ერთი…
შეიგრძენი!
ორი…
გაახილე თვალები!
სამი…
მოემზადე!
ოთხი…
დაიწყე!
ხუთი…
და იმოძრავე!
ყველაფერი ხომ ასე მარტივია! უსმინე მუსიკას. უკონტროლო მუსიკას. იმ მუსიკას, რომელიც შენში შემოდის და ძნელად გადის. ძნელად კი არა და, საერთოდ არ გადის. უსასრულოა.
რა შემიძლია ვთქვა?! ეს არის ნინო ქათამაძე და ჯგუფი “insight”… არ ვიცი, როდის შემიყვარდა. არ ვიცი კი არა და, ალბათ მაშინ, როდესაც პირველად მათი ერთობლივი პროექტი “ახ, ტურფავ, ტურფავ” მოვისმინე. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ნინოს მიმართ სიყვარული არ გამნელებია.
ეს არის თავისუფალი და შეუზღუდავი მუსიკის ასევე თავისუფალი გამოძახილი, რომელიც თავის ფილმში “ვიოცნებოთ ბუნებრიობაზე” დაგვანახა ჟენია გორინმა.
ეგეც მართალია ალბათ.
მეტი ვერანაირად ვერ მოვახერხე გადმოცემა.
მადლობა.
ერთადერთი ფილმია რომელზეც გული არ მწყდება რომ არ ვნახე :დ
და პოსტი რომ ბანძია, იმაზე რატომ დუმხარ? 😀
my epic fail
ბანძი არარის. უბრალოდ უნდა აყვე და შენაც ამ რითმში “იცეკვო”. მერე უფრო მიხვდებიან ❤