ახალი

დღეს ორი იანვარია, ბედობა და მე სამსახურში გაშტერებულად ყოფნა დამებედა. პრინციპში ის მაინც მიხარია, რომ სამსახური დამებედა. ამინდია თბილი. როგორც ჩემი ტელეფონი იტყობინება (და ჩემს ტელეფონს უფრო დაეჯერება, ვიდრე ნებისმიერ ქართულ ტელეარხს) ხოხბის ქალაქში 9 გრადუსი ცელსიუსია და საკმაოდ მზიანი დარია.

ორი დღეა, ახალი წელია. ჯერ თითქოს დაჰიპნოზებული ვარ. არანაირად არ ვიყავი მზად ამ დღესასწაულისა და მხიარულებისთვის. არც ნაძვის ხე მომირთავს 1 კვირით ადრე. არ გადახვიდეთ სხვა ლინკზე და ამ პოსტში თქვენ გაიგებთ:

1) როგორ უნდა შეინარჩუნოთ კარგი განწყობა მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერს შეყვარებულს სტატუსი ეცვლება და ხდება “ყოფილი შეყვარებული”
2) რას ვაკეთებდი 31-დან 2-მდე (ანუ დღევანდელ დილამდე, სამსახურში წამოსვლამდე)
3) როგორ შევხვდი ახალ წელს.
4) და ორი დიდი მოლოდინი, რომელიც იმედი მაქვს, ამისრულდება.

1) ხო, შეყვარებულს დავშორდი და როგორც ადრე სხვებს ვეუბნებოდი, ახლა ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე: welcome to the club (of lonely souls/hearts etc)! მე ეჭვი მაქვს, რომ ბოლო წლებია რეკორდებს ვამყარებ მოკლევადიან ურთიერთობების ქონაში. 2 თვიანი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ ასე აჯობებდა. დაშორებაც ჩემი ინიციატივით მოხდა.  ამას ვხვდებოდი უკვე დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ მაინც მინდოდა მეცადა ურთიერთობა, საკუთარი თავი გამომეცადა, ყველაფერს დავკვირვებოდი, მაგრამ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვნანობ. და ვიცი, რომ მომავალშიც არ ვინანებ. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. დავშორდით იმაზე უფრო ლამაზად, ვიდრე ოდესმე ვინმეს დავშორებივარ. პრინციპში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის (ნუ ყველაფერში არა რა თქმა უნდა. ყველაფერში რომ გაგვეგო, არც დავშორდებოდით) და ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები ვართ. მე ზუსტად ვიცი, რომ ნიკას ჩემი ცუდი ეწყინება და კარგი – გაუხარდება (აი ამ ფრაზას ორგანულად ვერ ვიტან, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვხატე). დაშორების შემდეგ მაქო და მადიდა: “შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. ზედმეტად კარგიც, რითიც სხვები ბოროტად სარგებლობენ კიდევაც. თავს მიხედე, აბა შენ იცი” და ა.შ. მე დაშორება აქამდეც მინდოდა, მაგრამ ნუ ჰა და ჰა. მოკლედ, კარგია. თავს თითქოს მსუბუქად ვგრძნობ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან ყოფნისას მძიმედ ვგრძნობდი. ერთ-ერთი ყველაზე გამგები ადამიანია, მზრუნველი, კეთილი, მაგრამ ნუ მოკლედ. ზოგჯერ მინდება ხოლმე, რომ ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანია. ცუდად არ ვარ, არ მიტირია. მეც გამიკვირდა და უცებ ის გამახსენდა კამერონ დიაზის პერსონაჟი ედუარდ ბერნსის პერსონაჟს რომ შორდება და ვერ ტირის. ღმერთს რომ ევედრება, ერთი კურცხალი ცრემლი მაინც გამომიგზავნეო :)))

holiday-cameron-ketsegbeesve

2) ყველაფერი მოგვარებულია. საელჩოშიც ვიყავი. მოკლედ ერთი ის მინდა, რომ ვიზა ჩამირტყან. და წავალ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ქვეყანაში – ინლისში. ლონდონში და იორკში. იორკის უნივერსიტეტის მოწვევა მაქვს და თუ ვიზა მომცა ბრიტანეთის საელჩომ, მაშინ იორკის უნივერსიტეტში სემინარს გავივლი. :finger crossed:

3) რაღაც იმედი გამიჩნდა, რომ ახალ სამსახურს ვიპოვნი. არა, ძველს თავს არ ვანებებ რა თქმა უნდა. უბრალოდ ერთ ჩემთვის სასურველ ვაკანსიაზე სვ გავაგზავნე. ვნახოთ რა გამოვა.

4) ახალ წელს აბსოლუტურად მარტო შევხვდი. ნაძვის ხეც 1-ში ღამის 5 საათზე ავაწყვე და მოვრთე. პერიოდულად ჯღავილი მივარდებოდა იმის გამო, რომ ბავშვობის დროინდელი ხალისიანი ახალი წლები არასოდეს მექნება აწი. აი მაშინდელი, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ვიყავით. საჩუქრებითა და ხალისით. სტუმრებითა და ტელეფონის გაუჩერებელი წკრიალით. წელს დედაჩემის ორმა თანამშრომელმა მომილოცა და მეტი არაფერი. ტელეფონიც ჩუმად იყო, საჩუქრებიც არ მიმიღია და ხალისიც არ ყოფილა.

მაგრამ მაინც რაც არ უნდა იყოს, მე მაინც ვიღიმი.

და საერთოდ, ეს 2013 წელი მინდა, რომ ცვლილებების წელი იყოს. მომბეზრდა სტაგნაცია და ერთი ადგილის ტკეპნა. ვნახოთ როგორი იქნება გველის წელიწადი კატისთვის.

აუ ისე ხილის აბაზანებს მოვუხშირე. მგონი ნერვებს ამშვიდებს. არა Cam???

cd

Advertisements

11 thoughts on “ახალი

  1. წელი მაინც არ მიდის ხოლმე ისე, როგორც ბედობის დღეა , ასე რომ წარმატებები წელს : ))

  2. ყველა შემთხვევაში კამერონზე ლამაზი ხარ და ახალგაზრდა :* ყველა ურთიერთობას მოაქვს რაღაც ცოდნა, თან კარგია, ნიკა რომ კარგი ადამიანია. ლოლ ისე კი გაუშვია ტიპური “კაცური” შექებები, ზედმეტად კარგი და რამე.

    There’s so many fish in the sea… especially England is an island in the sea obviously 😉 😀

    :*

    • კამერონზე ახალგაზრდა კი ვარ, მაგრამ ლამაზის რა მოგახსენო 😀
      ნიკა ძალიან კარგი ადამიანია მართლა.
      I am so tired of all that trash.

  3. მიუხედავად ყველაფრისა წლის მშვენიერი დასაწყისია 😉 წარმატებები :*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s