სანამ 1/4 მოვა

        დღეს ვფიქრობდი რა მოხდება რამდენიმე წუთის შემდეგ. მერე მივხვდი, რომ არც არაფერი განსაკუთრებული.
      ყველა ჩემზე უფროსის speech:

ხო აბა, აბა, როგორ დაბერდი. რა დაბერდი, ცხოვრებას ახლა იწყებ. სულელი ხომ არ ხარ?! მე რაღა უნდა ვთქვა?!

      ყველა ჩემზე უმცროსის speech:

ვაიმეეე, რამხელა ხარ ( და ჩუმი აზრები იმის შესახებ, რომ “მე ამისხელა არასოდეს გავხდები”)

     ეს კი ალბათ იმიტომ, რომ მეც მსგავსი რეაქცია მქონდა, როდესაც ერთი ჩემი ამხანაგი 25 წლის შესრულდა და როდესაც ყველაფერი ვუთხარი, რაც კი მინდოდა მესურვებინა, დანანებით მობრიცა ცხვირი და “ეჰ, 25 უკვე სერიოზული ასაკია”-ო მითხრა. მაშინ მე გამეცინა, კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ სულ რაღაც 21 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ 4 წელი ძალიან დიდი დრო იყო.
     ალბათ ყოველ 5 წელიწადში ადამიანი რაღაც განსხვავებული მდგომარეობის წინაშე დგება. ფიქრობს, აანალიზებს, რაღაც განსაკუთრებულსა და განსხვავებულ გეგმებს აწყობს. გონებაში აზრებს ალაგებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მისი მომავალი ცხოვრება.
     აი მე კი ტოტალურად მოუმზადებელი, ველოდები 25-ე დაბადების დღეს. ქაოსია ჩემს ცხოვრებაში, გონებაში და რა გეგმებზე შეიძლება იყოს საუბარი. ჯერ ეს სუსხიანი ზამთარი გახდა აბეზარი და ცხოვრების დემოტივატორი. ახლა კი მარტი იქცა ქართა დედოფლად. ყველა აგინებს ამ თვეს და მე მინდება იმ ხალხს ვაგინო ძალიან არასაგინებელი ფრაზით: “ყველამ თქვენს თვეს მიხედეთ!”. მერე ვატყობ, რომ ამ ადამიანებმა არ იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია ეს თვე ჩემთვის. ხოდა ამიტომ არაფერსაც არ ვეუბნები.

Photobucket

     ლოლ, 25-ე იუბილეს შესახებ მინდოდა დამეწერა და მაინც მარტზე შემომეწერა. სულ ასე ხდება ხოლმე. არადა ეს პოსტი რას ემსახურება საერთოდ არ ვიცი.

  •  ალბათ იმას, რომ მოუმზადებელი აზრებით ვხვდები ასეთ მნიშვნელოვან დღეს. 
  •  ან იქნებ იმას, რომ “25” არც ისე საშიში ასაკია, როგორ საშიშადაც მე ის წარმომიდგენია. 
  • ან იქნებ იმას, რომ ხალხი მუდმივად გაზრდასა და დასერიოზულებას მთხოვს კიარადა ითხოვს ჩემგან, მე კი ისევ ისეთი ვარ. 
  • ან იქნებ იმას, რომ ასაკის მატებასთან ერთად ვიფიქრო ოჯახის შექმნაზე. ან ბოლო-ბოლო შეყვარებულის გაჩენაზე მაინც. ვერა და ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ ეს ამბავი ჩემთვის მეასეხარისხოვანიც კი არ არის და საერთოდაც არ შედის ჩემს გეგმაში. 
  • ან იქნებ იმას, რომ ხალხი ძლივს შევაჩვიე იმ ფაქტს, რომ ასაკის მატება არ ნიშნავს მაკიაჟის მიმართ დაუოკებელ სიყვარულს. ჩემი გარეგნობის ბუნებრიობა მირჩევნია ყველა მისი პლუსითა და მინუსით. 
  • და აქ კიდევ მილიონი რამ, რაც თავში მიტრიალებს და ვერ ვახერხებ ლამაზ-ლამაზი ფრაზებით მათ ჩამოწერას.

Photobucket
     რაც არ უნდა იყოს,

  • ვერ ვიცვლები. 
  • ვერ ვცვლი ჩემს ინტერესებს/ცხოვრებას.
  •  ვერ ვიყვარებ ვინმეს განსაკუთრებულად და ვერ ვხედავ ამ შეყვარების აუცილებლობას. 
  • ვერ ვიცვლი შეხედულებებს მთელი რიგი საკითხების მიმართ. ვერ ვხედავ ამ ცვლილების აუცილებლობას. 
  • ვერ ვხვდები რატომ ეძახის ხალხი გაზრდას იმას, რაც უბრალოდ ცვლილებაა და მეტი არაფერი.
  • ვერ ვხვდები რატომ ვგონივარ ხალხს გასაზრდელი და დასასერიოზულებელი ადამიანი. რატომ ჰგონიათ, რომ არ ვარ სერიოზული?!
  • თავში არ მომდის ერთი იდეა მაინც, თუ რატომ არის ჩემი ემოციურობა ეგზომ საშინელი ხალხის აზრით?! ნუ კი არის მთელი რიგი საკითხებისა, როდესაც მე თვითონ ვებრძვი ამ თვისებას, მაგრამ სხვა რატომ მებრძვის მე ამ თვისების გამო, ვერ ვგებულობ. ან თუ არ მოსწონთ, უბრალოდ მომშორდნენ, არა???
     კიდევ მინდოდა მეთქვა ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რაოდენ არანორმალურად მიყვარს ჩემი ორი ძმაკაცი. ორივე “IT-შნიკი” და ორივე მშვიდი, გაწონასწორებული მამაკაცი. ორი ადამიანი, რომლებთან მუდმივად მაქვს მეგობრობის პლუსები და მინუსები. ორი მამაკაცი, რომელიც მშვიდად აღიქვამს ჩემს ემოციურ აფეთქებას და თავიანთი საქციელებით ისევ იმას გამოხატავენ, რომ ორივეს ძალიან ვუყვარვარ. ორივე სასწაულად მიხვედრილი, საზრიანი, ჭკვიანი და ზუსტად ისეთი, როგორებიც მინდოდა, რომ აღმოჩენილიყვნენ.
     კიდევ მინდოდა მეთქვა ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რაოდენ არანორმალურად მიყვარს გიორგი. გიორგი არის დასაბამი ჩემი ახალი ცხოვრებისა, ჩემი ბედნიერების ელექსირი და მაშინ, როდესაც თვეების წინ ამ საკითხს ასე არ აღვიქვამდი, დღეს სიტუაცია არის შეცვლილი. ყოველი ის დილა, როდესაც ის ჩემს ოთახში შემოდის, სახე მოაქვს ახლოს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი ენით მიმართავს დიდაქტიკურ საუბარს ლოგინიდან ჩემი ადგომის შესახებ, “ქუთი ადე, ადე”-ს მეუბნება და ცხვირზე მკოცნის, არის ჩემთვის უბედნიერესი.
     აი ასე! არ ვიზრდები ladies and gentlemen! უბრალოდ ასაკი მემატება რამდენიმე წუთში და საუკუნის მეოთხედი მისრულდება. გეგმები კი ისევ არ მაქვს. ისევ სპონტანურად ვცხოვრობ და იმედია უფსკრულისკენ არ წავალ.

Photobucket

     წითელქუდას რას ვუსურვებ??? რთულია პასუხის გაცემა… ალბათ იმას, რომ ბევრს ვუყვარდე წრფელი და დიდი სიყვარულით და მეც ანალოგიურად ბევრი მიყვარდეს.
     მანამდე კი ჩემი ოჯახის ორ ადამიანთან ერთად, რომელთაც ძალიან ვუყვარვარ, წავალ ხვალ რომელიმე ბარში, ბევრს ვიცინებ, ბევრსაც დავლევ და დავტკბები 6 მარტის აღნიშვნით. 

Advertisements

13 thoughts on “სანამ 1/4 მოვა

  1. დედას გეფიცები გირეკავდი სადღაც დღის მეორე ნახევარში და ზონიდან იყავი გასული 😐

  2. ნიკა – დიდი მადლობა :)))ქეთი – ვაი!! ძალიან დიდი მადლობა. <3<3<3<3<3<3<3

  3. ქეთიკუნა გილოცავ მოგვიანებით საყვარელო.სულიერ სიმშვიდეს გისურვებ.მიყვარხარ ძალიან:*:*:*:*

  4. გავა წლები და მეტს გაიგებ ამ საოცარი "უცნაური" ცხოვრებისგან…დაბადების დღეს კიდე მოგილოცავ მაშინ, როცა ამას ჩემგან დაიმსახურებ… დიდი პატივისცემით

  5. ან!!! ძალიან დიდი მადლობა!!!!ძალიან გამიხარდა :****პ.ს. ხო, ეგრე გამოდის ხოლმე :დპ.პ.ს. ცუდია. 😦

  6. დაბადების დღეს გილოცავ! :* მთელი გულით გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს :*P.S. პოსტს რაც შეეხება, ფაქტიურად ის დაწერე, რაზეც ვფიქრობ :DP.P.S. კომენტარებზე მეილის ფუნქცია ჩემთანაც წაიშალა

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s