ჩემი მეგობარი Ane

სახელი “ანე” დიდი ხანია, არ მსმენია. ეს ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად “ანა”-ს ვარ მიჩვეული. მაგრამ ეს ალბათ იმიტომაც, რომ ხშირი ქვეყნების შვილებს ვიცნობ. ნორვეგია კი ნამდვილად იშვიათ ქვეყანათა სიაში შედის. ანე როგორია??? ანე არის ჭრელი და ფერადი. ცისფერი თვალები, აპრეხილი, “კურნოსა” ცხვირი, ქერა თმები, ზოგჯერ წითური, წამწამები ზოგჯერ თეთრად შეღებილი ნამდვილად იქცევს ჩემს ყურადღებას. მერე დაიხურავს მწვანე ბერეტს, შემოიხვევს წითელ, თბილ კაშნეს ლურჯ პალტოზე და გაუყვება ბერგენის ქუჩებს. მილიონში ვარჩევ. “ნემკური” ( “немка” – რუს. “გერმანელი ქალი”) გარეგნობა ნამდვილად მისტიური და ამაღელვებელია ჩემნაირი “კავკასკა”-სთვის. თუმცა ნორვეგიისა თუ საერთოდ შუაგული ევროპისთვის ანეს გარეგნობა ერთობ ჩვეულებრივია. იქ ხომ ყველა ერთნაირია.  თუმცა, ჩემის აზრით ანე არ არის ლამაზი. ალბათ იმიტომ, რომ მე “იტალიაშკები” მომწონს, მაგრამ ის ამაზე არ ღელავს. ვცდილობ, ქუჩაში დავეწიო. ხალისიანად გამოვიყურებით მე ჩემი წითელი ქუდით, ის მწვანეთი. გზად ვეკითხები “ყავისფერი რა გაქვს”-მეთქი და “გვარი”-ო მპასუხობს. “Brun” ნორვეგიულად “ყავისფერს” ნიშნავს და ორივეს გვეღიმება. მეტი მართლა არაფერი აქვს ანეს ამ ფერთან საერთო. ჩურჩულით მეუბნება, რომ მისი ნამდვილი გვარია “Brunvoll”, მაგრამ მას მოკლედ ურჩევნია.

პირად ცხოვრებაზე საუბარი დიდად არ იზიდავს, მაგრამ ჩქარ-ჩქარა და სიხარულით აღსავსე ცისა თუ ზღვისფერი თვალებით შეუძლია დამელაპრაკოს ინგლისურად, გერმანულად, ნორვეგიულად (ეს მშობლიურია და არ მიკვირს) და ესპანურადაც კი.   შემდეგ თვალებს მანათებს და მეუბნება: “შენი ხათრით იტალიურსაც ვისწავლი.” “და ქართულიც მიაყოლე” – გამოწვევას გამოწვევითვე ვპასუხობ. ორივეს გვეცინება. ესპანური მას შემდეგ ისწავლა, რაც მშობლიური ქალაქი მოლდე დატოვა. აი ასე. ადგა და 1995 წელს დატოვა. მაშინ 19 წლის საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონა იყო. რამდენიმე წელი გაატარა ბარსელონაში, ოსლოსა და ბერგენში. ბერგენში დაიწყო ესპანურის, სამართლისა და მუსიკის შესწავლა და პარალელურად დაიწყო მუსიკის წერაც დაიწყო. კაფებსა თუ ბარებში ამ საქმიანობით ირჩენდა თავს. რამდენიმე სამშობლო აქვს: ნორვეგია, შვედეთი, ესპანეთი. 1999 წელს უკვე უფრო სერიოზულად მოეკიდა მუსიკას. გადავიდა შვედეთში, ჯერ უფსალაში, შემდეგ, 2001-ში სტოკჰოლმში. სადებიუტო ალბომი “Spending Time with Morgan” 2002 წელს გამოუშვა. აქვე მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე ვნებიანი სიმღერა, რომელიც შესულია ამ ალბომში. სიმღერის სახელწოდებაა Humming One Of Your Songs (Encore):

ალბომი მაშინვე გავრცელდა ევროპის 11 ქვეყანაში. პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ დაიწყო მისი გასტროლები, თუმცა მალევე გადაწყვიტა დაესვენა. გამოუშვა მეორე ალბომი “A Temporary Dive” 2005 წელს.

ბერგენში ანეს ყველა იცნობს. აი ახლაც ყველა გვიყურებს, გვიღიმის. მე რა, ანეს უღიმიან. თორემ მე ერთ რიგითი “კავკასკა” ვარ. ანეს სიმღერები ძირითადად სევდიანია. ძირითადად ფოლკლორის ელემენტებით და ძირითადად მხიარულიც. ვთვლი, რომ მოუხდებოდა ბევრ რომანტიულ მელოდრამას. ინგლისურად გამართულად მღერის. რომ არა, სახელი Ane და გვარი Brun, ვერც მიხვდება ვინმე, რომ არაინგლისურენოვანი მუსიკოსია. 2005-ში გამოსცა დუეტების ალბომი. 2008-ში მესამე სტუდიურ ალბომს უშვებს “Changing of the Seasons“. პარალელურად ანე ნორვეგიაში ჯილდოებსაც იმსახურებს. ალბომები გამოცემული აქვს UK, USA და Japan ვერსიებად. თითქოს ასე იმ ქვეყნებს უფრო უახლოვდებაო.

მეოთხე და ჯერჯერობით უკანასკნელი ალბომი It All Starts With One თარიღდება 2011 წლით. ჩემი აზრით ყველაზე კარგი სიმღერები აქ შედის. თითქოს ახლა ანე უკვე დიდი გოგოა. 36 წლისაა. ჩემი არ იყოს, ისიც მარტის თევზებია (10 მარტი) და ალბათ ეს განაპირობებს ჩვენს ერთნაირ ხასიათს.


ყველა სიმღერა ისეთი ნაზია. ისეთი, ისეთი, როგორი ნაზიც თვითონ ანეა. დიდი სინატიფითა და სიფრთხილით შესრულებული. სიმღერებში ოდნავ შეიგრძნობა ნორვეგიული აქცენტები, თუმცა ეს ანეს ფოლკს, ვგონებ უხდება.

შეხვედრამდე, ანე ❤

you and me, you and me, you and me will be the same!

ბმულები: ოფიციალური გვერდი, myspace, last.fm, ვიკიპედია

Advertisements

8 thoughts on “ჩემი მეგობარი Ane

  1. მე კიდევ არ ვიცნობდი ანეს და ახლა მომინდა გაცნობა 🙂

  2. აუ როგორ მიყვარს ეს ქალი ბრრრ და თავიდან ვერც მივხვდი, მეგონა მართლა შენს მეგობარ ანეზე წერდი 🙂 ასეთი პოსტები მიყვარს, შინაურულად წერა დიდ ვიღაცეებზე

    • უი. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემთან :))

      ძალიან დიდი მადლობა 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s