მინდა უკეთესი გავხდე. და პლუს, უკეთესად გავხდე. მინდა ხშირად ვიყო ასეთ განწყობაზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს და მეც სულ მეცინება.
აი მაგალითად, გიორგიმ ჩემი კოცნა ისწავლა და რამდენიმეჯერ მაკოცა. მიხვდა ალბათ, რომ სათამაშოების კოცნას ჩემი სჯობს.
მაგრამ მანამდე მინდა ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. დაშვებული დაშვებულია და დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ აწი მინდა წინ ვიარო და არ ვფიქრობდე მათზე. მე ისინი ისედაც მახსოვს.
ისიც მინდა, რომ უფრო კეთილი გავხდე, უფრო მოსიყვარულე. ბევრი რამ მინდა ვისწავლო და მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობისას რაღაც-რაღაცეებს ვიძენ. და მსიამოვნებს, როდესაც ადამიანებისგან კარგ რამეებს ვსწავლობ. ალბათ ეს რომ არა, უბრალოდ მივაღწევდით 18 თუ 30 წელს და მორჩა. ამოვწურავდით ჩვენი განვითარების ლიმიტს.
ისევ ძველებურად ვფიქრობ, რომ “პოხუიზმი” არის გამოსავალი. ზიკესთან მაგიტომ ვმეგობრობ, რომ ზუსტად აქვს ეს ფრაზა გააზრებული. იმ დღეს მითხრა სამსახურში: სულ ფეხებზე მკიდია, ესა და ეს ადამიანი ჩემზე რას ფიქრობს და რას იძახის”-ო და გამეცინა. მეგონა ჩემი აზრები წაიკითხა. და მართლაც, რა დროს მაგაზე ფიქრია, როდესაც სხვა ადამიანები გველოდებიან იმისათვის, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ.
და ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ ახლა ვწერ ამ პოსტს. ანუ მაშინ, როდესაც არ მყავს შეყვარებული და ანუ ის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი გვერდით, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი უნდა იყოს. ეგ რომ მოხდება, ალბათ დებილურ პოსტებს დავწერ და სანამ ეგ მომხდარა, ეს დავწერე. ასეთი მინდა ვუყვარდე ხალხს. რადგან მე სულაც არ ვთვლი, რომ იმისათვის რომ ადამიანები გიყვარდეს და მათაც აქეთ უყვარდე, აუცილებელია ვიღაცას “ჩემი შეყვარებული” ერქვას. სიყვარული ხომ ბევრად მეტია, ვიდრე სტატუსი “შეყვარებული” და “მეუღლე”.
ასეთი დამიმახსოვრეთ, როგორიც ამ სურათებში ვარ. ღიმილიანი და ხალისიანი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სურათთაგან ერთ-ერთი ჩემთვის რთულ პერიოდშია გადაღებული, მე მაინც ვიცინოდი.
ქეთ – დიდი მადლობა. აი ძალიან დიდი. ხო, აი სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ მერე რა თუ ხალხს არ მოსწონს, მაინც ამოვიღებ და გადავიღებ-მეთქი, მაგრამ მერე მაინც მერიდება ხოლმე :((ნიკ – ვიღაც გეცნო ხო პოსტში და შემოხვედი ხო??? 😀 😀 :Dოოო, ჭამა არის მუცლისღორობა, და სამწუხაროდ მეც მემართება ხოლმე ეგ მუცლადღორობა. გოჩა – შენ არ გელოდი ჩემს ბლოგში. მეგონა აღარ გახსოვდი. :**
ქეთ მიყვარხარ და მომენატრულე ❤
:):):)Keep being on a mood like this…პ.ზ. ოღონდ ჭამა არ არის სისულელე 😀
ქეთი, ბოლო ფოტო რა მაგარია. ბოლო – განსაკუთრებით!ჰოდა კიდევ, ქუჩაში მოსიარულეების გამომეტყველებას ნუ მიაქცევ ყურადღებას. ხანდახან მგონია, 100 წლის მერეც ბევრი ასეთი ადამიანი ივლის თბილისის ქუჩებში. მოკლედ, ნუ შეინახავ ფოტოაპარატს 🙂