თითქმის მამაკაცი/Almost Man

– შეგიძლია იცეკვო ირონიის გარეშე???
– რა??? ეს ჩემი საუკეთესო მოძრაობებია.
– შეგიძლია???
– რა თქმა უნდა.
– მაჩვენე.

ფილმი ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაზე.
არადა რამდენჯერაც მიფიქრია ამ თემაზე, იმდენჯერ ზუსტად ასე წარმოვიდგინე. ოოოჰ, მართლა რა რთულად არის ყველაფერი. კითხვა მაქვს… მამაკაცი რატომ ანდომებს გაზრდა/ჩამოყალიბებას??? არადა 35 წელი უკვე ის დროა, როდესაც უკვე გააზრებული უნდა გქონდეს ბევრი რამ. თუნდაც ის, რომ ფეხმძიმე ცოლთან თუ შეყვარებულთან სექსი არც თუ ისე ხშირად არის შესაძლებელი. “გული მერევა, შენ კი მხოლოდ ამაზე ფიქრობ” – არადა მართლა რა სასიამოვნო უნდა იყოს სექსი, როდესაც გული გერევა და საკუთარი თავი გეზიზღება, არათუ სხვა.
35 წლის ზრდასრული მამაკაცი კი ამას ვერ ხვდება. ოოოჰ. არადა ნუთუ ასე რთული მისახვედრია??? რატომ უჭირთ ხოლმე მამაკაცებს ქალის მდგომარეობაში შესვლა??? ერთი უარი და კაცი სხვაგან ცდილობს სიმშვიდის მოპოვებას. სიმშვიდე კი არა და shelter როგორ არის ქართულად??? რუსულად რომ убежище არის, იმას ვგულისხმობ. თავშესაფარი უნდა დამეწერა, მაგრამ თავშესაფარი სხვა რაღაცაა მაინც და აი убежище არის ის, სადაც პოულობ ყველაფერ იმას, რაც რატომღაც არ გაქვს საყვარელ ადამიანთან. არადა თავის დროზე ხომ თავად ამოირჩიე ასეთი ცხოვრება, ეს ადამიანი…

სამსახური… ხო, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. თანაც ახალი სამსახური, ახალი კოლექტივი, ახალი პასუხისმგებლობები. თითქოს რაღაცნაირი უხერხული მომენტია, როდესაც კოლეგა ქალი არის ის, ვინც შენ წინ გწევს, გაწინაურებს. ოოოჰ, არ ვიცი. მე ისევ ის ადამიანი ვარ, ვისთვისაც ასეთი “არაფერი” მამაკაცი მიუღებელია ხოლმე. არ ვარ ის ტიპი, რომელიც ზურგზე მოიკიდებს მას და მუდმივად მის კეთილდღობაზე თუ სიამოვნებაზე იფიქრებს. მითუმეტეს 35 წლის მამაკაცს.

მიდრეკილება ბოჰემური და არასერიოზული ცხოვრებისკენ სულაც არაა მოსაწონი. თან ყველგან. საუნაში, საღამოს მეგობრებთან, სამსახურში. სახლში კი პატარა, ჩამოუყალიბებელი ბავშვივით ქცევა. არა, მადლობა.

უპასუხისმგებლო ადამიანი, რა უნდა მოხდეს, რომ საყვარელი იყოს. დაუფიქრებელი და უბრალოდ უუნარო საიმისოდ, რომ ბევრი დეტალი გააანალიზოს. ბევრ დეტალზე დაფიქრდეს.

ქალი კი ამ ყველაფერს განიცდის და რაღაც მომენტში ხვდება, რომ მეტის გაძლება აღარ შეუძლია. პლუს, ყველამ იცის, რომ ფეხმძიმობისას ქალი ძალიან სენსიტიური ხდება ხოლმე. მამაკაცი კი ეგოისტია მუდმივად.

საბოლოოდ, ფილმი მთავრდება დასაწყისით. ანუ ხელახალი “hi”-თ, რაც ამ ორ ადამიანს შორის ახალი ურთიერთობის პირველი ეტაპია. ამაზე ჩემი ერთი საყვარელი სიმღერიდან ერთი ფრაზა მახსენდება: “do you believe in second chance?”. არ ვიცი. ეს საკითხი იმდენად ჩემეულია და ამავდროულად ისე შორს მინდა ამისგან ვიყო.

მარტინ ლუნდმა კი გადაწყვიტა წყვლისთვის მეორე შანსი მიეცა. იმედია, не зря.

Advertisements

2 thoughts on “თითქმის მამაკაცი/Almost Man

  1. ჩემნაირად, ვინც კუნდერას მიმდევარია, იცის, რომ ქალებს ნებისმიერი საკუთარი შეგრძნებიდან (ყველაზე “მარტივი”, პმს) შეუძლიათ სიამოვნების მიღება და ამაზე გაუთავებლად საუბარი. მამაკაცები კი ყველაფერს სექსში გამოხატავენ, თავიანთ გრძნობებს, ვნებებს და ა.შ. იმის თქმა მინდა, უპასუხისმგებლობაა საშინელება, თორემ დანარჩენი, თუ ნორმალური ადამიანია, აუხსნი, რომ ფეხმძიმეს სექსი არ გინდა და გაიგებს კიდეც. უბრალოდ, მამაკაცები ჩვენნაირი “ჭკვიანები” არ არიან და უთქმელად ვერ იგებენ.

    რამდენი ვწერე და მინდა გითხრა, არ დამაინტერესა ფილმმა, ანუ ნახვის სურვილი არ მაქვს, მხოლოდ პოსტი მომეწონა :დ

    • კი ნამდვილად.

      უი მართლა??? რატომ???:D

      მაინც მადლობა. :****

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s