Sleep

  1. მე მაგალითად იმ 41%-ში შევდივარ. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მცივა.
  2. სიზმრებს რაც შეეხება, ხან რა მესიზმრება, ხან რა. თუმცა სიზმრებში შეინიშნება ვარიაციები სქესის მიხედვით. და სიუჟეტები არის მუდმივად მრავალფეროვანი. ზოგჯერ ისეთი რამ მესიზმრება, გამოფხიზლებისას რამდენიმე წუთი მჭირდება, რომ აზრზე მოვიდე.
  3. ვთვლი, რომ ძილისთვის 8 საათი საკმარისია, თუმცა 11 საათზე რომ დავიძინო, 7-ზე ან 8-ზე მაინც ვერ გავიღვიძებ. 11-ზე ვერაფრით დავიძინებ, ბევრს ვიტრიალებ ლოგინში და ვერ მოვისვენებ. სამაგიეროდ დილით გამიჭირდება გამოფხიზლება. 
  4. მაქვს ძალიან ფხიზელი ძილი. მახსოვს, საკმარისი იყო რამე გაფაჩუნებულიყო, მე ეგრევე მეღვიძებოდა. ამის გამო დედაჩემი სულ “დაიძინე გოგო”-ს მეუბნებოდა. 
  5. მიუხედავად 1-ლი პუნქტისა, ლოგინში ბევრს ვწრიალებ. ბებიაჩემი ბავშვობაში ამაზე დამცინოდა. მალე მბეზრდებოდა ერთი და იგივე პოზები და მუდმივად ვეძებდი ლოგინში ცივ და ჯერ კიდევ არა-ათვისებულ ადგილებს. დღეს ამას ცოტა ნაკლებჯერ ვაკეთებ, რადგან ლოგინში უფრო დაბალი ტემპერატურაა, ვიდრე ადრე იყო და ვცდილობ ცივ ადგილებს არ ვეძიებდე.
  6. ვერ ვიტან, როდესაც ჩემს ტერიტორიაზე ვინმე იჭრება. იმას არ ვგულისხმობ, რომ სხვასთან ძილი არ მიყვარს. არამედ იმას, რომ აი მაგალითად მიძინია ისეთ ადამიანებთან, რომელსაც ძილში შემთხვევით ან იდაყვი მოუხვედრებია თვალში ან ცხვირში. 
  7. სხვასთან ძილი მიყვარს, მაგრამ ტერიტიული წრე არ უნდა დამერღვეს. არ მიყვარს, როდესაც ვინმე მავიწროებს. 
  8. ვეთანხმები იმას, რომ გამოღვიძებიდან 5 წუთის ინტერვალში სიზმარი დავიწყებასაა მიცემული, რაც მე არ მომწონს. მინდა, რომ კარგად მახსოვდეს ეს სიზმარი. თუმცა ყოველთვის არ მავიწყდება და ხან ვის, ხან ვის ვუყვები მათ შესახებ. 
  9. ვერ ვიტან დილით, ახალგაღვიძებულზე ხელ-პირის დაბანამდე ვინმე რომ მესაუბრება (თან მნიშვნელოვან ამბავს თუ მეუბნება, ხომ საერთოდ). ამ ინტერვალში ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ და საკუთარი სახელიც რომ მკითხონ, არაადეკვატური ვარ, ვიბღვირები და ვჩხუბობ.
  10. როდესაც მეძინება, გარდა იმისა, რომ ვამთქნარებ (ამას ვინ არ აკეთებს რო?) მაქვს თავბრუსხვევები და პლუს, ვერ დავდივარ სწორ ხაზზე. ანუ ვეჯახები კარს, დავდივარ ე/წ “ვასმიორკებით”, ვამბობ სისულელეებს, ვიბღვირები, უმიზეზოდ ვკამათობ ნებისმიერ საკამათო თუ არასაკამათო თემაზე. 
  11. მიყვარს გაზმორება. 
  12. გაზმორების პარალელურად მახასიათებს კრუტუნი. 
  13. საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ ძილისთვის საკმარისი დრო არასოდეს გვაქვს. ძილს რომ დაუმატო, სხვა რაღაცას უნდა მოაკლო. 😦

Advertisements

10 thoughts on “Sleep

  1. აი მე-9 პუნქტი ზუსტად ჩემზეა რა:)მეოთხეც :)მომეწონა ძაან,კარგი პოსტია.

  2. ქეთ – აუ აი ზუსტად ეგრე ვარ მეც. მეც საპირისპირო მხარეს ვიღვიძებ და სულ ვცდილობ აღმოვაჩინო და დავაფიქსირო, რა მომენტში გადავტრიალდი. ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნები, რომ დავაპირებ გადატრიალებას, გავიღვიძებ და მერე თავიდან დავიძინებ-მეთქი. მეტი არაა ჩემი მტერი. მაი -ხოოო მეც მხოლოდ მაგ პუნქტმა დამაფიქრა. ეჭვი მეპარება, რომ ყველა სახე ვიცოდე ნამდვილ ცხოვრებაში, ვისაც კი ვნახულობ. მე უბრალოდ ის მემართება, რომ ნაცნობ ადამიანებს ვხედავ სხვა გარეგნობით.

  3. @Kate – კიიი, ზუსტად =)) ამ სურათზე მეოთხე ნაწილმა დამაფიქრა. უცხო სახეებს ხშირად ვხედავ და ვერ დავიჯერებ, რომ ყველა ნანახი მყავს და ვერ ვცნობ. რა ვიცი…

  4. მეც 41%–ში ვარ და მინდა ასე დაძინებას გადავეჩვიო, ამიტომ ზურგზე ვწვები ხოლმე, მაგრამ ისევ "ემბრიონად" ვიღვიძებ :)) თან დავაკვირდი, რომელ მხარესაც ვიძინებ, მის საპირისპიროდ ვიღვიძებ. და სულ მაკლია ძილი, მენატრება 8 სააათი მეძინოს. სიზმრებზე ვგიჟდები ისე მიყვარს 🙂 სულ ვნახულობ და არ მიყვარს როცა მაღვიძებენ ლაპარაკით, რადგან მაშინვე მავიწყდება სიზმარი. მაღვიძარას ზარი ასე არ მოქმედებს 🙂

  5. @ onlymo – კი, ნამდვილად. @მაია – უი მართლა??? :))))))დიდი მადლობა.

  6. როგორ მესმის შენი!!!! ცამეტივე პუნქტი თითქოს ჩემი დაწერილია =)))ისე, მართლა საინტერესო პოსტია.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s