არდაწყებული ზაფხული

წლევანდელი წელი სხვანაირია და ზუსტადაც, რომ წლევანდელი წელია, რომელიც თითქოს ახლა მოვიდა და უკვე მიწურულშია. მიწურულია, აბა რა ჯანდაბაა, როდესაც 8 თვე უკვე წარსულშია და მხოლოდ 4 თვე-ღა გვაშორებს მომავალ წელს. არა, არა, არ იფიქროთ, რომ გემშვიდობებით და тем более არ ვაპირებ რაიმე შემაჯამებელი პოსტი შემოგთავაზოთ. უბრალოდ აგვისტო წელსაც უნიათო, უემოციო და არაფრისმთქმელი იყო, როგორც შარშან. ალბათ იმიტომ, რომ ეს ზაფხულიც ამ საშინელ ქალაქ თბილისში გავატარე. ხო, აი ამ მომენტში საკუთარ თავს ვუტყდები ხოლმე, რომ თბილისი მეზიზღება. მერე ვფიქრობ იმაზე, თუ როდის მიყვარს ან როდის მიყვარდა ბოლოს ჩემი ქალაქი. და აი ერთადერთი დღე, როდესაც საოცრად ბედნიერი ვიყავი ჩემი ქალაქით, მაშინ იყო, როდესაც აეროპორტის კონტროლიორი ჩემს პასპორტს ამოწმებდა. მაშინ მჭირდა “რა ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი” და სხვა მარაზმულ-ნაციონალური-პარანოიდულ-შიზოფრენიული ემოციების შემოტევები. ეს 2010 წლის 16 აგვისტო იყო, როდესაც იტალიიდან ჩამოვფრინდი.
წელს კი სექტემბერია ჩემი ზაფხული, რომელიც მინდა მალე დადგეს. 13 სექტემბრიდან ჩემი შვებულება ოფიციალურად იწყება. მას ოფიციალურად კი ბათუმის საავტორო კინოს მე-7 კინოფესტივალი იწყებს. (ამ ფესტივალის შესახებ ახლო მომავალში ვრცელ პოსტს დავწერ და დეტალურად გაიგებთ რა იგეგმება და როგორ.) თვითონ ეს ფაქტი ძალიან მახარებს და როგორც არ უნდა ჩაიაროს ამ საფესტივალო დღეებმა, ვიცი, რომ მომეწონება. რატომ? რადგან განსხვავებული იქნება ჩემი წინა ბათუმური ზაფხულებისგან. შესაბამისად, განწყობა უკვე ამაღლებული მაქვს და ველოდები 13 სექტემბრის დადგომას, როდესაც თბილისიდან გავალ და 1 თვე გადაკარგული ვიქნები საყვარელ ქალაქ ბათუმში. BIAFF-ისა და ფილმების გარდა რა მელოდება ბათუმში??? მზე, ზღვა, თავისუფლება, გართობა, დასვენება, ძილი, ბოდიალი ქუჩებში და იმედს ვიტოვებ წიგნებიც. ამ უკანასნელზე ცოტა არ იყოს და ეჭვი მეპარება, მაგრამ სურვილი მაქვს, რამე წავიკითხო (ან დავამთავრო lol ).
მანამდე რას ვაკეთებ – არც არაფერს. სამუშაო დღეებში 6 საათის მოსვლას ველოდები, როდესაც ყველა მიდის სახლში, რომ მე ლოგინი დავაგო და გემრიელად წამოვწვე (სამსახურში გემრიელად წამოწოლას და დასვენებას რა ვუთხარი მე, მაგრამ и на то спасибо). მეორე დილით, სამსახურიდან მოსვლისას ვიძინებ. აი როგორც გუშინ დავიძინე და საღამოს 7-ზე გავიღვიძე მხოლოდ იმიტომ, რომ სერიალისთვის მეყურებინა და მეჭამა. ღამე გვიან დავიძინე და დღეს შუადღის 5 საათზე ავდექი ძლივს. მოკლედ, ჩემი არეული ინსომნიური პრობლემები ბოლოს მიღებს და ისე ვიღლები, რომ ნერვებიც კი ვეღარ მეშლება ამ ყველაფერზე.

ისე, რაც wordpress-ზე გადმოვედი, კომენტარების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ვერ ვხვდები, რა ჯანდაბა ხდება. თუმცა ახლა უბრალოდ ამ სიმღერას მოუსმინეთ და ტკბილად დაიძინეთ.

Advertisements

12 thoughts on “არდაწყებული ზაფხული

    • როგორი სიგიჟეები???
      ძალიან მენატრები.
      და ჩემს ბლოგს ენატრები!!!

  1. ჰო, თითქოს გუშინ იყო ახალი წელი…
    კარგ დასვენებას გისურვებ, ქეთ. ერთი თვით წასვლა იქ, სადაც თავს კარგად გრძნობ, მშვენიერია. თან დაძაბული წლის მერე. შენი საფესტივალო პოსტებიც საინტერესო იქნება.

  2. აუ, ქეთ, როგორ ვწუხვარ შენი დაბადების დღე რომ დამავიწყდა. არადა ვიცოდი ძველი პოსტიდან და მინდოდა მოლოცვა, კი არადა ვერ ვიმაგენი სად უნდა დამეწერა და მომელოცა. მოგვიანებით გილოცავ, მინდა ბედნიერი, ლაღი და კმაყოფილი იყო. ის მიიღო ცხოვრებისგან, რაც გინდა გულით რომ გქონდეს. რა კარგია არაა აგვისტოს მიწურულს რომ მოგილოცავენ დაბადების დღეს. მეორე წელს მოგილოცავ თავის დროზე! 😀
    მე როგორ ვარ?! ხანდახან კარგად,ხანდახან პრობლემებში. აი, ურეკის ზღვა როგორია ხომ იცი, დგახარ ქვიშაზე, გგონია მყარად ხარ და საფრთხე არ გემუქრება, ბრახ და წამში გამოგეცლება მიწა და დიდ წყალში აღმოჩნდები, აი ამას გავს მთლიანად ჩემი დღევანდელი ცხოვრება. მადლობა ღმერთს ცურვა ვიცი და ნაპირზე გამოსვლას ვასწრებ ხოლმე. :))
    ისე, გაცილებით საინტერესოდ და ნაყოფიერად ვცხოვრობ, ვიდრე საქართველოში ვცხოვრობდი. ერთი სიტყვით კმაყოფილი ვარ. :))

    • მთავარია კარგად იყო და ხომ იცი, ადამიანი ისეთი რამეა, რომ სადაც თავს გრძნობს კარგად, სამშობლოც ისაა. მიხარია, რომ მანდ კარგად ხარ.
      დაბადების დღეს რაც შეეხება, მერე რა. ჩვთვალოთ, რომ დღეს 6 მარტია. თანაც დღეს ანუ 27 აგვისტოს რომ მირჩიო, ისევე სიხარულით მივიღებ ამ მილოცვებს, როგორც 6 მარტს მივიღებდი.
      კი, ვიცი ურეკის სანაპირო და სხვათაშორის ზუსტადაც მაგ მოულოდნელობის გამო არ ჩავდივარ ხოლმე მანდ. მირჩევნია სხეული მტკიოდეს ბათუმის ქვებზე და სამაგიეროდ მყარად ვიდგე და მოულოდნელობები არ ხდებოდეს ჩემ ირგვლივ.

  3. აჰაა, აქ უნდა დამეწერა, მგონი არასწორად დაგიწერე წეღან. 😀 როგორ ხარ ქეთ?! კი არადა ვიცი როგორც ხარ, ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს. კარგ დასვენებას გისურვებ ბათუმში.:*:*:*:*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s