Movies to be seen (ep. 6)

ტრადიციულად გთავაზობთ ახალი 20 ფილმის ჩამონათვალს. ცოტა კი დამიგვიანდა ეს პოსტი, მაგრამ იმედი მაქვს, მაინც ისიამოვნებთ ახალი ფილმების ტრეილერებით. მაშ ასე:

1) Cosmopolis. რობერტ პეტინსონი და ჯულიეტ ბინოშის მონაწილეობით. როგორია ახალგაზრდა ბილიონერი მამაკაცის ცხოვრება?! რას ნიშნავს ის გარემოება, როდესაც ფული და ძალაუფლება შენს ხელთაა?!

2) Bel Ami. ამბავი იმისა, თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა მამაკაცი, ცხოვრება გაიუმჯებესოს. როგორ ხიბლავს მდიდარ ქალებს და როგორ ცვლის თავის ბედისწერას. მთავარ როლებში: რობერტ პეტინსონი, უმა ტურმანი, კრისტინ სკოტ ტომასი და კრისტინა რიჩი.

3) Shame. დაღვინებული მამაკაცის ბოჰემური ცხოვრება. სექსუალური ლტოლვა ქალებისადმი და უბედური ცხოვრება. დღეს მაიკლ ფასბინდერი მოდაშია. მოდაშია რა, დღეს ყველა მოდაშია, ვინც ტარანტინომ “გაანაბიჭვრა”. ეს ფილმი კი ისეთია, ხელს რომ ლავიწის ძვლებზე დაგადებინებს და თვალებს დაგახუჭინებს. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს მაიკლის თამაში: “a brilliant performance by Michael Fassbender”.

4) Looper. გეძლევა დავალება, რომ მოკლა ადამიანები მომავალში. შენ ამას მშვენივრად ახერხებ, მაგრამ ერთი პრობლემაა. რას იზამ, თუ მოგეცა დავალება, რომ მოკლა საკუთარი თავი მომავალში??? მთავარ როლებში: ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ბრიუს უილისი.

5) Words. რა რთულია იყო მწერალი, წერდე წიგნს და არავინ გთანხმდებოდეს წიგნის გამოქვეყნებაზე. არადა, შენ შენს თავს არ ზოგავ და ბევრ პრობლემასაც აწყდები. როლებში: ბრედლი კუპერი, ზოე სალდანა, ოლივია უაილდი, ჯერემი აირონსი.

6) People Like Us. მამაკაცი, რომელმაც არც კი იცის, რომ მას ჰყავს და. ამ ამბის გაგების შემდეგ ის მას გაიცნობს, დაუახლოვდება, მაგრამ საიდუმლოს ფარდას მაინც ვერ ხდის. როლებში: კრის პაინი, ელიზაბეტ ბენკსი და მიშელ ფაიფერი.

7) The Master. ფილმი ადამიანის ცხოვრების შესახებ თავისი არასტანდარტული და ავადმყოფური საქციელებით. გამიხარდა ხოაკინის დაბრუნება. როლებში: ხოაკინ ფენიქსი, ფილიპ სეიმურ-ჰოფმანი და ემი ადამსი.

8) Silver Linings Playbook. შეიძლება ითქვას, რომ ჟანრობრივად ეს წააგავს ზედა ფილმს. მთავარი გმირის უნდობლობა ხალხის მიმართ იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ეჭვის თვალით უყურებს მას. როლებში: ბრედლი კუპერი, რობერტ დე ნირო, ჯულია სტაილსი, კრის ტაკერი და ჯენიფერ ლოურენსი.

9) Contraband. ცოლის ძმა პრობლემებში ეხვევა ნარკოტიკების მწარმოებელთან, ამიტომაც ყოფილი კონტრაბანდისტი მიემგზავრება პანამაში. არადა ცოლ-შვილსაც საფრთხე ემუქრება. მოკლედ, მე, როგორც ამ ჟანრის მოყვარული, ველოდები ამ ფილმს. როლებში: მარკ უოლბერგი, ჯოვანი რიბიზი და კეიტ ბეკინსეილი.

10) What To Expect when you’re expecting. კომედია ახალგაზრდა მეგობრების შესახებ. მათი უმეტესობა დაოჯახებულია და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ხოლო ვისაც ჯერ არ გადაუდგამს ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი, არაერთ კომიკურ სიტუაციაში აგდებენ. როლებში: ჯენიფერ ლოპესი, კამერონ დიასი, როდრიგო სანტორო, ელიზაბეტ ბენქსი, ჩეის კროუფორდი, ანა კენდრიკი, დენის ქვეიდი, კრის როკი. მოკლედ, კარგი კომედია გველოდება.

11) Gangster Squad. ოოო, რა სჯობს განგსტერულ ფილმს, თუ მასში მონაწილეობენ: რაიან გოსლინგი, ჯოშ ბროლინი, ემა სტოუნი, ნიკ ნოლტი და შონ პენი.

12) All Good Things. როდესაც შეყვარებული ხარ, მამაკაცში მხოლოდ კარგს ხედავ. ცოლადაც მიყვები, თუმცა შეიძლება შენი მეუღლე დიდ და არცთუ სასიამოვნო საიდუმლოებებში იყოს ჩაფლული. როლებში: რაიან გოსლინგი და კირსტენ დანსტი.

13) 360. ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან საინტერესო ტიპის ურთიერთობები აკავშირებთ. ვიღაც ციხეში ზის, ვიღაც ცოლს ღალატობს, ვიღაც მოგზაურობს და მაინც. როლებში: ენტონი ჰოპკინსი, ჯუდ ლოუ, რეიჩალ ვაიზი, ბენ ფოსტერი.

14) Take This Waltz. მამაკაცი გაიცნობს ქალს თვითმფრინავში, რომელიც ძალიან შეუყვარდება. აღმოჩნდება, რომ იგი გათხოვილია. ამის გამო კი ორივე გაურკვევლობაშია. როლებში: სეტ როგენი და მიშელ უილიამსი.

15) 2 Days In New York. როგორ შეიძლება, რომ არ ვნახოთ ფილმი, რომელშიც ჯული დელფი მონაწილეობს??? როგორც ny times-ის წარმომადგენელმა დაწერა: Almost as good as vintage Woody Allen. მართალია არა ეთან ჰოუკთან ერთად, მაგრამ კრის როკიც ხომ კარგი მსახიობია??? პლუს, კარგი კომიკოსი. მოკლედ, ზედმეტი შესავლების გარეშე. თუმცა მანამდე აუცილებლად ნახეთ შემდეგი 3 ფილმი: Before Sunrise, Before Sunset და 2 Days In Paris.

16) Carnage. 2 სკოლის მოსწავლეს ერთმანეთში მოუვათ ჩხუბი, რის შემდეგაც მათი მშობლები გადაწყვეტენ, რომ გაიცნონ ერთმანეთი. როგორც შეაფასეს, ეს ფილმი არის ინტელიგენტური კომედია. როლებში: ჯოდი ფოსტერი, კეიტ უინსლეტი, კრისტოფ ვალცი და ჯონ რაილი.

17) To Rome With Love. ესე იგი, მე დავასკვენი, რომ ვუდი ქალაქებზეა შეყვარებული. ჯერ იყო და ვიკი და კრისტინა ბარსელონაში ჩაიყვანა, შემდეგ ოუენ უილსონი პარიზულ ბოჰემაში “აცხოვრა”. ახლა რომის ჯერია. ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. როლებში: ორნელა მუტი, რობერტო ბენინი, ვუდი ალენი, ჯეს აიზენბერგი, პენელოპა კრუსი, ალეკ ბოლდუინი, ელენ ფეიჯი.

18) Perfect Sense. ქალისა და მამაკაცის საინტერესო სიყვარულის ისტორიის ამსახველი ფილმია დაძაბულობის ელემენტებით, ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ ევა გრინი კატეგორიულად არ მომწონს, ამ ფილმის სიუჯეტის გამო ვნახავ. როლებში: ევან მაკგრეგორი და ევა გრინი.

19) The Good Doctor. ექიმი, რომელიც ცდილობს წარმატებას მიაღწიოს, მოულოდნელად გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა არა გააუმჯობესოს, არამედ პირიქით, გააუარესოს. როლებში: ორლანდო ბლუმი და რაილი კოფი (დაიმახსოვრეთ ეს გოგო. იგი ელვის პრესლის შვილიშვილია და აგრეთვე Magic Mike-შიც თამაშობს.)

20) Margin Call. უკომენტაროდ. უბრალოდ სანახავია 😀 როლებში: დემი მური, პოლ ბეტანი, კევინ სპეისი, სტენლი ტუჩი, ჯერემი აირონსი და საიმონ ბეიკერი.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ფილმის ტრეილერი მინდოდა დამედო, მაგრამ მაშინ 20-ეული კი არა, 100-ეული იქნებოდა.
იმედია Magic Mike მალე დაიდება ინტერნეტში კარგი ხარისხით.

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s