Paypal In Georgia (since 10/04/2013)

      დაიმახსოვრეთ ეს დღე. ეს არის დღე, როდესაც საქართველო უკვე ოფიციალურად გახდა Paypal სისტემის წევრი ქვეყანა. რა არის Paypal? ეს არის ანგარიშსწორების გამარტივებული და დაცული ფორმა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ფინანსური ტრანზაქცია იქნება უსაფრთხო და სანდო. გაადვილდება ურთიერთობა განყიდველსა და მყიდველს შორის.ყველას, ვინც ძალიან ელოდა ამ დღეს, მინდა მოგილოცოთ. ეს დღე დადგა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია Online shopping-ის მოდერატორისთვის და პლუს საბანკო საქმის სპეციალისტისთვის. 10-ში დილით ჯერ სებ-ში (საქართველოს ეროვნული ბანკი) დავრეკე და არანაირი ინფო არ ჰქონდათ, იქით ვამცნე. მერე კი შევედი ფორუმზე და ფაქტიურად სულ იქ ვარ. პარალელურად ვცდილობდი ინფორმაციები მომეპოვებინა იმისათვის, რომ ეს ინსტრუქცია დამეწერა. მაშ ასე, ვიწყებ.

      უპირველეს ყოვლისა, მოიმარჯვეთ პლასტიკური ბარათი. არის საუბრები იმაზე, რომ ყველაზე დაბალი კატეგორიის ბარათიც (ანუ Visa Electron (მათ შორის მეტრომანი ანუ სტუდენტური ბარათი) ებმება. თუმცა მე გირჩევთ, რომ ორიენტაცია აიღოთ Visa Classic-ის ან Mastercard Standart-ის ტიპის ბარათებზე, რადგან Visa Electron-ისგან განსხვავებით ეს ბარათები ყველგან გავა. ამიტომაც არის ის Visa Electron-ზე ერთი საფეხურით მაღალი რანგის ბარათი. იქვე ბანკში ოპერატორს ამ ბარათზე მიაბმევინეთ დოლარისა და ევროს ანგარიშები Paypal-ზე რეგისტრაციისას თქვენ ზუსტადაც რომ დოლარის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 1$ და ევროს ანგარიშიდან 1,5 ევრო. თუ მოხდა ისე, რომ მხოლოდ დოლარი გაქვთ, არაუშავს, უბრალოდ დამატებით დაგეკარგებათ კონვერტაციის კურსის თანხა. გინდათ ეს თქვენ? მგონი არა.ამის შემდეგ ეს ორი თანხა შეიტანეთ ამ თქვენს ანგარიშებზე.ყურადღება! ბარათზე ამ თანხების ქონის გარეშე თქვენ ვერ დარეგისტრირდებით Paypal-ზე. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ აიღოთ ისეთი ბარათი, რომელსაც ვირტუალურ ტერმინალებზე თანხის განაღდების საკომისიო აქვს 0%. სასურველია (თუმცა არა აუცილებელი) რომ ჩართოთ სმს ბანკინგი და ინტერნეტბანკინგი. ეს ძირითადად დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც თავად გადაწყვიტეთ. შემდეგი ეტაპი არის რომელიმე გადამზიდ კომპანიაში დარეგისტრირება. იგი თქვენ მოგანიჭებთ თქვენს უნიკალურ ამერიკულ მისამართს. ასეთი კომპანია არაერთია და აქ თქვენი გემოვნების ამბავია, რომელს აირჩევთ.

აი ახლა კი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ Paypal. აუცილებელია, რომ შეხვიდეთ Paypal-ის მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც ასე გამოიყურება:
ppp

          სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერმა ქართველებმა უკვე მოახერხეს  მსგავსი საიტის შექმნა და თქვენს ფინანსებს არ დაადგება კარგი დღე, თუ ყურადღებით არ იქნებით. თუ Paypal-ის საიტი ასე (როგორც სურათზეა ნაჩვენები) არ არის გახსნილი, მაშინ დახურეთ ბრაუზერი და აღარ განაგრძოთ შესყიდვა.
    რეგისტრაცია ანუ sign up.

15

      ამის შემდეგ გამოვა აი ეს ფანჯარა. 16
ასე უნდა შეავსოთ.

17

      ამის შემდეგ გამოვარდება word verification ანუ სიტყვითი დადასტურება იმისა, რომ ნამდვილად ცოცხალი არსება ხსნის ანგარიშს.

ppp

      ამის შემდეგ უკვე გამოდის საბარათო მონაცემების შესავსები ველი. აქ უნდა ჩაწეროთ ბარათის 16-ნიშნა ნომერი, რომელიც არის ამოტვიფრული წინა მხარეს, შემდეგ ბარათის ვადა და უკანა მხარეს ამოტვიფრული CVC კოდი (ბოლო სამი ან ოთხი ციფრი)

ppppp

მორჩა! ამით თქვენ დარეგისტრირდით Paypal-ზე და ამის შედეგად თქვენ ჩამოგეჭრათ 1$.
ახლა დააჭირეთ “Go to my Account“-ს და შეხვალთ თქვენს ანგარიშში.

barker7

ახლა საჭიროა, რომ მოხდეს თქვენი ანგარიშის გააქტიურება. ამისათვის უნდა დააჭიროთ “Get Verified”-ს.

banker

      ამის შემდეგ თქვენ გეჭრებათ 1,5 ევრო და ამასთანავე სმს-ით მოგდით 4-ნიშნა PP კოდი. აი ასეთი სახით. PP კოდი წითელი მართკუთხედით არის დაფარული.

Pp

ეს სმს მოგივათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ბანკში გააქტიურებული გაქვთ სმს ბანკინგი.
თუ არ გაქვთ, მაშინ იგი აისახება თქვენს ამონაწერში, რომელსაც იხილავთ იბანკში.
თუ იბანკიც არ გაქვთ, მაშინ დაელოდეთ რამდენიმე დღე და როდესაც იგი აისახება ამონაწერში, დაურეკეთ ბანკის call center-ს და აკარნახებინეთ.
ბრუნდებით ისევ თქვენს ანგარიშში (“Go to my Account), აჭერთ Confirm my debit or credit card და ეს PP კოდი შეგყავთ გრაფაში.

Paypal2

რის შედეგადაც გამოვა ფანჯარა, რომელიც გაუწყებთ, რომ ბარათი დადასტურებულია.

sss

ამის შემდეგ უნდა გააკეთოთ თქვენი იმეილის დამოწმება. ანუ Confirm email address.

88

ამის შემდეგ იმ მუშა მეილზე მოგდით ასეთი შინაარსის მეილი:

pp

      უნდა დააჭიროთ Confirm My Email Address-ს ეს confirmation number უნდა შეიყვანოთ, იქ სადაც შეხვალთ ამ “Confirm My Email Address-ის შედეგად და ბოლოს Confirm
შეიძლება მეილში არ მოვიდეს გალინკული ღილაკი ( საუბარი მაქვს ზედა სურათზე გამოსახულ Confirm My Email Address-ზე.) ასეთ შემთხვვევაში უნდა დააჭიროთ მეორე ველში (საუბარია ქვედა სურათზე) მითითებულ მწვანედ ხაზგასმულ ლინკს, გადაგიყვანთ  ახალ გვერდზე, შეიყვანთ ამ confirmation number-ს და Continue. შემდეგ Confirm.

ee

სულ ეს იყო. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, სიამოვნებით გიპასუხებთ კომენტარებში.

p.s. ეს პოსტი (და საერთოდ ყველა ამ ბლოგზე არსებული პოსტი) მეკუთვნის მე, მხოლოდ მე და არავის ჩემ გარდა. შესაბამისად მისი უნებართვოდ გამოყენება აკრძალულია

Advertisements

246 thoughts on “Paypal In Georgia (since 10/04/2013)

  1. ქალი ვარ და როგორ შევიგინო თორე ამაზე იდიოტობა საიტი არ მინახავს .. გთხოვ დამეხმარო ქეთი. mariachi.member@gmail.com

  2. თანხის გამოტანა მინდა ფეიფალიდან მასტერქარდი მაქვს მიბმული.პროცენტი გადმორიცხვის ხომ არ იცით რამდენს აჭრის?

  3. გამარჯობა მაინტერესებს facebook-ში მაქვს დავალიანება გვერდის , და მინდა გადავიხადო paypal-ით. ფეიპალზე დამატებული მაქვს საქართველოს ბანკის ბარათი ბარათზე მაქვს თანხა მაგრამ ფეიფალზე არ მიწერს ამ თანხას 0.00$ ასე აწერია როგორ უნდა გადავიხადო ამ შემთხვევაში ?

  4. ბარათი მაქვს მიბმული და ასევე ბარათზეც მაქვს თანხა მაგრამ PayPal ზე რომ შევდივარ და ბალანსს ვნახულობ არის 0 დოლარი… მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში თუ მაინც შევძლებ უპრობლემოდ იბეიდან ნივთის გამოწერას ??

  5. გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ, მეგობარმა გამომიგზავნა თანხა paypalზე და მინდა ამ ტანხის განაგდება, ანუ საბანკო ბარატზე გადატანა რომ სჰემდეგ ბანკიდან გამოვიტანო და იქნებ ვინმემ მასწავლოთ როგორ გავაკეთო?

    • აუ მეც იგივე პრობლემა მაქვს, მაინტერესებს როგორ მოაგვარეთ, გთხოვთ

  6. Auu saqartveloshi maqvs angarishi da var germaniashi da shemilia paypalit ro ise gamobitano tanxa aq ro ar chamomechras procenti da rogor ??? Madloba wimaswar

  7. გამარჯობა, ბარათის გარდა ფეიბოქსიდან არ ირიცხება თანხა? თუ კი როგორ უნდა ჩავრიცხო დამაკვალიანე

    • ცალკე ვირტუალური ანგარიშია, რომელიც ბარათს უნდა მიაბა.

  8. gamarjoba qeti. aliexxpresidan tanxa damibruns ukan da exla mtxoven ragac 5 staars da ver vxvdebi ra xuti varskvlavi unda mivwero shegidzlia mitxra?

  9. გამარჯობა ქეთი
    რა მინდა გკითხო კოდიც შევიყვანე თანხაც ჩამომაჭრა მაგრამ მეილი არ მომსვლია და როგოორ უნდა მოვიქცე??ვერ გავაგრდზელე ანუუ დარეგისტრირება გვერდზე შევდივარ და და ანგარისზე მაქვს 1,5 ევრო,ხომარ იციი რა უნდა ვქნა ან რატოო მოხდა ასე?

    • სალამი. ზოგჯერ მეილს აგვიანდება ხოლმე. რამდენიმე საათი ან დღე შეიძლება დასჭირდეს.

  10. გამარჯობა Kate. იცი რა მაინტერესებს და პასუხს თუ დამიტოვებ კარგი ქინება. ლიბერთი ბანკის მაქვს mastercardi თუ იცი ეს ბარათი peypals ებმევა?:)

    • სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი. ლიბერთის ბარათების მიმართ მე მწყრალად ვარ ზოგადად, მაგრამ თუ ებმება, მაშინ ჩვეულებრივად გამოიყენებ. ლიბერთიში დარეკე და გეტყვიან.

  11. ქეთი გამარჯობა , მადლობა ასე დეტალურად რომ ახსენი რა და როგორ….
    მოკლედ როგორც იქნა დავრეგისტრირდი, ცოტა შეიცვალა გვერდის დიზინი ,მაგრამ მაინც მარტივია უბრალოდ 24 სათის გასვლის შემდგე ჩამოჭრილი თახა რატომღაც არ დამბრუნებია , როგორც ვატყობ ხშირი შემთვევაა

      • გამარჯობა kate ! ერთი თვეა ვწვალობ, ვერაფრით ვერ დავამტავრე პეიპალზე რეგისტრაცია. საქმე შემდეგშია. მივაბი ბარათი. პეიპალზე საფრ-დან დამირიცხეს 85 ევრო. გამოტანას, რომ დავჭირე, მიპასუხა, მიაბი შენი საბანკო ანგარიშიო, (მიბმული მაქვს ტიბისის ვიზა ელექტრ.)მერე მიწერს ჩაგირიცხეთ 2 მცირე ტანხა და ჩაწერე ისო, მანკის ტრანზაქციაში არფერი არ ჩანს. მერე მიწერს შენს ბანკშია პრობლემაო და ვერ მიება შენი საბანკო ანგარიშიო, ბანკი მეუბნება, ცვენ არ გვაქვს პრობლემაო, ვერ გავიგე რა ხდება ეგებ დამეხმაროთ? კითხვა 2. მე შევძლებ საზღვ. ცარიცხული ტანხის აქ გამოტანას? კითხვა 3. თუ ვერ გავიტანე, ის ადამიანი შეძლებს დაიბრუნოს თავისი ტანხა , რაც მე ჩამირიცხა და ვერ ავიღე? გმადლობთ პასუხისთვის.

        • ის მივიდეს თავის ბანკში და გაარკვიოს, იქნებ შეძლოს თანხის დაბრუნება. ფორუმის იბეის თემაშიც დაწერე, იმედია დაგეხმარებიან. მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია.

  12. გამარჯობათ. ფეიფალ ბალანსზე მაქვს თანხა. დავამატე თბს მასტერ ქარდი. წარმატებით გავიარე ვერიფიკაცია. თანხებიც ჩამომეჭრა და ოთხციფრა კოდიც შევიყვანე. როგორ მოვხსნა ფული ფეიფალიდან ამ ბარათის მეშვეობით ?

    • მოხსნა ანუ გამოტანა? ბანკომატიდან ჩვეულებრივად.

      • არა. მინდა ფეიფალის ბალანსიდან თანხის დარიცხვა ბარათზე რო გამოვიტანო ფეიფალიდან ფული. როცა withdraw funds ვაწკაპებ us bank accounts მთხოვს. ბარათის მეშვეობით მინდა თანხის გამოტანა თუ შესაძლებელია. მადლობა ყურადღებისთვის.

  13. გამარჯობათ, ერთი პრობლემა მაქვს paypalze ვერ ვაბავ TBC ბანკის icard ბარათს, ბარათი გააქტიურებულია და თანხაც ზის, ბანკშიც ვესაუბრე კონსულტანტს მარა ფეიფალიდან არ მოდის მოთხოვნა თქვენი ბარათის მიმაგრებაზეო და რა ვქნა?

  14. ქეთი გამარჯობა ,
    Paypal-ით გადახდის შემთხვევაში , როდესაც დოლარის ანგარიშზე თანხა მაქვს და მაინც ლარში აკონვერტირებს , ამ შემთხვევაში როგორ უნდა შევცვალო ? (კი ვნახე თითქმის იგივე კითხვა და პასუხიც გაეცი , მაგრამ როგორ უნდა შევცვალოთ , ის ვერ გავიგე :(( )

    • ამ შემთხვევაში ფეიფალს უნდა დაუკავშირდე. ადრე არ აკეთებდა ამას და ბოლო რამდენიმე წელია, აკეთებს სამწუხაროდ.

  15. გამარჯობათ, paypal is accountze არ ჩანს საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა 😦 რა ვქნა, გმადლობთ

  16. გამარჯობა, AMEX-ის ბარათი მივაბი Paypal-ს, ბარათიდან თანხა ჩამომეჭრა მაგრამ PP 4 ნიშნა კოდი არ მომსვლია,(მესიჯი კი მომივიდა მაგრამ PP-ის შემდეგ/>><< ასეთი რაღაცეები ეწერა) მეგონა CVC კოდს მთხოვდა და რამოდენიმეჯერ შევიყვანე ბარათის 4 ნიშნა კოდი. ბოლოს ეს ბარათი დამიბლოკა თუ რა ქნა არ ვიცი, თანხა 3-ჯერ მაქვს ჩამოჭრილი, 2-ჯერ 1 დოლარი და ერთხელ 1.5 ევრო. ბარათის ახლიდან შეყვანა რომ ვცადე დამიწერა სხვა ბარათი ცადეო. ამ სამჯერ ჩამოჭრილ თანხას დამიბრუნებს უკან? და კიდევ თუ შევძლებ ამ ბარათის მიბმას? ან ვაფშე ის კოდი თუ მოვა სამომავლოდ სად ჩავწერო როცა ბარათს საერთოდ არ მიწერს?
    წინასწარ მადლობა…

    • გამარჯობა. ბანკში დარეკე და უთხარი, ამონაწერიდან ფეიფალის პპ კოდი გიკარნახონ.

      • ბანკში ველაპარაკე და 24 საათში მოგივა კოდიო. კოდი კი მომივა სავარაუდოდ, მაგრამ პეიპალ-ზე ჩემი ბარათი აღარ ჩანს და აღარც მარეგისტრირებინებს 😦 😦 😦 როგორ აღვადგინო ბარათი ან ის კოდი სად ჩავწერო როცა ბარათი არ ჩანს?

        • ჯერ დაელოდე პპ კოდს, შემდეგ შედი ფეიფალზე და ანგარიშში ვერიფიკაციის ველში მოგთხოვს მაგ პო კოდის ჩაწერას. ბარათიც იქაა და ანგარიშიც და ყველაფერი.

    • ფეიფალს დაეკონტაქტე.
      იდეაში მაინც მოგიწევს მაგეების გაკეთება.

  17. gamarjoba,paypalis angarisi limitirebuli gamixda da amas miwers: We need a little bit more information about you to help confirm your identity … 1) confirm your bank account 2)Confirm Identity
    ra vushvelo??? an es limitireba rameshi tu shemishlis xels

  18. gamarjoba, ucxoetis misamarti maqvs magram sad vutitebt an rogor viyenebt magas? registraciis dros xo saqartvelos misamarti etiteba?

  19. მგონი დავრეგისტრირდი 🙂 ეხლა ის მითხარით, როდესაც მეუბნებიან შენი ფეიფალ ანგარიში მოგვწერე რომ თანხა ჩაგირიცხოთო, რაომელი ანგარიში უნდა მივწერო? სად წერია? 😦

    • რომელ ბარათზეც არის მიბმული, იმ ბარათის ანგარიშის.

  20. მოგესალმებით…
    იცით რა მაინტერესებს?
    Get verified – ს რომ დავაჭერ, კოდი რამდენ ხანში უნდა მომივიდეს? ან 1,5 ევრო რამდენ ხანში უნდა ჩამომეჭრას?
    ვაჭერ და არაფერს შვრება….. 😦

  21. ნივთის usd-ში შესაძენად პლასტიკურზე ჩავრიცხე თანხა დოლარში, შეძენისას დოლარი გადამიკონვერტირა ლარში და ისე მომიჭრა თანხა:(((((((( ვერ გავიგე. შეგიძლია ამიხსნა?

    • კი, ფეიფალი აკეთებს მაგას სამწუხაროდ. დაეკონტაქტე ფეიფალს და უთხარი სამომავლოდ ეგ აღარ ქნას.

  22. K8, ორგანიზაციისთვის მინდა ნივთის გამოწერა და Paypal–ზე პირადი საბანკო ბარათით უნდა დავრეგისტრირდე? შენაძენი სავარაუდოდ ერთჯერადი იქნება. თუ იცით შემდგომში მე რაიმე ვალდებულებები დამრჩება შესასრულებელი?

    • პირადს მგონი ორგანიზაციის ბიზნეს ბარათი სჯობს. ეს კარგად გაარკვიე რა. რამე გაუგებრობა და პრობლემები არ შეგემთხვეს. ბუღალტრულადაც ხომ უნდა აღირიცხოს ორგანიზაციის დოკუმენტებში.

  23. გამარჯობა, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ორი კვირის წინ დავრეგისტრირდი პეიპალზე. საქმე იმაშია, რომ ჩემს საკრედიტო ბარათს, რომლის account–იც მივუთითე პეიპალზე რეგისტრაციისას, ივნისის ბოლოს გასდის ვადა. შევუკვეთე ახალი ბარათი, ამასობაში paypal-ისგან მომივიდა მეილი, რომ ჩემს ბარათს გასდის ვადა და რომ გავაკეთო update.

    დღეს ავიღე ახალი ბარათი (ცხადია, ახალი ნომრით და იგივე ანგარიშით). მინდა, გავაკეთო update, მაგრამ ბარათის ნომერს ვერ ვცვლი paypal-ზე, ბოლო ოთხი ციფრი უცვლელი რჩება. შემიძლია შევცვალო მხოლოდ Expiration date და CSC.

    ორივე შევცვალე, save-ს დავაჭირე, ჩამომეჭრა ერთი დოლარი, თუმცა არაფერი შეცვლილა. ბარათის ნომერი უცვლელია. expiratin date-საც ისევ იმავეს მიჩვენებს. რა გავაკეთო? ძველი ბართი ახლით როგორ შევცვალო?

    Paypal-ზე არსებული თანხა თვის ბოლოს ხომ არ გამიუქმდება? თან, როგორც ვიცი,თანხის გადარიცხვაც ადგილობრივ ბარათებზე არ შეიძლება, ვერც თანხას გამოვიტან.

    P.S.Paypal-ს წარმომადგენლობა საქართველოში აქვს?
    წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის

    • გამარჯობა,
      ისეთი ბარათი რატომ მიაბით, რომელსაც ვადა გასდიოდა მალე?

  24. kate დიდი მადლობა ასე დაწვრილებით ახსნისთვის,ზუსტად ამას ვეძებდი..თუ იცით თანხის გამოტანა შესაძლებელია უკვე ფეი ფალ ანგარიშიდან?

    • ამბობენ კიო, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც შეზღუდვები არის დაწესებული. ანუ ბოლომდე არ არის გახსნილი.

      მიხარია, თუ მოგეწონა ახსნილი 🙂

  25. გამარჯობა Kate წავიკითხე ყველაფერი და რა მაინტერესებს ვარ 16 წლის და აქაუნთის გაკეთებისთვის 18 წლის უნდა იყო? საერთოდ ამის გაკეთება იმიტო გადავწყვიტე რომ ჩემი ნაცნობისგან (ქართველი არაა) მინდა პროგრამის ყიდვა და ფული paypalze დამირიცხეო და რავი ვეღარ გამიგია უკვე რა ვქნა.. რამე მარტივი გზა არ იცი რო დავურიცხო? ჯერ ჩემ paypal-ის აქაუნთზე უნდა დავრიცხო თანხა და მერე გადაურიცხო იმას ხო თუ ვერ მივხდი დამეხმარე რა

    • არასრულწლოვანზე ბანკში ანგარიშს ვერ გახსნი. მშობელს შეუძლია გაგიხსნას

  26. გამარჯობა,დავრეგისტრირდი ფეიფალზე,კოდის შეყვანიდან 24 საათი გავიდა.უკან დასაბრუნებელი და ბარათზე დარიცხული თანხა ასახული არ არის ბალანსზე,მითითებულია ნული დოლარი.ასე უნდა იყოს,თუ რამე არასწორად გავაკეთე.მეილი ხომ არ უნდა მივუთითო ახალი?უკვე მითითებული და დადასტურებული მაქვს.
    მადლობა
    ემა

    • გამარჯობათ
      pay pal დან მინდა ტანხის გამოტანა და არსებობს რაიმე მეთოდი რო გამოვიტანო ? ან რო გადავრიცხო ბანკის ბარათზე?

      • ახლა რაღაცები შეიცვალა და ზუსტად არ ვიცი. უნდა გავარკვიო მეც.

  27. ქეთი გამარჯობა, პრობლემა შემექმნა რეგისტრაციისას. ყველაფერი თითქოს წარმატებით გავიარე, ბანკშიც დავრეკე კოდიც ჩავწერე და თანხაც ჩამომეჭრა, მაგრამ შემდეგი ოპერაციის შესასრულებლად my accountზე არ მიგდებს “confirm email address” Notificationებში მხოლო Policy Updates მიჩვენებს.
    😦

    • 1) სხვა ბრაუზერით სცადე აბა.
      2) ლოგ აუთი გააკეთე და თავიდან შედი.

      • მაინც, არ აბდეითდება, ისევ ერთი ნოთიფიქეიშენი მაქვს. 😦

        • ვაა, რა უცნაურია. სხვაგან ხომ არ გადაიტანეს ეგ იმეილის კონფირმაცია ნეტავ.

  28. გამარჯობათ,
    შეგიძლიათ მითხრათ როგორ გამოვიტანო Paypal/იდან თანხა?

    • ბარათზე არსებულ თანხას გულისხმობ? ჩვეულებრივად, ბანკომატიდან.
      ფეიფალზე ჩარიცხულ თანხას ვერ გაიტან, რადგან საქართველოს არ აქვს თანხის გადარიცხვის ფუფუნება.

  29. ყველაფერი ზუსტად გავაკეთე მაგრამ თანხა არ ჩამომაჭრა და PPკოდიც არ მომსვლია, მეილზე მომივიდა პეიპალიგან აქტივაციის წერილი და გავააქტიურე (მგონი ცოტა ვიჩქარე რო PPკოდს არ დაველოდე 🙂 ) შემდეგ მომივიდა კიდევ ერთი წერილი შემდეგი შინაარსით: Thanks for confirming your email address. ბანკში ვრეკავ და აზრზე არარიან საერთოდ 🙂 ოპერატორი მიხსნის რო პეპალის არფერი გამეგება მაგრამ ჩვენი ბანკი არაფერშუაშია თავიდან ცადეთ მიბმა ბარათისო

    • რომელი ბანკია?
      კი ნამდვილად ძალიან ჩქარობ. არ წაიკითხე ეს პოსტი?

      • 🙂 ნუ ცოტა ქვემოთ რო ეწერა რატომღაც აღარ წამიკითხავს იმიტომ რომ PPკოდს ველოდებოდი და ზემოთ სურათზე ვიყავი გაჩერებული 🙂 ლიბერთი ბანკია

        • ჰოდა ძალიან ცუდი, რომ წაკითხვა დაგეზარა. არადა, ყველაფერი უმარტივესი ენით მაქვს დაწერილი. და ნაბიჯნაბიჯ რომ მიჰყოლოდი, უმარტივესად დაარეგისტრირებდი ბარათს.
          ლიბერთიში დარეკე და მოკითხე პპ კოდი.

          • წაკითხვა არ დამზარებია პირიქით ნაბიჯნაბიჯ მივყვებოდი და ზოგი რამ რო არ დაემთხვა მეგონა ალბათ რამე შეცვალესთქო და მაგის ბრალია. მეშველება რამე?

            • ლიბერთიში მითხრეს რომ ჯერ უნდა ჩამოგეჩრას თანხა პარათიდან რო პპ კოდი მოვიდესო, თან მიბმულიც არარის ბარათი პეიპალზე და თავიდან ცადე მიბმაო. მე ვუხსნი როგორ უნდა მივაბა როცა რეგისტრციის დროს ავტომატურად უნდა მიებას და მაგდენი არვიციო. აზრზე არარიან რა ამ ლიბერთიში

              • არა, ლიბერთიში ნამდვილად არ არიან აზრზე. ისევე როგორც თიბისიში და ბოგში. ჰოდა, ჯერ უნდა ჩამოგეჭრას და კოდიც მერე იქნება. რამდენიმე დღეში მოვა ეგ კოდი. წეღან რომ დაწერე მეილი მომივიდაო, იმ მეილის ბმულიდან არ გაყევი?

                • ანუ თავიდან ჩვეულებრივად ინსტრუქციის მიხედვით მივდიოდი, შემდეგ პპ-ზე გავიჭედე და თან იბანკზე რო შევედი თანხა მოკლებული არ იყო ჰოდა მერე ვნახე მეილი და მეილიდან გავააქტიურე პეიპალ მაგარმ თანხა აინც არ ჩამომაჭრა

                    • მადლობა დახმარებისთვის :* ერთსაც შეგაწუხებ საჩქაროა და მაგიტო. ერთი კომპანია მთხოვს პეიპალ ექაუნტს, რამდენიმე დღე ვერ დაველოდები და რა მივწერო? 485JG**** ეგეთი რაღაც კოდი როა პროფაილში ეგ უნდა მივწერო? ანუ რას ნიშნავს peypal account?

                    • არა. ვერ მისცემ. ვერ გადმოგირიცხავს თანხას. ქართულ ფეიფალზე გადმორიცხვები არ ხდება. პოსტში მიწერია ეგეც. ქართული ფეიფალი მხოლოდ საიტებიდან გამოსაწერად არის.

            • კი წესით გამოსწორებადია. არცერთი თანხა არ ჩამოგეჭრა?

        • თან რომ ვიჩქარეიმის ბრალიცაა ცოტა შეცვლილია რაღაცეები, მაგალითად get verified რომ მივეცი ასე დამიწერა: Verify my bank account
          1, Make payments using money from your bank account.
          2, Withdraw money from your PayPal account to your bank account.
          3, Lift your sending limit.

          Link and confirm my card
          1 Make payments using money from your card.
          2 Withdraw money from your PayPal account to your card
          3, Lift your sending limit.

          • ლიბერთიში რო დავრეკე რომელ ppზეა საუბარი, მიბმულიც არარის პეიპალზე ბარათი და მიაბიო 🙂

  30. tanxa rogor davamato paypalze ? yidva minda ragacis da Add Funds ro vadzlev miwers

    Add Funds is Not Available

    PayPal does not currently offer the ability to add funds from your bank account.

    When you make a payment, PayPal charges the buyer’s credit card and instantly credits the seller’s PayPal account.
    More Information

    • ბარათზე შეიტანე თანხა და მაგით დაემატება.
      არანაირი add funds.

  31. გამარჯობა. ბარათზე მიბმული მაქვს დოლარის და ევროს ანგარიში მაგრამ ხვალ კვირაა და ბანკი არ იქნება ღია. ჰოდა სწრაფი გადახდის აპარატიდან რო დავრიცხო ჩემ ბარათზე თანხა ლარებში და ისე ვცადო რეგისტრაცია პეიპალზე რამე პრობლემა იქნება? ანუ აუცილებელია ბანკში ასვლა და ცალ-ცალკე დარიცხვა ევროსა და დოლარის ანგარიშზე?

    • მგონი პასუხი ცოტათი დამაგვიანდა, მაგრამ მაინც მოგწერ.
      არ არის პრობლემა. მთავარია, საკმარისი თანხა შეიტანო.

      • კარგი არაა პრობლემა მადლობა 🙂 Libery bank-ის mastercard-ზე ხო მიებმევა ჩვეულებრივად?

        • ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მითითებულია მაგრამ არც თანხა ჩამომაჭრა ბარათზე და არც PP კოდი მომსვლია იბანკზე და რისი ბრალია?

  32. გამარჯობა ქეთი, პპ.ზე რომელ ბარათს მირჩევ რომ მივაბა საქართველოს ბანკის ექსპრეს ქარდს თუ ემანის ვირთუალირ ბარათს.

    • მე პირადად ქართუს იქარდი მაქვს მიბმული.

      მაგ ბარათებში კარგად ვერ ვერკვევი, თუმცა თუ დარეკავ საქართველოს ბანკში და ლიბერთიში, გაგარკვევენ.

  33. გამარჯობა. ლეიბლმა მომთხოვა პეიპალ კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით და რეგისტრაციის დროს ინდივიდუალ მივუთითო თუ ბიზნესი? და კიდევ სმარტივი ბარათი თუ გამოდგება მისაბმელად

    • გამარჯობა.
      კითხვა ვერ გავიგე.
      არა, სმარტივი არ გამოდგება.

      • ანუ ტრეკი გავაგზავნე ერთერთ ლეიბლთან და რომ ვითანამშრომლოთ მომთხოვეს პეიპალის ანგარიში და რეგისტრაციის დროს peypal.com-ზე თავიდან მთხოვს ამ ორიდან ერთერთი ავირჩიო individual ან business და ლეიბლისათვის რომელი უნდა ავირჩიო

        • და რომ ითანამშრომლოთ, შენ პირადად უნდა ითანამშრომლო თუ შენმა კომპანიამ? მაგის მიხედვით აირჩიე.

  34. გამარჯობა ქეთი, მობილურის ნომერი როგორ ჩავწერო ?? 995 რო ვწერ მერე ნომერი აღარ ეტევა და პირდაპირ ჩავწერო ნომერი???? საიტი განაახლეს და სხვანაირი შესავსებია

    • ვერა. საქართველოში არ ხდება თანხის მიღება-გაგზავნა.

  35. ქეთი, გამარჯობა, ძალიან ჩაინიკური კითხვა უნდა დავსვა: დავრეგისტრირდი ფეიფალზე, ლიბერთის ვიზა ბარათიც მიიბა და ყველაფერი.გავაგრძელე ცხოვრება წყნარად.
    მაგრამ პრობლემა სხვა რამეა: რაღაც ინტერნეტსამუშაო შევასრულე, რომლის ანგარიშსწორებაც ასევე ინტერნეტით უნდა მომხდარიყო 2 კვირაში, მაგრამ თანხა არ დაირიცხა. მივწერე ფეიფალს და მიპასუხეს, რომ საქართველოში შეუძლებელია თანხის ფეიფალით მიღება. სხვა ქვეყანაში ფეიფალის ანგარიში არა მაქვს. გამოდის დავკარგე ის თანხა?

    • მართალი გითხრეს. ქართული ფეიფალი არ იღებს თანხას. ანუ თანხის მიღება-გაგზავნისთვის ქართულ ფეიფალს ვერ გამოიყენებ.

      მისწერე იმ კომპანიას ეს ამბავი და აუხსენი ყველაფერი. იმ კომპანიაზე დამოკიდებული რამდენად დაკარგე ის თანხა.

  36. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დღემდე send only ქვეყანა ვართ და ხელფასს სხვა ქვეყნის paypal-ზე ვარიცხინებ :)) გადახდებით დიდად არ ვიკლავ თავს, ამიტომ არ გამომადგა. არადა, როგორ ველოდი… :))

    • ხო, მაგაში მართალი ხარ 😀

      შევედით ევროპაში და რავი ვნახოთ რა იქნება.

  37. გამარჯობა. ალიექპრესიდან უნდა დამიბრუნონ თანხა და მთხოვენ PAYPAL-ის მისამართს, არ მქონდა და დავრეგისტრირდი. რა მისამართი უნდა მვწერო? დამეხმარეეე

    • ის მისამართი, რა მისამართითაც ხარ ფეიფალზე დარეგისტრირებული.

  38. gamarjobat,arvici mivabi tu ara angarishi paypals magram tanxis gadmotana minda paypalit,angarishs rom mtxovs libertis angarishi unda mivutito? tu paypals akvs kodi an tavisi angarishi chem gverdze da ver vnaxulob

    • თანხის გადმოტანა? ფეიფალს კოდი არ აქვს როგორც ასეთი.

  39. პირველ რიგში დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარე.
    ყველაფერი გავაკეთე მაგრამ თანხა არ ჩამომჭრია ჯერ და შესაბამისად იბანკში ამონაწერში არ ჩანს ეს 4 ნიშნა კოდი და დიდხანს უნდა ველოდო ? 😦

    • იცის ხოლმე დაგვიანება. არ ინერვიულო. იბანკის შემოწმების პარალელურად ბანკის ქოლ-ცენტრიც ამოწმე ხოლმე. ხშირად იქ არის ხოლმე.

  40. ისევ მჭირდება შენი დახმარება: 🙂 მოკლედ ფეიფალზე მაქვს მიბმული ლიბერთის ვიზა ბარათი და შეიძლება ხომ ეს ბარათი რომ წავშალო და საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონი გადავაბა ??? რაიმე გარვკვეული დრო ხომ არ არის საჭირო ამისთვის ? მადლობა წინასწარ ❤

    • არ გირჩევ მაგას.
      იმიტომ, რომ თავიდან დაიწყებენ შენს გადამობას.
      თავიდან ჩამოგეჭრება 1 დოლარი და 1,5 ევრო.
      და ხელახალი ტვინის ბურღვა.

      • ეგ არაუშავს უეჭველად მინდა კარტის შეცვლა, როგორ უნდა შეგიძლა დამეხმარო ?? ეგ თანხა ხომ უკან ბრუნდებოდა როგორც მახსოვს ?

        • კი, ბრუნდება.
          თვითონ ფეიფალის ანგარიშში უნდა შეხვიდე და იქ არის მიბმის საშუალება. ჩემი ამ პოსტითაც იხელმძღვანელე.

  41. ragac kitxva maqvs 🙂 mokled 🙂 damiricxes tanxa meilze momivida magram chems gverdze ar chans da PeyPalma mocmera 300 evros ro gavigzavni im adamianis agents vinc es tanxa damiricxa mxolod mashin gamochndeba anu is tavs izgvevs rogorc mivvxdi da eseti ragac tua shesadzlebeli me marto imito mjera ro PayPalma momcera . is adamiani mcers ro tavis tanxas ver ibrunebs da paqtiurad maidzulebs im 300 evros gadaxdas 😀

    • This payment has been deducted from the buyer’s account and has been ” APPROVED” but will not be credited into your account until the Mtcn is sent to us for verification so as to secure both the buyer and the seller. aie es momceres magram maicn ver vriskav 😦 aq xo bankshi misvlas azri ar aqvs me xo ar vici da isini saertod azrze ar arian sam dgeshi dairicxeba da baratit gamoitani momtkiceben 😀 ro vutxari gamotana sheudzlebelia ar damijeres mokled tu ramit shegidzlia damexmaro dzalian gamixardeba 🙂

      • არავის არაფერი არ გადაუხადო.
        დანარჩენი კი მეორე კომენტარზე მოგწერე.

    • დაგირიცხეს რას ნიშნავს? ფეიფალზე თანხის შეტანა არ ხდება. ხდება მხოლოდ იმ ბარათზე შეტანა, რომელზეც მიბმულია ფეიფალი.

  42. სად შემიძლია paypal კარტოჩკის გაკეთება? და რა ღირს? ბათუმში სად არის ფილიალი.

    • ფეიფალის ბარათი არ აქვს საერთოდ.
      საჭიროა საბანკო ბარათი.

  43. qetii isev mchirdeba sheni daxmareba, mokled ebayze gadavixade 179.50$ da Turme myidvelis dasturi yopila sachiro da ar vicodi me da gavauqme es gadaxda.mere momwera gamyidvelma rato gaauqme midi aq var da gadaixadeo.mokled rom vcade meored gadaxda vegar gadavixade tanaxa agar mqonda angarishze.peypals mivwere da paypalma chven gauqmebistanave dagibrunet tanxa shen banktan gaarkvieo da ramden xanshi damijdeba tanxa ?? ra gavaketo ? mailze rom momweres eg dagiricxeto eg rom amovbechdo da bankshi mivitano damiricxaven male ? saertod gvian rato xdeba tanxis daricxva imatma tu ukve gadmomiricxes ? madloba da male mipasuxe gtxov :*

    • კი კი აუცილებად დარეკე ბანკში და უთხარი ეს ყველაფერი და უთხარი, რომ მეილზე გადმოგიფორვარდებთ პპ-ის მიერ გამოგზავნილ წეილს-თქო. ხოდა გადაუგზავნე. წესით რამდენიმე დღეში დაგისვამენ.

  44. გამარჯობა ქეთი.
    მოკლედ PAPAL-ის საშუალებით FB-ზე ვანთავსებ რეკლამას. გუშინ 1 დოლარი დამაკლდა და ამის გამო გამიჩერა ანგარიში და მიწერს შემდეგს
    ” Outstanding balance: $50.81 USD
    We were unable to charge your Facebook Ads account.
    Please pay your outstanding balance with a valid payment method to reactivate your account.
    Add New Payment Method”
    თანხა ამჟამად საკმარისი მაქვს ბარათზე,მაგრამ იგივეს მეუბნება და იქნებ დამეხმარო.რამეს დააფდეითება ხომ არ უნდა

    მადლობა წინასწარ

      • კი,ეს რეკლამის თანხაა რომელიც გახარჯა და წესით ბარათიდან უნდა წაიღოს.შესაბამისი თანხა მიდევს. შეიძლება რომ ბართი ლიმიტირებული იყოს და მაგის გამო აგარ მატარებდეს?

        • კი, შესაძლოა ეგაა მიზეზი.
          ისე შენს ბანკში გაარკვიე მაინც თავდაპირველად. იქნებ მან დაგიწესა რაიმე ლიმიტი. თუ საქართველოს ბანკის ბარათია, მითუმეტეს.

  45. kidev ra unda gkitxo prcents ramdens ikaveeeebs ???? vtqvat kartidan rac mivabi 100 $ gamoviwere ramden procents ikavebs. an tviuri gadasaxadi aqva rame ? amixsenit ra.

    • პროცენტს ვინ იკავებს? ფეიფალი? არაფერს იკავებს. ერთადერთი ბარათის მომსახურების საკომისიო შეიძლება იყოს გადასახდელი, მაგრამ მაგას ბანკი იკავებს და არა ფეიფალი.

  46. chem saxelze davregistrirdi da baratis nomeri chemi meuglis mivutite. eg xom araferia ??? madloba ise dzalian damexmara sheni posti

  47. გამარჯობა,
    პროლემა მაქვს და იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ. რამოდენიმე ნივთი ვიყიდე ebay-დან უპრობლემოდ და ამის შემდეგ როცა დავაპირე კიდევ რამოდენიმეს ყიდვა paypal-ზე დამიწერა “transfers from credit card denied” (თანხა მაქვს ანგარიშზე). ამის შემდეგ წავშალე ჩემი ბარათი და თავიდან ვცადე მიბმა, იქნებ ეშველოს თქო, მაგრამ ეხლა ახალი პრობლემა გაჩნდა, ბარათს აღარ იღებს (ვადა აქვს 2016 წლამდე) და მიწერს “We were unable to verify this card. Please review and make sure that the information you entered is correct. If the problem persists, please enter a different card”. ეშველება რამე ამ საქმეს ?? 🙂

    • არ უნდა წაგეშალა ბარათი.

      ამ შემთხვევაში ფეიფალს უნდა მისწერო.

      • მადლობა პასუხისათვის.
        მოვაგვარე პრობლემა. ფეიფალის ბრალი არ ყოფილა. თურმე საქართველოს ბანკს აქვს ლიმიტი, დღეში 10 ტრანზაქცია და ამის გამო ვერ ვახერხებდი გამოწერას. რაც შეეხება ბარათის თავიდან დამატებას, ფეიფალის ჩემ პროფილში არსებული მისამართი გავანულე და თავიდან შეყვანის შემდეგ ბარათიც უპრობლემოდ დაიმატა.

        • აა უი საქართველოს ბანკის პრობლემა არ ვიცოდი. პირველად გავიგე. რა იდიოტური შეზღუდვაა. სხვა ბანკებს არ აქვთ მსგავსი პრობლემა.

  48. ერთი რაღაც მაინტერესებს. verified ანგარიშიდან წავშალე საკრედიტო ბარათი (ვადა გაუვიდა) და ანგარიში დარჩა მაინც verified. ეხლა ახალ ბარათს რომ მივაბავ – მაინც დამჭირდება ამ ახალი ბარათი ვერიფიკაცია?? და თუ ახალი ბარათი არ მივაბი – ხომ ვერ ვიყიდი ვერაფერს?

    • ახალი ბარათის მიბმა ნამდვილად აუცილებელია. ვერიფიკაცია კი ანგარიშის ხდება.

  49. yevlaperi gavakete,avige internet baratic tao bankshi,magram tanxa ar damricxvia araferi jer jerobit saitidan gamdovricxe. axla ra mainteresebs,gasaaqtiureblad rom sheval get verifedshi da mtxovs 1.5 evros es tanxa unda mqondes jer shetanili agnishnul baratze?

    • კი აუცილებლად უნდა გქონდეს ორივე თანხა ანგარიშზე.

  50. gamarjobat ra mainteresebs yvelaferi gavakete mivabi karta da kodis chaweraga mindoda da shemtxvevit shemshal da sxva kodi sheviyavne da karta gamoirto kodis chasawers agar miwers da ra vqna ?

  51. gamarjoba paypal gadavabi smartivis virtualuri emani viza barati tanxa dolarshi mkonda da rac chavricxe ar eko samjer chamomachra 4dolaramde magram ver davasrule verifikacia sad cavida chemi tanxa an ra moxda ver metkvit

    • ლიბერთის დაუკავშირდი და ჰკითხე. ისინი გეტყვიან რა წერია ამონაწერში.

  52. Kate, ყველაფერი სწორად გავაკეთე, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მეილზე წერილი არ მომდის… სხვა დროს ვცადო კიდევ დადასტურება, ახლა რომ გავთიშო, შეიძლება, დასაშვებია? ვერ გავიგე, როგორ მოვიქცე.

    • მოკლედ, ასე მოვიქეცი, სხვა, მეორე მეილიც მივუთითე და ის დავადასტურე. ძირითად მაილზე ისევ არ მომდის წერილი და დაუდასტურებელიაო, აწერია გვერდით PayPal-ზე. პრობლემა შემექმნება, თუ არ დადასტურდა?

      • არცერთ მეილზე არ მოგივიდა წერილები??? სპამებში ნახე???

        • მოკლედ, kate მეორეზე მომივიდა, დავადასტურე და ძირითად მეილად ავირჩიე. მერე პირველზეც მოვიდა, როგორც იქნა, საათზე მეტი ხნის ლოდინის შემდგომ და ისიც დავადასტურე. ავტომატურად ისევ ის მეილი გახდა ძირითადი, რომლითაც დავრეგისტრირდი… : )
          ხო და, რა მინდოდა მეთქვა, უუუუუუუუუუუუუუღრმესი მადლობა შენ… :* : )))
          ახლა ყიდვის დროს დამჭირდება დახმარება, არ ვიცი paypal-ზე გადავიტანო უნდა ექსპრესს ქარდიდან თანხა, თუ როგორ ხდება და ა.შ და ხომ არ იცი სად შეიძლება ვნახო ყველაფრის შესახებ დეტალური ინფორმაცია, შენი ინსტრუქციის მსგავსი, მარტივად გასაგები?

          • მადლობისთვის გაიხარე :*** (ვერ ვიტან ამ სიტყვა “გაიხარე”-ს არადა) ხოდა დეტალურ ინფორმაციას რაც შეეხება, არ ვიცი. ასე რომ, აგერ ვარ

          • ხოდა შენ ფორუმელი არ ხარ??? იქ მოდერატორი ვარ ონლაინ შოპინგის და იქ დაგეხმარებოდი.

            • ვერ მე ვიტან “გაიხარე”-ს… : ))))))))))) კი, ფორუმელი ვარ… გადავავლებ თემებს თვალს, და თუ მაინც მექნება შეკითხვები, ვიცი ვისაც მივმართო. : )) ძალიან დამეხმარა შენი ინსტრუქცია, რა მარტივად, გასაგებად ახსენი ყველაფერი, არა და რაღაც შეუძლებელი მეგონა paypal-ზე რეგისტრაცია. : ))) მოკლედ, ფორუმზე შევხვდებით… გმადლობ, კიდევ ერთხელ. : )))

              • არაფრის. შეგერგოს.
                ხოდა ონლაინ შოპინგში ვარ მე და იქ დაგეხმარები. კიარადა თემებში რომ დაპოსტავ, ყველა დავეხმარება.



  53. საქართველოს ექსპრეს ქარდის მიბმას ვაკეთებ პეიპალზე და აქ გავიჭედე.
    იქნებ მასწავლოთ როგორ მოვიქცე რომ ბოლომდე გავიდე?

    • მიბმა ხდება მხოლოდ ისე, როგორც მე მიწერია. ამ სურათზე რაც ხატია, არ ვიცი რა მომენტში შეგხვდა.

    • ალბათ ბარათს გულისხმობ. ბანკში შეგიძლია აიღო ბარათი.

    • რა ბარათი???
      ქართული ბანკის კლასიკის ტიპის ბარათია საჭირო.

  54. გამარჯობა.იბაიდან ყიდვა მინდა მაგრამ აი ეს წერია:1. Ship only to your confirmed or verified Paypal address.აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ამანათს საქართველოში გამომიგზავნიან ,რადგან პეიპალი საქართველოზეა რეგისტრირებული?რა გავაკეთო არ ვიცი:(მადლობა

    • კი სერგო.
      ანუ როდესაც რეგისტრირდები პპ-ზე, რეგისტრირდები საქართველოთი.
      იბეის რაც შეეხება, Registration address-ში ანუ იგივე billing address-ში უნდა გეწეროს ქართული მისამართი. ხოლო shipping address-ში კი ამერიკული ანუ ქართული გადამზიდის ამერიკული მისამართი.

      • მადლობა .ეხლა ის მაინტერესებს ებაიზემ,რომ არის world wide shipping.შემიძლია გამოვიწერო ესეტი ნივთი,რომ არ დამჩირდეს usa2goergia an camex.ge?თუ შეიდძლება ვაპშე არ ჩამოვიდეს საქართველოში?მადლობა

        • კი შეგიძლია იდეაში. საქართველოს ფოსტაში ჩამოვა. მაგრამ დიდი ხანი მოგიწევს ლოდინი. ჯერ ის, რომ იბეიდან ისედაც 1 თვემდე უნდება და მერე პლუს თუ ფოსტით მოდის, მოვა 1-2 თვეში. ანუ ჯამში სადღაც 3 თვე და გიღირს ამდენი ხანი ლოდინი??? მგონი არა. რა ვიცი აბა. მე სულ კამექსით ვიწერ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

    • იმიტომ, რომ შენ თანხა ბარათზე გაქვს და არა ფეიფალზე.

  55. paypalze liberty bankis mastercardit roca vregistrirdebi miwers rom :. We’re sorry, but that credit card can’t be linked to additional PayPal accounts. da ra sheidzleba iyos amis mizezi?

    • ეს უკვე ლიბერთი ბანკის პრობლემაა, თორემ მე ქართუზე მივაბი უპრობლემოდ.

  56. ამ უაზრო კიტხვისტვის მაპატიეთ.
    ქეთი,ყველაფერი გავაკეთე როგორც შენ გაქვს ახსნილი ისე. მარტო ის არ ვიცი ფეიფალზე ფული როგორ უნდა შევიტანო. მასტერქარდზე გავაკეთე საქბანკის.

    • თუ ფეიფალი მიბმულია ბარათზე, თანხას რომ შეიტან ბარათზე, უკვე შეძლებ ყიდვას.

    • გადამზიდი არის რამდენიმე.
      მე მაგალითად camex.ge-ზე ვარ დარეგისტრირებული. რომ რეგისტრირდები, მისამართს გაძლევს.

      • Kate, დღეს დავრეგისტრირდი პეიპალზე და ადრესად მივუთითე თბილისის მისამართი – ამ პოსტების თვალიერებისას კითხვა გამიჩნდა: მისამართად კამექსის ან სხვა გადამზიდავის მიერ მოცემული მისამართი უნდა მივუთითოთ? გმადლობთ!

        • სალამი.
          კამექსის მისამართს უთითებ არა ფეიფალზე, არამედ იბეიზე.
          ფეიფალზე ქართული მისამართი უნდა გეწეროს.
          ანუ როგორც აქ არის ნაჩვენები.

  57. პაროლი როგორ შევცვალო? ყიდვის პროცესი გავიგე, მაგრამ ყიდვის გარეშე წინასწარ პეი პალის ანგარიშზე თანხა შემიძლია დავდო?

    • პაროლის შეცვლის ოფცია არის იქ.

      კი, შეგიძლია ბარათზე შეიტანო თანხა და გქონდეს.

    • კი დათო, შეგიძლია. მე ზუსტადაც რომ ეგ ბარათი მივაბი.

    • ფეიფალზე ფულის შეტანა და გამოტანა არ ხდება. ანუ ქართული ფეიფალი მხოლოდ შესყიდვებისთვის არის.

        • ამაზონს არ სჭირდება ფეიფალი.
          პირდაპირ შეგიძლია შეიძინო. ბილინგში – შენი მისამართი, შიპინგში – გადამზიდში და ეგაა.

  58. ძალიან ადვილად დავრეგისტრირდი დიდი მადლობა ქეთის
    ჩაინიკური კითხვები მაქვს
    მაინტერესებს, ფფ-ით ყიდვისას იბეიზე თუ გადამზიდის მისამართი გაქვს პრობლემა არ იქნება ალბათ ხო? და კიდევ
    ფფ-ი მიება ბარათს როგორც ვხვდები, ხოდა ეს ფფ-ის ანგარიში რისთვისაა დოლარში და ევროში რომ მიჩვენებს რამეს როცა ვიყიდი მანდ აისახება?

    • არაფრის, შეგერგოს 🙂

      1) არა, იბეიზე ბილინგში უნდა გეწეროს ქართული მისამართი. ანუ სადაც შენ ცხოვრობ. ხოლო შიპინგში – გადამზიდის.
      2) ეგ ფფ-ს ანგარიში უფუნქციოა ჩვენთვის. შენ რა შესყიდვებსასც განახორციელებ, საბარათე ანგარიშზე აგესახება.
      ეგ პპ ანგარიში მხოლოდ მაშინ არის აზრიანი, როდესაც თანხის მიღება-გაგზავნა ხდება მისი საშუალებით. მაგრამ საქართველოში ეს ფუნქცია აქტიური არ არის. როდის შემოვა, ეგეც უცნობია.

  59. ბარათის დალიმიტება რა არის და ყველა ქართულ ბარათს ალიმიტებს?
    და რა უნდა ვქნათ რომ არ დაალიმიტოს?

    • ჩემი ბარათი არ დაულიმიტიებიათ.
      სავარაუდოდ ანგარიშში არის რაღაც ხარვეზი.
      ყველაფერი სწორად გიწერია???

  60. ise, rac tutorialebi minaxavs es yvelaze kargia, me am yvelafris gareshe davregistrirdi da bevri viwvale, adre mainc menaxa. paypalzec davregisrirdi ebay-zec mivabi magram mainc damblokes, arada ramdenime auqcionshi mivige monawileoba da aerti movige kidec 😦 1$ ebyaam chamomachra, 1$ da 1,5 evro paypalma da sul tyuilad

  61. ebaize accounti damiblokes da rogor agvadggino?? es momweres

    Hello maka-wow (maka777@live.ru),

    Your eBay account has been suspended because recent account activity has raised security concerns. We’ve taken this precaution to protect our members while we make sure that the activity doesn’t cause harm–even unintentionally–to the eBay community.

    Unfortunately, you won’t be able to use eBay in any way. This includes using another existing account or registering a new account.

    Any outstanding fees will be due immediately, and any amounts that you haven’t previously disputed will be charged to the billing method currently on file.

    We appreciate your understanding.

  62. au iqneb mishvelot vinmem registracia gaviare ebay-zec da paypal-zec, mere ebays mivabi paypali da sacdelad minda ramis yidva magram bolos ukve (confirm and pay)-s rom vacvebi ai eset ragacas micers

    To ensure that eBay remains a safe marketplace, we limit the quantity of items that can be bought or sold by a single account at one time. These limits may change over time and are determined by your previous site activity and overall performance.

    Currently, your account has reached the limit for bidding and buying, but you can increase this limit by providing additional verification. Thank you for your understanding.

    Please follow the directions below to continue

  63. ქეთ, გილოცავთ, გამიხარდა საქართველოშიც რომ არსებობს უკვე. მე ვიყენებ და ძალიან პრაქტიკულია. წამებში ხდება ყველაფერი. მშვენიერია ერთი სიტყვით და ძალიან კარგად გაქვს ყველაფერი ახსნილი. მომენატრე :))))):*

    • ქეთოოოო!!!!.
      საყვარელი.

      აი პირობას ვდებ, რომ გავაქტიურდები.
      მეც ძალიან მომენატრე ❤

  64. აი ამას მიწერს

    PayPal is constantly working to ensure security by regularly screening the accounts in our system. We recently reviewed your account, and we need more information to help us provide you with secure service. Until we can collect this information, your access to sensitive account features will be limited. We would like to restore your access as soon as possible, and we apologize for the inconvenience.

    Why is my account access limited?

    Your account access has been limited for the following reason(s):

    Apr 11, 2013: We noticed some unusual activity on the credit card linked to your PayPal account.

    (Your case ID for this reason is PP-.)

    How can I get my account access restored?
    It’s usually pretty easy to take care of things like this. Most of the time, we just need a little more information about your account or latest transactions.

    To help us with this and to find out what you can and can’t do with your account until the issue is resolved, go to the Resolution Center.

    We’ll review the information you provide and email you if we need more details or when your account is back to normal.

    Once you complete all of the checklist items, your case will be reviewed by one of our Account Specialists. We will send you an email with the outcome of the review.

    • ეს კითხვა-პასუხია.
      მე გკითხე მიზეზი, რატომ არის დალიმიტირებული.
      ყველაფერი სწორად გაქვს შეყვანილი???

  65. Your account access is limited ამას მიწერს და რა უშველო ხო არ იცით, წინასწარ მადლობა

      • აუ ჩემზეც ეგრე ქნა. ის 1$ და 1.5 ევრო შემიჭამა 😀 იბეიზე, რომ შევედი ყიდვაში და ფეიფალით უნდა დამედასტურებინა გადახდა, მაშინ დამიწერა ეგრე. Emoney ვირტუალური Visa ბარათი მაქვს. ეხლა კიდე პირადობის მოწმობის ასლებს და ბანკის ამონაწერს მთხოვს ფაქსით, რომ გავუგზავნო. მე მაგათი გიჟი დედა ვატირე 😀

  66. ასეთი რამ მაინტერესებს, პპ -ის ანგარიშში საცხოვრებელი მისამართის გარდა,საჭიროა შიპინგ მისამართის შეყვანაც? (მაგ: გადამზიდავი კომპანიის) როგორც ჩანს კი

    If your shipping address is different than your Paypal address, please add the shipping address to your authorized addresses in your Paypal account. We can only ship to an authorized Paypal address. We do not accept email to change shipping address

    სხვა პიროვნებამ დააკოპირა ეს შეტყობინება, მე ჯერ არ მიმიბია ბარათი

    • ეს იბეი წერს ამას სავარაუდოდ.
      ფეიფალში შიპინგ მისამართს ვერ ჩაწერ ვინაიდან ფეიფალი მაღაზია არ არის და ეს ტექსტი იბეიდანაა.

  67. ბოლობოლო ეს ერთი დოლარი იკარგება თუ როგორც 1.5 ევრო ბრუნდება პპ-ს ანგარიშზე ასევე ეს 1 დოლარიც გიბრუნდება?

  68. მშვენიერი ტუტორიალია! უბრალოდ ვინც ასეთი მარტივი რეგისტრაცია როგორ გაიაროს, არ იცის, იმას სავარაუდოდ პეიპალიც არ გაუგია. კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი ინფორმაციაც ყოფილიყო მის შესახებ, ანუ რა შემთხვევაში გამოიყენება, რა უპირატესობები აქვს ინტერნეტ შოფერისთვის (გარდა უსაფრთხოებისა) და ა.შ.

    • მეტი პრინციპში არ არაფერი დასამატებელი.
      ბევრი საიტი არსებობს, რომელიც არ იღებს ბარათებს. და იღებს ფეიფალს.

  69. გაიხარეეეეეთ , დიდი მადლობა ასეთი დაწვრილებითი ინსტრუქციისთვის

  70. გადავავლე თვალი და როცა დავაპირებ რეგისტრაციას, რამე პრობლემა თუ შემექმნა ჩემი ხარ ყვლისმცოდნე ქ8..

      • didi madloba, kargi tutorialia namdvilad 🙂
        mainteresebs 4 nishna kodi sms-shi ar mimigia, da sanam bankidan amonaweris meshveobit gavigeb, manamdec aqtiuria chmi account da shemizlia gamocera tu ara?

        • ბანკში შეგიძლია დარეკო და კითხო ეგ 4-ნიშნა პპ კოდი.

            • ეგ უკვე გააჩნია რა ბარათი გაქვს, იმის მიხედვით უნდა გაარკვიო შესაბამის ბანკთან.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s