post without a name

     დღეს კვირაა. მართალია გუშინ ღამის 3 საათზე დავიწყე ამ პოსტის წერა, მაგრამ ისე საზიზღრად მეძინებოდა, რომ draft შევინახე და აი დღეს უკვე, 18 დეკემბერს ვაგრძელებ და იმედია, დავასრულებ კიდევაც.
     გუშინ შაბათი იყო და თან ბარბარობა. გილოცავთ ყველას, ღმერთი გფარავდეთ. თბილისში რაღაცნაირად ვხვდებით ხოლმე ცივი სეზონის დღესასწაულებს. სასწაულად ნისლიანი ამინდის ფონზე ხალხი ვალდებულების გამო რომ არის გამოსული სახლიდან. ამას ამინდიც გრძნობს და მზის მაგივრად ნისლს იმეტებს ჩვენთვის.
     გუშინ იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში საკმაოდ ბევრნი ვართ და საკმაოდ ხალისია, ნაწილმა გადაწყვიტა მცხეთაში წასვლა. მე არ ვიცი წავიდოდი თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ნაცვლად იმისა, რომ სახლში დავრჩენილიყავი, სამსახურისკენ გავსწიე. გავსწიე და დანარჩენ სამ გოგოსთან (რომელთა შორის ერთ-ერთი ზიკე იყო) 1/4 წვლილი შევიტანე უზარმაზარი ნაძვის ხის მორთვაში.
     სულ ეს სიმღერა მაქვს აკვიატებული და სად ვიყავდი აქამდე?!
 

     ისე რამხელა მნიშვნელობა აქვს თურმე, ვისთან ერთად აკეთებ რაიმე საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა საქმე სასიამოვნოა თუ არა. მთავარია განწყობა. ნაძვის ხე ჩემს დეპარტამენტში, ზუსტად ჩემი სამუშაო მაგიდის გვერდით დგას. წინასწარ ვიცი, რომ ჩემს დეპარტამენტში ეს ნაძვის ხე და მისი მომრთველები დიდ არმოწონებას დავიმსახურებთ და მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ზიკეს დეპარტამენტი ჩემს დეპარტამენტს არ უყვარს და პლუს, ჩემი უშუალო უფროსი იშვიათად რომ რამე მოეწონოს. თუმცა მე და მარიკას უკვე გვაქვს პასუხი გამზადებული, რომლის შინაარსიც ასეთი იქნება: После боя кулаками не машут ( ანუ ბრძოლის შემდეგ არ იქნევენ მუშტებს). თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა, მოსულიყო გაკეთების პროცესში და გაკეთებულზე უკვე ნუ იქნევენ მუშტებს და თუ მაინც ვერ შეეგუებიან ჩვენს მიერ მორთულ ნაძვის ხეს, მაშინ კი ბატონო, აგერ კიბე, აგერ სათამაშო, აგერ მაკრატელი და აგერ კრეატივი.

                               ნაძვის ხე კი ასე გამოიყურება:

   

     ჩვენც (ანუ 4 გოგო, ვინც მოვრთეთ) აღფრთოვანებულები ვართ-მეთქი, ვერ ვიტყვით, მაგრამ რისი საშუალებაც მოგვეცა ( იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ კორპორატიულ ფერებშია ნაძვის ხე გადაწყვეტილი), მგონი ნორმალურია. ნუ ერთი რაც გადავწყვიტეთ ისაა, რომ ეს ლენტები, რომლებისგანაც ბანტები გავაკეთეთ იქვე, მოვაშოროთ. ამის გამო ორშაბათს უნდა მივიდეთ ადრე, თორემ მთელი მომდევნო წელი რისხვა არ აგვცდება 



     ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის. მთავარია მართო საკუთარი თავი და მხრებზე გედოს თავი იმისათვის, რომ მართვა შეგეძლოს. და თუ იპოვნე შენიანი, არ გაუშვა მარტივად და ერთი ხელის მოსმით. სხვა ყველაფერს ეშველება ალბათ. 

Advertisements

4 thoughts on “post without a name

  1. კიტო – ხო, მერე ბოლოს ჩვენც მაგ აზრამდე მივედით, რომ კუდები უნდა დაგვეჭრა. ხო, რაღაც ძალიან შევჯექი ამ სიმღერაზე. ძალიან მაგარი სიმღერაა მართლა. ფორუმზე ზიკე აქვს ნიკი. თუმცა ნამდვილ სახელსაც ვეძახი ხოლმე. მარო – ხო. მართალი ხარ. უბრალოდ კუდები უნდა დავაჭრათ ცოტათი.

  2. არადა, მე მომეწონა ნაძვის ხე. ბანტებსაც არ ჩამოვხნიდი, თქვენს ადგილად, უბრალოდ კუდებს დავაჭრიდი, ცოტა რომ დამოკლდეს და vse. ცოი ❤ ❤ ❤ Fb-ზე გუშინ აღარ დავაკომენტე, ძაან სნობურად გამოვიდოდა, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რა გუშინდელი დღესავით მახსოვს, ჩემზე 8 წლით უფროსი და და მისი მეგობრები რომ უსმენდნენ და მეც რომ მივეპარებოდი ხოლმე. ჯერ კიდევ აფხაზეთსი ვიყავით. ბილი ჟე ვრემენა. და რა ცხარე ცრემელბით გამოვიტირე, ისიც მახსოვს… :(p.s. ზიკეს რატომ ეძახი? 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s