ოქტომბერ-ნოემბერი და ცოტა დეკემბერი

როგორც ლორდ ვადერმა მითხრა ( სიტყვა “მითხრა” უკვე მრავალი მნიშვნელობის მატარებელია. თუ ადამიანმა კომენტარი დამიტოვა, ეგეც თქმაა უკვე) შემოქმედებითი კრიზისი გაქვსო. ნუ რეალურად რომ ვთქვა, ეგ კითხვა იყო, რაზეც ჩემგან დასტური მიიღო და ცხოვრება გავნაგრძეთ. აუ რა ძნელია ხოლმე იმასთან დაბრუნება, რასაც თავს ანებებ. და ეს თავის დანებება კიდევ ცალკე თემაა. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს რაღაც სასწაული დანაშაული ჩამიდენია ბლოგის მიტოვებით და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, უბრალოდ ხდება ხოლმე. ხანდახან. ნუ კარგი, ხშირად. კარგი ხო, როდის როგორ. ფაქტიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შემდეგ მე პოსტი არ დამიწერია და ესეც ერთგვარი ბლოგერული სიზარმაცე იყო. არ ვიცი, რა დამემართა. მოულოდნელად მოვეშვი, მოვდუნდი და სხვა რამეებზე ვორიენტირდი (ამ სიტყვას პირველად ვწერ და იმედია სწორ ვერსიას ვიყენებ). მათ, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ფესტივალზე მე მოვიგე ტურ-კომპანია „ვონდერლენდის“ პრიზი (250 ლარიანი ვაუჩერი – კომპანიის მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი რომელიმე ტური)  და  აჭარის ტურიზმის სააგენტოს  პრიზს – სააგენტოს მიერ აჭარაში დაგეგმილი 3 ერთდღიანი ტური. ეს ისე გამიხარდა, რომ მთელი დღე დადებილებული დავიარებოდი. პირველად მივიღე ბლოგერულ კონკურსში მონაწილეობა და ეგრევე რაღაც მოვიგე. ძალიან გამიხარდა. მინდა კიდევ ერთხელ ბიაფფ-ს დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრი რამისთვის.

12

ბათუმში ძალიან ვისიამოვნე, გავერთე და შესაბამისად მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შვებულების მეორე ნაწილიც ამ ქალაქში გამეტარებინა. მივხვდი, რომ აქ მოვახერხებდი დასვენებას, მოდუნებას და უბრალოდ უფიქრელობას ყველა იმ ყოფით პრობლემაზე, რაც ამდენი მაქვს ხოლმე თბილისში.

გადავალ იმ თემაზე, რაც ალბათ ყველაზე მეტაც კიტოს აინტერესებს 😀 დიახ, ეს ამბავი მოხდა სრულიად მოულოდნელად. არც კი ვიცი რანაირად. გუშინ ჩემი და ნიკას ურთიერთობის ერთი თვისთავია. ამაზე რომ მეფიქრება, მეცინება. ძალიან სასაცილოა ეს ყოველივე. მაგრამ დღეს ისე სერიოზულად შემომძახა, დღეს 1 თვეა, რაც ერთად ვართო, რომ უცებ დავიბენი. წესით ასეთი სენტიმენტალურ-უწიპუწური თარიღები ქალებს უფრო ახსოვთ ხოლმე და ცდილობენ ამით მამაკაცის ტვინზე ზემოქმედებას. პლუს, თვისთავს ქალიც კი არ იხსენებს ხოლმე, არათუ მამაკაცი. მოკლედ, დიდად მეზარება ამ თემაზე საუბარი. მეზარება რა, დებილობაა ამაზე ასე “მოდი დავჯდები და დავწერ” საუბრები. ეს ისეთი რამეა, რაზეც არ ფიქრობ. უბრალოდ გრძნობ და გიხარია. გიხარია ის, რომ გვერდით გყავს ძალიან კარგი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც შეგიძლია, რომ თვალებზე აკოცო და ყბებზე უკბინო. მე კი ზოგჯერ ჩემი ფორიაქის გამო ხან რაზე ვნერვიულობ, ხან რაზე. მერე ხან ვინ მესაუბრება გათხოვებაზე, ხან ვინ. მერე მე ამაზე ისევ ვიძაბები. მერე ნიკა მოდის და მამშვიდებს. ამ დამშვიდების შემდეგ კი ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში ჯდება.

არ გვახასიათებს უნიჭო რომანტიზმი. ორივეს გვზარავს ის ფაქტი, რომ შეიძლება გვქონდეს საერთო „უწი-პუწი“ სურათი, რომელზეც ფბ-ზე მივიღებთ 30 სულელურ და ყოვლად დეგენერატულ კომენტარს, როგორიცაა: „რა საყვარლები ხართ <3“. არ ვიყენებთ უაზროდ ბევრ ❤ სმაილს. ნუ მე თითმის არ ვიყენებ მის მიმართ. ალბათ იმიტომ, რომ სხვანაირი რომანტიზმია ჩვენ შორის. ჩვენი რომანტიზმი პოლიტიკის, ფეხბურთის, მუსიკის, ფილმების შესახებ საუბარშია სადღაც გაბნეული და ჩვენ მათ ვპოულობთ ხოლმე. დიახ, მწვავე პოლიტიკურ დისკუსიაშიც კი. და ეს ორივეს გვსიამოვნებს.

უცებ დგება მომენტი, როდესაც ვხდები, რომ ჩვენ უბრალოდ დროებით ვართ ერთად და ყველაფერი მალე დასრულდება. ამასაც მშვიდად ვუყურებ. ამასთან შეგუებაში უკვე ისეთი გამოცდილი ვარ, რომ ვფიქრობ, არ უნდა გამიჭირდეს. არ მინდა მასზე მიჯაჭვული ვიყო. არ მინდა, მას მიჩვეული ვიყო. მინდა ვაზროვნებდე და ვაანალიზებდე ყველაფერს საღად, რაც კი ჩვენს შორის ხდება და მომავალში მოხდება, სასიამოვნო თუ არასასიამოვნო. კი, 1 თვე ძალიან, ძალიან ცოტა დროა რაღაცეების გასაანალიზებლად, მაგრამ მაინც დროა. დგება მომენტები, როდესაც ვიცი, რომ მასთან უნდა ვიყო. ერთად კარგად ვართ და მომავალშიც კარგად ვიქნებით. ზოგჯერ ვფანტაზიორობთ და გადავდივართ არარეალურ სამყაროში, სადაც ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. მერე ისევ ძირს ვეშვებით, სადაც ორივემ ვიცით, რომ ჩვენ ერთად დროებით ვართ და მომავალი არ გვექნება. მერე კიდევ რაღაც და ამ „მერე“-ებისგან ტვინი მერევა ხოლმე. არ მინდა ძალიან ბევრ რამეზე ფიქრი, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ არ გამოდის. მის თითოეულ ნათქვამს მიკროსკოპის თვალით ვუყურებ და თავიდან იწყება ამ „მერე“-ების მთელი კასკადი, რომელთა შორისაა ჩემი გაბუტვები და მის მიერ ჩემი შემორიგებები. ძალიან ხშირად ვთავაზობ დაშორებას. ხშირად ვეუბნები, რომ იქნებ ცუდად ვართ ერთად და სჯობს ეს ურთიერთობა ბარემ ახლავე დავამთავროთ. გუშინ ერთმა ადამიანმა ისიც მითხრა, შენ მას ბევრად სჯობიხარ (იგულისხმა გარეგნული მხარე) და თან ის არ არის სერიოზული ადამიანი და იქნებ დრო არ დაკარგო მასთან ურთიერთობით, რადგან უკვე 25 წლის ხარო. ვერ ვიტან ამ მუდმივ აპელირებას მის გარეგნობასა და ჩემს ასაკზე, სადაც მე მუდმივად თავს ვიმართლებ, რომ გარეგნობა და ასაკი მეორეხარისხოვანია. მერე მე ნიკასთან მივდივარ, რაღაც დებილობებს ვეუბნები იმ მიზნით, რომ გული ვატკინო (თუმცა იგი ჩემზე ნაწყენი პრაქტიკულად არასოდესაა, რადგან კარგად მიცნობს. იცის, რომ თუ ის ცუდადაა, მე ორმაგად ცუდად ვარ), ისევ თავიდან ვეუბნები, რომ მოდი დავშორდეთ. შემდეგ თავს ვანებებ ინტერნეტს, ცუდ ხასიათზე ვდგები, ვწვები დასაძინებლად, ცოტას ვტირი, ჩემ თავს ვეუბნები – „ესეც გაივლის“ და უკვე რომელიღაც მომენტში (რომელიც, არ ვიცი, როდის და როგორ დგება), მე უკვე მძინავს. მერე დილით მხვდება შეტყობინება, რომ ძალიან მოვენატრე და დღეს აუცილებლად უნდა მნახოს. და ახალი დღე იწყება. რაღაცეები ისევ რომ მეორდება და რაღაც ახალია.

მერე ისევ თავიდან ვიცი, რომ ის ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მომწონს მისი შეხედულებები თითქმის ყველაფერთან მიმართებაში. ფაქტიურად, ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც არის ჩემიანი და ჩვენი ხასიათებისა და შეხედულებების სასწაული თანხვედრა ჩვენ ორივეს ძალიან გვაბედნიერებს. შემდეგ მის სახეს ვიხელთებ. თვალებს ვუწითლებ კოცნებისგან და ყბებს ვუწითლებ კბენებისგან.

ახლა ბათუმში ვართ. დავბოდიალობთ ერთი ადგილიდან მეორეში და ასე ილევა დღეები. განსაკუთრებით მინდა მასთან ბევრი საუბარი, რაც თბილისში უფრო მეტი იყო და აქ მათი დანაკლისი მაქვს. პრინციპში გუშინ „პრივეტსა“ და „ლიტ-კაფე“-ში პირველად ვისაუბრეთ გემრიელად. საუბრის თემა იყო ბათუმის ინტელიგენციის განხილვა. თან მისი ბათუმელობა ექსპერტად ხდის მას ამ საკითხში. აი ზუსტად ისე, როგორც გუშინ “ლიტ-კაფე”-ში თავი დავადე და რაღაცაზე ვსაუბრობდით.

ამ პოსტის წერაში 1 დეკემბრიდან 2-ში გადავედი. ჩემი ინსომნიური ღამეების გადამკიდე კიდევ კარგი შედეგია. მოკლედ, მე ახლა ავდგები და გავემართები ნიკას სანახავად. ძალიან მომენატრა და 5 წუთის წინ დამირეკა, სადმე ვისადილოთო.

ყველაფერი გავლადია, ვგონებ.

და იმედია ჩემი ნერვიულობები და პანიკები უპირველეს ყოვლისა. ყველაფერი მოხდება ან არაფერი მოხდება. No need for worries.

Advertisements

8 thoughts on “ოქტომბერ-ნოემბერი და ცოტა დეკემბერი

  1. გამიხარდა შენი ამბავი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფბ–ზე სტატუსი შეცვალე 🙂
    ჰოდა, ნუ დაუგდებ ყურს სხვის საქმეში, მით უმეტეს პირად ცხოვრებაში, ყოვლისმცოდნეებს

    ისე, რაც ვორდპრესზე გადმოხვედი, თითქოს ნაკლებ პოსტებს წერ. არ ვიცი, მე ასე მეჩვენება

    • ქეთ ❤
      ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ შენ.
      აუ კი, შენც შენიშნე ხო???

  2. ჰაჰააა ქეთო, გამიხარდა შენი ამბავი, ფბ-ს კომენტარებზე მაგრად ვიცინე, ზუსტად ეგრე ხდება ხოლმე 😀 ასჯერ შემოვდიოდი შენს ბლოგზე და ძლივს დამხვდა პოსტი, თანაც რა სასიამოვნო სიახლით. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით ;))))):*:*

  3. mixaria, is, rom gixaria!
    tumca, tevzebisgan es sijiute da chirveuloba mosalodnelic aris : ))
    ubralod unda ecado, rom guli ar atkino am yvelafrit. : ) tumca, sainteresoa aseti xasiatic, odnav.

    mec miweria msgavsi posti ramdenime postit ukan, kerdzod, 10 noembers : )))
    shemomiare :*

    • მადლობა სალ.
      აუ აი თევზები ყველაზე არანორმალური ზოდიაქო ვართ რა 😦
      ხო, მეც სულ მაგას ვცდილობ, რომ გული არ ვატკინო.
      უი შენს ბლოგზე აუცილებლად შემოვალ და წავიკითხავ.
      საერთოდ ბოლო მოვლენების გამო ძალიან ბევრი ბლოგი დამიგროვდა წასაკითხი. ნუ საპატიო მიზეზი კი მქონდა 😛

  4. THIS IS AWESOME AND EVEN MORE!!!! mshvenieria. Ketevan, axla vxvdebi, tu ratom giyvardi da tan mabrazebdi, rogorc chans marxistebisadmi gqonia midrekileba 😛 yvelaze mtavaria: enjoy and have fun and be HAPPY!!! Nikas postebit tu vismjelebt, zalian gonieri adamiani unda iyos da mokled, viva la vida, hasta la victoria siempre! :))))

    • ჩემი არანორმალური ადამიანი ხარ შენ 😀
      ძალიან მიყვარხარ. არ ვიცოდი, შენც თუ მარქსისტი იყავი 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s