაროდ ჯერ პოსტი ვნახე და ახლა მოვრჩი ფილმის ყურებას, ასე რომ მთავარი ინტრიგა ვიცოდი უკვე რაც იყო. ეს იყო ყველაზე საშინელი შურისძიება ალბათ რაც შეიძლება მოიფიქრო კაცმა.ნორმას დანახვა ჩემთვის სიურპრიზი იყო, ახლა ვუყურებ ესპანურ სერიალს "დახურული სკოლა" და იქ აქვს მთავარი როლი, მაგრამ თუ ალმადოვარი მისცემდა როლს ეგ აღარ მეგონა.

  3. ბოლომდე არ წავიკითხე, მაგრამ ძალიან მინდა რომ ვნახო ეს ფილმი მაგრამ მეშინია!

  4. @mecmikvarkhar – სხვათაშორის არასოდეს გამჩენია პედროს ფილმების მიმართ ინტერესი. არასოდეს მომწონდა ეს რეჟისორი და ალბათ მაგიტომ. White Rabbit – მართლა კარგი ფილმი იყო რა. არა-ჩვეულებრივი. Lord Vader – :დდდდ

  5. yes!!! ძაან ემოციურად დამოკიდებული გავხდი ესპანურ ფილმებზე ბოლო დროს. ❤

  6. ცუდი ფილმი ნამდვილად არაა, მაგრამ თუ პედროსი სხვა არაფერი გაქვს ნანახი გირჩევ აუცილებლად ნახო http://www.imdb.com/title/tt0185125/და http://www.imdb.com/title/tt0287467/მერე სურვილისამებრ მისი სხვა ფილმებიც. სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ პედროს ბოლო ფილმი, მისი ძველ ფილმებს ვერ შეედრება 🙂

  7. კი, ნორმა მართლა შემებრალა. მაგრამ ვისენტესაც არ დაუშავებია ის, რისთვისაც რობერტმა ასე დასაჯა. კი, ეგ მეც სულ მინდოდა.

  8. ჩემ პოსტში როგორც აღვნიშნე მარტო ნორმა შემებრალა,სხვა არავის მიმართ არ მქონია თანაგრძნობის სიმპტომი.ჰმ,მე ბავშვობაში მწყინდა რომ ბიჭად არ დავიბადე)))

  9. კი ქეთ, გეთანხმები. მართლა ისეთი ფილმია, რომელიც უნდა ნახოს ყველამ.

  10. ძალიან მიყვარს ალმოდოვარი, თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახაი და მეტ–ნაკლებად ყველა მიყვარს. ეს ფილმი კი უფრო მეტად რომ ვარ შეყვარებული, მათ სიაში ჩავწერე :)რამდენიმე დღე დამდევდა მასზე ფიქრი. ჩემზე იშვიათად მოქმედებს ფილმები ისე, რომ დიდხანს მაფიქროს. პედრო ამას ახერხებს.ყველას ვურჩევ ნახვას…

  11. ალმადოვარი ძალიან მომწონს. მაგრამ ყოველთვის ისეთი გრძნობა მაქვს რომ აი "volver" ის არ იყო, რაც "todo sobre mi madre". და ეს არ იქნება ისეთივე კარგი, როგორც "volver"…კინოში ამას მე ვერ ვუყურებ. მე ალმადოვარი მიყვარს და ვუყურებ ემოციებით, რასაც კინოში ვერ "გადმოვაფრქვევ". ველი კარგი ხარისხით გამოჩენას ინტერნეტში.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s