in Vain

ახლა, როდესაც ღამის 3 საათის დადგომას აკლია სულ რაღაც 8 წუთი, ვცდილობ სწრაფად დავწერო სათქმელი. მაგრამ მერე ვფიქრობ: ამის დედაც, ჯეკ! მეწერინება და რა დროს დროის შეზღუდვაა. არადა ხვალინდელი დღე სამუშაოა და მე უკვე მინიმუმ მე-5 სიზმარს უნდა ველოლიავებოდე.

არც კი ვიცი, როგორ დავიწყო და საერთოდ რა ჯანდაბა დავიწყო. უბრალოდ ეს არის მემილიონე სიტუაცია ერთი და იგივე სიუჟეტით. არაფერი შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტი არ მომხდარა. მე ხომ ეს სიუჟეტი ისედაც ვიცოდი. სცენარი კარგა ხნით ადრე დაიწერა და მე უბრალოდ მრავალჯერადი მსახიობი ვარ.

И я тебе друг, а ты мне не то что бы.(c) Земфира

ხოდა სისულელეა! ამაოა!

რა ცინიზმია?! გუშინ ვაპირებდი ბლოგში დამეწერა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. კიარადა რაღა გუშინ?! დღესაც. ჩემ გვერდით მჯდომ ადამიანს საერთოდ არ ვეკონტაქტები, გარდა იმ მცირე აუცილებელი (საქმესთან დაკავშირებული) შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა წინადადებების შეკოწიწება და ამოღერღვა. და აი ერთადერთი ისაა, რომ ბოლო 2-3 დღეა აქტიურად ვაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე ბედნიერი და კარგ ხასიათზე ვარ. და რატომ ვაკეთებ ამას, ვერ ამიხსნია. აი ესაა ცინიზმი საკუთარ თავზე. პარალელურად საკუთარ თავსაც ვატყობინებ, რომ უბედნიერესი ვარ და ვერავინ და ვერაფერი გამიფუჭებს განწყობას. კარგი რა.

სისულელეა ყველა მცდელობა. ყველანაირი სახით გამოხატული. მთავარი ისაა, რომ თუ ოდნავ მაინც გაქვს უნარი მომავლის განჭვრეტისა, უნდა შეჩერდე და საკუთარ თავს შესძახო: “არ ღირს, აზრი არ აქვს!” – და ცხოვრება გააგრძელო ისევ ისე, როგორც მანამდე ცხოვრობდი. წაიკითხავ ვიღაცის ნაწერებს და მიხვდები, რომ შენ იქ არ უნდა იყო. არ უნდა დატოვო ვერბალური კვალი. შეცდომით ხარ მოხვედრილი. უბრალოდ ყოველთვის უნდა შეგეძლოს ადგომა და წასვლა.

И я тебе друг, а ты мне не то что бы.(c) Земфира

რამდენიმე წუთის წინ ვფიქრობდი ჩემს ბლოგზე. არის ერთი, რიგითი, პირადი ბლოგი და ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ყველანაირი ვიზიტორები და რანგები მემილიონე ხარისხოვანია. არ ვწერ სენსაციებს და არ მაქვს ფბ-ზე მისთვის შექმნილი გვერდი. არ ვაშეარებ ყველგან, სადაც კი მაქვს ამის შესაძლებლობა. არ ვცდილობ, რომ დავსპამო ნაცნობ-მეგობრებ-ბლოგერების თვალები. მხოლოდ ერთი ჯგუფი – Blog Readers და ეგაა. ხოდა ის მომენტია, რომ ეს სიტუაცია უფრო მშვიდად მამყოფებს. ანუ ის ხალხი, ვინც კითხულობს მუდმივად და იციან რას როგორ ვგულისხმობ. და კარგია, რომ არ ვაკითხებ იმ ხალხს, ვისაც ყოველდღე თუ არა, ყოველთვე მაინც ვხედავ. თორემ ასეთი ადამიანი, რამდენჯერაც შესაძლებლობა მიეცემოდა, იმდენჯერ მეტყოდა: შენ ის არ ხარ, ჩემზე გაბრაზებული რომ ხარ და ამაზე ბლოგში დაწერეო???? დიახ, მე ვარ ეგ ადამიანი და დიახ, მე შენზე გაბრაზებული ვარ. ხოდა ჩათვალე, რომ პირში გეუბნები. ბლოგია ჩემი ენა. თუარადა უნდა შევიზღუდო და ვწერო ის, რის შესახებაც დაწერა დიდად არ მინდა. სამაგიეროდ ის ვიღაც იქნება კმაყოფილი.
უბრალოდ ხალხს, ვინც თვლის, რომ შენ ზედმეტი ხარ, იმათ შეგიძლია მისწერო:

ამასწინათ კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ ხალხი იყოფა სამ ნაწილად:

  1. ვინც მეძახის “Kate”-ს, “ქეთ”-ს, “კატია/კაწია”-ს, “კატა”-ს და ასე შემდეგ. (“ქეთო”-ს გარდა. “ქეთო” ორგანულად მეზიზღება. )
  2. ვინც მეძახის “ქეთუნა”-ს (და ვინმე იფიქრებს, რომ ეს კნინობით-ალერსობითი ფორმაა??? ჰმ, აბა დედაჩემს და ოჯახის სხვა წევრებს კითხეთ, თუ ეგრეა), “ქუთა”-ს, “ქუთი”-ს, “ქუქი”-ს (რას არ გაიგებ 1,5 წლის ბავშვისგან), “ქუთ-ქუთა”-ს.
    და
  3. ვინც მეძახის “ქეთი”-ს. 
ხოდა თუ თქვენ პირველ კატეგორიაში არ შედიხართ, უბრალოდ ტაბი დახურეთ. ეს ბლოგი სათქვენო არ არის. თქვენთან მირჩევნია, რომ მქონდეს მშვიდი, ფორმალური, მოზომილი ურთიერთობა. დღეს იმდენჯერ დამიძახეს”ქეთი”, რომ ყველაფერს ადვილად მივხვდი. არ უნდა ეცადო ადამიანს დაუმეგობრდე მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ადამიანია. და საქმე ჩემს სახელში საერთოდაც არ არის, საქმე განწყობასა და ურთოერთობაშია. 

И я тебе друг, а ты мне ну кто мне ты… (с) Земфира

 ამ სიტყვებს კი საკუთარ თავს ვეტყვი. ისევე როგორც ზემა ეუბნება საკუთარ თავს…

Не бери себе в голову, Земфира не бери,
Прогоняй ностальгию мимо, дымом в потолок
И не трогай телефон и заусенца,
Ты же можешь, я то знаю. 


Кроме счастья, 
Есть зима, простуды, просто невезенье. 
В воскресенье ты же будешь улыбаться 
И казаться, между прочим, лучше всех.

Объясни себе важное, пусть долго – объясни,
Разозлись, если хочешь, можешь ввысь и разозлись.
Выбирай себе же сны и настроенья,
Впечатленья, я-то знаю:

Кроме счастья,
Есть зима, простуды, просто невезенье.
В воскресенье ты же будешь улыбаться
И казаться, между прочим, лучше всех.

so I’ll just walk away. 🙂

Advertisements

4 thoughts on “in Vain

  1. ნატტტ, მადლობა :* :* :* :* გამახსენე ახლა ეგ სიმღერა. ნიკა – უიმეეე :დდდდზიკე – მრჩეველი ❤

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s