The very old post of 2012

     ვიღაცამ ამასწინათ მითხრა, რა სულ ინგლისური სათაურები გაქვსო. არადა არ არის ეგრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეგრეა. :))
    ამ პოსტის წერა 31 დეკემბერს დავიწყე და ერქვა: The very first post of 2012. დავიწყე წერა და რაღაც მიზეზების გამო შევწყვიტე. ცოტა ხნის შემდეგ სხვა ბლოგებს რომ გადავავლე თვალი, ყველას ეგ სათაური ჰქონდა, ჯანდაბა ნუ. დაკვირვებული ვარ: თუ რამე მომაფიქრდა და ის ეგრევე არ დავწერე, ვიღაც აუცილებლად იჭრება ჩემს გონებაში და იდეას მპარავს. ხოდა ახლა ეს პოსტი იქნენა 2012 წლის ყველაზე ძველი პოსტი. იდეაში ეგრეც იქნება 11 თვის შემდეგ, დეკემბერში რომ შემოვა ვინმე და გაიფიქრებს, ნეტავ რომელია ამ წლის ყველაზე ძველი ჩანაწერიო.
     არ ვიცი, რაზე ვწერო მაშინ, როდესაც გაურკვევლად ვარ. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებულ ზეიმზე წერა მეზარება, ყველა მაგაზე წერს და ეს შაბლონები მე მხოლოდ ბოლოს მიღებს.

     უბრალოდ იმაზე დავწერ, რაც ვფიქრობ, რომ 2012 წელსაც ისე იქნება, როგორც 2011-ში იყო. საყვარელი 
  1. ბლოგი ისევ დღიურია. გიგა, keep writing.
  2. ქვეყანა ისევ იტალია და ქალაქი რომია. წავალ, მართლა წავალ, უბრალოდ არ ვიცი როდის. ამას წინათ ერთმა ადამიანმა მითხრა, შენ არ გინდა ბევრი ფული, უბრალოდ გინდა, რომ შენს ჭიას ახარებდეო. კი როგორ არ მინდა ფული, იტალიაში მინდა მოგზაურობამეთქი. და ეგ ჭიის გახარებაში შედისო. ანუ იტალია უკვე default და აუცილებელ ოცნებაში გადამივიდა. 
  3. ენები ისევ იტალიური, პორტუგალიური, ესპანური, ინგლისური, გერმანული და რუსულია. მადლობა ღმერთს და ჩემს ოჯახს, რომ ბოლო სამი ვიცი.
  4. ნივთი ისევ კომპიუტერია და ვერ წარმომიდგენია დღე მის გარეშე გინდ სახლში, გინდ სამსახურში. 
  5. ანტიდეპრესანტი ისევ მუსიკაა. ტექსტებითაც და მათ გარეშეც. უბრალოდ საჭიროა მათი შერჩევა და ჩართვა. თითოეული მელოდია თუ ტექსტი უნდა მოვირგო და ეგაა. 
  6. პროფესია ისევ საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტია ანუ ჟარგონით რომ დავწერო, “IT-შნიკი” და ყველა “IT-შნიკი”-ს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. 
  7. ხილი ისევ მარწყვი, ნესვი და ბუშმალაა, ბოსტნეული – სტაფილო და ნიორი და საჭმელი ისევ ყველი და ხორცი. 
  8. ადამიანები ისევ ის 10-15-იოდე გოგოა, რომელთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა და ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის. ვთვლი, რომ 2012-ის დადგომა უფრო გაამყარებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთბას. ჩამოთვლა მეზარება, მაგრამ მათი უმეტესობა ბლოგერ/ფორუმელია. 
  9. ფერი ისევ ლურჯი, სტაფილოსფერი, ნაცრისფერი და უკვე წითელია. წითლის შეყვარებას არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენად ღრმად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, რომ ვერ გავუწიე ცდუნებას წინააღმდეგობა. 
  10. სიტყვები სიმღერიდან ( მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სიმღერის ტექსტი მაქვს შეყვარებული) ისევ ესაა. წინასიტყვაობა Madonna-ს “what it feels like for a girl”-დან:
    Girls can wear jeans
    And cut their hair short
    Wear shirts and boots
    ‘Cause it’s OK to be a boy
    But for a boy to look like a girl is degrading
    ‘Cause you think that being a girl is degrading
    But secretly you’d love to know what it’s like
    Wouldn’t you
    What it feels like for a girlპარალელს ვავლებ.

    მგონი სულ ეს იყო ძირითადი.
    გილოცავთ და მრავალს დაესწარით.

Advertisements

11 thoughts on “The very old post of 2012

  1. მომეწონა , თითქოს არ არის თხრობის ახალი სტილი მაგრამ მაინც ახალია 🙂 :* ”ადამიანები ისევ ის 10-15-იოდე გოგოა…” : )

  2. ქეთ <3<3 მახარებს შენი სიტყვები!! მადლობა დიდი და კი, ასე იყოს :***

  3. ქეთ!!!!!! ისე ახლობლად გთვლი შენ. აი რაღაც ძალიან, ძალიან. ერთ-ერთი საყვარელი ბლოგერი ხარ და მიყვარს შენი მშვიდი ბლოგი. <3<3მადლობა, შენც გილოცავ და ოცნებების ასრულების წელიწადი ყოფილიყოს შენთვის, ჩემთვის და ყველასთვის.

  4. ქეთ, გისურვებ იტალიაში აუცილებლად წახვიდე 2012–ში! და საერთოდაც, მაგარი წელი ყოფილიყოს შენთვის! გილოცავ მთელი გულით! მიყვარს აქ შემოსვლა, ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ძალიან ახლო მეგობარი მიყვება თავის შესახებ :*** ❤

  5. უი მადლობა. მეგონა შეუმჩნევლად ეწერა :Dარანაირი "შემრცხვა", ძალიან კარგი ბლოგი გაქვს და ერთი სული მაქვს, როდის დაწერ ხოლმე. მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი :))

  6. ვაიმე, შემრცხვა :)დიდი მადლობა და შევეცდები, არ გაგიცრუო იმედები.2012-ს გილოცავ!P.S. ეს Dsh მაგარია 🙂

  7. სოფ – დიდი დიდი მადლობა. შენც ასევე. მრავალს დაესწარი :))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s