შვებულების დასასრული

გუშინ პირველად გამიჩნდა სურვილი იმისა, რომ ვიდეო პოსტი ჩამეწერა. ნიკა წინ მეჯდა. ღამის რომელიღაც საათი იყო. აა 4-ის ნახევარი და ყურებში ყურსასმენებ-გარჭობილი ვცდილობდი გადამეფარა სერიალების ხმა. უკვე ერთმანეთში მერევა რა რომელ მომენტშია ჩართული და ყველა ერთი მგონია. მოკლედ ვიდეო პოსტზე უარი მივიღე. არაპირდაპირი უარი. ანუ როგორც მე ვეძახი, ლატენტური უარი. ნიკა დამცინის, რადგან “ლატენტური”-ს მნიშვნელობა არ იცი და არც გესმისო. მესმის, ოღონდ ჩემებურად. ისეთი უარი, როგორიც იყო წარბების შეჭმუხვნა და ფრაზა: “ვიდეო პოსტი? რად გინდა?” მე ჩემი გამყავს და “ოოო, მინდა ვა!”-თი უფრო მეტად ვიწყებ ვიდეო პოსტზე ფიქრს. მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ღამის ოთხ საათზე მართლა რა ჯანდაბა უნდა ვთქვა ვიდეოში, არ ვიცი. აა იმას გეტყვით, რომ ისევ ტახტზე ვარ წამოგორებული, “ადიალა”-შემოკეცილი, ჩაიც ბევრი დავლიე, ვადერის რჩევა ჩაიში დიმედროლის ჩაყრის შესახებ გათვალისწინებულ არ იქნა (слава Богу 😀 ). პერიოდულად ერთმანეთს ვუყურებთ და ვეჯღანებით. ისევ ფბ-ის ჩათით ვურთიერთობთ.

უი, კლავიატურაზე გამახსენდა, არაერთხელ უკითხავთ, პიანინოზე ხომ არ უკრავო. არა, არ ვუკრავ. ადრე, ბავშვობის რომელიღაც მონაკვეთში დავდიოდი და მომწონდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს მასწავლებელი საერთოდაც არ იყო თბილისელი და ჩვენი მეგრელი მეზობელი იყო, ჩემს მუზიკანტობას მომავალი არ ეწერა. რა კარგი იყო ისე, რამე პატარა ნაწარმოებს კარგად შევასრულებდი და რვეულში ხუთიანს რომ მიწერდა. და ხუთიანის მომდევნო დღეს აუცილებლად ორიანი იყო ხოლმე. ვთამამდებოდი და იმიტომ. ხოდა რატომ გავიხსენე ახლა ეს… აი ის გამახსენდა, პიანისტებმა რომ იციან ხოლმე ნაზად, ნატიფად და ჰაეროვნად ხელის აწევა კლავიატურიდან. მეც ეგრე მასწავლა და ხშირად კლავიატურაზე ისე ვპოსტავ, თითქოს პიანინოს კლავიატურაზე ოქტავებს არ ვასვენებდე.

ეს დღეები რაღაცნაირად ერთმანეთს მიყვა. მოფერების დღეები, კბენის დღეები (მე ვკბენ ნიკას ყბებზე და მერე დადის ჩაწითლებულ-ჩალურჯებული და თან ტკივილისგან იშმუშნება). ჯუჯღუნის დღეები, წუწუნის/სიცილის/ზრუნვის დღეები. შორიდან ვაკვირდები ამ ყველაფერს და მეცინება ხოლმე. ზოგჯერ ეს ყველაფერი მაშინებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად არ ვიცი, მაგრამ ისე მაინც იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩაი ისედაც მიყვარდა და ახლა ერთი-ორად შემიყვარდა. რაც მე ამ დღეებში ჩაი დავლიე, იმდენი ბარემ 1 თვის მანძილზე არ დამილევია. ნუ გამომდინარე იქიდან, რომ დიდ მარქსისტს ძალიან უყვარს ყავა და ბევრს სვამს, მე შემოთავაზებაზე ჩაის შესახებ უარს ვერ ვამბობ.

დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. გუშინდელი წვიმის შემდეგ მზემ გამოანათა, თუმცა საღამოს 6 საათზე ამდგარმა ეს ნაკლებად შევამჩნიე. კარგია შვებულება. ძალიან კარგია და ისე მეზარება პარასკევს სამსახურში წასვლა. თანაც მთელი 24 საათით. დღეს უკვე ხუთშაბათი თენდება და საათს რომ ვუყურებ, გული მწყდება. რა მალე გავიდა ეს დრო. ახლა ისევ ჩვეული კალაპოტი. სამსახური, სახლი, ძილი, საჭმელი. ახალი წელი ახლოვდება და უკვე ძალიან შევწუხდი საახალწლო რეკლამებით. კანონს გამოვცემდი, რომ ყველაფრის საახალწლო რეკლამა გავიდეს მაქსიმუმ 25 დეკემბრიდან. რა უბედურებაა 11 დეკემბერს უკვე დამდეგ შობა-ახალ წელს რომ გვილოცავენ. თან რატომღაც მგონია, რომ საახალწლოდ რეკლამების რაოდენობა მატულობს და აი ძირითადად მაგაზე მეშლება ხოლმე ნერვები.  არადა ტვ-ს არ ვუყურებ, მაგრამ myvideo.ge-ზე მაინც ხომ ვნახულობ რამეს და იქაც რომ ეს გაუთავებელი რეკლამებია.

დღითიდღე უფრო აღფრთოვანებული ვარ ჩემი ტელეფონით. მართლა სასწაულია. უჭკვიანესი. სულ ხელში მაქვს. (ეს თქვა ხუნტამ და მაგიდაზე დადებულ samsung galaxy s 3-ს სიყვარულით გახედა). ხო, მეტი პრინციპში არც არაფერი. ეს დღეები მინდოდა რამე დამეწერა და მგონი ეს პოსტები საკმარისია. მომაბეზრებელია ბოლობოლო ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ ტრიალი მუდმივად.

ეს მე.
ვიდეო-პოსტი არაო და სურათები გადავუღე საკუთარ თავს ტელეფონით. არადა როგორ ვერ ვიტან ასეთ სურათებს.

PicMonkey Collagea

ტუჩების დაპრუწვა-ღა მაკლია. თმებს არ ვიმჩნევთ, სველი მაქვს და ახლაც კი პირსახოცშეფუთული თავით ნელნელა ვემზადები დასაძინებლად.  ლამაზი ხარო, არავინ მითხრათ, მოგკლავთ 😀 უბრალოდ ხელები ვერ მოვასვენე. 😀 არადა ძალიან უძინარი და დაღლილი ვარ. ძილინებისა ხუნტასგან. შუა სურათში კატას ვგავარ. ნიკა ბარემ კატას მეძახის. ზოდიაქოდან და სახელის მსგავსებიდან გამომდინარე.

ეს სიმღერა თქვენ. კონცეპტუალური სიმღერები თავისით მპოულობენ.

დილის რვის 20 წუთია. სამსახურებში რომ წახვალთ, გახსენით ეს პოსტი, ყავა/ჩაი მიაყოლეთ (შაქარი გემოვნებით) და წაიკითხეთ.

Advertisements

3 thoughts on “შვებულების დასასრული

  1. სადაა გადაღებული ფოტო? ეს მე ვარო და აღწერილი ხარ როგორ გამოიყურები ფოტოზე. თავს მოტყუებულად ვგრძნობ, ესე არ შეიძლება ქეთევან . 😀 :))))))))):*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s