წიგნის დღე

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად იმართება. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად თბილისის საგამოფენო ცენტრ “EXPO-GEORGIA”-ში მასპინძლობს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს. იგი ტრადიციულად იმართება მაისის ან ივნისის ბოლო კვირის ბოლო 4 დღეს. წელს სამწუხაროდ, ცუდად დაემთხვა ის, რომ 24,25,26,27 არც თუ ისე თვის ბოლო დღეები აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ფინანსურად მომზადებული მივსულიყავი წიგნების საყიდლად.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხელფასი არ მქონდა დარიცხული, მოვიძიე უკანასკნელი ორმოცდარაღაც ლარი და ტრადიციულად გავეშურე პავოლიონისკენ. ყოველ წელს განსაკუთრებული განწყობით მივეშურები ხოლმე. ეს ჩემი მისვლაა და მას შემდეგ ყოველ წელს უამრავი წიგნით ვბრუნდები ხოლმე სახლში. შესვლისას სხვა განწყობა მეუფლება. თითქოს სხვა სამყაროში გადავდივარ. იქ, სადაც დავიდ კოფერფილდი და ჰარი პოტერი ერთად იზრდებიან, სადაც შარლოტა ბრონტე და ჯეინ ოსტინი გვერდიგვერდ “სხედან”. რომ ვფიქრობ ამ საკითხზე ბევრს, ვხვდები, რომ მე ამ სამყაროში უფრო მინდა ცხოვრება, ვიდრე იმაში, რომელშიც რეალურად ვცხოვრობ. შემდეგ 90 წლის მოხუცებული მამაკაცი ყვება ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ფიზიკური სიახლოვე ახალგაზრდა, ნაღვლიან მეძავთან და როგორ ტკივილებს გრძნობს ქემალ ბეი ფუსუნისთან განშორების გამო.
თავიდანვე ვაცხადებ – ჩემი ფავორიტი გამომცემლობებია: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, “დიოგენე” და “სიესტა”.
დავიწყოთ პირველით. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”-მ ყოველთვის იცის, როგორ გააოცოს მკითხველი. ყოველთვის მას აქვს ყველაზე დიდი სტენდი. წინა წლებშიც ასე იყო და წელსაც იგივე განმეორდა. მათი სტენდი ყოველთვის დატვირთულია წიგნებით. აგრეთვე აღინიშნება საინტერესოდ და შინაარსობრივად მოწყობილი დეკორაცია. დიახ,ეს სულაკაურის ხელწერაა.

აგრეთვე მოეწყო ჯაბა ზარქუას ახალი წიგნის “მკითხველი უნდა მოკვდეს” პრეზენტაცია. პრეზენტაცია ძალიან დინამიურად და საინტერესოდ მიმდინარეობდა კულინარიული ელფერის თანხლებით. ბევრი რამ შევიტყვეთ სამედინიცო უნივერსიტეტის სტუდენტი – ზარქუას შესახებ. წიგნი განეკუთვნება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანრი არ მიზიდავს, პრეზენტაციას მაინც დიდი სიამოვნებით დავესწარი.

პრეზენტაციის ბოლოს გემრიელი ბუტერბროტები მივირთვით. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართება ხოლმე ავტორებთან. იქნება ვიქტორინები, მცირე კონკურსები და მცირეოდენი სუვენირები.

მეორე გამომცემლობა, რომელიც ფაქტიურად ჩემი ერთ-ერთ საყვარელ ადგილად არის წოდებული, ესაა “დიოგენე”. ყველაზე ხშირად აქ დავდივარ და ზუსტად ვიცი, რომ აქ ყოველთვის დამხვდება სასურველი წიგნი. სასწაულად თბილი გარემო და რომ ვათვალიერებ მათ წიგნებს, უმეტესობა მომწონს. ხშირად აქვთ აქციები, ფასდაკლებები, მე მათი დაგროვების ბარათის მფლობელიც ვარ და ეს ფაქტი ძალიან მსიამოვნებს. ამ გამომცემლობასთან ყოველთვის ხალხმრავლობაა და არც არის გასაკვირი. ყოველთვის საუკეთესო წიგნები აქვთ.

ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან დიდხანს ვეძებე “სიესტა”. 2-3-ჯერ წრის დარტყმის შემდეგ მივხვდი, რომ ვიღაც კომპეტენტურისთვის უნდა მეკითხა, თორემ სხვა გზა აღარ დამრჩა. 2-3 წელია ვეძებ დათო ქებაძის წიგნს “ყველა ქალი ჩემია”, რომელიც ამ გამომცემლობას აქვს გამოცემული. საერთოდ გაგვითავდაო 😦 ძალიან დამწყდა გული. ვერაფრით ვერ ვიშოვე.

ჩემი წლევანდელი აღმოჩენაა “წიგნები ვაკეში“, სადაც იყიდება წიგნები, საკანცელარიო ნივთები, საბავშვო საჩუქრები. აგრეთვე იღებენ შეკვეთებს და ჩამოაქვთ. ფასები კი აქვთ ცოტა ძვირი. ან შეიძლება მე მეძვირა, მაგრამ ღირს ნამდვილად. ჩემს ბიუჯეტს რომ ხელი შეეწყო ჩემთვის, აუცილებლად ვიყიდდი რამდენიმე უცხოურ გამოცემას.

პოსტის ბოლოს კი გთავაზობთ ჩემს მწირ შენაძენს. ამ წიგნებს ემატება მარი ბექაურის “ელექტროთაობა”, რომელსაც დედა ზებრა (ანუ ნინო) შემპირდა.

ჩემი შენაძენი კი ასე გამოიყურება:

Advertisements

4 thoughts on “წიგნის დღე

  1. ბეგბედერზე გამახსენდა – თანამედროვე უცხოური ლიტერარატურის გასაცნობად კარგი საშუალებაა, თუ Иностранная Литература-ს გამოწერთ (თვეში დაახლოებით 20 ლარი ღირს), 2006 წლის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე მისი “რომატიკული იდიოტი”…

  2. ქეთ, რა კარგი მიმოხილვაა. სულაკაურის გამომცემლობას არც ისე დიდი ფასდაკლება აქვს ხოლმე ფესტივალზე და ეს არ მომწონს; დიოგენე მეც მიყვარს, წელს საკმაოდ გააიაფა წიგნები. შენი შენაძენიდან შუა სამი მეც მაქვს 🙂

    • ხო, სამწუხაროდ “სულაკაური” არ გამოირჩევა ფასდაკლებებით. კი, “დიოგენე”-მ გააიაფა წიგნები და თან სულ აქციები აქვს. ეს კი ძალიან კარგია.
      მადლობა :))
      უი, ძალიან კარგი. მეც ძალიან დიდი ინტერესით შევიძინე.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s