Subliminal

დღეს ვფიქრობდი, რატომ ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე ვწერდი?! მაგრამ მერე მახსენდება, რომ ადრე ბევრ უაზრობას ვწერდი და ოდნავი შვება მეუფლება. დღესაც კი, როდესაც ძველ პოსტებს ვკითხულობ, უხერხულობისგან, მორიდებულოსგან ვიკრუნჩხვები, ვიშმუშნები და სურვილი მეუფლება, რომ სახე ხელებში ჩავრგო და დავიმალო.

1) დასაწერი არაფერია. ნუ კი, რა თქმა უნდა, პასკული დაიჯერებდა ამ ვერსიას. მაგრამ აქ ერთი დეტალია. დასაწერი ზუსტადაც რომ არის. თუნდაც იმის შესახებ, რომ მალტაში (თუ მალტაზე. იქნებ დაზუსტებით იცოდეს ვინმემ. ხან იმას ვამბობ და ხან იმას.) ვიყავი. დიახ, თებერვალში მალტას ვესტუმრე და მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება. აუ ოღონდ ამაზე მერე დავწერ. ახლა ძალიან მეზარება და რომც არ მეზარებოდეს, მაინც მეზარება. ეს ერთი მალტური სურათი იდოს მაინც. ვინიცობაა და ვინმე შემოვა ბლოგზე.

PicMonkey Collage

თუ რატომ ვიყავი, როგორ გავერთე, რა ვნახე, რა მომეწონა და ა.შ.-ები იქნება მომდევნო პოსტებიდან რომელიმეში. ასე რომ, ამედევნეთ (be my follower თუ როგორცაა).

2) გავიზარდე და მივხვდი, რომ დებილობები არ უნდა ვწერო.

  • არ უნდა ვწერო კრიტიკულ დღეებზე, რადგან სირცხვილია ასეთ დელიკატურ თემაზე საუბარი.
  • არ უნდა ვწერო ცუდად ყოფნებზე… ნეტავ მართლა თვეში 4-5 დღე მქონდეს კრიტიკული და დანარჩენი 25-26 დღე არაკრიტიკული ხალისისა და კარგი გუნებგანწყობის განსახიერება ვიყო… საკუთარი თავის შემშურდებოდა 😀 ეს არ ვიცი რამდენად გამომივა.
  • არ უნდა ვწერო ცხელ გულზე. თუნდაც იყოს ეს სიხარულისას დაწერილი პოსტები.
  • არ უნდა აღვწერო ხოლმე ბუნება ყოვლად უნიჭო მეთოდებით… “ქარმა ხიდან მოწყვეტილი უკანასკნელი ფოთოლით გააფრინა შარაგზისკენ.” ნუ აი 😀 .
  • არ უნდა ვწერო სამსახურსა და თანამშრომლებზე. უბრალოდ უნდა გავიაზრო, რომ ხალხი ისეთი არასოდეს იქნება, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.
  • არ უნდა ვწერო ყოველდღიურ უინტერესო ამბებზე. მაგ: დღეს მე წავედი სამსახურში, მერე წავედი მაღაზიაში, მერე გადავედი ვაკის პარკში, იქ ვნახე ჩემი მეგობარი პეტრე, მან დაურეკა თავის მეგობარ პავლეს” და ა.შ. ნუ ასეთი სულელური პოსტები არც მახსენდება, მაგრამ სხვებთან მინახავს და ზოგადად, არ არის მოსაწონი.
  • არ უნდა ვწერო ცუდისმსურველ  (რაც იგულისხმება ფრაზაში “შენ კიდევ არსებობ?” ) და ცუდისმთქმელ (რაც იგულისხმება ფრაზაში “სხვებიც გიცნობენ და მათი აზრიც ემთხვევა ჩემსას დამიჯერე”) ადამიანებზე!!!! ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ, რომ მათზე რამე დავწერო. 

ალბათ ასაკის მატებასთან ერთად ჭკუაც ემატება ადამიანს. ალბათ-მეთქი, რადგან მე ამაში ეჭვი მეპარება საკუთარი თავიდან გამომდინარე. უი ხო. 6 მარტს 26 წლისა შევსრულდი. ანუ 6-იანის შეგრძნებებში ვარ.

რეალურად კი ვიტყოდი იმას, რომ რაზეც მინდა, იმაზე დავწერ. გარდა მე-2 მუხლის ბოლო პუნქტისა.

დილის 8 სააათიც მოსულა.

ძილინების.

Advertisements

25 thoughts on “Subliminal

  1. პ,ს, ჩემთვისაც ახლობელი რომ ხარ, ამიტომ შემოვდივარ ხშირად, ვარ შენთან და გელოდები ხოლმე :)))))))) :*

  2. ქეთ, იმდენი რამე ხდება გერმანიაშიც და ჩემთანაც, საეთოდ ვეღარ ვწერ 😀 როგორ დავიწყო და საიდან დავიწყო აღარ ვიცი და სულ შევეშვი. იმედია მოვუბრუნდები ბლოგს. თან ეხლა ისეც ძალიან დაკავებული ვარ, ცოტა ხნით შემოვდივარ ხოლმე ინტერნეტში,უნივერისტეტის ციებ- ცხელებაში ვარ. ტესტდაფი როგორც იქნა ჩავაბარე და საბუთები შემაქვს ძლივს.

    • ვაა კარგი ამბებია.
      დაწერე ხოლმე ბლოგზე, როდესაც მოახერხებ.

  3. ქეთიკუნა, სულ არაა ნათესაობა და ფბ-ს მეგობრობა საჭირო ჩვენს ,,ურთიერთობაში ”. ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ ფაქტიურად ურთიერთობაც არ ჰქვია ამას, უბრალოდ სულიერად ახლობელი ხარ და მესმის შენი კარგად. მართალია შენი ყოველდღიური ქცევები და თვისებები არ ვიცი და არასდროს მინახიხარ, მაგრამ სხვა რამ ვიცი და ვგრძნობ, რაც ისევ შენ გეკუთვნის და ვფიქრობ ეს უფრო ძვირფასია, ვიდრე ყოველდღიური კონტაქტი. მე მომწონს ჩემი შენდამი დამოკიდებულება და მახალისებს შენი არსებობა საერთოდ. მადლობაში რასაც გულისხმობ და რასაც განიცდი ამას რომ კითხულობ ეგეც მესმის დამიჯერე. უბრალოდ მართლა არ გამოიძებნება უფრო შესაფერისი სიტყვა და მეც ამ სიტყვას გამოვიყენებ. გმადლობ, რაც მომწერე და მიხარია ეს გრძნობა რომ გამოვიწვიე შენში. ვსოო დავამთავრებ ფილოსოფოსობას 😀 ბედნიერად :)))

    • კი, ნამდვილად ძალიან ახლობელი ხარ ჩემთვის. აი ისეთი, რომ ვიცი, რომ სულ აქ ხარ და მელოდები ხოლმე.

      მინდა, რომ შენც წერო. მოყვე გერმანიის ამბები და არამარტო გერმანიის. შენი ამბებიც.

  4. 1) ძალიან ლამაზი ხარ.
    2) ყველა შენი გამოხატული ემოცია საინტერესოა, სულ ერთია სულიერი მდგომარეობის რომელ ფაზაში წერ, კარგი გადმოცემის უნარი გაქვს და ყოველთვის სასიამოვნოდ და საინტერესოდ იკითხება შენი პოსტები. შენს პოსტებთან ერთად ყველა კომენტარს ვკითხულობ ვინ რას გიწერს და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მარტო ჩემთვის არაა სასიამოვნო და საინტერესო. ყოველთვის სწორედ მოგაქვს სათქმელი მკითხველთან და ეს ყველას არ შეუძლია დამიჯერე 😉
    3)მიხარია, რომ წერ. წერა რომ გიყვარს და სურვილი გაქვს წერო. მე დამიქვეითდა ეს უნარი და ამიტომ ძალიან მიხარია შენთან რომ შემოვდივარ და ახალი პოსტი მხვდება. დღიურის წერასაც დავანებე თავი სამწუხაროდ და საერთოდ აღარ ვწერ და მწყინს. გისურვებ, რომ არასდროს დაგეკარგოს წერის სურვილი, რადგან მართლა კარგად გამოგდის ეს საქმე.
    4) მომენატრე 🙂 ცვლილებები ჩემშიც მოხდა ეს ბოლო დრო და ძალიან შევიცვალე მეც, მინდა გითხრა რომ შენც სხვანაირად გიგებ ახლა, უკეთ მინდოდა მეთქვა 🙂
    ყველაფერ კარგს გისურვებ. კარგი გოგო ხარ :*

    • ე ალბათ ოდესმე მეცოდინება ის სტანდარტული თუ არასტანდარტული პასუხი, რასაც ასეთი კომენტარების წაკითხვისას დავწერ ხოლმე. და ალბათ იმ ემოციის სახელიც მეცოდინება, რომელსაც დავარქვამ იმას, რასაც ახლა განვიცდი. მაგრამ აი ახლა, ამ მომენტში, 2013 წლის 25 მაისის 2:28a.m.-ზე საერთოდ აზრზე არ ვარ რა გიპასუხო და ჩემ მიერ განცდილ ემოციას რა ვუწოდო.
      დაგიწერდი “ძალიან დიდი მადლობა!!!!!”-ს, მაგრამ ეს ფრაზა უკვე იმდენად გაცვეთილი და ბანალურია, რომ მერიდება მისი შენთვის თქმა. რამე ორიგინალური მინდა, მაგრამ არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, სიტყვების მარაგი არ მაქვს. მე იდეაში არც მწერალი ვარ, არც ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული და არც რაიმე განსაკუთრებულზე მქონია ოდესმე პრეტენზია. მაგრამ როდესაც სრულიად უცხო (არც ნათესავი ხარ, არც არაფერი, ფბ-ზეც კი არ მყავხარ) და ამავდროულად ასეთი ახლობელი ადამიანი მხოლოდ პოსტებით რომ გიცნობს და გეუბნება ყველაფერ იმას, რაც მე-2 პუნქტში დაწერე, გასხივოსნებული უნდა დაიარებოდე.

      ძალიან დიდი მადლობა (ვერ გავცდი ამ ფრაზას მაინც)!!!!!

  5. მეც ასე ვარ ხოლმე, ჩემს ძველ პოსტებს რომ ვკითხულობ. რამდენჯერმე დაედითების ან წაშლის სურვილიც კი გამიჩნდა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე ხელი არაფრისთვის მეხლო. დაე, ყველამ იცოდეს (მათ შორის, მეც) როგორი ვიყავი წლების წინ 😀

    • ჰაჰააა ლოლ 😀 😀 😀 😀

      წიპა “როგორი სულელი ვიყავი ადრე ხო??? 😀

  6. კარგი პოსტია ქეით. ისე, სასირცხვილო არაფერია, უბრალოდ იცვლება-ხოლმე ადამიანი და რაღაცეებს სხვა თვალით ხედავს. ასე რომ, მაგაზე არ იდარდო, ბუნებრივი რამაა. :)))

    • საყვარელი ❤
      როგორ მენატრებოდი მთელი ეს ხანი.
      შენი პოსტები არის ერთი დიდი სიამოვნება.
      ძალიან დიდი მადლობა!

  7. Cudia, rom ase ishviatad da titqmis agar wer. Mgonia, rom yvelaze authentisch blogi gqonda da gamoircheodi yvelasgan.
    Kritikul dgeebze wera namdvilad intimuria da delikaturi, rogorc shen wer, magram arasodes ici vis guls gaaxareb da daamshvideb, roca sxva kritikuldgeebiani gacofebuli rames ezebs da uceb shens postebs gadaawydeba – tavs bevrad uket igrznobs, rom marto ar aris.

    Mtavaria rogor wers adamiani, yvela Fitzgerald ver iqneba, magram always worth trying.

    Maltazea swori forma. Dawere ra, me zalian mainteresebs sheni Maltese vacations 🙂

    Im suratze, swori tmit ise gamoiyurebi, Great Gatsby-shi shen unda getamasha Cary-s magivrad 🙂
    So, I’m following da veli postebs.

    • ❤ როგორც დეიზიმ უთხრა ჯეის, I'm certainly glad to see you again. ხოდა აი მეც ზუსტად იგივეს გეტყოდი შენ.
      რა დამთხვევაა, ავატარი ისე გადავაყენე, რომ დეიზი დავიყენე ორივეგან.
      შევეცდები ხოლმე, რომ წერის სტილს არ ვუღალატო და ხშირად ვწერო.
      მალტას შესახებაც დავწერ რა თქმა უნდა ❤

      • დეიზი რომ წავიკითხე, პატარა ვიყავი, ის წიგნი არც ვიცი, ახლა სად არის. ისე, ყდის დიზაინი მახსოვს, იმ სათვალიანი კაცის პორტრეტი იყო, გზის პირას ბილბორდზე რომ ეხატა. ახლა დიდ ეკრანზე ვნახე და ძალიან იმოქმედა. ერთხელ ვიყავი ფიცჯერალდის მშობლიურ ქალაქთან ახლოს და ვერ მოვახერხე საფლავის ნახვა, ჰოდა, ფილმი რომ ვნახე, ვინანე 🙂
        ლეო როგორ თამაშობს, არა? და ის მწვანე შუქი ……..

        ძალიან ლამაზი ფოტოებია! რაღაც ტესტი გავაკეთე ამასწინათ და ამომივიდა, რომ მალტის მოქალაქე ვარ თურმე.

        • მეც ძალიან მომეწონა ეს წიგნი. შეიძლება იმიტომ, რომ წინასწარ ვიყავი სავსე იმ ემოციით, რაც მომავალში შემექმნებოდა. სამ ენაზე ერთდროულად კითხვა რატომ გადავწყვიტე, არც კი ვიცი. თარგმანში თუ სადმე ვიჭედებოდი, რუსულ ვერსიაში ვიქექებოდი. ყველაზე ცუდი ვერსია ქართული იყო. ემოცია არ იგრძნობოდა. ეგ სათვალებიანი კაცი ფილმშიც არის და როგორი საშიში გამომეტყველება აქვს, არა? ლეო საოცარია მაგ ფილმში. მართლა მხატვრული ფილმია. ლამაზი და მაქსიმალურად გაფორმებული. სანახაობრივი. ასევე მომეწონა 1974 წელს გადაღებული ვერსია რობერტ რედფორდისა და მია ფეროუს მონაწილეობით, მაგრამ სანახაობრივობა ნაკლებია, თუმცა წიგნთან მეტად არის მიახლოებული. წიგნის იდეალური ეკრანიზაცია არის 1974+2013. უიი ნეტავ გენახა მართლა.
          ხო მალტა ძალიან კარგია. კარგია ანუ ჩემთვის კარგი. მშვიდი კუნძულ-ქვეყანაა. ბედნიერი ხალხითა და კარგი კლიმატით. დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ.

  8. გამიხარდა შენი ახალი პოსტის გამოჩენა რიდერში ♥ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რაღაც არ დაწერე ამ ხნის მანძილზე და სულ ტყუილად. შენ არ მეუბნებოდი, წერე რაზეც გინდაო? და ახლა შენს თავს უწესებ აკრძალვებს, რომ ამაზე არ დაწერ, რადგან სირცხვილია, არ ღირს, გაიზარდე და ა.შ. სულაც არ წერდი დებილობებს და არც ახლა წერ. ცხელ გულზე დაწერილი პოსტები კი ყველას სჯობს! გავა დრო, ასეთ პოსტებს წაიკითხავ და თუნდაც რომ შეგრცხვეს, ძალიან ბევრ საინტერესო დასკვნას გააკეთებ. მეც არ მიყვარს ჩემი ძველი პოსტების კითხვა, განსაკუთრებით ისეთები, სადაც ჩემი ტანჯვები მაქვს აღწერილი 😀 მაგრამ ეს ხელს მიწყობს, უკეთესად დავინახო ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები. ერთზე დაგეთანხმები, რომ იმ ადამიანების შესახებ წერა არ ღირს, რომლებიც არ იმსახურებენ. დიახაც, არ იმსახურებენ ისინი იმხელა ყურადღებას, რომ შენს საკუთარ ბლოგში გარკვეული ადგილი გამოუყო. პირიქით, მაქსიმალურად უნდა ეცადო, მათზე არ იფიქრო ან საერთოდაც, მოიშორო შენი ცხოვრებიდან.

    ჰო, მალტას რაც შეეხება, მალტა-ში და არა მალტა-ზე. ქვეყანა-ში იყავი და არა ქვეყანა-ზე :))) მაგალითად, “საფრანგეთ-ში ვიყავი” და არა “საფრანგეთ-ზე ვიყავი” 😀

    აუცილებლად დაველოდები ახალ პოსტებს! წარმატებებს გისურვებ შენ და ბევრ მკითხველს ვუსურვებ ბლოგს! :*

    • საყვარელი ❤

      კარგი, მოკლედ, გავაგრძელებ და ვნახოთ 😀

      კი, მაგრამ მალტა კუნძულია.

      • ძალიან კარგი, გააგრძელე აუცილებლად 😀

        ჰო, კუნძულია, მაგრამ რაღაც უცნაურად ჟღერს თითქოს ეს “ზე” და რა ვიცი 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s