Pene e Sergio

რამდენი იცნობს ნეტავ სერჯიოს??? ვგულისხმობ სერჯიო კასტელიტოს (Sergio Castellito). იგი იტალიელი მსახიობი და რეჟისორია. მისი მეუღლეც მინდა გაგაცნოთ – მარგარეტ მაცანტინი (Margaret Mazzantini). ის წიგნებს წერს და შემდეგ სერჯიო მათ მიხედვით ფილმებს იღებს. ბარემ მათ უფროს ვაჟიშვილსაც გაგაცნობთ, ესაა პიეტრო კასტელიტო (Pietro Castellito), რომელიც დედის მიერ დაწერილ  და მამის მიერ გადაღებულ ფილმებში თამაშობს. თქვენც იგივე გაიფიქრეთ, რაც მე??? დიახ, ესაა una famiglia Italiana 😀 პრინციპში, რა პრობლემაა??? არც არაფერი.

is-kaires-rezisierius-sergio-castellitto-aktore-penelope-cruz-ir-scenarijaus-autore-margaret-mazzant-5062a6e7e641f

ახლა ამას დაუმატეთ ესპანური ცეცხლოვანი ქალი. დიახ, პენელოპე კრუსი (Penelope Cruz) და მიიღებთ ორ ძალიან კარგ ფილმს. ერთია “არ გაინძრე/Don’t move/Non ti muovere”, ხოლო მეორე “ორჯერ (ან თუ გინდათ, ხელმეორედ) დაბადებული/Twice Born/Venuto al mondo”. დღეს მინდა ამ უკანასკნელ ფილმზე მოგითხროთ. წინასწარვე გაფრთხილებთ, რომ პოსტი შეიცავს სპოილერს. ასე რომ, თუ აპირებთ მის ნახვას, ბლოგი დახურეთ და ფილმის ნახვის შემდეგ გახსენით.

PicMonkey Collage

ჯემა (Gemma) როგორია??? მორიდებული. სხვა სიტყვა ვერ მოვუფიქრე ამ კონკრეტულ მომენტში. რამდენიმე ეპიზოდში რომ გავაიგივე საკუთარ თავთან. ხო, აი არსებობენ ისეთი ტიპის ადამიანები, რომელთაც სიყვარულისაც კი ერიდებათ ხოლმე. მაშინ როდესაც მისი თანმხლები მამრები, გინდ გოიკო (Gojco) და გინდ დიეგო (Diego) ზედმეტად აქტიურები არიან. სამაგიეროდ ასკა (Aska) არის გაბედული გოგო. უსმენს Nirvana-ს და თინეიჯერული მოუსვენარი სული აქვს.

ალბათ არსებობს გულში ღრმად ჩასამარხი ამბები. ის ამბები, რომლებიც გვატირებს და ტკივილს გვაყენებს. გვახსენდება და გული გვწყდება, რომ ეს ყოველივე მოხდა. გადის დრო და თურმე შენ აბსოლუტურად სხვა რამე უნდა გცოდნოდა. აბსოლუტურად სხვა რამ უნდა მომხდარიყო.

ომი ისაა, რაც სახლების, ადამიანების გარდა კიდევ ბევრ რამეს ანადგურებს. ადამიანს მორალურად აცამტვერებს და შემდეგ უუნაროს ხდის ახალ ცხოვრებას შეეგუოს. თავს დამნაშავედ გრძნობ და ერთადერთი რაც თავში გიტრიალებს ეს თავის მოკვლაა. და მერე რა, თუ შენ ტყვიებშორის დადიოდი სისხლიანი სარაევოს ქუჩებში. შენ საყვარელი ადამიანის დაკარგვის უფრო გეშინია, ვიდრე ტყვიების.

penel

ალბათ საყვარელი ადამიანისთვის გასაოგნებელ ამბების ჩადენაზეც არ იტყვი უარს. შვილი, რომელიც ოდესღაც ორივეს გინდოდათ, ატყობ, რომ უდიდესი მორალური თუ ფიზიკური ტკივილის შედეგად იბადება. ეს ბედის გამოცდაა. ან შეიძლება დროის ან არვიცი, სიყვარულის. სულ ვფიქრობ ხოლმე, ზღვარი სად გადის სიყვარულსა და თავდადებას შორის. ზღვარი, რომ საყვარელი მამაკაცის თუ საყვარელი ქალის გულისთვის ძალიან დიდ მსხვერპლს გაიღებ.

emil

დიეგო სულ რაღაც 23 წლისაა და რატომღაც უფრო მოუსვენარს ველოდებოდი. არის კიდევაც. უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ასეთი ძლიერი იქნებოდა. ემილ ჰირში (Emile Hirsch) ძალიან კარგად თამაშობს.

ფილმის განმავლობაში ვტიროდი. არ ვიცი კიდევ როდის ვნახავ ასეთ ფილმს, მაგრამ დღესდღეობით ეს ჩემი ფავორიტია.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორად გვევლინება პენეს ძმა Eduardo Cruz, რომელმაც არაჩვეულბრივი მუსიკა შექმნა ამ ფილმისთვის. თურქეთს კი შეუძლია იამაყოს საადეტ აკსოის (Saadet Aksoy) სილამაზით.

ბონუსად ჩემი საყვარელი მომღერლის – Sia-ს სიმღერა, რომელიც აგრეთვე ისმის ფილმში ყველაზე ემოციურ მომენტში.

სერჯიო შემიყვარდა თავის ოჯახიანად. არ ვიცი აქამდე რატომ არ ვნახე მისი ფილმები, მაგრამ ახლა ისე მიყვარს, თითქოს შინაურია. პენე??? პენე არაჩვეულებრივია, პენემ იცის, პენეს არ ეშლება.

ფილმი არის ძალიან ემოციური. მე ვერ წარმომიდგენია მის ნახვას თუ ვინმე ცივი გონებით შეძლებს. ეს არის ისტორია უდიდესი სიყვარულისა და ტკივილისა.

Penelope-Cruz-con-Emile-Hirsch-Sergio-Castellitto-e-Margaret-Mazza-Credits-Kika-Press_h_partb

მარცხნიდან მარჯვნივ: ადნან ჰასკოვიჩი (გოიკო), საადეტ აკსოი (ასკა), პენელოპე კრუსი (ჯემა), სერჯიო კასტელიტო (რეჟისორი, სცენარისტი, ჯემას ახლანდელი მეუღლე), ემილ ჰირში (დიეგო), მარგარეტ მაცანტინი (წიგნის ავტორი, სცენარისტი) და პიეტრო კასტელიტო (ჯემას და აკსას შვილი)
all

ეს კი ტრეილერი:

Advertisements

4 thoughts on “Pene e Sergio

  1. Shens aseti stilis postebshi is momwons, rom saswaulad axloblurad wer, titqos es xalxi sheni zveli megobrebi iyvnen.

    Momwons shengan filmebis mimoxilva. Gaxsovs adre mtel postebs werdi, trailer-ebit da rame. Gaagrzele ra.

    Emil Hirsch kidev msoflioshi yvelaze heartful msaxiobia da “into the wild”-dan daamtkica, rom Hollywood-s dges msgavsi aravin hyavs.

    • აუ მე მართლა ეგრე ვგრძნობ. ახლობლებად მიმაჩნია ხოლმე ასეთი ხალხი.
      ემილზე გეთანხმები. მართლა ეგეთია. არადა რა პატარაა და უკვე ასეთი ❤
      movies to be seen_ები??? კი გავაგრძელებ აუცილებლად.

  2. ძალიან მომეწონა მიმოხილვა, ისე რომ გადავწყვიტე აუცილებლად ვნახო ორივე ფილმი.

    • კი ნახე.
      მაინტერესებს მერე შენი აზრი.

      დიდი მადლობა :*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s