სად არის სასწრაფო???

დღეს მოხდა სასწაული და გავიღვიძე იმაზე 10 წუთით ადრე, ვიდრე სხვა სამუშაო დილებს ახსოვთ. აღარ ვიცი, გავღიზიანდე თუ ვიცინო ამ ამბავზე. ალბათ თვითკრიტიკული ღიმილი გადამკრავს ხოლმე სახეზე იმის გააზრებისას, რომ ეგზომ უნებისყოფო ვარ და ეს 10 წუთი მიმაჩნია მთების გადადგმად. მიზანი იყო ერთადერთი: ტაქსით არ-წასვლა და თანხის დაზოგვა. 3 ლარი, ყოველდღე რომ უკვირდები, არაფერია გარდა გონებაში შეძახილისა “კარგი, არაუშავს, ვითომ ჩიფსები ვიყიდე”. მაგრამ როდესაც 20 რიცხვისთვის 10-15 გრჩება, შემდეგ ნერვები გეშლება, თუ როგორ უაზროდ ხარჯავ ყოველდიურად 3 ლარს. ხოდა 10-ის 15 წუთზე უკვე პეკინზე რომ ვიდექი და ამაყად ველოდებოდი ავტობუსს, საკუთარ თავს თითქოს შევძახე: “აი, თურმე შეგიძლია, საჭიროა მცირეოდენი მონდომება და მეტი არაფერი.”.

მოვიდა ნანატრი 85 ნომერი ავტობუსი, მე  კი უშფოთველად დავიკავე ადგილი. თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებს: “რა კარგია, რომ თანხა დავზოგე და ტაქსით არ მივდივარ სამსახურში”. ადგილი კი  დავიკავე იქ, სადაც იყო: ანუ სულ ბოლო რიგში, ფანჯრიდან მესამე სკამი. ხოლო უშუალოდ ფანჯარასთან იჯდა 18-20-იოდე წლის ბიჭი, რომელსაც თავი ჰქონდა ფანჯარას მიყრდნობილი და ტკბილად ეძინა. მერე რა? რა მოხდა? მეც მქონია მსგავსი მომენტი, რომ ან დილით გამოუღვიძებელს და ან საღამოს დაღლილს ჩამძინებია ტრანსპორტში. ჩემსა და ამ მძინარეს შორის კი მოკალათდა ასევე ახალგაზრდა მზის სათვალიანი ბიჭი. აღნიშნული პიროვნება ბოდიში მომითხოვია და შეწუხდა ამ მძინარის პოზით, ვინაიდან იგი ისე არხეინად იყო გადაწოლილი, რომ ეს საკმაოდ ვიწროდ იჯდა. მძინარე მგზავრი ნამდვილად არ მიკვირს. ხდება ხსირად და რას იზამ, ვიღლებით. გავცდით დოლიძის კუთხეს, მივუახლოვდით სტუ-ს კორპუსს და მძღოლმა მაინცდამაინც ორმოს დაუმიზნა. ალბათ ყველამ იცის, რომ ორმოებში ჩავარდნას ყველა მტკივნეულად ბოლო რიგებში მსხდომი ხალხი განიცდის. შესაბამისად, მე და ეს მზის სათვალიანი ჩავეჭიდეთ წინა სკამების სახელურებს და უსიამოვნოდ ავხტით. მძინარე კი საკმაოდ მტკივნეულად მიენარცხა წინა სკამის კიდესაც და გვერდით ფანჯარასაც. როგორ ღრმად არ უნდა სძინებოდა, ის მტკივნეული ახტომა ეგრევე, მომენტალურად გამოაფხიზლებდა.

ბევრი რაღა გავაგრძელო და ტელევიზიის გაჩერებაზე ავტობუსი ჩერდება. ესეც ჩვეულებრივი მომენტია. მოდის მძღოლი უკანა რიგში და ამ მძინარეს აჯანჯღარებს. თურმე, ამ ბიჭს საკმაოდ დიდი ხანია ასე “სძინავს”. რა სძინავს, თურმე ცუდად არის. სათითაოდ მივიდა არაერთი მგზავრი და “ბიჭი, გაიღვიძე”-სა და ხან მუჯლუგუნის შემორტყმით თუ ხან ქურთუკის გამოქაჩვით ეცადნენ მის გამოფხიზლებას. მზის სათვალიანმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ ორმოზე არ გაეღვიძა და ახლა მითუმეტეს ვერ გავაღვიძებთ. მძინარე გაიზმორა. აქ ვიფიქრეთ, “ვაიმე, მადლობა უფალს”, რომ მაშინვე თავის პოზიციას დაუბრუნდა და ძილი განაგრძო. ეს გაზმორებაც რაღაც მეუცნაურა. ექიმების ოჯახში გაზრდილს იმდენი რამე მსმენია, რომ რატომღაც ზ/ა ქცევა კანკალთან და კრუნჩხვასთან უფრო გავაიგივე. ნუ კანკალთან უცილობლად. ეგრევე გამოვთქვი ხმამაღლა ჩემი ვარაუდი, თუმცა აქაც მარტო არ ვიყავი. ერთმა ქალმა თვალები აუქაჩა და ზევით აზიდული გუგები რომ დავინახე, უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი ბიჭის ცუდად ყოფნაში. ასეთ გუგებს მე ანუ არაპროფესიონალი (სამედიცინო სფეროში) ქეთევანი “დაკარგულ თვალებს” ვეძახი ხოლმე. გათიშულად ვერავინ მივიჩნევდით, რადგან მისი მკერდი იბერებოდა და იკუმშებოდა ყოველ ამო- და ჩასუნთქვაზე. ეს სუნთქვაც რაღაც არაადეკვატური იყო. წამის მეასედში თვალწინ გამიელვა აგონიაში მყოფი ადამიანის “სუნთქვამ”, თუმცა ეს აზრი ეგრევე უკუვაგდე. რაღაცნაირად ცუდად მენიშნა მისი შეხსნილი ქურთუკი, რომლის შიგნითაც ასევე გულამოღეღილი პერანგი თუ მაისური ემოსა. ანუ მოსჩანდა მისი “მსუნთქავი” გულ-მკერდი. არ ვიცი, “ცუდად მენიშნა” რას ნიშნავს, მაგრამ ხომ არის, რომ რაღაცაზე იტყვი ხოლმე “აქ რაღაც ნიტო არისო”-ო??? ხოდა ეგ მომენტი მქონდა. არ მესიამოვნა მისი ამოღეღილი გული. იმ აზრმაც კი გამიელვა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ მეც არანაკლებ ვნერვიულობდი და მინდოდა მისი მდგომარეობიდან გამოსვლა, ხელი არ მიხლია. არადა მზის სათვალიანი ბიჭით დაწყებული მძღოლით დამთავრებული ყველა შეეცადა მის გამოფხიზლებას. ვფიქრობ, ეს ერთგვარი შიშია ჩემი მხრიდან. თავში აზრები მიტრიალებდა: ხელი რომ მომეკიდა, უცბად გამოფხიზლდებოდა და დამარტყამდა ან მიყვირებდა ან არ ვიცი კიდევ რა. მსგავს მომენტებში პანიკა ვითარდება ხოლმე ჩემში და ალოგიკური ვხდები. არადა, მართლა მინდოდა რომ გამოფხიზლებულიყო. ნერვები მეშლებოდა, ასე როგორ სძინავს-მეთქი, მაგრამ ხელით შეჯანჯღარება არ მიცდია.

და ამ კულმინაციურ მომენტში სად არის სასწრაფო??? ან სად არის პატრული??? ანუ ის ორი პირველადი დახმარების სამაშველო ბრიგადა, რომელიც ვალდებულია მოვიდეს შემთხვევის ადგილზე და დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულს??? არ ვიცით და არც არავინ იცის. არადა ავტობუსის მძღოლმა რამდენიმეჯერ დაურეკა ხან ერთს, ხან მეორეს, ხან საინფორმაციო სამსახურს. ვის აღარ. კაციშვილი არ მოდის. ამ ყველაფერს ემატება ბონუსად ის, რომ დილის 10-ის ნახევარია და ყველას სამსახურში ეჩქარება. ესაო, ისაო და მაინც სასწრაფო დახმარების მანქანათა მოძრაობის სიჩქარე არა და არ მატულობს. მეორე 85 მოვიდა ძლივს და მგზავრები მასში ავედით. სამსახურში ძალიან მეჩქარებოდა.

არც კი ვიცი, ახლა ის ბიჭი როგორ არის. იმედია, ცოცხალია და უვნებელი. უბრალოდ ამ პოსტით იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრების ტემპი უნდა შეიცვალოს საქართველოში. არ შეიძლება, ასეთი ზანტები ვიყოთ. არ შეიძლება 4-5-ჯერ უწევდეს ადამიანს სასწრაფოსა და საპატრულოში დარეკვა, რადგან ამ დროსა და ამ წამებზეა ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული. წამებში შეიძლება სამუდამოდ გაითიშოს და მერე ვერანაირი რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის თუ შსს-ის სისტემაში გატარდება, ვერ უშველის. საქმე რეფორმებში არ არის, საქმე არის საქმის კეთებაში.

Advertisements

6 thoughts on “სად არის სასწრაფო???

  1. განსხვავებული დილა ყოფილა ყველა გაგებით – ტაქსით არ წახვედი+ასეთი ამბავი…
    სხვათა შორის, ბოლო დროს ქუჩაში ხშირად ვხედავ შეწუხებულ ახალგაზრდებს, თავს ხალხი ახვევიათ და ასულიერებენ. მეტროშიც 2-ჯერ გადავეყარე. სასწრაფოს კი მგონი არაფერი ეშველება.

    მეც მგონია, რომ დილით ცოტა ადრე ადგომა ჯობია ყოველდღე ტაქსის ხარჯის გაწევას 🙂 :*

    • უი მართლა??? ნეტავ რა ემართებათ??? მგონი უჭმელობისა და ზედმეტი დატვირთვის ბრალია. :((

      ვაიმე კიიიიი, მაგრამ რომ ვერ ვდგები, აი ეგაა ჩემი დიდი მინუსი. :(((( არადა რამდენი ფული დამეზოგებოდა :((

  2. :up:

    მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე სასიამოვნო რამეზეა, ძალიან საინტერესოდ წასაკიხი პოსტია )))

    რისპექტ )

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s