სახლი კოშკურით/House with a Turret

ყოველთვის, როდესაც საბჭოთა კავშირს ვიხსენებ, გაუთავებელი პურის რიგები მახსენდება ხოლმე. ეს ისე, თორემ ძირითადი ასოციაციებია ომი, ჯარისკაცები, სიკვდილი, ქვემეხები, იარაღები და სევდა. გაჭირვება კი მუდმივადაა. ომითაც და მის გარეშეც. განსაკუთრებით კი ჩვეულებრივი ხალხი იჭყლიტება. უიმედობითა და დიდი სევდით აღსავსენი რომ ცდილობენ რაღაცას მიაღწიონ, ტალახში არ ჩაიძირონ და როგორმე ბოლომდე ზიდონ ცხოვრების მძიმე ჭაპანი.

უკრაინელი რეჟისორის – ევა ნეიმანის “სახლი კოშკურით” ზუსტად ამ თემას ეხმაურება. ფილმში აღწერილია 8 წლის ბიჭის მძიმე ცხოვრების შესახებ, როდესაც ის დედასთან ერთად ბაბუასთან მიდის მატარებლით. თუმცა ტიფის საშინელი გამწვავების გამო აუცილებელი ხდება დედის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის საავადმყოფოში განთავსება. ფილმი თავიდან ბოლომდე აწყობილია ბიჭის თვისებებზე, ქცევებზე, ემოციებზე და გადაწყვეტილებების მიღების სისწორეზე. პირადად ვერ წარმომიდგენია 8 წლის ბავშვი ასეთი საზრიანი როგორ უნდა იყოს. პლუს, ვერ წარმომიდგენია 8 წლის ბავშვი,რომელიც ასე კარგად თამაშობს.

ფილმში გაჭირვების ხაზის გარდა კარგად არის გამოკვეთილი დაუნდობელი ხალხის სახე. თუნდაც ის, რომ ვიღაც მფარველობს ბავშვს მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ნახოს სარგებელი. ვიღაც ბავშვს ფულს სძალავს. ბავშვი კი იმას განიცდის, რომ ის ჩანთა დაეკარგა, რომელშიც გარგრის მურაბა ედო.

აღარ მოვყვები შინაარსს. ვცდილობ არ ვისპოილერო და უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ბავშვის დედის როლის შემსრულებელი რუსი მსახიობი ეკატერინე გოლუბევა გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზში კი დეპრესია უწერია. არ ვიცი, ეს ფილმთან რა კავშირშია, მაგრამ ჩემთვის ეს დამატებითი სენტიმენტალიზმის მომტანია. She had a long term battle with depression-ო, imdb.com-ი გვამცობს. სამი შვილი დარჩა და სამივე სხვადასხვა მამაკაცისგან. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ნაბოლარა ნასტიას ეკატერინეს ყოფილი შეყვარებული ფრანგი რეჟისორი ლეო კარაქსი ზრდის. (ლეო კარაქსზე მომდევნო პოსტებში შემოგთავაზებთ პოსტს მის საფესტივალო ფილმ “Holy Motors”-თან დაკავშირებით.)

ფილმი ძალიან მომეწონა. თუ მოვახერხე, იქნებ მოერეჯერაც ვიხილო. ნანახი ფილმებიდან ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთია, რომელიც ძალიან მომეწონა. ამ ეტაპზე მხოლოდ მასვგულშემატკივრობ, თუმცა სანახავი ფილმები კიდევაა, ასე რომამ ეტაპზე მოვერიდები დასკვნითი აზრის გამოტანას.

Advertisements

6 thoughts on “სახლი კოშკურით/House with a Turret

  1. რა კარგია, მეც მომინდა სასწაულად ამ კინოფესტივალზე. წინა წლებშიც მინდოდა, მაგრამ მგონია, ახლა ბევრად კარგად უნდა იყოს ორგანიზებული, თან ისე საკაიფოდ გაქვს შენ ფილმები აღწერილი. მშვენიერი კინობლოგერი ხარ, სერიოზულად. ყოჩაღ!
    შემეცოდა ეს ქალი :/

    (პ.ს. ამ ვორდპრესის ბლოგებში შემაწუხებელი ისაა, რომ ტვიტერის, ფეისბუქის ან ამ შტერი ვორდპრესის ანგარიშით შეგიძლია კომენტარის დატოვება 😐 ნოთ ქულ!)

    • “ისე საკაიფოდ გაქვს შენ ფილმები აღწერილი. მშვენიერი კინობლოგერი ხარ, სერიოზულად. ყოჩაღ!” ამას მართლა მწერ??? ანუ მართლა მოგწონს??? მე სულ მგონია, რომ ცუდად ვაკეთებ ამ სახის პოსტებს. 😦

      აუ კი, კარგი იყო.
      მიხარია, ჩემთან რომ ტოვებ კომენტარებს <3<3<3

  2. უი მართლა??
    მე ზუსტად ის მომეწონა, რომ მიუხედავად თემის აქტუალობისა, ამ ფილმში სხვა პრობლემები უფრო იყო წარმოჩენილი. მაგალითად, ადამიანური სისუსტეები, ცუდი თვისებები.

  3. მე საოცრად არ მომეწონა ეს ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ სულ 80 წუთს გრძელდებოდა, საოცრად გაწელილი და არადინამიური მეჩვენა. გასაგებია, თემა მძიმეა და ჯერ კიდევ აქტუალური, თუმცა ფილმით ვერ დავინტერესდი და, უბრალოდ, გამოვედი დარბაზიდან 😉

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s