არაფერსაც არ დავწერ

     ყველაფერი მაშინ იწყება მაშინ, როდესაც ლურჯ ფონზე ეს ორი სიტყვა წერია. ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ დავაჭირო. არადა, თითქმის არასოდეს ვიცი, რა უნდა მოხდეს დაჭერის შემდეგ. დაიჯერებს კი ვინმე, თუ ვიტყვი, რომ ახლაც ანალოგიური სიტუაციაა. უბრალოდ მივხვდი, რომ წერის სურვილი იმდენად დიდია, რომ who cares რას დავწერ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მაბამს ერთი ცნობილი ადამიანის ამერიკელი ქორეოგრაფი ფბ-ის ჩეთში. ნუ მართალია აქ შებმა არ არის, მაგრამ ამის შემდეგ იყო, უბრალოდ დასკრინვა დამეზარა.

   
     მერე მე მიჩნდება მის მიმართ შეკითხვა და მე თვითონვე მეღიმება დებილურად. (ჩემი დებილური ღიმილი – როდესაც მამაკაცს ვუსვამ რაიმე შეკითხვას, რომლის პასუხი 100-ით თუ არა, 80%-ით მაინც ვიცი. თუმცა-ღა მაინც ვსვამ, რადგან თანამოსაუბრის პასუხი მაინტერესებს). რაღა როგორ მიცნო, ეს არ იყო Ketevan-ის ამოკითხვას რომ ეპოტინებოდა??? Well yes, but in english I am Kate. ან ეს არ იყო, ჩემი ქართული სავიზიტო ბარათი ხელში რომ აიღო და “hmm, probably I will need to have this translated” რომ შემომძახა?! მე კი ჩემი კორპორატიული ღიმილის თანხლებით უჯრიდან ინგლისური სავიზიტო ბარათი ამოვაძვრინე და 28-32 კბილის (ჯერ არ ვიცი რამდენი კბილი მაქვს, სიბრძნის კბილები ამომდის მგონი მემილიონედ და სათვალავიც ამერია) გამოჩენით მივუგე: Oh, I can give you an English version of that. კარგია, რომ სავიზიტო ბარათზე Ketevan კი არა, Kate დავაწერინე, თორემ რა ეშველებოდა უიზის. ხოდა ახლა უიზი ბედნიერია, რადგან  არ დაიღლება ისეთი სიტყვის წარმოთქმით, რაც მისთვის რთული და უცხოა.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მწარედ მომწონს ეს ფეხსაცმელი. ოღონდ ვერ გავიგე უფრო “შუზი”-ა თუ სპორტული კეტი. რაც არ უნდა იყოს საზიზღრად მომწონს და საზიზღრად მენანება 95 დოლარი +საკომისიო+შიფინგი. თან რათქმაუნდა არაკორპორატიული ფეხსაცმელია და რაღათქმაუნდა ნერვები ამეთხრება, რადგან 24/5-ზე ვერ მივიკარებ. ხოდა სანამ ეს 95$ ჩემი დემოტივატორია, მე საყვარლად და ღიმილით აღსავსე ველოდები ფასდაკლებას. მგონი ამაოდ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მიხარია ხვალ ჩემი გოგოების ნახვა. თითოეული მათგანი რაღაცნაირად ახლობელია ჩემთვის და ვეცდები, რომ ხვალინდელი დღე სასიამოვნო იყოს მათთვის. ისიც მინდოდა მეთქვა, რომ ალკა ჩამოვიდა და იმედია, ისიც მოვა ხვალ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ უნამუსოდ ვკითხულობ ორჰან ფამუქს ნახევარ წელიწადზე მეტი ხანი და რა უნამუსოდ ვალოდინებ ნატალიას. არადა მიამ რომ იცოდეს, როგორ არ მიყვარს წაუკითხავი წიგნის გათხოვება, მაპატიებდა. 😀

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, რომ ისეთ ადამიანთან დავმეგობრდი, რომელთან მეგობრობას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემგან სასწაულად შორსმდგომია. სასწაულად მიკვირს ეს ამბავი და ალბათ ეს გაკვირვებაც ნორმალური მომენტია. დღესაც კი ვერ ვგებულობ მეგობრები ვართ თუ არა.

    მაგრამ არაფერსაც არ დავწერ. არაა საჭირო და იმიტომ. 

Advertisements

7 thoughts on “არაფერსაც არ დავწერ

  1. სოფი – უი მართლა? :დდზიკე – სასწაულად სასაცილო ადამიანია :დდდდდდ

  2. ამას თუ "არაფრის დაწერას" ეძახი, აბა მართლა რამეს რომ დაწერ, რამხელა პოსტი გამოვა, წარმომიდგენია 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s