One day before New Year

ოხ, ისევ ეს მერკანტილური სისულელეები.
რეკორდებს ვამყარებ წვრილმანების დამახსოვრებასა და წვრილმანებზე დაკვირვებაში. მერე დებილივით ან ვტირი რაღაცაზე დარდისგან ან ვტირი ბედნიერებისგან.

საქმე არც თითის მემილიონე გაჭრაშია ქაღალდისმიერი საშუალებით. გინდა, რომ ერთი ხელით, ერთ მუშტში დაკუჭო და ჩააგდო ნაგვის ყუთში, მაგრამ ახლა უკვე იცი, რომ ამის გაკეთების გეშინია და ამიტომაც აკეთებ ორით. აგდებ ნაგვის ყუთში, რომლის დაცლაზეც დამლაგებელი უარს სახის ღრუბლიანი გამომეტყველებით გეუბნება და გპირდება, რომ ორშაბათს დაგიცლის. 
სამაგიეროდ ჩემი მეზობელი თანამშრომელი უდარდელია და მე მისი უნამუსოდ მშურს. ფურცელზე იწერს ყველა უცნაურ სახელსა და გვარს და მპირდება, რომ წლების შემდეგ უკვე კოლექცია ექნება. და ალბათ, სავარაუდოდ 40 წლის შემდეგ შვილიშვილებს ეტყვის, რომ არსებობს ქალის სახელი – სირმა, კაცის სახელი – ჯუგლი და გვარი – ჭოტრიკიშვილი. მე კი ისევ ვცდილობ გავიღიმო და ცხოვრებისეულ ოპტიმიზმზე ვიფიქრო.
დღეს ITდეპ-მა მეილი გამოგზავნა ყველასთან, სადაც ჩემს  დეპ-ში მესამე ადგილზე ვიყავი გასული მოწესრიგებულ თანამშრომელთა სიაში და მესიამოვნა. რა კარგია, როდესაც ვიღაც რაღაცას ხედავს.

მერე ვინმე შემოვა და გკითხავს, საბურთალოზე როგორ მოხვდეს და მე სახლში მინდება იმწამსვე. ოცნებებში განავარდებად ჩავთვლიდი იმას, რომ სადმე ქალაქგარეთ მინდა ბუხრიან სახლში. ეგ ხომ ყოველ ზამთარს მინდა და კიდევ მინდა ლიქიორის წრუპვა, ლეპტოპი, რომელიც არა და არ მაქვს და ცხელი “ადიალა”, ფეხებთან შემოკეცილი, ჩემი დაუვარცხნელი თმები, აგრეთვე რამდენიმე ახლობელი მეგობარი და და ბევრი სიცილი.
დღეს სამსახურიდან გამოსვლისას, პირველად ვიგრძენი, რომ მოდის ახალი წელი და არც კი ვიცი, რა განწყობა უნდა მქონდეს. რაც არ უნდა იყოს, კატის, კურდღლის და ანუ ჩემი წელი იყო. გული მწყდება, რომ მიდის, მაგრამ ის მახარებს, რომ 31 დეკემბერიც კატისაა და დღეები ჯერ კიდევ დარჩენილია საიმისოდ, რომ ვისიამოვნო ჩემი წლით.
როგორია თბილისის ერთ-ერთი გამზირი წინასაახალწლოდ? ხომ ისედაც იცით. და მაინც, ჩემი ნიკონის ნახევრადპროფესიონალი და ჩემი არაპროფესიონალი თვალით ასეთია.  

მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში Freya 5-8-ჯერ დამირეკავს და მე 10-16-ჯერ მოვატყუებ, რომ “2 წუთში მანდ ვიქნები”. უკვე მუქარის მესიჯებიც მოდის: Gareeet. populshi viyavi da viyinebi. im gonna kiil u. მე ისევ მეცინება და ავტობუსში ხალხის სახეებს ვაკვირდები. გახარებულ სახეებს, რადგან სალარომ “პრინტერის ზოგადი შეცდომა”-ო და კონტროლიორი  ამაოდ უჩხიკინებს.
ჩავდივარ თავისუფლების მეტროსთან და ვხვდები, რომ pepsi ჩემი ერთადერთი ულიმიტო სიყვარულია. თან აი ქილის pepsi სულ სხვაა. ავდივარ ტაბიძეზე. თურმე ტაბიძე ის ქუჩაა, რომელიც მრავალი წელია მიყვარს, ოღონდ მე არ ვიცი მისი სახელი. Freya ეგრევე კისერზე ხელს მაჭერს და მე ისევ უცოდველ სახეს ვღებულობ as a default. 😀 უახლოესი 5 წუთის განმავლობაში ტაბიძეზე არცერთ კაფეში არ გვიშვებენ და ვეშვებით შარდენზე. შევდივართ რომელიღაცაში და უი, ჩემი ყოფილი სამსახურის უფროსი. რათქმაუნდა, არ ვესალმები. მას ჩემი სახელი არ ახსოვს და მე მე მისი გახსენება მეზარება. არადა 2011 წელს ვიყავი მაგასთან. უბრალოდ იდიოტი ტირანი იყო და არის კიდევაც.
ესეც განწყობები. 
უცბად წინა ახალი წელი გამახსენდა და ეს სურათიც იდოს.
ალკა-პალკა მალე ჩამოვა და მერე რა, რომ მე მაინც ტირილი მინდა, როდესაც ყურადღებას ვაქცევ პატარა მერკანტილურ სისულელეებს.
p.s. ნეტავ მე ოდესმე html-ს ვისწავლიდე და პმს არ მიტრიალებდეს ორგანიზმში :/
Advertisements

2 thoughts on “One day before New Year

  1. უი მართლა??? არ დავკვირვებივარ. :დდდცეზარი მე რათქმაუნდა. უნდა მიმხვდარიყავი, რადგან ღვინო ქალბატონმა მიირთვა. :დდდკი კი, რათქმაუნდა :დდ

  2. ქეით, ენ ჰეთევეის ამ სურათზე განსაკუთრებით გავხარ :)) ცეზარი რა მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომელმა მიირთვით? :დ პ.ს პაბში დალევა ხო ძალაში რჩება? :უსერ:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s