London, England

რაღაცნაირად გულში მაქვს ჩარჩენილი ეს ქვეყანა და როგორც ვინი პუხს არ მიეცა თაფლი, ვერც ღრუბლად გაასაღა თავი და ვერც დათვობით მიაღწია საწადელს, მაგრამ მაინც სკის ირგვლივ ტრიალებს, აი ის შეგრძნება მაქვს მე.

***

პირველ რიგში გეტყვით, ეს ერთ–ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც შეგიძლიათ მოინახულოთ და თუმც საკმაოდ ძვირია, დახარჯული ფული ღირს ამად. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ეს ქვეყანა.

1. წინასწარ კარგად დაგეგმეთ ყველაფერი. ეს ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ ბევრი დრო მოიგოთ და კარგად გაანაწილოთ. ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაციაა განსაკუთრებით ბრიტანეთის შესახებ, ფასებით, ადგილმდებარეობით, რჩევებით, დროით.

1

2. ქალაქში მოძრაობისთვის ორიენტაცია აიღეთ აუცილებლად მოსანახულებელი ობიექტების ახლოს მდებარე მეტროსადგურებზე, ასე უფრო ადვილია ქალაქში გზის გაკვლევა. თვითონ ნახეთ გუგლის რუკაზე მოსანახულებელი ობიექტები და მარშრუტი. აუცილებლად ჩაიწერეთ ამ სადგურების დასახელებები. ნუ გექნებათ იმედი, რომ ვინმე ქუჩაში გამვლელი მიგასწავლით, როგორ მიხვიდეთ სასურველ ადგილას. მთელი ჩემი ლონდონში ყოფნის პერიოდში მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. არა იმიტომ, რომ ეზარებათ, არა, ძალიან ზრდილობიანი ხალხია და შეეცდებიან ყველანაირად დაგეხმარონ, მაგრამ უბრალოდ არ იციან (თან ლონდონის ქუჩაში ლონდონელის ნახვა საკმაოდ ძნელია). ამოიღებენ მობილურს და ნავიგაციის მეშვეობით რაღაცას მიგასწავლიან, რაც დიდად არ გამოგადგებათ.
ვინც არ იცის google maps-ს აქვს ფუნქცია (get direction), რომელიც გიჩვენებთ რამდენია დაშორება ორ ობიექტს შორის და რა დროში მიხვალთ იქამდე ფეხით, მანქანით, ან ავტობუსით და უახლოეს მისასვლელ მარშრუტსაც გიჩვენებთ.

2

3. ვალუტა (ფუნტი სტერლინგი) უმჯობესია აქ იყიდოთ. ასე უფრო მოგებული დარჩებით. თუმცა გადამცვლელი პუნქტები ლონდონში ბევრია, აეროპორტებშიც და სადგურებშიც არის.

3

4. არ გირჩევთ საქართველოში მობილური ტელეფონის საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენას, როგორებიცაა go sim, global sim და ა.შ. მე ამ ბარათებმა ნევროზი დამმართეს. რთულად ირეკება და SMS-იც რთულად იგზავნება. სჯობს ბრიტანეთში იყიდოთ რომელიმე ადგილობრივი ოპერატორის ნომერი. თითქმის ყველა სასურსათო მაღაზიაში იყიდება ნომრები. მე Lebara ვიყიდე. როგორც გამყიდველმა მითხრა, ეს ყველაზე იაფიაო. სულ 7 ფუნტი დაჯდა. 2 ფუნტი ბარათის ღირებულება და 5 ფუნტი მინიმალური სასაუბრო დროის საფასური.

4

5. რამდენად კარგი ადგილია თქვენს მიერ შერჩეული სასტუმრო, ამას მიხვდებით იმის მიხედვით თუ მეტროს რომელ სადგურთანაა ახლოსაა ის და რომელ ზონაშია ეს სადგური. პირველ ზონაში ცხოვრება ნიშნავს, რომ თქვენ ლონდონის შუაგულში იცხოვრებთ და ბევრ ღირსშესანიშნაობასთან მისვლა ფეხითაც შეგეძლებათ.

5

6. ამ საიტზე ნახავთ მეტროს რუკას, რომელზეც ნაჩვენებია თუ რომელი მეტროსადგური რომელ ზონაშია.

6

7. არასდროს მიხვიდეთ სასტუმროში დაჯავშნის გარეშე, თუნდაც იცოდეთ, რომ იქ თავისუფალი ადგილები აქვთ. უმჯობესია ნახევარი საათით ადრე მაინც დაჯავშნოთ ინტერნეტით და ისე მიხვიდეთ. ასე გაცილებით უფრო იაფი დაგიჯდებათ. უმეტესობა booking.com-ზე ჯავშნის. ოღონდ ფრთხილად იყავით შეცდომით 2 ადგილიანის მაგივრად 1 ადგილიანი ნომერი არ დაჯავშნოთ ჩემსავით. Double room ნიშნავს ოროთახიან ნომერს და არა ორადგილიანს, არ შეგეშალოთ. მე გირჩევთ პატარა სასტუმროებს, რომლებიც ხშირად ტიპური, ძველებური, ინგლისური სტილი აქვთ და უფრო საინტერესო და მყუდროა, ვიდრე თანამედროვე სასტუმროები.

7

8. ეცადეთ პირდაპირი რეისით გაფრინდეთ ლონდონში, მიუხედავად იმისა, რომ გადაჯდომით რეისები ხშირად უფრო იაფი ჯდება. ასეთ რეგულარულ რეისებს British Airways აკეთებს და 5 საათამდე ანდომებს.

8

9. British Airways Heathrow Airport-ში ჩადის, რომელიც ახლოსაა ცენტრთან, მეორე ალტერნატივის გაკვიკისგან განსხვავებით. ამასთან Heathrow Airport მეტროთი დაკაშირებულია ქალაქთან, რაც უფრო მოსახერხებელია და იაფია.
10. თვითმფრინავში ბორტგამცილებლები შემოგთავაზებენ ე.წ. landing card-ს. აუცილებლად გამოართვით იგი და შეავსეთ. მერე მაინც მოგიწევთ მისი შევსება სასაზღვრო კონტროლის გავლისას და დროის დაკარგვასთან ერთად უხერხულობას შეგიქმნით.

9

11. სასაზღვრო კონტროლის გავლისას შესაძლებელია მოგიწიოთ ისეთ სულელურ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა ჩამოსვლის მიზანი, გაჩერების ადგილი, გყავთ თუ არა ნაცნობი ბრიტანეთში და ა.შ.

10

12. Heathrow Airport-დან გამოუსვლელად პირდაპირ ჩადიხართ მეტროსადგურში, ისევე როგორც ლონდონის ნებისმიერი რკინიგზის სადგურიდან.

11

13. იცოდეთ, რომ მთელ ლონდონში ყველა ფეხის ნაბიჯზე არის სვეტები რუკებით, სადაც გამოსახულია ირგვლივ 20 წუთის ფეხით სავალ მანძილზე არსებული ქუჩები და ადგილები. ეს ძალიან დაგეხმარებათ.

12

14. ლონდონი მთლიანად დაქსელილია მეტროს ხაზებით და სადგურებით, ამიტომ მისი საშუალებით ლონდონის ყველა ადგილს ადგილს ადვილად მიუწვდებით.

13

15. ლონდონის მეტრო დაყოფილია 6 ზონად, რაც უფრო მეტ ზონებში აპირებთ მოგზაურობას, მით მეტი ეღირება მგზავრობა.

14

15

16. მეტროს ბევრნაირი ბარათი არსებობს, რაც დამაბნეველია. მარტივად და პირდაპირ გეტყვით: ჩაფრენის დღეს იყიდეთ ერთდღიანი სამოგზაურო ბარათი (one day travel card). მეორე დღეს კი, თუ თქვენ აპირებთ 3 დღეზე მეტ ხანს გაჩერებას, ერთკვირიანი სამოგზაურო ბარათი (one week travel card) იყიდეთ. ხოლო თუ სამ დღემდე რჩებით ლონდონში ყოველდღიურად იყიდეთ ერთდღიანი სამოგზაურო ბარათი (one day travel card). ასე უფრო იაფი დაჯდება. გამყიდველი შეგეკითხებათ რომელი ზონებისთვისო? თუ თქვენ პირველ ან მეორე ზონის ფარგლებში იცხოვრებთ, არ მოგიწევთ 1–2 ზონის გარეთ გასვლა, რადგან ყველა ღირსშესანიშნაობა პირველ ზონაშია. ამიტომ მარტივია უპასუხოთ „ცენტრისთვის“ (for center) და მოგცემენ ერთდღიან საშვს 1–ლი და მე–2 ზონისთვის. თუ თქვენ ცუდად ფლობთ ინგლისურს, უთხარით გამყიდველს სრულად – one day travel card for center და კითხვებს აღარ დაგისვამთ, რამაც შესაძლებელია დაგაბნიოთ. გაითვალისწინეთ ეს არ ეხება აეროპორტის მეტროს, რადგან იქ თქვენ უკვე იმყოფებით მე–6 ზონაში და შესაბამისად ყველა ზონაში მგზავრობის შესყიდვა მოგიწევთ საკმაოდ ძვირად – 18 ფუნტად თუ სწორად მახსოვს.

16

17. თქვენ მოგცემენ ქაღალდის ბარათს, რომელსაც მეტროს გასასვლელ აპარატში გასვლისას შედებთ ჭრილში, ის შეისრუტავს მას და მეორე მხარეს გამოიტანს. არ დაკარგოთ იგი. მგზავრობის მერე უკან გამოსვლისას ისევ იგივე პროცედურა უნდა გაიმეოროთ.

17

18. ზოგ მეტროში ესკალატორები არ არის და ქვევით ჩასვლა ლიფტით მოგიწევთ.

18

19. ეს ნაყიდი ბილეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქალაქის ავტობუსშიც. ასვლისას აჩვენეთ მძღოლს ბილეთზე გამოსახული თარიღი.

19

20. ერთჯერადი მგზავრობის ბილეთი ლონდონში წინასწარ უნდა იყიდოთ ავტობუსში ასვლამდე ავტობუსის გაჩერებაზე არსებულ ავტომატებში. სხვა ქალაქებში კი მძღოლთანაც შეგიძლიათ, თუმცა გაითვალისწინეთ ის ხურდას არ აბრუნებს და ზუსტი ფული უნდა გქონდეთ. თუ ხურდა არ გაქვთ ბევრ ავტობუსის გაჩერებებთან არის დასახურდავებელი აპარატები, ან მაგალითად ჩემს სასტუმროში მიხურდავებდნენ მისაღებში.

20

21. საერთოდ მეტროსადგურებში, რკინიგზის სადგურებთან ავტობუსის გაჩერებაზე ყოველთვის დგანან ყვითელ ფერებში ჩაცმული ადამიანები, რომელთა მოვალეობაც არის დაგაკვალიანონ რომელი ავტობუსით იმგზავროთ ან რომელ ხაზზე დაჯდეთ. უმჯობესია ხელში ლონდონის რუკა გეჭიროთ ან მეტროს ან ავტობუსის მარშრუტების რუკა, ასე უფრო მარტივად აგიხსნით ეს ადამიანი.

21

22. ყველა მეტროსადგურში მეტროს რუკა უფასოდ რიგდება. კარგად გაიხედ–გამოიხედეთ და დაინახავთ.

22

23. პირველი რაც უნდა გააკეთოთ, იყიდეთ ლონდონის რუკა ტურისტებისათვის. ის ყველა პროდუქტის მაღაზიაში იყიდება (ან ზოგიერთ სასტუმროში უფასოდ რიგდება). ძალიან გამოგადგებათ.

23

24. ლონდონში ველოსიპედების გაქირავების ავტომატები ბევრ ადგილასაა. ჩვეულებრივი საბანკო ბარათით შეგიძლიათ მოხსნათ და ისეირნოთ. ნახევარი საათი უფასოა, ამიტომ შეგიძლიათ ნახევარ საათი ერთ ადგილზე აღებული ველოსიპედი სხვა ადგილას ჩააბაროთ და ახალი აიღოთ. ასე მთელი დღის განმავლობაში ველოსიპედით უფასოდ ისეირნებთ.

24

25. ჭამა იაფი არ არის ლონდონში, მაგრამ უსაშველო არაფერი. რესტორანში ტრადიციული ლონდონური fish & Chips-ის ჭამა ლუდთან ერთად 10 ფუნტიდან 15 ფუნტამდე დაგიჯდებათ. შეგიძლიათ ქუჩაში იყიდოთ ჰამბურგერები, რომლებსაც მართლა კარგად აკეთებენ და კარგად დაგანაყრებთ. უამრავ არჩევანს შემოგთავაზებენ და გეკითხებიან, რომელი პურით, შემადგენლობით თუ საწებელით გსურთ. სადღაც 3–5 ფუნტი ღირს ეს სიამოვნება თავისი უალკოჰოლო სასმელით. შესაძლებელია გამყიდველმა გკითხოთ do you want it with fries (ფრაის) არ დაიბნეთ, გთავაზობენ კარტოფილის ჩიფსებთან ერთად ხომ არ გინდათო. ხშირად უფასოდ ამატებენ, ამიტომ აიღეთ.

25

26. თუკი შეგხვდათ კაფე–მაღაზია აღმოსავლური (აი ვიწროთვალებიანებით, მე ვერ ვანსხვავებ ჩინელები–კორეელები თუ იაპონელები არიან) მზა კერძებით, აუცილებლად შეიარეთ, საკმაოდ იაფად უგემრიელეს და მრავალფეროვან რაღაცეებს იყიდით, სუშით და სალათებით დაწყებული, წვნიანებით დამთავრებული.

26

27. დენის „როზეტკა“ ბრიტანეტში განსხვავებულია, რომელშიც სამი ბრტყელი კბილის მქონე შემაერთებელი (“ვილკა”) მიდის. ალბათ იცით, ასეთები ჩვენთანაც გვხვდება ხოლმე. ამიტომ თქვენს ლეპტოპს ან მობილურს ვერ დატენით, თუ გადამყვანი არ იყიდეთ. ასეთი გადამყვანი იქ თითქმის ყველა პროდუქტის მაღაზიაში იყიდება და საშუალოდ 5 ფუნტი ღირს, ამიტომ ჯობია აქ იყიდოთ და ფულს დაზოგავთ.

35

28. არ გირჩევთ ლონდონში ტაქსით სარგებლობას. ჯერ ერთი – ეს ძალიან ძვირია, მეორეც, დღეს თითქმის აღარ დადიან ის ცნობილი შავი ლონდონური ქებები, არამედ მათი შემცირებული ვარიანტი მინი ქები გხვდებათ ძირითადად და ვერაფერს განსაკუთრებულს შიგ ვერ ნახავთ.

28

29. ნუ შეგეშინდებათ ლონდონის წვიმის. იქ თბილისივით ან მითუმეტეს ბათუმივით უსაშველოდ და გადაუღებლად არ წვიმს. ყოველ 5 წუთში ხან გამოიდარებს, ხან წვიმს. შეეყუდეთ სადმე წვიმისას და როგორც კი გამოიდარებს, განაგრძეთ სიარული. გამოგადგებათ ქოლგა. წაიღეთ, თუკი არ გინდა ფული დახარჯოთ ლონდონში მის ყიდვაზე. თუ არ გაქვთ არც ესაა პრობლემა, ჩინური მაღაზია და 4 ფუნტი საკმარისია ქოლგის საყიდლად.

27

30. ბრიტანეთის ბანკომატები იღებენ ქართული ბანკების ყველა სახის საბანკო ბარათს, ელექტრონს, კლასიკს, ამერიკან ექსპრესს, ყველას. ასევე შესაძლებელია ამ ბარათებით ონლაინ გადახდები, მაგრამ რატომღაც თბილისიდან მატარებლის ბილეთის დაჯავშნა მხოლოდ ამერიკან ექსპრესით შევძელი. თუმცა რამდენადაც ვიცი, ეს შეზღუდვა მხოლოდ მატარებლის ბილეთების შესყიდვისას მოქმედებს.

36

31. თუ თქვენ ჩაფრინდით ლონდონში სასტუმროში დასაშვებ რეგისტრაციის დროზე (Check in) ადრე, ან მივფრინავთ ლონდონიდან გაცილებით გვიან ვიდრე უფლება გაქვთ დარჩეთ სასტუმროში (Check out) იცოდეთ, რომ თითქმის ყველა სასტუმროს აქვს ბარგის შენახვის უფასო მომსახურება.

37

32. სასტუმროს უმეტესობა ითვალისწინებს საფასურში საუზმეს და გთავაზობთ ან ინგლისურ ან continental breakfast-ს. კონტინენტალური ნიშნავს სიმინდის ბურბუშელას (“ხლოპიებს”) რძით და ჩაით, ხოლო ინგლისური უფრო მსუყე საჭმელს: ჩაისთან ერთად შემწვარ კვერცხს, სოსისს ან ბეკონს. ამიტომ თუკი continental breakfast გაქვთ ნუ წაეპოტინებით სოსისს ან ბეკონს, ის იმათთვისაა, ვისი ნომრის ფასიც ასეთ საუზმეს ითვალისწინებს.

38

33. ტუალეტები ლონდონში მთლად თბილისივით სანთლით საძებარი არ არის, მაგრამ არც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. არის მწვანე ფერის ავტომატი ტუალეტები ქუჩებში, სადაც 20 პენსს ჩააგდებ და იღება. რკინიგზის სადგურებში მეტი ღირს 30 პენსამდე, თუ ზუსტი ხურდა არ გაქვთ გადასახურდავებელი ავტომატები იქვეა, ან მეტსაც იღებს ჩააგდებთ 40 ან 50 პენს და გაგატარებთ, ოღონდ ხურდას არ დააბრუნებს. ჯობია ცოტა მეტი გადაიხადო ვიდრე ჩაიფსა 😀

39

34. გირჩევთ, უპირველეს ყოვლისა, დაჯდეთ ქალაქის დათვალიერების ავტობუსებზე. ასეთი ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტზე დადიან. ყველაზე პოპულარული კი წითელი ავტობუსებია, რომელსაც sightseeing (ღირსშესანიშნაობის დათვალიერება) აწერია. ეს ავტობუსები გათვალიერებინებენ ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობებს და გიყვებიან მათზე სხვადასხვა ენაზე. ვინც ინგლისური არ იცის, შეუძლია რუსული ენა აირჩიოს ყურსასმენებში. თქვენ იღებთ ბილეთს და ეს ბილეთი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. ეს ავტობუსები აჩერებენ რამდენიმე ადგილას. თქვენ შეგიძლიათ ერთ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ იმ ობიექტთან, რომელიც გაინტერესებთ, დაათვალიეროთ ის და იგივე ბილეთით ჩაჯდეთ მეორე ავტობუსში იგივე გაჩერებაზე. ინფორმაცია ამ ავტობუსებზე ამ ბმულზეა

40

35. მიწისქვეშა გადასასვლელები (რომელსაც subway აწერია და არ შეგეშალოთ მეტროში – underground) ლონდონში ძალიან ცოტაა, ხალხი ძირითადად შუქნიშანზე გადადის. ყველა შუქნიშანს ღილაკი აქვს, რომელსაც უნდა დააჭირო, რომ მწვანე შუქი მალე აინთოს. ისე თვითონაც გადადიან წითელზე, როგორც ჩანს, პოლიციაც არ იწუხებს მაინდამაინც თავს დაჯარიმებით. მე მაინც მწვანეზე გადასვლას გირჩევთ.

41

36. ძალიან ფრთხილად გადადით ქუჩაზე, რადგან ჩვენ დაჩვეულნი ვართ, რომ მანქანა მარცხნიდან გვიახლოვდება და ქვეცნობიერად იმ მიმართულებით ვიყურებით. იქ კი მანქანა მარჯვნიდან გვიახლოვდება და ამის გამო მანქანამ რამდენჯერმე კინაღამ გამიტანა.

42

37. ლონდონში შოპინგის არ შეგეშინდეთ. ფასები, თუკი ძალიან ძვირი ბრენდების მაღაზიებში არ შეხვალთ, თბილისზე ძვირი არაა. მაგალითად: თბილისში ზარას მაღაზიაში ნაყიდი მაისური, ლონდონში უფრო იაფად აღმოვაჩინე. ძირითადი სავაჭრო ადგილია ოქსფორდის ქუჩა, სადაც შედარებით იაფი მაღაზიებია განლაგებული.

44

38. მოინახულეთ ცნობილი სავაჭრო ცენტრი Harrods, თუ თქვენ ძალიან მდიდარი არ ხართ, იქ ვერაფერს იყიდით. უბრალოდ დაათვალიერებთ ძალიან ძველ და საინტერესო სავაჭრო ცენტრს.

29

39. ძალიან კარგი ბრენდია Superdry საკუთარი ბრენდ მაღაზიებით. იაფი არ არის, მაგრამ ძალიან ხარისხიანი საქონელი აქვთ. ის ბრიტანულ–იაპონური თანამედროვე ტანსაცმლის ბრენდია და პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დევიდ ბექჰემმა იქ ჩაცმა დაიწყო.

45

40. გაითვალისწინეთ, რომ მადამ ტიუსოს მუზეუმში დიდი რიგებია და თავიდან აიცილებთ მას, თუკი წინასწარ ონლაინ შეუკვეთავთ ბილეთს ამ საიტზე და უფრო იაფიც დაგიჯდებათ.

46

41. აუცილებლად დაგეგმეთ ერთი–ორი დღე ოქსფორდისთვისაც, რომელიც საკმაოდ ახლოსაა ლონდონიდან – 60 მილში და საათნახევარი მგზავრობა სჭირდება. ავტობუსები ოქსფორდისკენ ყოველ 15 წუთში გადის თითქმის მთელი დღე–ღამის განმავლობაში და ბოლო გაჩერება პირდაპირ ცენტრში აქვს. ამ საიტზე ნახავთ ავტობუსების გასვლის ადგილებს და დროს.

47

42. ავტობუსზე აუცილებლად იყიდეთ ორივე მიმართულების (იქით–აქეთ return ticket) ბილეთი, ასე გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე თუკი ცალმხრივი მიმართულების ბილეთს (one way ticket) იყიდით წასვლისას ცალკე და მობრუნებისას ცალკე. ანუ მძღოლს უთხარით return ticket for the same day (თუ იმავე დღეს ბრუნდებით) ან for next day თუ მეორე დღეს ბრუნდებით. ორივე მიმართულების ბილეთი 16 ფუნტი ღირს.

49

43. ოქსფორდის უნივერსიტეტის თითქმის ყველა კოლეჯში შესაძლებელია შესვლა და დათვალიერება 2–3 ფუნტის საფასურად. ოღონდ სართულებზე ასვლის და იქ ბოდიალის უფლება არ გაქვთ.

48

44. საინტერესო სანახავია და აუცილებლად ნახეთ დედოფლის გვარდიის ყარაულის ცვლა ბუკინგემის სასახლესთან. ოღონდ არ შეგეშალოთ: არის ცხენოსნების ცვლა და არის უბრალოდ ქვეითი ყარაულის ცვლა. ეს ორი სხვადასხვა ადგილას ხდება დღეში ერთხელ, ერთმანეთისგან არც ისე შორს. სეზონის მიხედვით იცვლება ყარაულის ცვლის დრო, რომელიც შეგიძლიათ დაადგინოთ ან ინტერნეტით (სავარაუდოდ, ზუსტად არ ვიცი) ან თვით სასახლის წინ გამოკრული განცხადებით (ეს ნამდვილად ვიცი).

303132

45. აუცილებლად უნდა მოინახულოთ british მუზეუმი, რომელიც უფასოა. მუზეუმი იმდენად დიდია, რომ ერთი დღე უნდა დაუთმოთ. საერთოდ მუზეუმები ბევრია ლონდონში და ბევრი მათგანი უფასოა.

33

46. არავითარ შემთხვევაში არ დაგეგმოთ წასვლა საშობაოდ. ამ დროს ლონდონი და ბრიტანეთის სხვა ქალაქებიც პრაქტიკულად პარალიზებულია. არაფერი არ მუშაობს, მათ შორის არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც დიდ პრობლემებს შეგიქმნით. თან ამ პერიოდში თვითმფრინავის ბილეთიც და სასტუმროს საფასურიც გაზრდილია. არც რამე განსაკუთრებულად არაა ქალაქები მორთული. ალბათ თბილისი ამ დროს არანაკლებ მორთულია, უფრო მეტად თუ არა.

34

47. ნუ მოგატყუებენ, რომ ლონდონი ცივი ადგილია და ციმბირში მოგზაურივით უნდა მოემზადოთ იქ წასასვლელად. მე იქ დეკემბერში ვიყავი და უნდა ვთქვა, თბილისზე გაცილებით უფრო თბილი ამინდები დამხვდა. გაგაოცებთ ხალვათად ჩაცმული ადგილობრივები.

53

48. რადგან ინგლისში ხართ, pub-ში უნდა შეიაროთ. ესეც ინგლისური ცხოვრების სტილის ერთ–ერთი ნაწილია. მე ოქსფორდში შევედი ქალაქის ყველაზე ძველ ფაბში „white horse“–ში. ნორმალური ფასი დამიჯდა, არ გავკოტრებულვარ. საერთოდ ტრადიციულად ფაბებში არ ჭამდნენ და ძირითადად ლუდს სვამდნენ, მაგრამ ახლა თითმის ყველგან ჭამენ. სანამ რომელიმე ფაბში შეხვალთ კარგად მოიძიეთ ინფორმაცია მის შესახებ, ზოგი ირქვამს სახელს ფაბს, მაგრამ რეალურად არ არის ფაბი.

52

49. კოკნები საუკუნის წინ შეერქვა ხალხს, რომლებიც მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ცხოვრობდნენ east end-ში, იმ დროს ლონდონის ყველაზე ღარიბ უბანში. მათ საუბრის და ჩაცმის განსხვავებული სტილი ჰქონდათ. თუმცა east end-ი დღეს ერთ–ერთი ყველაზე თანამედროვე და პრესტიჟული უბანი გახდა, კოკნები ამ სტილს დღესაც ინარჩუნებენ. ნამდვილ კოკნად ითვლებოდა ის, ვინც ისეთ ადგილას ცხოვრობდა, რომ Saint Mary Le Bow Church ეკლესიის ზარების ხმა ესმოდა. მოინახულეთ ეს ეკლესია და ნახეთ კოკნების საცხოვრებელი ტერიტორიული არეალის შუაგული.

54

50. ეს ეკლესია ლონდონის მთავარი ეკლესიისაგან – სანტ პაულის ეკლესიისაგან არც ისე შორსაა. ეს ის ეკლესიაა, სადაც დადიან სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და ჯვარს დაიწერა პრინცმა უილიამმა. მისი მონახულება არც ისე იაფი 15 ფუნტი დაგიჯდებათ.
საერთოდ არ მოგერიდოთ ეკლესიებში შესვლა. თვითონ ეკლესიის მესვეურები ეპატიჟებიან ყველას სასტუმროდ და ზოგიერთ მათგანში შესვლა ფასიანია.

55

51. თუ თქვენ ინტერნეტი დაგჭირდათ (და აუცილებლად დაგჭირდებათ) და არ გაქვთ სასტუმროში უფასო ინტერნეტით სარგებლობის საშუალება, ჯობია ინტერნეტკაფეში შეხვიდეთ. საკმაოდ იაფია. აეროპორტებში არის ინტერნეტი, მაგრამ ძალიან ძვირია და ხურდა დაგჭირდებათ, რომ ისარგებლოთ. თუ თქვენ ლეპტოპი გაქვთ, შეგიძლიათ უფასო wi-fi-თ ჩაერთოთ ბევრ ბარ–რესტორანში, მაგრამ ეგრევე ვერ შეხვალთ ინტერნეტში, ჯერ დარეგისტრირებას მოგთხოვთ და/ან კოდის შეყვანას, რომელსაც ბარმენი მოგცემთ.

51

52. ლონდონში რამდენიმე პარკია, რომლებიც სამეფო პარკების (Royal parks) სახელის ქვეშ არიან გაერთიანებული. მონახეთ ინფორმაცია მათზე ინტერნეტში და ესტუმრეთ, კარგად მოვლილი ლამაზი პარკებია. ორი მათგანი ბუკინგემის სასახლესთანაა.

50

53. მე ბევრი სასტუმრო გამოვიცვალე ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში და ყველა სასტუმროში სადაც ვიყავი იყო ელექტროჩაიდანი, ჩაის ფინჯნები და ყავის და ჩაის პაკეტები. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ დაზოგოთ ფული ვახშამზე, შეიძინეთ პროდუქტების მაღაზიებში გამზადებული ჰამბურგერები, რომლებიც მრავალი სახის იყიდება და სასტუმროში მიირთვით ვახშამზე ჩაისთან ერთად.

დანარჩენი სურათები აგერ იხილეთ. დეტალურად სანახავად დააჭირეთ და მიჰყევით.

***

ეს რჩევებიც და სურათებიც ფორუმის მოგზაურთა კლუბის განყოფილებიდან ავიღე: სურათები ერთი იუზერისგან, რჩევები – მეორისგან. მე კი ინგლისის ვიზა არ ჩამირტყეს. აი ასე. ამიტომაც ვთქვი, რაღაცნაირად მაქვს გულში ჩარჩენილი-მეთქი.  But one day…

ეს ჩემი ყველაზე ინგლისელი ადამიანი

78154156

ეს კი ჩემი ყველაზე ინგლისური სიმღერა

Famous angels never come through England
England gets the ones you never need…

Advertisements

26 thoughts on “London, England

            • ოოო მერე რა.
              ბუხარი, თბილი პლედი, ცხელი ინგლისური ჩაი და კარგი ხალხი ირგვლივ გამათბობს.

              • 🙂 ვაიმე, გამახსენდა კიდე… ონკანები! რატო არაფერი გიწერია ონკანზე! ცხელი და ცივი, რომ ცალ-ცალკეა. ეგეთი მარაზმი არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის ბრიტანეთის გარდა.

                • ლოოოოოლ.
                  პირველად მესმის მსგავსი რამე. 😀
                  და იქნებ თბილი წყალი გინდა?

                  • თბილი არ არსებობს. მხოლოდ ცივი და მდუღარე. ნუ, აბაზანის გამოკლებით, იქ უყენიათ “სმესიტელი” ))) ხელს კი ვერ დაიბან ნორმალურად.

                    • უიმე 😀
                      აბაზანაში მეც ცხელი მიყვარს.
                      მაგრამ ხელპირის დაბანისას რა უბედურებაა.

  1. Pingback: Charlie Countryman | Universe

  2. ყოვლად შესანიშნავი პოსტია ^_^
    ფაქტობრივად, წასვლა აღარაა საჭირო 😀

  3. ძაან ვისიამოვნე პოსტით 🙂 და გისურვებ მალე შენი გამოცდილებებით შეგევსოს 🙂

  4. აუუ როგორ მოვტყუვდი 😀 😀 😀 😀 ახლა ჩავიკითხე კომენტარები. მე მეგონა შენ იყავი. მოკლედ, უკვე ვიცი, რომ ჩამოხვალ ლებარას შეიძენ და ისიც იცი რომ მე ლებარა მაქვს. ჰოდა მაინც დაგირეკავ 😀 😀 😀 😀 აი ესე. გულს არ გავიტეხავ 😉 :*

    • ვაიმე!!! 😀 😀 😀 😀 😀 😀 აი შენს პირველ კომენტარზე იმდენი ვიცინე 😀 😀 😀 😀 😀

      :* :* :*

  5. ქეთევან, მეც ლებარა მაქვს. აფსუს მცოდნოდა დაგირეკავდი. 😀 ლონდონზე დიდი ხანია მიჭირავს თვალი და გამორიცხული არაა მიზნად დავისახო გადასვლა. ამიტომ ძალიან საინტერესო და მარგებელი პოსტი იყო. მომეწონა 🙂

  6. raa??? ra yvelaferi amomwuravad iko!!! me megona shens tavze gamoscade da vaime gavgijdi, aseti magari guide arasdros wamikitxavs! ra giji gogo xar!:))))):*****

  7. არადა როგორ ველოდი სადმე ამომეკითხა “მალე საკუთარ გამოცდილებას და შთაბეჭდილებასაც გაგიზიარებთო” … მშვენიერი გზამკვლევი გამოგივიდა. მალე, მალე შენი გადაღებული ფოტოებით მენახოს გაცილებით დეტალური პოსტ(ებ)ი 😉

    • ვაიმე ნეტავ!! შენს პირს შაქარი 😀

      თუ მოვხვდი, აუცილებლად დავწერ კარგ პოსტ(ებ)ს ინგლისური და ლონდონური ცხოვრების შესახებ. პირობას ვდებ. იტალიაზე რომ ვქენი, მაგაზე უკეთესსაც კი.

      მანამდე კი ეს პოსტი დავდე ბევრი სურათითა და ჩუმი იმედგაცრუებით 😦

      • ოო, იტალიაც იყოს, არ მენანება და ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყანა 🙂 კარგი ემოციები კარგად იკითხება 😉

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s