орёл и решка

რა სულელია ეს Google-ის თარგმნა. орёл и решка ჩავწერე (ინგლისურად როგორ არის, არ ვიცი) და Heads and Tails გამოვიდა. ასეა მართლა??? შემდეგ ისევ орёл и решка ჩავწერე და ქართულად თურმე თავები და Tails არის. ანუ ახლა უკვე ვიცი, რომ რუსულიდან ქართულში რამე სიტყვის მნიშვნელობა თუ მომინდა, ჯერ ინგლისურში გადაიყვანს და მერე ინგლისურიდან ქართულში. ახლა შემოვა დვორსკი და დამიწერს ინგლისურ ვერსიას. მაგან ხომ ყველაფერი იცის :love:
კარგი, გავატარეთ.

იდეაში სხვა რაღაცასაც დავაწერდი პოსტს, მაგრამ მეზარება. ყოველთვის ხომ არ იქნება სათაური შინაარსის ადეკვატური. ან მეც ხომ არ ვარ ვალდებული, ყოველთვის ადეკვატური ვიყო?! (მიყვარს ეს სიტყვა “ადეკვატური”, მაგრამ ვერ ვიტან შეცდომით “ადექვატურს” რომ წერენ.)

აი ზოგჯერ ხომ არის, კამათის, რეგვენიზმის და სიტუაციების მობეზრების დღეები რომ დგება? ნერვები რომ უმიზეზოდ გეშლება და ერთადერთი რაც გინდა, ესაა წუწუნი და “აუ აბა რა არის რა, უჰ”-ის ძახილი წარბშეკრული, პატარა ბავშვის გამომეტყველებით. ხო, აი ეგაა რა. ბევრი წერა მეზარება. უბრალოდ აი ეს გაუგებარი დღეები მღლის და არ მიყვარს. ერთფეროვანი და ზაზუნას დღეები. დავიღალე უბრალოდ. მერე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს დაღლაც არ არის შემთხვევითი და ღმერთი უბრალოდ მაკვირდება.

177962622745225691_OS8CQJej_c (1)

Advertisements

2 thoughts on “орёл и решка

  1. კი, შემოვა. კი, heads and tails არის.
    🙂
    Coin flipping as a game was known to the Romans as navia aut caput (“ship or head”), as some coins had a ship on one side and the head of the emperor on the other.

    In England, this game was referred to as cross and pile.

    Вариант этимологии: «„Орёл“ — изображение на лицевой части монеты двуглавого орла Российского герба, а „решка“ образовалась от „решётки“, или вензеля, — узорного переплетения царских инициалов.

    ჩვენთან ან საერთოდ არ იყო, ან კოჭის თამაშის ტერმინებია. ეგენი კი ვახო ელერდაშვილმა იცის 😉 🙂

    P.S. ვის შევჩივლო, არ ვიცი – დღეს დიდი პოსტი დავწერე, ოღონდ ვორდპრესის ახალი pop out ფანჯარა როა, იქიდან 😦 და Publish-ს რომ დავაჭირე, ვითომ გაუშვა მაგრამ სინამდვილეში დაიკარგა 😦 😦 😦

    • ჰაჰა 😀 😀 😀
      აი ვიცოდი, რომ შემოხვიდოდი.
      თან რა კარგად აუხსნია ❤

      პ.ს. აუ რა ცუდია.
      ისე ეგ pop out ფანჯარა მეც მაინტერესებდა და ვაპირებდი პოსტის დაწერას. მაგრამ რაღაც არ მომეწონა (რომელიღაც პატარა დეტალი) და ისევ მამა-პაპურად გავხსენი ახალი ფანჯარა.
      დიდი პოსტი იყო?

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s