გემრიელად მოკალათდით

დიახ!

გემრიელად მოკალათდით.

  • ტახტზე გემრიელად წამოწექით, “ადიალა” შემოიკეცეთ ფეხებქვეშ, ფეხებზე ლეპტოპი დაიდეთ.
  • როლინგსა და ჟაკეტზე ზემოდან გადაიცვით 5 ზომით დიდი სვიტერი განურჩევლად მისი მფლობელისა 😀
  • არ შეიმჩნიოთ ის ფაქტი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი მთელი დღეა სერიალებსა და ფილმებს უყურებს A-დან Z-მდე, თამაშებს თამაშობს, ვიღაც სოციალ-დემოკრატის სტატიებს კითხულობს. აა და ამ ყველაფერს ერთდროულად აკეთებს 😀
  • სამაგიეროდ შეიმჩნიეთ ყველა ის საუზმე, რომელიც ლოგინში მოგართვათ. ყველა ის სადილი და ვახშამი, რომელიც აგერ ამ ტახტთან მოგიტანათ. ისე, რომ თქვენ სამზარეულოს არც კი გაკარებიხართ.
  • შეიმჩნიეთ ის, რომ აგერ უკვე მეოცეჯერ მოგიმზადათ გემრიელი ჩაი.
  • შეიმჩნიეთ ის, რომ იგი ყოველთვის ჩაგიხუტებთ, როდესაც კატის კნავილით ეტყვით, რომ მუცელი გტკივათ და ტირილი გინდათ.
  • შეიმჩნიეთ ის, რომ ღამის რომელიღაც საათზე არ ეზარება წამალზე ჩასვლა.
  • შეიმჩიეთ ის, რომ როდესაც ფბ-ზე დაასტატუსებთ, რომ გცივათ, ის გამათბობელს ფეხებთან მოგიდგამთ და “ადიალას” კიდევ ერთხელ შემოგიკეცავთ.
  • არ შეიმჩნიოთ ის, რომ ფბ ჩეთი არის კომუნიკაციის საშუალება, როდესაც ზუსტად ცხვირწინ გიზით.
  • დალიეთ სექსუალური გემოს მატარებელი ჩაი. ან წრუპეთ ლიქიორი. ნუ უბრალოდ ახლა ლიქიორი отсутствует :/
  • ჩართეთ ოდესღაც დაშლილი და ახლა ისევ გაერთიანებული ჯგუფის ეს ახალი, ცინცხალი სიმღერა, რომელიც ამავე პოსტში დევს და
  • გაიმეორეთ:
    when I see your smile
    when I see you
    something starts to shine
    stimulates my mind

    კვირაღამემშვიდობისა.

Advertisements

23 thoughts on “გემრიელად მოკალათდით

  1. ჰოდა ესეეე.
    არა, ჯობია ესე დავტოვოთ. ესე უფრო საინტერესო ურთიერთობა გვაქვს, ფბ-ით ვაითუ გაგვიფუჭდეს. არა, რანაირად უნდა გაფუჭდეს, მაგრამ მაინც. თან ფბ-ს ძალიან ხშირად ვაუქმებ ხოლმე, მერე ისევ ვაღდგენ, ხან მეგობრებს ვშლი და ძალიან ახლოებს ვიტოვებ და ასე შემდეგ. მოკლედ, მაინც კარგი ვქენი რომ გითხარი. ახლა მეც დავრწმუნდი რომ არ უნდა ვიყოყმანო ზემოთხსენებულ ფაქტებზე. ჩემს პოსტებს რაც შეეხება, ვპასიურობ, არადა ბევრი საინტერესო თემა მაქვს, რაზე დაწერაც ღირს. იმედია, მალე ხშირად დავპოსტავ. ;))

    • მე ვინ მკითხავს, მარა ასე ჯობს ნამდვილად – არ გირჩევ ქეითთან ფბ-ში დამეგობრებას. 🙂
      საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები. 🙂

  2. დამავიწყდა, თქვენ ხო პროლეტარები ხართ და ლიქიორი კიდევ ბურჟუების სასმელია :დ

    ხოდა, ახალ პოსტში ველოდებოდი სურათს იმ ვიდეოს მაგივრად 😦

  3. კი ქეთ, მივხვდი, რადგან მეც მენატრები ხოლმე და ამ შემთხვევაში შენს ძველ პოსტებს ვკითხულობ. ხანდახან მომძალებია და მიფიქრია იქნებ კარგი იქნება გავიცნო პირადად მეთქი ან მინიმუმ ფეისბუქში მყავდეს, უფრო ახლოს მეყოლებოდი, მაგრამ რაღაცნაირად ის უცნაური ელფერი დაეკარგება ამ ყველაფერს რომ გნახო პირადად, რასაც ახლა ვგრძნობ შენს მიმართ. შინაგანად ხშირად გეკონტაქტები, ხანდახან ქუჩაში რომ დავბოდიალობ მაშინ მახსენდები , ხან სწავლის დროს, ხან მუშაობის დროს. თითქოს ისედაც ძალიან ახლობელი ხარ. აი, პირველად გაგიმხილე ის, რაზეც ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ ხოლმე. :p პ.ს. მე მიყვარს შენი ემოციები და არ მბეზრდება მათი მოსმენა. :*

    • ვაიმე!!!!
      რა საყვარელი ხარ.
      არადა რა უცნაურია, წარმოიდგინე, საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ამ დროს ჩვენს შორის ასეთი ჰარმონიული ურთიერთობაა უკვე ამდენი წელია. ამდენი წელია ერთმანეთის ცხოვრებაზე მუდმივად თუ არა, პერიოდულად მაინც ვგებულობთ ხოლმე ინფორმაციებს. რამდენჯერ მიფიქრია ფბ-ზე თქვენს დამატებაზე.. თათიას სურათები აქა-იქ შემხვედრია კიდევაც. შენი არა. მერე იმაზეც მიფიქრია, რომ არც ისეთი ახლობელია, რომ ფბ-ზე დავამატო-მეთქი. მერე დრო გავიდა და უკვე მყარად გადავწყვიტე, რომ არ დამემატებინე, რადგან იმდენად ახლობელი გახდი, რომ შენნაირი ერთგული მკითხველისთვის ბლოგზე უნდა ვწერო. მე იმდენად აქტიური ვარ ფბ-ზე, რომ ისედაც ერთგვარი გადაწონა მოხდა. მაგრამ მე რომ ვიცი, რომ მინიმუმ 3 ადამიანი (შენ, ვადერი და სოფი გოლდენი) იქ არ მყავხართ, სულ უფრო მინდება ხოლმე აქ წერა. თორემ იქაც რომ მყავდეთ, მაშინ ბლოგს მასე კატეგორიაში გავიყვანდი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ კარგია, რომ ასე ვართ. მეც ხშირად მიფიქრია, ნეტავ რა ხდება გერმანიაში, როგორ არის და რას შვრება-მეთქი. ხშირად შემოვდივარ ხოლმე თქვენს ბლოგზე და ველოდები ხოლმე შენს პოსტებს. მადლობა, რომ ასეთი ახლობელი ვარ. ❤

  4. ქეთევან, ესეთ ამპლუაში მე პირველად,, გხედავ” , თუ ამას დანახვა ჰქვია, ნუ ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ. დიდი ხანია შენი ერთგული მკითხველი ვარ და არ მახსოვხარ ესეთი. მე ძალიან მომწონხარ. უსასრულოდ კარგად ყოფნას გისურვებ ჩემო კარგო, ოღონდ ერთი პირობით, უნდა წერო შენი ემოციების შესახებ რომ სხვებსაც გადაედოთ შენი კარგად ყოფნა . ;)))))

    • ქეთო. მეთქი სად დაიკარგა.

      ახლა იმაზე ვფიქრობდი ნეტავ სადაა და რას შვრება-მეთქი.
      რა ვიცი. ყველაფერი იმდენად ბუნებრივი და არაბუნებრივია, რომ არც კი ვიცი როგორი რეაქცია უნდა მქონდეს. ძირითადად მეცინება ხოლმე. რაც მთავარია, გრამითაც არ ვარ შეცვლილი და ეს მახარებს.
      წერას რაც შეეხება, რაც ვპზე გადმოვედი, რატომღაც უფრო პასიური გავხდი და მინდა ეს პუნქტი გამოვასწორო. ტვინს არ შევჭამ ხოლმე ჩემი უსასრულო ემოციებით.
      ისე შენ მომენატრე. არ ვიცი მონატრების თვლა როგორ ხდება ვირტუალური სიტყვებით გამოხატვისას, მაგრამ ვფიქრობ შენც მიხვდი, რა ვიგულისხმე.

      • ქეთ :*
        მეც მომენატრე და აი, შემოვიხედე. გამიხარდა ახალი პოსტი. მიყვარს შენი ამბების კითხვა. ეგ პერიოდი მეც გავლილი მაქვს – ბლოგზე პასიურობის, ასე რომ მესმის.

  5. სწორად იქცევა კოლეგა – ჩაის მილიონჯერ მომზადება და ქალის გაჩუმება ღირს იმის ფასად, რომ თავი დაგანებოს და ითამაშო/სერიალებს უყურო სიმშვიდეში 🙂

    • და მაგ ჩაიში დიმედროლიც რომ ჩააგდოს, მილიონჯერ მომზადებაც არ მოუწევს 🙂

      • გადი აქედან 😀

        ახლა სოსისს მიხარშავს და კვერცხს მიწვავს ❤

    • აი ღირსი ხარ, რომ ანა ყოველწამს გივარდებოდეს მოთხოვნით: “მამა მშია და მაჭამე!” 😀

  6. და შენ მანდ რომელი ხარ – სამზარეულოში მოფუსფუსე და აქეთ-იქეთ სექსუალური ჩაით მორბენალი სოციალისტი თუ ადიალამოფარებული და დივანზემოგორავე ექსპლოატატორი?

    • აააააა ვადერ. ზე კომენტარი იყო, ბევრი ვიცინე 😀 😀 😀 😀
      მე ვარ ადიალამოფარებული და დივანზე მოგორავე ექსპლუატატორი.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s