ახლა ვზივარ და ვფიქრობ ამ ფილმზე წერა როგორ დავიწყო. საკვირველი ის იქნებოდა, ადვილად რომ ვიწყებდე და შესაბამისად, ადვილად ვამთავრებდე.
გამარჯობა, მე ისევ ის ვარ, ფილმებს რომ მიკროსკოპით უყურებს. სულ რომ მეშინია, რამე მომენტი არ გამომეპაროს. და მუდმივად და ფარულად ვოცნებობ ყველა ერთხელ ნანახი ფილმის მეორეჯერ ან მესამეჯერაც ნახვას.
დავწერე რამდენიმე ფილმზე და კიდევ სხვებზეც დავწერ, მაგრამ ბარემ ახლა ვიტყვი, რომ მთელი Biaff-ის განმავლობაში ყველაზე მეტად Chicken with plums მომეწონა.
ამ ეტაპისთვის თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ კომედიური ჟანრის წიგნებზე გადაღებული აბსოლუტურად ყველა ფილმი ნახეთ და ყველანაირი მარაგი ამოწურეთ, მაგრამ “ქათამი ქლიავით” განსხვავებულია. ეს არის გრაფიკული ნოველა, რომელიც მოგვითხრობს ამბავს, რომელიც 50-იანი წლების თეირანში ვითარდება. მთავარი მოქმედი გმირი ვირტუოზი მევიოლინე ნასერ ალი არის, რომელსაც უთანხმობა აქვს ცოლთან, მოთმინება არ აქვს შვილებთან და კარგავს ცხოვრების სურვილს. ეს არის მოგონებებისა და საიდუმლოებების უცნაური და საოცნებო შერწყმა. მაგრამ ეს ყოველივე ერთიანდება, რათა გვიამბოს უნივერსალური ისტორია სასიცოცხლო ვნებების, ოჯახური პასუხისმგებლობებისა და გულისტკივილის შესახებ.
ფილმი გადაიღო მისმა ავტორმა, მარჯანე სატრაფიმ, ირანიდან პარიზში გადასულმა გრაფიკოსმა, ნოველისტმა და ბავშვთა წიგნების ავტორმა. სხვათაშორის, მარჯანე 2007 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული მის მიერ დაწერილი საბავშვო წიგნის “Persepolis”-ის ანიმაციური ეკრანიზაციისთვის.
ფილმი ვიზუალურად ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. თუნდაც მისი კოსტუმები. “მე ილუსტრაციების სამყაროდან ვარ და მიყვარს, როდესაც ხელით ვმუშაობ” – ამბობს სატრაფი. “როდესაც მე ვქმნი ფილმს, მე ყურადღებას ვაქცევ თითოეულ დეტალს. აგურის ფერიდან დაწყებული ქალის კაბით დამთავრებული. ფეხსაცმლის ზონარიც კი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ფილმი რა თქმა უნდა, ირანში არ უჩვენებიათ სახელმწიფოებრივი ცენზურის გამო, თუმცა ამ ფაქტს არ უმოქმედია რეჟისორზე. “ირანელები ყველანაირ ფილმებს ნახულობენ” ამბობს მარჯანე. “როდესაც ფილმი გამოდის ამერიკაში, 2 დღის შემდეგ ის გამოდის ირანში, ასე რომ, რა თქმა უნდა, ისინი ნახავენ ამ ფილმს. ”
გიორგი პალფისთან მქონდა დისკუსია ამ ფილმის შესახებ და დიდად არ მოიხიბლა. “ამელი”-ს ჰგავსო. კი, მართალია ვეთანხმები, მაგრამ მე ის მაინც ძალიან მომეწონა. ალბათ ბერნეტიც წააგავს ტირსენს. არ ვიცი, არ ვიცი.
დარწმუნებუი ვარ, ეს არის ზუსტად ჩემი სანახავი ფილმი 😀 მოვალ ხასიათზე და ჩავუჯდები.
ვფიქრობ, რომ მოგეწონება. უკვე დევს ქართულ საიტზე.
დღეს ვნახე ეს ფილმი და დავუარე პოსტებს თავიდან რომლებიც ეხებოდა.
ძალიან მომეწონა ❤ და გული მწყდება რომ დიდ ეკრანზე ვერ ვუყურე
აუ კი, მეც ძალიან მომეწონა.
დინამიური და სენტიმენტალური.
ეე, არადა უნდა გენახა.
სად წავიდა ჩემი კომენტარი?
რომელი???
მეჩვენება, თუ …
თუ რა???
საინტერესო მიმოხილვაა, ქეთ.
შენი ბათუმური ფოტოები ძალიან მომწონს 🙂
დიიიიიიდი მადლობა <3<3<3<3