de-active

ჯანდაბა, რამდენიმე დღის წინ პოსტი მქონდა დაწერილი. მახსოვდა, რომ შემდეგ Save Draft-ს დავაჭირე, მაგრამ აი დღეს რომ შევედი, აღარ დამხვდა. ანუ ახლა თავიდან მომიწევს ყველაფრის მოყოლა და დალაგება. როგორც იქნა, საბოლოოდ და ფუნდამენტალურად გადმოვედი wordpress.com-ზე და არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ დავისვენე. უფრო სწორად, არ მეგონა თუ 5 წლიანი blogger.com-ზე ბლოგერობის შემდეგ ამას თუ ვიტყოდი. ყველაფერი ერთი-ორად მარტივი და თვალწინ გადაშლილი მეშველება. დომეინიც მივაბი წარმატებით და ახლა უკვე ახალი შემართებით მზად ვარ საწერად. ამ გადმობარგების წარმატებით განხორცილებისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა გიგასა და ვადერს. თუ რაიმე ხარვეზი აღმოაჩინეთ, feel free to suggest your ideas. სამაგიეროდ, facebook-ს გავუკეთე დეაქტივაცია. მივხვდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. უფრო სწორად, რაღაც მოხდა ისეთი, რამაც მიმახვედრა, რომ ცოტა ხნით პაუზა საჭიროა. საკუთარ თავს ვპირდები, რომ ეს პაუზა დროებითია და მოვა დღე, როდესაც log in ღილაკს დავაჭერ თითს.მაგრამ როდის მოვა ეს დღე, არ ვიცი და ვცდილობ ამაზე ბევრი კი არა და, საერთოდ არ ვიფიქრო. მერე რა მოხდა, თუ ცოტას დავისვენებ აქტიური ვირტუალური ცხოვრებისგან?! რაც უფრო აქტიური ვარ ვირტუალურ ცხოვრებაში, მით პასიური ვარ რეალურში. ბევრი საქმე მაქვს შუა გზაზე მიგდებული. რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარც კი ვიცი. მართვის მოწმობა, უამრავი ტრეინინგი (რომელთა გავლაც ძალიან მინდა. პროფესიული, ნაკლებად-პროფესიული), უამრავი კურსი ( მე არ ვფიქრობ, რომ მაგალითად pr-ს ვისწავლი 1 ან 2 თვეში, მაგრამ კურსი მაინც კურსია). ახლა რომ ვუყურებ ჩემს წარსულს, ბევრად უფრო მოტივირებული ვიყავი. ახლა ადვილად ვიღლები თითქოს თუ რა ჯანდაბა მჭირს, არ ვიცი. მოტივაცია დამიქვეითდა. შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს იმის გამო, რომ facebook დავხურე, ხალხთან ურთიერთობა უფრო გამიძნელდა, კონტაქტის დამყარება უფრო სირთულესთან არის დაკავშირებული. არადა მინდა აღვნიშნო, რომ  აგერ “Google+“-ზეც ვარ, სკაიპიც სულ ჩართული მაქვს, აბსოლუტურად ყველა მეილს (kate@k84u.com, katecoldplay@gmail.com და სხვა მრავალი) ყოველდღე ვამოწმებ, მობილურიც ორივე ჩართული მაქვს. და მაინც. ეს fb მაინც სხვა სართულია, ურთიერთობის სხვა დონეა. ეს არის ვირტუალურ სივრცეში კომუნიკაციის ყველაზე უნივერსალური მეთოდი. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე ის ძალიან, ძალიან მიყვარს, ამ გადაწყვეტილების მიღება სასწაულად გამიჭირდა. არა, მოიცა ქეთევან! ასე არა!

მე მართლა ძალიან გამიჭირდა facebook-ის დახურვა… 

უბრალოდ ხდება ხოლმე რაღაცეები, როდესაც გინდა ყველაფერი დახურო და ჩაიკეტო საკუთარ თავთან. აანალიზებ, რომ ან შენ, ან სხვას, ან სულაც ორივეს რაღაც შეგეშალათ. ვთვლი, რომ ახლა ზუსტად ეს პერიოდი მაქვს. ვიცი და იმდენს ვაცნობიერებ, რომ fb-ის დახურვა ოკეანეში წვეთია. მაგრამ მაინც, ეს ის წვეთია, რომლის გარეშე მე პირადად ჩემი ყოველდღიურობა ვერ წარმომიდგენია და რაღაც დროის განმავლობაში მინდა ჩემთვის ვიყო. მინდა ნებისყოფა გამოვიჩინო და “მეგობრების” ( ანუ friend-ების) სტატუს/კომენტარ/სურათის კითხვა/ნახვის მაგივრად დრო საკუთარ თავს მეტად დავუთმო. ახლა თითქოს პაუზა მჭირდება.

ნერვები მეშლება არაერთ გაუაზრებელ შეცდომაზე, რაც არ უნდა დამეშვა. და შემეძლო, არ დამეშვა. უბრალოდ ამას დაფიქრება უნდოდა, გააანალიზება. მე კი ეს არ მიქნია. მერე იყო სილამაზის სალონში ჩემი კანკალი, ტირილი და დამამშვიდებლის დალევა, მთელი პერსონალის თანდასწრებით. არ მინდა დეტალებში ჩაღრმავება – უბრალოდ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც რაღაცეებს მალავ, შენთვის იტოვებ და ამ დროს სჯობს ყველაფერი დაიბრალო და ნება მისცე სიტუაციას, რომ შენზე გადატეხოს ჯოხები. უბრალოდ მე ვზივარ პირზე ბოქლომ-დადებული და ვთვლი, რომ ასე სჯობს. მინდა, რომ მაპატიონ, თუმცა ეს ხომ ინდივიდუალურია. ვიღაცას უნდა, ვიღაცას – არა. ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას – არა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ვისაც და რასაც უფრთხილდები, ჯინაზე იმასთან და იქ ხდება ხოლმე გაუგებრობა და უსიამოვნება.

 

სასტიკი სიმართლე კი ამ სურათზე წერია 🙂

მოგესალმებით ახალი ბლოგიდან. მომენატრეთ.

Advertisements

8 thoughts on “de-active

  1. რაღაც ძაან მალე დაბრუნდი მგონი. 🙂 ისე მალე რომ ვერც ვერავინ შენიშნა რომ არ იყავი.
    აი ტუალეტში რომ გავა ადამიანი და უკან დაბრუნდება – ეგრე მალე.

    • 3 მაისს დავხურე. და 2-3 დღის წინ გავხსენი. უბრალოდ “მალე” იმიტომ სჩანს, რომ პოსტი მთლა 3-ში არ დამიწერია.

  2. ახალ ბლოგს გილოცავ :* სიმართლე რომ გითხრა, გამიკვირდა, მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტე, ე.ი. შენთვის ასე იყო საჭირო.

    რაც შეეხება ამ პოსტს, ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ჩემი სათქმელი თქვი. შენ ხშირად ისეთ თემებს ეხები, რაც მეც მაწუხებს ხოლმე, თან ზუსტად იმ დროს, როცა მეც შენსავით ვგრძნობ თავს. აი მაგალითად გუშინ კი არადა, უკვე გუშინწინ ისე დამიღამდა, რომ ზუსტად ამ გაუქმებებზე და მიგდებებზე ვფიქრობდი. ალბათ, ზოგჯერ მაინც არის საჭირო, თავი დავანებოთ ვირტუალურ სამყაროს და რეალურად ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს. ორივემ ვიცით, რომ დღეს გაუქმებულ ფბ-ს ხვალ თუ არა, ზეგ მაინც აღვადგენთ, სამაგიეროდ დაფიქრება ისევ ჩვენ გამოგვადგება. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი გამოსწორდება ან დავიწყებას მიეცემა.

    წარმატებებს გისურვებ. იცოდე, რომ შენს ბლოგს ყოველთვის ვკითხულობ და ყოველთვის ველოდები ხოლმე ახალ პოსტებს 🙂

    • ვიცი ან, რომ სულ ელოდები და მე ეს ძალიან მახარებს. მეც ძალიან მიყვარს შენი ბლოგი და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს ნაწერებს.

      ხო სამწუხაროდ, დგება მომენტი, როდესაც გვინდა ყველაფერი მივაგდოთ და სხვა ცხოვრებით ვიცხოვროთ. დაბრუნებით კი, მეც დავუბრუნდები იქაურობას. გავხსნი და გავაგრძელებ ყველაფერ იმას, რასაც დახურვამდე ვაკეთებდი. უბრალოდ სხვა რაღაცეებზე ფიქრობ ხოლმე და გჭირდება დასვენება. თუ რაღაც.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s