Samsung Galaxy S III

პარასკევს, 22 ინვისს სასტუმრო “Raddisson”-ში გაიმართა მობილური ტელეფონის – Samsung Galaxy S III-ს პრეზენტაცია. დაპატიჟებულები ვიყავით 9 ბლოგერი, მათ შორის გახლდით მეც. Samsung ტელეფონები არასოდეს გამოირჩეოდა ულტრათანამედროვე მიღწევებით, თუმცა ბოლო პერიოდში, ანუ მას შემდეგ, რაც Galaxy-ს სერიის გამოშვება დაიწყო, ერთგვარი ფურორი მოახდინა.
პრეზენტაცია ტრადიციული ქართული დაგვიანებით დაიწყო 4-ის წუთებზე 3-ის ნაცვლად. პრეზენტაცია წარმართეს Samsung-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, მობილური კავშირის წარმომადგენელმა მთელ ამიერკავკასიაში, Samsung Galaxy-ის PR მენეჯერმა და მარკეტინგის მენეჯერმა.

ახალ ტელეფონი დღესდღეობით არის უნიკალური მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. მოკლედ ჩამოვთვლი მის რამდენიმე ინოვაციურ უნარს:

  1. უნარი აქვს სენსორულად განსაზღვროს პატრონის ფხიზელიანობა. ანუ, როდესაც თქვენ დაიძინებთ, ისიც ავტომატურად ქვრება.
  2. თუ გვინდა დიდი მოცულობის მქონე ფაილის გაგზავნა, საკმარისია მხოლოდ გასაგზავნი ფაილის მონიშვნა და ამ ტელეფონის მიმღები ტელეფონის გვერდით დადება. მიღება განხორციელდება რამდენიმე წამის განმავლობაში წარმატებით.
  3. მოკლე ტექსტური შეტყობინების წერისას თუ უცბად მოგვინდება ადრესატთან დარეკვა, არ არის საჭირო კონტაქტებში მისი ძებნა. საკმარისია ამ სმს-ის წერის დროს უბრალოდ ტელეფონის ყურთან მიდება და ავტომატურად დაირეკება.
  4. იდეალურად არის სინქრონიზებული ყველა სოციალურ ქსელთან. სურათის დატაგვისას თვითონ ხვდება რომელია ადამიანია მასზე გამოსახული და თვითონვე ტაგავს კონტაქტებში არსებული სიის მიხედვით.

პრეზენტაციიდან ნამდვილად ვერ გამოხვიდოდი აღფრთოვანების გარეშე. ძალიან კარგი ტელეფონია და ვისაც აქვს მისი შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, ვურჩევდი შეძენას. მისი ფასია 1400 ლარი.

პრეზენტაციის ბოლოს პროდუქციის PR მენეჯერმა სამორი ბალდე დააჯილდოვა აღნიშნული ტელეფონით. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის პროდუქცია არასოდეს ყოფილა ჩემთვის ეგზომ მიმზიდველი, თამამად ვცვლი ჩემს შეხედულებას ამ ტელეფონთან გაცნობის შემდეგ. მართლაც უნიკალური ტელეფონია.

პრეზენტაციის ბოლოს სასტუმრო “Raddisson”-ის მისაღებში ალა-ფურშეტზე მიგვიწვიეს სასიამოვნო მუსიკის ფონზე. პარალელურად შეგვეძლო ტელეფონებთან მივსულიყავით და დეტალურად დაგვეთვალიერებინა.

დატკბით ვიდეოთი:

Advertisements

4 thoughts on “Samsung Galaxy S III

  1. ეს დასაწყისია და შესაბამისად მარკეტინგული აფერისტობაა. შემდეგი ვერსია იქნება მართლაც ინტელექტუალური, სამსუნგი ყველგან და ყველაფერშია.

    • ხოო??? რატომაა ეს მარკეტინგული აფერისტობა??? და შემდეგი რატომ საიდან იცი, რომ ინტელექტუალური იქნება???

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s